Jump to content

ლეპტოპის ყიდვა


Recommended Posts

გამარჯობათ მაქვს 1000 ლარამდე, ნუ მაღაზიაში შეიძლება 2000 ლარამდე მაქსიმუმ განვადებით გავაკეთო, გთხოვთ მირჩიოთ ეხლა ყველაზე გამძლე გამომდგარი ლეპტოპი, ნორმალური მონაცემებით, საშუალოდ რომ გამიქაჩოს, დღეს ვნახე fujitsu A544 Lifebook (63269) intel core i7-4720m1q 2.2 up to 3.2 ghz nvidia geforce gt720 2gb 8gb ram 1TB hdd, 1979 ლარად მეტრომარტში, თუ შეგიძლით ამის სუსტი მხარებიი მითხრატ, p.s  ხო მარტლა აწობილია გერმანიაშიო ზედაც აწერია და  თვითონაც მითხრეს, დიდი მადლობა წინასწარ.

Link to comment
Share on other sites

ნოუთი რისთვის გინდა? თამაშებისთვის + სატარებლად თუ სახლში დადგამ და ისე ითამაშებ? ან იქნებ უბრალოდ ნეტისთვის და კინოებისთვის გინდა. პირველ რიგში კარგია თუ ამას დაწერ.

ნუ მაგ კომპს მე ნაღდად არ ვიყიდდი ამხელა თანხას თუ იხდი GT 720 ნაღდად უაზრობაა. ძალიან სუსტი ბარათია. 

ვიდზეც ძალიან უშნო რაღაცაა მაგ ფასიანი ლეპტოპისთვის.

 

Link to comment
Share on other sites

თამაშებს სახლის PC ზე არ ვთამაშობ ხოლმე, ნუ სახლშიც და  სატარებლადაც სასწავლად და თან სამუშაოდ, მუშაობით ქსელებსი განხრით დამჭირდება. შეიძლება საწყისი ვებ პროგრამირებისთვისაც.

Link to comment
Share on other sites

31 minutes ago, khabu said:

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8528863/ da es rogoria aba? an zogadad DELL ze ras metyvit, madloba didi winaswar

აშკარად არაა მაგ ფასის ღირსი ეგ ლეპტოპი. ფორუმზე გადაავლე თვალი ბევრად იაფად ეძრობა ძალიან კარგი ლეპტოპები.

დელზე ბევრს ვერაფერს გეტყვი მაგრამ ერთს დავწერ. ამასწინათ სამუშაოზე მომიწია ერთ დელის ლეპტოპზე HDD-ს გამოცვლა ხოდა ისეთი ნაგავი დამპროექტებელი ყოლია თურმე  HDD-ს გამოსაცვლელად მთლიანად მომიწია დაშლა ლეპტოპის. გავგიჟდი. ჩემ ლეპტოპზე უკანა ხუფი ვაფშე ეგრევე ძვრება და უცებვე ჩანს 4 ბოლტით დამაგრებული HDD. ამიტომ ცოტა ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა.

ძაან ადრე მქონდა 700-1000 MHZ-იანი 4 თუ 8 MB-იანი ვიდეოთი დელის ლეპტოპი რომელიც დღესაც მუშაობს. ეგ აშკარად ძალიან გამძლეა.

Link to comment
Share on other sites

აქ არის ხოლმე გასაყიდი ლეპტოპები? გარანტიის პონტში ვფიქრდები ხოლმე მაგ მხრივ, რომელ ბრენდს თუ მოდელს მივაქციო ისე ყურადგება მაგას ვერ მეტყვი? გეტყობა ძალიან კარგად ხარ გარკვეული მაგ საკითხში, და მადლობა კდიევე ერთხელ.

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, khabu said:

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8437328/ alm 4540s is mimart movismine kargi shefaseba da es girs am fasshi? elemnti 3 st udzlebso, kapiks ar aklebs, girs amis yidva?  da ra susti wertilebi aqvs, an msgavsi seriis leptopi tu gagfuchebiad an raaris amis susti mxare,

მე მაქვს ეგეთი ზუსტად და მინდა გითხრა რომ ძალიან ძვირად ყიდის.

მართალია ჩემსს 8 GB არ აქვს RAM მარა ჩემსას 500 GB HDD ქონდა და ბატარეა ვაფშე ახალივით 100 %-ზე ეხლაც ეგრეა 2-3 თვე იქნება რაც მაქვს. ნუ პროციკებში დიდი სხვაობა არ იქნება ორ ბირთვიანია ორივე ოდნავ სიხშირეშია სხვაობა, ჯამში არ ღირს მაგდენი მე 450 ლარი დამიჯდა სულ.

ისე ძალიან მომწონს. უკნიდან ბოლტის გარეშე ეხსნება ეგრევე ხუფი და HDD-სთან RAM თან wifi card-თან და დაჟე პროციკა/GPU-სთანაც გაქვს წვდომა. გამოცვლაც მოსულა პროცესორის თუ სოკეტი შეუწყობს ხელს. მანდ ორნაერებია ერთი დაპაიკებულია და მეორე უბრალოდ დევს. მანდ 3230m უწერია ეგ PGA სოკეტზეა მხოლოდ ანუ მანდ შეგიძლია გამოცვლა.

ყველაზე დიდი + მაგ ლეპტოპის არის ის რომ უპრობლემოდ ყენდება და თავსებადია MAC OS X el capitan-ც კი. მაქსიმუმ wifi card-ს გამოცვლა დაგჭირდეს ისიც 15-20 ლარი დაგიჯდეს და ვსო.

ცუდ მხარედ ჩავთვლიდი ეკრანს. არ აქვს ისეთი ჩვენება მე რო მოველოდი. ნუ მე აქამდე AH-IPS 23"_იანზე მიჩვეულს ძალიან გამიჭირდა ამაზე გადმობარგება მარა ახლო მომავალში full hd led ეკრანის ჩაყენებას ვგეგმავ. ვნახოთ იაფად თუ გამოვედი აუცილებლად ჩავაყენებ. 110-120 ლარამდე თუ ვიშოვე ამის full hd ეკრანი თავისი dual link კაბელით.

მეორე ცუდი მხარე არის 16 GB RAM-ს ვერ ჩადგამ ამ ლეპტოპის ვიდეოკარტებიან ვარიანტებში ჭედავს სისტემა (შენ რაც დალინკე მაგას და ჩემსას ეგ არ ეხება). მაგ დროს უნდა შეხვიდე ბიოსში და IGPU-ს უნდა გამოუყო memory-დან მუდმივი მეხსიერება მინიმუმ 200 MB მაინც. ეგ შველის და ჩემ შემთხვევაში ეგ არ მჭირდება იმიტომ რომ არ აქვს სხვა ვიდეოკარტა მხოლოდ ინტეგრირებული აქვს ამიტომ მუდამ გამოყოფილია უკვე მეხსიერება. სეთინგიც არ აქვს მაგის. იდეაში მაგ ლეპტოპზეც არ უნდა იყოს პრობლემა 16 GB რამის ჩაყენება მაგასაც მხოლოდ IGPU აქვს.

აგერ 550 ლარადაა ეგ ლეპტოპი. ერთი კლავიში აკლია და 4 RAM აქვს

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8331516/

აგერ შენ რაც დადე ეგეთი ზუსტად 620 ლარად

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8309272/

Link to comment
Share on other sites

620 ლარად რაც იყო დავრეკე მაგასთან და გაყიდულიაო, ისე რას მირჩევ, რომელი სერიის პროცესორი ვეძებო , ნაკლებად რომ გადახურდეს და ამავდროულად სტაბილურად რომ იმუშაოს გრილი რომ იყოს, ვიდეო კარდა არ მჭირდება დიდად არაფერში, მთავარია ჩემთვის, რამი ჰქონდეს, ცოტა დიდი, და გამძლე მოდელი იყოს, ასეთს ახალს გარანტია რომ ჰქონდეს ვიშოვი რომელიმე მაღაზიაში ეგეც ხომ არისი? ალტაში ასეთები არააქვს, ან  acer ზე რას მირჩევ, და მოკლედ მთავარი პრინციპები რა რის მიხედვით შევარჩიო, მჩირდება სატარებლადაც, ელემენტი ნორმალურით, და რომ არ ხურებოდეს, გმადლობ წინასწარ.

Link to comment
Share on other sites

ელემენტი თუ გინდა ეს დიდად არ გამოგადგება თავისი ბატარეით 3 საათ ნახევარს ძლებს. ძმაკაცს ვაყიდინე ამასწინათ 400 ლარად სულ ახალი ლეპტოპი. გასაყიდად მედო და არავინ იყიდა. ნუ მაგ ფასად მასეთს ვერ ნახავ რამდენიმე წელი მარა მსგავს ლეპტოპს იშოვი. ანუ სელერონის პროცესორით გინდა შენ რა N სერია 4 ბირთვიანი + RAM 4 GB და ელემენტი კაი. დამიჯერე საკმაოდ დიდხანს გაგიძლებს. ეგ პროცესორი 7.5 w-ს წვავს მაქსიმუმ და ეს მე რაც მაქვს და რაც დაგილინკე HP-ების პროცესორი 35 w-ს წვავს. გამძლეობით ეგ acer-ები პლასტმასებისაა ხოლმე და ამის გამძლეობას და აგებულებას ვერ შეედრება მარა ცუდიც არაა. ერთადერთი asus-ს არ გირჩევ. ძალიან ცუდი ხარისხისაა რა. არც აგებულებით გამოირჩევა. acer ნორმ არჩევანია. lenovo-ებიც მომწონს საკმაოდ.

გადახედე ამ მონაცემებით რაც მოწერე და ნახე იქნებ მოგეწონოს რომელიმე.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.