Jump to content

დისკები


Recommended Posts

ჩვენმა ფორუმელმა - იდეების გენერატორმა Blaster-მა მომაწოდა იდეა, რომ დამეწერა სტატია დისკებზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის და ვუთხრა: დავით ოქრო-კაცი ხარ, მაგრამ ცოტა სტატიების წერაშიც თუ მომეხმარები ბრილიანტ-კაცი იქნები :miyvarxar:

ჯერ, ჩემო მოსწავლეებო ( :xelitavi: ) დავიწყოთ იმით, თუ რა არის ოპტიკური დისკი. ოპტიკური დისკი გახლავთ დისკი, რომელზედაც ინფორმაცია ოპტიკურად იწერება, ანუ ლაზერით. როგორ? იმგორ, რომ ლაზერის სხივი ამოწვავს პოლიკარბონატისგან (ერთგვარი პლასტმასა) დამზადებულ დისკზე ღარებს, აი როგორც "გრამაფონის პლასტინკაზე" (ფირფიტაზე, იხ. სურ.) არის ამოღარული ინფორმაცია, კონკრეტულად - მუსიკა.

2r7iu4xjesalsu5kq55b.jpg

რათქმაუნდა გრამფირფიტაზე (თუ რაცაა) ინფორმაცია ძალზე დაბალი სიმჭიდრვითაა ჩაწერილი წამკითხველი ნემსის სიმსხვილის (თუ სიმსხოს) და ტექნოლოგიების სიძველის გამო. თანამედროვეობაში, როდესაც ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ მთვარეზე მიწის ნაკვეთი მხოლოდ 1 დოლარად ვიყიდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი შვილიშვილები (ან შვილთაშვილები მაინც) იმ მიწაზე ბუდრიგანას აიშენებენ და ჩვენი მადლიერნი დარჩებიან, გრამოფონის ნემსის მაგივრობას უკვე ლაზერის სხივი წევს.

რაც შეეხება ზომებს, ოპტიკური დისკების უმეტესობა 12 სანტიმეტრის დიამეტრისაა, თუმცა არსებობს 7.6-20სმ დიამეტრის მქონე დისკებიც. სისქე ძირითადად 1.2-1.5 მილიმეტრია, ხოლო ინფორმაციის სიმჭიდროვე უკვე დისკის რომელიმე კონკრეტულ ტიპზეა დამოკიდებული. მოდით კარგად გავეცნოთ თითოეულ მათგანს, რათა ქუჩაში გამარჯობას რომ გვეტყვიან არ გაგვიკვირდეს და არ ვთქვათ "ეს ვინ ჩემი დისკიაო" :eh: .

1. CD

ყველაზე ხანდაზმულისგან დავიწყებ, თორემ ვაითუ სანამ სტატიას დავასრულებდე ფეხებიც გაფშიკოს :user: . კომპაქტ დისკი (Compact Disc) - სწორედ ასე ჰქვია მას.

ისტორია:

აღმოჩნდა, რომ CD სხვა არაფერი ყოფილა, თუარა პროექტ "Laserdisc"-ის კასტრირებული ვერსია. სურათზე ხედავთ ლაზერდისკისა და ჩვეულებრივი დისკის ზომების შედარებას:

800px-LDDVDComparison.jpg

იგი კომპანია Sony-მ შექმნა 1976 წელს. 1979-ში სიდი Philips-მაც "გამოიგონა" და დაიწყო კიდეც CD-ერა. რათქმაუნდა თავიდან დისკებზე მხოლოდ აუდიო-ინფორმაცია ინახებოდა - 80-იანებში ხომ პერსონალური კომპიუტერები მხოლოდ "ფეხს იდგამდნენ" და "უზარმაზარი", 700MB ტევადობის დისკები არაფერში სჭირდებოდათ... პირველი სერიული აუდიო CD 1981 წელს ჰანოვერში გამოუშვეს. მასზე ეწერა შტრაუსის "Alpensinfonie" ბერლინის ფილარმონიის (თუ ფილარმონიული :xeli: ) ორკესტრის შესრულებით. რაც შეეხება კომპიუტერისთვის განკუთვნილ დისკს, ანუ CD-ROM-ს, იგი მხოლოდ 4 წლის შემდეგ წარუდგინეს საზოგადოებას, თუმცა კიდევ კარგა ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ ჩვენამდე, ჩვეულებრივ მოკვდავებამდე მოეღწია. სხვათაშორის CD-ROM-იც ფილიპსისა და სონის სიყვარულის ნაყოფი გახლდათ.

ფიზიკური მახასიათებლები:

სისქე - 1.2მმ

წონა - 15-20გრ.

დიამეტრი - 8/12სმ.

მასალა - პოლიკარბონატი.

ღარების სიღრმე - 100nm.

ღარების სიგანე - 500nm.

ღარებს შორის მანძილი - 1.6µm (მიკრომეტრი თქვე ლამერებო).

ლაზერის სხივის ტალღა - 780nm.

CD-ს "ვაფლი":

b4jvnlgosk8bkfpicbm7.png

A - პოლიკარბონატის დისკი.

B - სხივის ამრეკლი ფენა.

C - ლაკირებული ფენა.

D - ზედა ფენა წარწერით, ნახატით და ა.შ.

E - ლაზერის მიერ მონაცემთა წაკითხვა.

სტანდარტული სიდის ტევადობა 700 მეგაბაიტია, თუმცა არსებობს 650MB და 800MB ჩვეულებრივი (ანუ 12სმ) დიამეტრის დისკებიც. 8სმ-იანი დისკის ტევადობა 184 მეგაბაიტია.

ლოგიკური ფორმატები:

Audio CD.

200px-CDDAlogo.svg.png

მგონი გასაგებია რაზეცაა საუბარი. ეს ფორმატი 1980 წელს შეიქმნა Phillips და Sony-ს მიერ. პირველ მათგანს 14-ბიტიანი 44KHz კოდირება ჰქონდა, მეორეს - 16-ბიტიანი 44.1KHz. მუსიკის ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში 74 წუთს უდრიდა.

Super Audio CD.

SACDlogo.png

ეს ფორმატი 1999 წელს შემოგვთავაზა ზემოხსენებულმა კომპანიებმა. ქვედა ცხრილში ხედავთ Audio CD-ს და SACD-ს შედარებას:

rzgk4gx05n8c1n830o9a.jpg

CD-MIDI. ეს საკმაოდ სპეციფიური ფორმატია, გამოიყენება ინფორმაციის შესანახად, რომლის მიხედვითაც შემდეგ MIDI მოწყობილობა მუსიკას უკრავს. უნდა აღვნიშნო, რომ არანაირი სხვა CD პლეერი ან მისი მსგავსი რამ დისკს ვერ "დაუკრავს".

CD-ROM.

ალბათ ამ ფორმატს ყველანი კარგად იცნობთ. იგი კომპიუტერის მიერ იკითხება (ასევე CD პლეერითაც, თუ მუსიკაა ჩაწერილი). ცხრილში მოყვანილია ტევადობები:

f51hqpoebk6d7vfchmv.jpg

Video CD.

200px-VCDlogo.svg.png

ეს არის ვიდეოფორმატი. გაფართოებად აღებულია VHS (ვიდეოკასეტის) ფორმატის ნახევარი, თუმცა ხარისხით მაინც შეუძლია ამ უკანასკნელთან კონკურენციის გაწევა. მახასიათებლები:

ვიდეო:

კოდეკი - MPEG-1

გარჩევადობა - NTSC: 352x240. PAL/SECAM: 352x288

ფარდობა - 4:3

კადრი წამში - NTSC: 29.97 ან 23.976FPS. PAL/SECAM: 25FPS.

გამტარობა - 1,150Kbps

აუდიო:

კოდეკი - MPEG-1 Audio Layer II

სიხშირე - 44.1 kHz

გამტარობა - 224Kbps.

Super Video CD.

200px-SVCDlogo.svg.png

მგონი სახელიდან ყველაფერი ნათელია. მახასიათებლები:

ვიდეო:

კოდეკი - MPEG-2

გარჩევადობა - 2/3 D1

NTSC - 480x480

PAL/SECAM - 480x576

ფარდობა - 4:3 / 16:9

კადრები წამში - NTSC: 29.97FPS. PAL/SECAM: 25FPS

გამტარობა - დაახლოებით 2,600Kbps

აუდიო:

კოდეკი - MPEG-1 Audio Layer II

სიხშირე - 44,100 hertz (44.1 kHz)

გამოსვლა - mono/dual channel/stereo/multi 5.1

გამტარობა - 32-384Kbps

Photo CD.

PhotoCDLogo.png

ფორმატი 1992 წელს კომპანია Kodak-მა შექმნა ფოტოების ციფრულად შენახვისთვის. ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ მახასიათებლები:

k1f2al6g5up9mxylnbi.jpg

CD-R.

200px-CDRlogo.svg.png

"ჩაწერადი" სიდი. იგი პირველად 1990 წელს გამოჩნდა. ფიზიკურად ეს სრულიად ჩვეულებრივი დისკია, ოღონდ ცარიელი. მასზე ჩაწერა სპეციალური ლაზერით ხდება, რომელიც, დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს აქვს კომპში.

CD-RW.

200px-CDRWlogo.svg.png

იდგა 1988 წელი. ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო CD-MO (მაგნიტო-ოპტიკური), რომელიც ფლოპისა და CD-ს ჰიბრიდად უნდა ქცეულიყო:

580px-MO_OLYMPUS_OL-D640.jpg

მისი ფართობის გარკვეული ნაწილი ოპტიკური იყო, დანარჩენი კი - მაგნიტური. იდეა მარტივი გახლდათ: დისკს ექნებოდა "ROM", ანუ "არწაშლადი" ოპტიკური ნაწილი და მაგნიტური, ანუ წაშლადი და ჩაწერადი ნაწილი, რომელსაც მფლობელი თავის გემოზე გამოიყენებდა... CD-MO მცირე სერიაში გავიდა კიდეც, მაგრამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. არ ვიცი სიძვირის, ტექნოლოგიის სირთულის თუ ელემენტარული მარაზმულობის გამო, მაგრამ პროექტი დაიხურა და 1997 წელს მივიღეთ სულ სხვა, მთლიანად ოპტიკური მრავალჯერადი გამოყენების დისკი CD-RW. მის "ვაფლში" შედის სპეციფიური, თერმულად ცვლადი ნივთიერების ფენა. ამ ფენაზე თერმული ზემოქმედებით შესაძლებელია ინფორმაციის ჩაწერა. შემდეგ დისკი გაგრილდება და ჩვეულებრივ CD-დ იქცევა. ხოლო როდესაც ინფორმაციის წაშლა იქნება საჭირო, კვლავ თერმული ზემოქმედებით დისკის ღარები "ჩასწორდება" და თითქმის ახალ CD-ს მივიღებთ... რათქმაუნდა როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაზე, CD-RW-საც აქვს მუშაობის რეზერვი და ის ჩაწერა-წაკითხვის დაახლოებით 1000 ციკლით განისაზღვრება.

2. DVD

გვინდა თუ არა, CD ნელ-ნელა დაბერდა და ალბათ ფეხებსაც გაფშეკს ახლო მომავალში... ასე რომ ვნახოთ, რა დაგვიტოვა მომავალ თაობას...

ისტორია:

1993 წელს შეიქმნა დისკების ორი ახალი სახეობა: MultiMedia Compact Disc (MMCD) და Super Density (SD) Disc. პირველი

დისკის შემქმნელები სონი და ფილიპსი გახლდათ, ხოლო მეორეს ბევრად მეტი მამა ყავდა - Toshiba, Time Warner, Matsushita Electric, Hitachi, Mitsubishi Electric, Pioneer, Thomson და JVC. ეს უკანასკნელნი მიადგნენ კომპანია IBM-ს და სთხოვეს "გვიშველე რამეო", რადგან არ იცოდნენ, რომელი ფორმატი იქნებოდა ახალი დისკისთვის უმჯობესი. IBM-მა კეფა მოიფხანა, გადახედა MMCD-ს და სთქვა: "მოდით ორივე დისკი ერთ გამოგონებად ვაქციოთო" და მცირეოდენი ძალდატანების შემდეგ შეიქმნა ის, რასაც ჩვენ DVD-ს ვეძახით. ყველა მამამ ერთად მიანიჭა მას ISO-13346 ფორმატი, რომელიც ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის UDF (Universal Disc Format) სახელითაა ცნობილი. ახალმა დისკმა ფილიპს/სონისგან მიიღო ცალმხრივი და ორფენიანი ჩაწერის შესაძლებლობა, ხოლო ყველა დანარჩენი მამისგან - ორმხრივი და ერთფენიანი ჩაწერის შესაძლებლობა, რამაც მომავალში ორმხრივი და ორფენოვანი DVD-ს გამოჩენა გამოიწვია... ასე რომ შვილი ყველა მამას დაემსგავსა :P . ახალი დისკი ჩაწერა/წაკითხვისთვის იყენებს EFMPlus სტანდარტის მოდულაციას, რისი წყალობითაც მისი ტევადობა 700MB-დან 4.7GB-მდე გაიზარდა... თუმცა არა, ზედ კი აწერია 4.7GB, მაგრამ 4.38GB-ზე მეტი არანაირად არ იწერება ;) . პირველი DVD უკვე 1995 წელს გამოვიდა და ახალი ერაც დაიწყო.

ფიზიკური მახასიათებლები:

ტევადობების ცხრილი. SS - ერთმხრივი, DS - ორმხრივი, SL - ერთფენიანი, DL - ორფენიანი.

4pvpqaf4tz0e6d5nnwuh.jpg

სისქე - 1.2-1.7მმ

წონა - 15-20გრ.

დიამეტრი - 8/12სმ.

მასალა - პოლიკარბონატი.

ღარების სიღრმე - 100nm.

ღარების სიგანე - 500nm.

ღარებს შორის მანძილი - 0.74µm.

ლაზერის სხივის ტალღა - 650nm.

რათქმაუნდა DVD-საც აქვს თავისი DVD R და DVD RW, როგორც CD-ს, მაგრამ ტექნოლოგია ფაქტობრივად იგივეა, ამიტომ მას გადავახტები და იმ საკითხს განვიხილავ, რაც ყოველთვის მაწუხებდა და მაიტნერესებდა კარგად მცდონდოდა.

პლიუს-მინუსი.

დარწმუნებული ვარ თქვენც შეხვედრიხართ DVD-R და DVD+R-ს და დაიტნერესებულხართ რა არის ეს. სამწუხაროდ ვერ გავერკვიე კონკრეტულად და ზუსტად რას ნიშნავს ან პლიუსი, ან მინუსი, ამიტომ მხოლოდ ამ მწირი ინფორმაციით მოგიწევთ დაკმაყოფილება:

DVD-R გახლავთ ერთჯერადი DVD დისკი, რომელიც DVD პლეერების, რეკორდერების და DVD-ROM-ების უმეტესობასთანაა თავსებადი. ჩაწერა მხოლოდ DVD-R რეკორდერის მეშვეობითაა შესაძლებელი.

DVD+R-იც ერთჯერადი DVD დისკია, რომელიც DVD პლეერების და DVD-ROM-ების უმეტესობასთანაა თავსებადი, მაგრამ მასზე ინფორმაციის ჩაწერა მხოლოდ DVD+R რეკორდერის მეშვეობითაა შესაძლებელი.

მაგრამ არსებობს ე.წ. "Multofirmat" პლეერები და რეკორდერები, რომლებისთვისაც სულ ერთია პლიუს დისკს შეუცურებთ ღრიჭოში თუ მინუს დისკს. სწორედ ასეთ რეკორდერებს ვუწევ რეკომენდაციას, რათა თავიდან აიცილოთ პლიუს-მინუსთან დაკავშირებული გაუგებრობა და პრობლემები.

სადაც ამ საკითხს შევეხე, მინდა გიამბოთ DVD-RAM-ის შესახებაც. იგი ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა და MO დისკის მსგავს გამოგონებას წარმოადგენს. სურათზე ერთ ასეთ დისკს ხედავთ:

800px-DVD-RAM_Detail_Sectors.jpg

ეს კი გადიდებული ფოტოა, კარგად ჩანს ნაჭდევები:

Dvd-ram-closeup.jpg

ეს ნაჭდევები საშუალებას იძლევა კომპიუტერმა "დაიმახსოვროს" დისკის რომელ სექტორში რა ინფორმაცია ინახება და უფრო სწრაფად მოახდინოს მასზე წვდომა. გარდა ამისა DVD-RAM უფრო სიცოცხლისუნარიანია - ჩაწერა/წაშლების 100000 ციკლს უძლებს. სამწუხაროდ ამ დისკს ერთი უარყოფითი თვისებაც აქვს - წაკითხვის მაქსიმალური სიჩქარე 12x-ია. 12x რა არის? აჰ პარდონ! სიჩქარეებზე არაფერი მითქვამს? :user: ა ბატონო სიჩქარეების ცხრილი. დაიზეპირეთ და გამოცდაზე სხაპასხუპით ჩამაბარეთ!

ef6e6e9lypw8aob7h1rk.jpg

ღოო და საშემოდგომოდ გამოგყვებათ HD DVD-ს ტევადობები:

vilv5y52abul2g3jx08.jpg

ეს უკანასკნელი მაღალხარისხიანი ვიდეოფაილების შესანახადაა განკუთვნილი.

ფორმატები

რამდენ რამეს მივედ-მოვედე, ალბათ აქამდე აღარც კი ჩამოსულხართ, გვერდის ბოლოში დასქროლეთ და "მაგარია"-ს მსგავს ბანალურ ფრაზას წერთ იმის მაგივრად, რომ ახლა აი ამ ნაწერს კითხულობდეთ. ჰოდა იცოდეთ. მე "მაგარია", "საღოლ" და მისთანებისთვის არ ვწერ. მე ვწერ იმისთვის, რომ თქვენს თავში რაღაც სასარგებლო ინფორმაცია შევიდეს!.. ახლა რაც შეეხება ფორმატებს... რახან უკვე აღარ კითხულობთ, მოკლედ დავწერ.

DVD-Audio.

200px-Dvd-audio-logo.svg.png

CD-Audio-ს მსგავსი დისკი, თუმცა ბევრად უკეთესი ხარისხით. 16-ბიტიანი სისტემის გარდა აქ გამოიყენება 20- და 24-ბიტიანი სისტემებიც, ხოლო აუდიო ხარისხი შეიძლება იყოს როგორც 44.1 kHz, ასევე 48, 88.2, 96, 176.4 და 192 kHz.

DVD-Video.

200px-Dvd-video-logo.svg.png

რათქმაუნდა ვიდეო ფორმატმა აქაც შეყო ცხვირი... მახასიათებლები:

გაფართოება 25FPS-ზე:

720 × 576 MPEG-2 (ეწოდება D1)

704 × 576 MPEG-2

352 × 576 MPEG-2 (ეწოდება Half-D1)

გაფართოება 29.97 ან 23.976FPS-ზე:

720 × 480 pixels MPEG-2 (D1)

704 × 480 pixels MPEG-2

352 × 480 pixels MPEG-2 (Half-D1)

გაფართოება MPEG-1-ისთვის:

352 × 288 pixels MPEG-1, 25FPS

352 × 240 pixels MPEG-1, 29.97FPS

თქვენ ეი, პროვოკატორებო! დიახ თქვენ! არ დამიწყოთ ჭიჭინი "DivX-ზე რატომ არაფერი გიწერიაო"! DivX არის კოდეკი და არა DVD-ს ფორმატი :vikingi: . გეიგეთ? მაინც ვიცი, რომ აქ ცოდნის მისაღებად კიარა ჩემს შეცდომაში გამოსაჭერად ხართ :givi: . ხოდა რას გეტყვით იცით? შეუცდომელი არავინაა. ღმერთი კიარა ვარ ან ანგელოზი, ადამიანი ვარ მოკვდავი, რომელიც თავის საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება იმის მიუხედავად, რომ მასხარას ვგავარ :user: ჰოდა ჩემი შეცდომების ძებნას გირჩევნიათ რამე შეჰმატოთ ფორუმს. მე ხომ ვპოულობ დასაწერ ინფორმაციებს? ჰოდა გაისარჯეთ ცოტა და თქვენც იპოვეთ...

ჰოო... რაღა დაგვრჩა DVD-ზე?... უი ხო! ფენოვანი ხაჭაპურები! უფროსწორად, მრავალფენიანი, კერძოდ კი ორფენიანი DVD. მას DVD DL ჰქვია (DL ნიშნავს Dual Layer-ს, არავინ ჩაგჭრათ). ამ დისკს ორი ფიზიკური (ანუ "მუშა") ფენა აქვს. პირველი ფენა ნახევრადგამჭვირვალეა და ლაზერის სხივის "გადართვის" შედეგად, ანუ მისი "სიგრძის" შეცვლის საშუალებით შესაძლებელია მეორე ფენის წვდომა, წვდენა, თუ რაც ქვია... DL-ის წყალობით DVD-ს რეალური ტევადობა 8.76GB-მდე გაიზარდა. მიუმატეთ ამას ორმხრივი DVD, ანუ დისკი, რომლის ორივე მხარეც "მუშაა" და მიიღებთ ოთხფენიან DVD-ს - "DVD DL DS" (DVD Dual-Layer Double Sided) 17.52GB ტევადობით :ugly_wink: .

3. BD

200px-Blu-ray_Disc.svg.png

ბუდუს კიარადა ბლურეის პროტოტიპი 2000 წელს აჩვენეს საზოგადოებას. რათქმაუნდა გამოფენაზე და მისთვის ხელის ხლება "სასტიკად აკრძალული" იყო. საბოლოოდ BD სტანდარტი მხოლოდ 2004 წელს ჩამოყალიბდა. ბლურეი დისკს იმიტომ ჰქვია, რომ ლურჯია. დიახ ლურჯი! ა თუ არ გჯერათ:

l98tcplbpa7by110q2f.jpg

რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს, აქ უკვე 405nm-იანი ლაზერი გამოიყენება... 12სმ-იანი BD-ს ტევადობა 25 გიგაბაიტია, 8სმ-იანის - 7.8GB. შთამბეჭდავია არა? ახლა BD-ვიდეოს სტანდარტებსაც შეხედეთ:

9vnt68k5fopgwte7nlv4.jpg

პრინციპში ბლურეიზე მეტის დაწერა არცაა საჭირო, დარწმუნებული ვარ უკვე კარგა ხანია "მაგარია" გაქვთ დაპოსტილი და გასული ხართ თემიდან... ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებობს ერთჯერადი ჩაწერის BD-R დისკები.

ინფორმაციის განახლება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ასოციაციამ უსაქმურობის ჟამს გამოიგონა კიდევ ერთი სტანდარტი - BDXL. როგორც სახელიდან ჩანს, ეს სტანდარტი იქნება "eXtra Large", რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სტანდარტის ერთჯერადი დისკები 128GB, ხოლო მრავალჯერადი - 100GB ტევადობისა იქნება. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ გამოუშვებენ IH-BD (Intra-Hybrid Bluray Disc) სტანდარდის დისკებსაც. ამ სტანდარტის თითოეულ დისკს ექნება როგორც ROM, ანუ ერთჯერადი, ასევე "R", ანუ მრავალჯერადი სექტორი.

4. დაზიანებები

"ლპობა":

Disc_rot.jpg

ეს არის CD/DVD/BD დისკების ამრეკლი ფენის ოქსიდირება, გლეხური ენით რომ ვთქვათ, ჟანგვა.

თერმული ზემოქმედება. ამ შემთხვევაში ზიანდება დისკის "მუშა" ზედაპირი. როგორც იცით, ლაზერი თერმულად ამუშავებს დისკის ზედაპირს და ტოვებს მასზე ინფორმაციას, ღარების სახით. ეს ღარები კი მზის, ღუმელის, უთოს ან ნებისმიერი სხვა თერმული ზემოქმედების შედეგად ზიანდება.

ჰიდროზემოქმე�%8

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

როგორც იქ იყო,ისეა აქ გადმოტანილი

ბოლო მონაკვეთი მგონი ეს იყო:აგრეთვე ჰიდროზემოქმედების შედეგადაც

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

CD

ლაზერის სხივის ტალღა - 780nm.

DVD

ლაზერის სხივის ტალღა - 650nm.

BD

405nm-იანი ლაზერი

CD-ს ლაზერი ახლო ინფრაწითელ უბანშია ფაქტიურად ხილულის გვერდზე (ხილული უბანი: 400-470ნმ)

DVD უკვე ხილულია თან წიტელი შუქით (ნუ CD-ს ლაზერიც წითლად ანათებს)

აი, BD-ს ლაზერი უკვე ხილული სინათლის დასაწყისშია (ფერს Indigo Light ეწოდება, ჩვენებურად-იასამნისფერი)

ალბათ სამომავლოდ ულტრაიისფერ ლაზერებზე გადავლენ უფრო მცირე ტალღის სიგრძით (თუ საერთოდ განვითარდა ოპტიკური დისკები)

P.S: ერთი ჩემი ახლობელი გერმანიაში (მგონი მიუნსტერის უნივერსიტეტში) მუშაობდა ახალი პოლიმერებზე, რომლებიც ჩაწერის ტევადობას 100გბ-მდე ზრდიან, თუმცა BD-მ "მოუსწრო"

ხო, HD-DVD-ზე რატომ არაფერი წერია? :dacinva:

Link to comment
Share on other sites

მაგრი დაღლილი ვარ ახლა,

დავამატებ თუკი მანამდე NEIRON-მა არ ჩაამატა...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.