Jump to content

AMD Fusion Brazos


Recommended Posts

ალბათ ყველამ იცით, თუ რა არის AMD Fusion. ეს არის კომპანია AMD-ს სქემა, რომელიც გულისხმობს პროცესორის და ვიდეოჩიპის შერწყმას (Fusion-იც შერწყმას ნიშნავს). შედეგად წარმოიქმნება APU, რაც იშიფრება, როგორც Accelerated Processing Unit. AMD პროექტზე 2006 წლიდან მუშაობს. რათქმაუნდა როგორც სხვა ყველა ინოვაცია, APU-ც ბევრი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ გამოსულმა ვიდეოჩიპიანმა Intel Atom-მა საბოლოოდ დაგვარწმუნა ყველა, რომ მცირე სიმძლავრისა და ენერგომოხმარების მქონე "პროცესორვიდეოჩიპები" საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს მობილურ პლატფორმებში და ყველგან, სადაც ზემძლავრ გამოთვლებზე წინ ენერგიის დაზოგვა დგას. ამასობაში AMD-მაც მოაჩოჩა თავისი Fusion-ის პირველი წარმომადგენელი - პლატფორმა "Brazos", მორიდებით ჩაახველა და დაბალი ხმით დაიწყო მოყოლა:

"AMD Brazos გულისხმობს APU ჩიპს, რომელშიაც გაერთიანებული იქნება:

პროცესორი - ერთ ან ორბირთვიანი 40nm-იანი Ontario, ან Zacate, 64-ბიტიანი ბრძანებათა ნაკრებით, DDR3-1066MHz მეხსიერების მხარდაჭერითა და 9/18 ვატი ენერგომოხმარებით.

ვიდეოჩიპი - 40nm-იანი Mobility Radeon HD 6xxx, Cedar გრაფიკული ბირთვით, 80 სტრიმ პროცესორითა და UVD-3 ვიდეო დეკოდერით.

Brazos-ს ექნება "Houdson-M1" ჩიპსეტი."

მორიდებულმა მწვანემ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოთხი მოდელის პროცესორი წარმოგვიდგინა. ესენია E-240 და E-350 Zacate ოჯახიდან და C-30 და C-50 Ontario ოჯახიდან. მათ მონაცემებს ცხრილში ხედავთ:

2pscz.jpg

თავის მცირერიცხოვან მომხმარებელზე მზრუნველმა AMD-მ გადაწყვიტა ზაკატესთვის "E" ასო მიენიჭებინა, ხოლო ონტარიოსთვის - "C", რათა მომხმარებელს არ გაჭირვებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა.

ამის შემდეგ AMD განზე გადგა და ht4u.net-ის ინჟინრებს თავისი ნაწარმის ტესტირების საშუალება მისცა. ht4u.net გერმანული საიტია და ალბათ იქ ყველამ იცის რომელ სოკეტზე რომელი პროცესორი დგება, ამიტომ ქაოტურად გადმოყარეს ტესტებში მონაწილე სისტემების კომპონენტები:

პროცესორები

E-350: B0 stepping, 1.6 GHz, 2x DDR3-1066 (4GB) (ეს ის პროცესორია, რომელიც განსაკუთრებით გვაინტერესებს)

Athlon X2 240e (AM3), C2 stepping, 2.8 GHz, 2x DDR3-1333 (4GB)

Athlon 64 X2 5000 + Black Edition, G2 Stepping, 2.6 GHz, 2x DDR2-800 (4GB)

G620 Pentium (Socket 1155) D2-stepping, 2.6 GHz, no turbo, no HT, 2x DDR3-1066 (4GB)

Pentium G6950 (base 1156) C2 stepping, 2.8 GHz, no turbo, no HT, 2x DDR3-1066 (4GB)

Pentium Dual-Core E6300 (Socket 775) R0 Stepping, 2.8 GHz, FSB 1066 MHz, 2x DDR2-800 (4GB)

Atom D525: B0 stepping, 1.8 GHz, 2 cores, Hyper active, 1x DDR3-800 (2GB) (ეს კი იმ პროცესორის მთავარი კონკურენტი)

ეს ორი ძირითადი კონკურენტის CPU-z სკრინები:

pai9k.png wzbco.png

დედადაფები

ASUS E35M1 M-Pro (Brazos) system (ჩვენ ეს გვაინტერესებს)

ASUS M4A89GTD Pro/USB3 (AM3)

Gigabyte MA790GP-UD4H (Socket AM2 +)

MSI H57M-ED65 (Socket 1156)

Gigabye H67A-UD3 (Socket 1155)

MSI P45 Platinum (Socket 775)

Intel D525MW (ესეც კონკურენტი)

ესეც AMD-სა და Intel-ის დედადაფები, ზედ დამაგრებული პროცესორებით:

grv8d.jpg 4uuwg.jpg

რატომღაც AMD-მ Intel-ის ფერი დედადაფა მოირგო, ხოლო Intel-მა - AMD-ს ფერი. როგორც ჩანს ht4u თავ-გზას გვიბნევს.

ვიდეოდაფები:

MSI Radeon HD 6950

Sapphire Radeon HD 5450

Radeon HD 6310 (E-350-ში ინტერგირებული)

HD Intel GMA (Pentium G6950-ში ინტეგრირებული)

Intel HD (Pentium G620-ში ინტეგრირებული)

Radeon HD 4250 (AMD 890GX ჩიპსეტში ინტეგრირებული)

რატომღაც ტესტში Nvidia-ს ერთი ვიდეოდაფაც კი არ ფიგურირებს. ალბათ გერმანელებს არ უყვართ Nvidia... ან პირიქით, Nvidia-ს არ უყვარს გერმანელები.

-------------------------------------------------------------------------------------

სანამ უშუალოდ ტესტზე გადავიდოდე, მინდა შემოგთავაზოთ AMD Zacate-ს არქიტექტურის განხილვა. სურათზე ხედავთ Zacate პროცესორის სქემას:

dxkf9.png

ეს კი ჩიპის ნამდვილი სურათია:

e8xn3.jpg

მარცხნივ ორი ბირთვია თავის კეშებით, ცენტრში ვიდეოჩიპი, ხოლო მარჯვნივ - მეხსიერების ინტერფეისი.

რაც შეეხება "აღმასრულებელ" ერთეულებს, მათ წარმოადგენს გასაიდუმლოებული სიდიდის ფიზიკური რეესტრის ფაილი (PRF), მისამართის გენერატორი (AGU), მისი ჩამტვირთველი (LAGU), შემნახველი (SAGU)...

ivotm.png

ამ აგუ-საგუ-ლაგუზე რატომღაც "არაჩვეულებრივი გამოფენა" გამახსენდა... "ფერმის გამგე ალექსი, ბიბლიოთეკარი აპექსი, ბახოსი, მისი ვაჟი ამბროსი" და მთავარ თემასაც გადავუხვიე... ჰო... რათქმაუნდა აქვეა ორი კინკილა არითმეტიკულ-ლოგიკური ერთეული ALU, რომელიც საერთო ხმოვანებაში დიდად ვერ ეწერება, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული.

0sh7g.png

აქვეა სოსიალა წერტილ... უკაცრავად, მოძრავწერტილიანი (თუ რა ქვია კი აღარ მახსოვს, ჯამბომ იცოდა, მერე ლექსიკონშიც ჩავწერე, მაგრამ ლექსიკონს ვეღარ მივაგენი ფორუმზე, სად წაიღეს კაცმა არ იცისhmm2.gif... მაგრამ თქვენ ხომ მაინც ფეხებზე გკიდიათ :)) გამოთვლების ერთეულები. ესეც ორი ცალი და თანაც მხოლოდ 64-ბიტიანი. დანარჩენის გადმოკაკვლა მეზარება და თუ ვინმეს აინტერესებს, წაიკითხოს გრაფიკზე (ზემოთ ხატია). ესეც მეორე გრაფიკი. გამგები გაიგებს, არ გამგებმა კიდევ მკითხოს და ავუხსნი, მთავარია დაინტერესება დამანახოთ! :)

lt1yo.png

აი ეს კი პაიპლაინის აგებულება გახლავთ:

s9xet.png

რაც შეეხება გრაფიკულ ბირთვს, ეს გახლავთ AMD Radeon HD 6310, აი მისი GPU-z, სადაც მონაცემების ამოკითხვა შეგიძლიათ:

ici5e.png

ამ ჩიპს აქვს UVD 3.0 მოდელის უნიფიცირებული დეკოდერი, რომელიც სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად 3D ბლუ-რეი ფილმების დეკოდირების საშუალებას იძლევა. რათქმაუნდა ეს კარგია, რადგან AMD-ს ქმნილება მულტიმედია მოწყობილობებისთვის და მცირე HTPC-ებისთვისაც ხდება გამოსადეგი. თამაშებში წარმადობა კი ასეთია:

2jst4.jpg

0kke3.jpg

zws1b.jpg

znvb8.jpg

dwrwc.jpg

რათქმაუნდა ასეთი წარმადობა გასაკვირი არცაა პროცესორის და ვიდეოჩიპის სისუსტის გამო. თუ დაუკვირდებით, E-350-თან AMD-ს ერთ-ერთი ფლაგმანი 6950-იც ვერ ავლენს საკუთარ პოტენციალს. E-350-ზე თამაში სისულელეა როგორც ინტეგრირებულ, ასევე დისკრეტულ (ანუ ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, "კლასიკურ") ვიდეოდაფაზეც, რადგან პროცესორის დაბალი სიმძლავრე და PCI-Express x4 სლოტი ყველანაირად შეგზღუდავთ. სამაგიეროდ თამაშებში სისუსტე დაბალ ენერგომოხმარებად მოგიბრუნდებათ (ზოგი ჭირი მარგებელია :babu: ):

ენერგომოხმარება დაუტვირთავი სისტემისთვის:

ga61t.jpg

ენერგომოხმარება დატვირთული სისტემისთვის (Linpack-ზე):

v85k8.jpg

ენერგომოხმარება დატვირთული სისტემისთვის (Furmark-ზე):

w5p4k.jpg

ენერგომოხმარება დატვირთული სისტემისთვის (Linpack და Furmark):

vpfu8.jpg

ახლა კი იხილეთ პროცესორის ე.წ. "სინთეტიკური" ბენჩმარკები, სადაც პროცესორის წარმადობა ჩანს ხოლმე:

a17mq.jpg

coibe.jpg

f6y7s.jpg

ptd1k.jpg

b1v1o.jpg

nf6mk.jpg

წარმადობის "საშუალო არითმეტიკული":

ryt1o.jpg

-------------------------------------------------------------------------------------

დასკვნისმაგვარი

რა გითხრათ ხალხო, რით გაგახაროთ, ვერ დაგვემართა კარგი ამბავი :user:. AMD-ს ქმნილება ბრმა, კოჭლი, ყრუ და მუნჯი აღმოჩნდა :cry:

არ მითხრათ ახლა "AMD-სგან უკეთესს ველოდითო", მაინც არ დაგიჯერებთ :) დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა თავის ადგილს იპოვის იქ, სადაც საჭიროა. თანაც ნახეთ, რა სიმპატიურად გამოიყურება:

kvutu.jpg

29geu.jpg

ეს კი პლატფორმის ზოგიერთი ვერსიის მახასიათებლები და ფასია:

9jnsd.jpg

2rb4y.jpg

ხედავთ რა მიმზიდველად გამოიყურება და რა მიმზიდველი ფასები აქვს :raio:

-------------------------------------------------------------------------------------

Brazos-ი AMD Fusion-ის პირველი წარმომადგენელია. მას მოგვიანებით უნდა მოჰყვეს 32 ნანომეტრიანი Llano, კიდევ უფრო გვიან - 28 ნანომეტრიანი Wichita და Krishna, ხოლო გვიანზე უფრო გვიან - 32 ნანომეტრიანი Trinity. იმედია ეს პროცესორები Zacate-სა და Ontario-ზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

P.S. ამ AMD-მ ვერ ისწავლა სახელების დარქმევა რა

http://translate.google.com/translate?hl=en&sl=de&tl=en&u=http%3A%2F%2Fht4u.net%2Freviews%2F2011%2Famd_zacate_e350_review%2F

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

გმადლობ ინფოსთვის

მაგარი სტატიაა :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

კაი სტატიაა მარა ეს AMD Brazors Zakate არც არის განკუთვნილი არც High-end ისთვის და არც mid-end ისთვის პრინციპში :) საერთოდ AMD-ეს APU ების გამოშვებას ჩემი აზრით Tegra ტიპის პროცესორი უნდა გამოეშვა და Tablet-ების ბაზარში გაეწია კონკურენცია Qualcome ან Nvidia-ს

Link to comment
Share on other sites

კაი სტატიაა მარა ეს AMD Brazors Zakate არც არის განკუთვნილი არც High-end ისთვის და არც mid-end ისთვის პრინციპში :) საერთოდ AMD-ეს APU ების გამოშვებას ჩემი აზრით Tegra ტიპის პროცესორი უნდა გამოეშვა და Tablet-ების ბაზარში გაეწია კონკურენცია Qualcome ან Nvidia-ს

მართალია, HTPC-ებისთვის უფროა ეს Brazos, მაგრამ მე ის უფრო მაფიქრებს, ვაითუ მიდ-ენდ და ჰაი-ენდ ფიუჟენებმაც ჩაისვარონ... მართალია სხვა არქიტექტურა უნდა ქონდეთ, მაგრამ AMD-სგან ყველაფერია მოსალოდნელი.

Link to comment
Share on other sites

ხო შეიძლება მარა მე რამდენიმე benchmark ი ვნახე სადაც Liano რომ დატესტეს intel core2 due 2.2G აჯობა კიდეც APU- თვის ცუდი შედეგი არაა იდეა ცუდი არაა მაგალითად microsoft office ის ტესტბში აიღო ყველაზე მაღალი ქულები GPU-მხარდაჭერის გამო, ფასზე წერენ 350$ ფარგლებში იქნებაიო და 4 ბირთვიანი APU Liano hd 6310(ზუსტად არ მახსოვს) დისკრეტული გრაფიკისთვის კაი ფასია. მარა ჩემი აზრით AMD-ეს დიდი შეცდომა იყო საერთოდ Netbook-ის და mid-end notebook ების ბაზარზე შესვლა. ეხლა მთელი აქცენტი სმარტფონებს და Tabletებზეა გადატანილი მარტო წინა წელს გადაუსწრო გაყიდვების რაოდენობამ ამ ბოლო ორის მთლიანად გაყიდული PC-is raodenobas

Link to comment
Share on other sites

ხო შეიძლება მარა მე რამდენიმე benchmark ი ვნახე სადაც Liano რომ დატესტეს intel core2 due 2.2G აჯობა კიდეც APU- თვის ცუდი შედეგი არაა იდეა ცუდი არაა მაგალითად microsoft office ის ტესტბში აიღო ყველაზე მაღალი ქულები GPU-მხარდაჭერის გამო, ფასზე წერენ 350$ ფარგლებში იქნებაიო და 4 ბირთვიანი APU Liano hd 6310(ზუსტად არ მახსოვს) დისკრეტული გრაფიკისთვის კაი ფასია. მარა ჩემი აზრით AMD-ეს დიდი შეცდომა იყო საერთოდ Netbook-ის და mid-end notebook ების ბაზარზე შესვლა. ეხლა მთელი აქცენტი სმარტფონებს და Tabletებზეა გადატანილი მარტო წინა წელს გადაუსწრო გაყიდვების რაოდენობამ ამ ბოლო ორის მთლიანად გაყიდული PC-is raodenobas

350$ მარტო პროცესორი კაცო? რაამბავია.

Bulldozer-ის იმედი მაქვს მე, თუ კარგი გამოვა გადავალ მაგაზე.

Link to comment
Share on other sites

350$ მარტო პროცესორი კაცო? რაამბავია.

Bulldozer-ის იმედი მაქვს მე, თუ კარგი გამოვა გადავალ მაგაზე.

არა 350$ ეღირება motherboard+CPU+GPU

350$ მარტო პროცესორი კაცო? რაამბავია.

Bulldozer-ის იმედი მაქვს მე, თუ კარგი გამოვა გადავალ მაგაზე.

Link to comment
Share on other sites

დასკვნისმაგვარი

რა გითხრათ ხალხო, რით გაგახაროთ, ვერ დაგვემართა კარგი ამბავი :user:.

რატომ ვითომ კონკურეტს ყველაფერში ჯობია, ერთს კი არა გაერთიანებულ კონკურეტებასც არაფრით არ ჩამორჩება, თუ არ ჯობია კიდევ გარკვეულ პარამეტრებში.

AMD-ს ქმნილება ბრმა, კოჭლი, ყრუ და მუნჯი აღმოჩნდა :cry:

atom-ის დახასიათებაც plz :D

არ მითხრათ ახლა "AMD-სგან უკეთესს ველოდითო", მაინც არ დაგიჯერებთ :) დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა თავის ადგილს იპოვის იქ, სადაც საჭიროა.

უარეს ველოდი, განსაკუთრებით ენერგო მოხმარებაში. ეს პლატფორმა კონკრეტული კონურენტის, კონკრეტულ სეგმენტში, დასამარცხებლად არის შექმნილი ასრომ არ დაიკარგება.

Brazos-ი AMD Fusion-ის პირველი წარმომადგენელია. მას მოგვიანებით უნდა მოჰყვეს 32 ნანომეტრიანი Llano, კიდევ უფრო გვიან - 28 ნანომეტრიანი Wichita და Krishna, ხოლო გვიანზე უფრო გვიან - 32 ნანომეტრიანი Trinity. იმედია ეს პროცესორები Zacate-სა და Ontario-ზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

llano-ს cpu რათქმაუნდა ვერ აქობებს SB-ს მაგრამ აი GPU კი ნამდვილად მშვენიერი იქნება, ენერგო მოხმარებაზე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ რომ glofo-ს 32nm-ი უნდა ვნახოთ ჯერ რას იზამს.

Krishna ფაქტიურად გაორმაგებული Zacate-ი იქნება, 4 ბირთვით, იმედია მეხსიერების კონტროლერსაც მიხედავენ.

Wichita წავა დღევანდელი გაგევით lowend netbook-ებში და table-ებში, 1-2 ბირთვით. ანუ ფაქტირურად დღევანდელი Bobcat-ი იქნება უბრალოდ 28nm-ზე.

P.S. ამ AMD-მ ვერ ისწავლა სახელების დარქმევა რა

ერთადერთი ბულდოზერი ჟღერს :)

http://translate.google.com/translate?hl=en&sl=de&tl=en&u=http%3A%2F%2Fht4u.net%2Freviews%2F2011%2Famd_zacate_e350_review%2F

ht4u.net-ს ჩემგან საჩუქრად

7n0d6.jpg

საერთოდ AMD-ეს APU ების გამოშვებას ჩემი აზრით Tegra ტიპის პროცესორი უნდა გამოეშვა და Tablet-ების ბაზარში გაეწია კონკურენცია Qualcome ან Nvidia-ს

არ და ვერ გააკეთებდნენ მაგას, ვერ ნაკლებად მაგრამ თავიდან მოუწევდათ ყველაფრის აწყობა, low powerd devies-ის დეპარტამენტი თავისი მთელი პატენტებით გაყიდეს რამენიმე წლის წინ. და თუნდაც გაეკეთებინათ atom-ს მარტომ ხომა რ დაყოვებდნენ x86 netbook სეგმენტში,(via-ს არ ვთვლი თავისთავად)

ვაითუ მიდ-ენდ და ჰაი-ენდ ფიუჟენებმაც ჩაისვარონ... მართალია სხვა არქიტექტურა უნდა ქონდეთ, მაგრამ AMD-სგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ამან არ ჩაისვარა და ისინი რატომ ჩაისვრიან, მართალია რომ amd-ს გან ყველაფერია მოსალოდნელი მაგრამ, არამგონია ცუდი პლატფორმა გამოვიდეს რომელიმე.

ხო შეიძლება მარა მე რამდენიმე benchmark ი ვნახე სადაც Liano რომ დატესტეს intel core2 due 2.2G აჯობა კიდეც APU- თვის ცუდი შედეგი არაა იდეა ცუდი არაა მაგალითად microsoft office ის ტესტბში აიღო ყველაზე მაღალი ქულები GPU-მხარდაჭერის გამო, ფასზე წერენ 350$ ფარგლებში იქნებაიო და 4 ბირთვიანი APU Liano hd 6310(ზუსტად არ მახსოვს) დისკრეტული გრაფიკისთვის კაი ფასია.

აბსოლუტურად ყველა ტესტი დღეისთვის fake-ია, ფასი მიახლოებითია სეგმენტის მიხედვით, gpu უფრო ძლიერი იქენება.

მარა ჩემი აზრით AMD-ეს დიდი შეცდომა იყო საერთოდ Netbook-ის და mid-end notebook ების ბაზარზე შესვლა. ეხლა მთელი აქცენტი სმარტფონებს და Tabletებზეა გადატანილი მარტო წინა წელს გადაუსწრო გაყიდვების რაოდენობამ ამ ბოლო ორის მთლიანად გაყიდული PC-is raodenobas

ამაზე ვერ დაგეთანხმები, მაგრამ დისკუსიას აზრი არა აქვს, amd-ში ვერ მივიდნენ კონსენუსამდე ამ საქმეში და ჩვენ ხომ მითუმეტეს, dirk meyer-იც ამიტომ წავიდა amd-ან, ნუ ერთერთი მიზეზი ალბათ.

Link to comment
Share on other sites

ht4u.net-ს ჩემგან საჩუქრად

7n0d6.jpg

საღოლ. სულ ვფიქრობდი ვინ დაინახავს-მეთქი :D ერთადერთი ადამიანი ყოფილხარ, ვისაც ყურადღებით წაუკითხავს ეგ თემა.

სამწუხაროა.

დაინტერესება მართლაც ნულისკენ მიდის.

Link to comment
Share on other sites

ლექსიკონი აქ არის

უბრალოდ აპინული არ იყო

ეხლავე გამოვასწორებ მაგას

რაც შეეხება FPU-ს

floating point unit - მცოცავი წერტილის ციფრებზე მომუშავე პროცესორის ნაწილი ესეა ქართულად

მცოცავი წერტილის მქონე რიცხვები არის მაგალითად Pi=3.14159265

ამ თემასაც ავპინავ

Link to comment
Share on other sites

საღოლ. სულ ვფიქრობდი ვინ დაინახავს-მეთქი :D ერთადერთი ადამიანი ყოფილხარ, ვისაც ყურადღებით წაუკითხავს ეგ თემა.

სამწუხაროა.

დაინტერესება მართლაც ნულისკენ მიდის.

ჰმმ... ყურადღებით წავიკითხე მაგრამ რაღაც ვერ მივხვდი რა უნდა დამენახა?

პ.ს. 89 ევრო ძალიან მაგარი ფასია (დოლარებში თუ იქნება რათქმაუნდა :) )

Link to comment
Share on other sites

ჰმმ... ყურადღებით წავიკითხე მაგრამ რაღაც ვერ მივხვდი რა უნდა დამენახა?

ბოლოში გუგლის ტრანსლეიტის ლინკი შევატოვე და ეგ :)

პ.ს. 89 ევრო ძალიან მაგარი ფასია (დოლარებში თუ იქნება რათქმაუნდა :) )

კი, ფასის მხრივ AMD ყოველთვის უკონკურენტოა...

Edited by მიშა
Link to comment
Share on other sites

ძალიან საინტერესო ინფოა, რა თქმა უნდა, თავისი მომხმარებელი აუცილებლად ეყოლება, მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა.

Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

AMD Brazos 2.0 to arrive in Q1 2012 http://www.guru3d.com/news/amd-brazos-20-to-arrive-in-q1-2012/

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ძალიან კარგი პროდუქტია იდეაშიც და პრაქტიკაშიც :)

ჰოუმ სერვერებისთვის მისწრებაა მაგალითად. დიდი ხანია სახლში მჭირდება პატარა კომპი, რომელიც TV-ზე HD ხარისხში გააკეთებს სტრიმინგს, მოემსახურება კომპებს საერთო ფაილ შეარით, იქნება ტორენტ დაუნლოუდ-აპლოუდ ცენტრი და ა.შ.

ასეთ კომპს სასწაული წარმადობა არ მოეთხოვება, + უნდა იყოს რაც შეიძლება ეკონომიური.

მაგ საქმისთვის Atom-ი იყო, ახლა Brazos-ია, რომელიც მაგ ყველაფერს უკეთესად აკეთებს. + ატომს HD-ში ისედაც ძალიან უჭირდა. მოკლედ, ბარემ დაველოდები brazos 2.0-ს და იქითა წელს ავაწყობ სახლისთვის პატარა სერვერს.

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

პიპალ, რა ისმის ახალ ბრაზოსებზე? აღარ აპირებს AMD ბრაზოსის დააპდეიტებას?

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

მოგესალმებით ყველას!! პირველ რიგში ბოდიშით თუ დასაპოსტად არასწორი განყოფილება ავირჩიე.

მოკლედ lenovo H50 , CPU : AMD A8 , ეს მოდელი შევიძინე, სისტემა არაფერი არ ეყენა , დავიწყე ვინდოუსის ჩაწერა და როცა ფართიშენებს ვუწერდი გამოჩნდა დამატებითი ორი ფართიშენი სადაც დარეზერვებული იყო დრივერები (

ამას ვინდოუსის დაყენების მერე მივხდი) მოკლე ეს ფართიშენები არ წავშალე და დავაყენე windows 7. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ჩატვირთვის დროს მიწერს რომელი ოპერაციული სისტემისთვის მოამზადოს პლატფორმა, ნებისმიერი ღილაკის დაჭერისას ტვირთავს ვინდოუსს. ბიოსში ვერ მივაგენი საიდან გავთიშო , მინდა რომ პირდაპირ ვინდოუსი ჩატვირთოს. ზემოთ ხსენებული ფართიშენების წაშლაც არ მინდა, მერე ვინდოუსი რომ არ დაყენდეს უფრო დიდი პრობლემა იქმნება.. მოკლედ როგორ გავაკეთო რომ პირდაპირ ვინდოუსი ჩაიტვირთოს? მადლობა წინასწარ ( იმედია გასაგებთ ავხსენი  :blush: )

Link to comment
Share on other sites

boot priority-ში ვინჩესტერი მიუთითე პირველ ჩამტვირთავად.

p.s. შეგეძლო დახმარებაზე თემა გაგეხსნა დახმარების განყოფილებაში.

Link to comment
Share on other sites

p.s. შეგეძლო დახმარებაზე თემა გაგეხსნა დახმარების განყოფილებაში.

 

აქ ახალი ვარ და არ ვიცოდი, შემდეგში გავითვალისწინებ. 

 

boot priority-ში ვინჩესტერი მიუთითე პირველ ჩამტვირთავად.

 

ვინჩესტერი კი მაქვს მითითებული მაგრამ როგორც გითხარით ვინჩესტერზე არის რაღაც ფართიშენი სადაც დრივერებია დაარქივებული და მეორე ფართიშენში როგორც მივხვდი პლათფორმის არჩევაა, ეს ფართიშენები რომ წავშალო პირდაპირ ჩაიტვირთება ვიდოუსი, მაგრამ ამათი წაშლის მერე ვაფშე დამაყენებინებს ვიდოუსს?  პირველად შემხცდა ასეთი რამე, სრული ინფორმაცია ვერ მოვიძიე ვერსად..

Link to comment
Share on other sites

აბა სურათი გადაუღე და აქ დადე. უფრო გაადვილდება გაგება

Link to comment
Share on other sites

  • Barca unpinned this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.