Jump to content

IBM-ს პირველი 7 nm-იანი ჩიპი


Recommended Posts

19298819448_d13bb30926_o-640x432.jpg

IBM მუშაობს GlobalFoundries, Samsung, SUNY, და ბევრ სხვა მწარმოებლებთან ერთად და მათ წარადგინეს მსოფლიოში პირველი 7nm-იანი ჩიპი მუშა ტრანზისტორებით. მიუხედავად იმისა რომ 7nm-იანი სამომხმარებლო ჩიპები მინიმუმ 2 წლის შემდეგ გამოვლენ ეს ჩიპი დღეს 3 რამის გამოა ძალიან მნიშვნელოვანი.
1 რათქმაუნდა ის რომ 10 nm-ს დაბლაა და მუშაობს.
2 ის რომ ეს ჩიპი არის პირველი 10nm FinFET logic ჩიპი რომლის ტრანზისტორების არხი დამზადებულია silicon-germanium-თ (SiGe)
3 ის რომ ეს არის პირველი ჩიპი დამზადებული extreme ultraviolet lithography ტექნოლოგიით (EUV)

ტრანზისტორები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდეარეობენ მათ შორის 30 nm-ია დაშორება. IBM-ს თქმით ისინი ვარაუდობენ 50%-იან ფართობის შემცირებას დღევანდელ 10 nm-იან ჩიპებთან შედარებით.  ასევე ისინი ვარაუდობენ 10nm-იან სისტემებთან შედარებით 50%-იან power/performance გაუმჯობესებას. ხოლო 14 nm-იან პროცესორებთან შედარებით ეს მაჩვენებლები გაცილებით უფრო დიდი იქნება.

19310802280_87590e0f8d_o-640x451.jpg

SiGe შენაერთს აქვს ელექტრონების გადატანის უკეთესი შესაძლებლობა ვიდრე სუფთა სილიკონს. ამიტომ ეს შენაერთი საუკეთესო გამოსავალია მცირე ზომის ტრანზისტორებისთვის. silicon nuclei-ს შორის მანძილი 0.5 nm-ს შეადგენს ხოლო 7nm-იანი ტექპროცესის დროს ტრანზისტორის კარიბჭე (gate) ისეთი მცირე ზომისაა რომ სილიკონის ატომებს ძაბვა ვერ გადააქვთ, ამიტომაც ურევენ მას germanium-ს. ზოგადად სილიკონს უჭირს 10 nm-ს დაბლა ძაბვის გატარება. სავარაუდოდ intel-ც და TSMC-ც მიმართავენ ამ ხერხს რასაც IBM, GlobalFoundries და Samsung იყენებენ.

EUV lithography ძალზედ საინტერესო რამაა. თანამედროვე ჩიპები თანდათან მცირდება ზომებში ამიტომ მათზე სამუშაოდ საჭიროა სულ უფრო მცირე ზომის ლაზერები. ახლანდელი ლაზერის ArF (argon fluoride laser) სხივი არის 193 nm. რთული ოპტიკებითა და სისტემებით მიიღწევა ის რომ ამ ლაზერით მზადდება 14 nm-იანი პროცესორები. EUV-ს აქვს 13.5 nm_იანი ტალღის სიგრძე რომელიც ძალზედ მარტივი გამოსაყენებელია 10 nm-ზე დაბლა პროცესორების დასამზადებლად.

18734617954_450fe07427_o-640x640.jpg

წინასწარი ვარაუდით 2015/2016 წლებში გვექნება 14 nm-იანი პროცესორები (უკვე გაყიდვაშია ზოგი) ხოლო 2017/2018 წლებში კი 7 nm-იანები უნდა გვქონდეს. თუმცა მე ვფიქრობ რომ 2018-ზე ადრე ეგ არ მოხდება. ჯერ 14 nm-იანები იქნებიან ორი წელი მერე 10 nm-იანები ამის მერე კი 7. 

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

პატარა ზომის ნახევარგამტარები ტელეფონისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპისთვის, რადგან რაც დრო გადის, სმარტფონებზე მოთხოვნილება უფრო იზრდება, ვიდრე კომპებზე.

დაბალი ტემპერატურა, ელემენტის ხანგრძლივობა, მცირე ზომა და ფასი/წარმადობა... კომპებისთვისაც რა თქმა უნდა უკეთესეა, მაგრამ დღეს ტელეფონებს უფრო სჭირდებათ ეს, ვიდრე კომპიუტერებს.

ASUS ZenFone 2 ავიღოთ მაგალითად, აქვს 22 ნანომეტრიანი ინტელის პროცესორი და 28 ნმ სხვა ფირმის პროცესორებთან შედარებით საოცრად უკეთესი შედეგი აქვს.

დღეს intel-ს უკვე აქვს სამიოდე 14 nm-იანი Quad-Core SoC, რომლის ფასი $20-$30-ია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესორებით ბევრი ტელეფონი აღიჭურვება.

 

ისე ეს IBM საიდან გამოტყვრა ან ვისთანაა საერთოდ? :D

Link to comment
Share on other sites

წარმადობა გაზარდონ და ფასები დაწიონ, სულ მკიდია მაგათი მინიატურული ჩიპები, იყოს შედარებით დიდი ზომა და ადვილად ხელმისაწვდომი, არამდონია ზედმეტმა 10 გრამმა ვინმე დაამძიმოს

Link to comment
Share on other sites

წარმადობა გაზარდონ და ფასები დაწიონ, სულ მკიდია მაგათი მინიატურული ჩიპები, იყოს შედარებით დიდი ზომა და ადვილად ხელმისაწვდომი, არამდონია ზედმეტმა 10 გრამმა ვინმე დაამძიმოს

ტექნიკურად ეს ისედაც ასე ხდება.
 

აგერ ვინჩოს ფასები წლების მიხედვით:

http://www.jcmit.com/diskprice.htm

პს: 7.5 მბ ტევადობის ვინჩესტერი 1959 წელს 57 000 $ ღირებულა.   :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ტექნოლოგია რომ წინ მიდის იმიტომაც ღირს დღეს ძველი ტექნიკა ასე იაფი და ეგ არავის უკვირს, ძალიან კარგია 7 ნანომეტრი, უბრალოდ ძალიან დიდი ფასი არ უნდა დაადონ ხოლმე და ეგ თავისთავად შედარებით ძველ პროცესორებს დააკლებს ფასს. 

10 გრამი და მოცულობა რომ იქით იყოს კიდევ ენერგომოხმარება და სიმხურვალეა, რაც სმარტფონებში დღეს პრობლემურია. მოკლედ კარგია წინსვლა :)

Link to comment
Share on other sites

სმარტფონებში ხო, მარა მაგალითად ინტელის პროცესორებში რა ხეირი?   32 ნანომეტრიდან 22 რომ დავიდნენ დიდი ვერაფეი სხვაობა, სამაგიეროდ ფასი კი მოხიეს დიდი და ტემპერატურაშიც მაგარი ჩააჯვეს

Link to comment
Share on other sites

სმარტფონებში ხო, მარა მაგალითად ინტელის პროცესორებში რა ხეირი?   32 ნანომეტრიდან 22 რომ დავიდნენ დიდი ვერაფეი სხვაობა, სამაგიეროდ ფასი კი მოხიეს დიდი და ტემპერატურაშიც მაგარი ჩააჯვეს

​რას ერჩი მერე ჩემი პროცესორი 75 დოლარად ვიყიდე, მეტი გაიაფება ამ ეტაპზე აღარ შეიძლება :D 

თავიდან რაც ღირდა თქვენ ჩემზე კარგად იცით

Link to comment
Share on other sites

​რას ერჩი მერე ჩემი პროცესორი 75 დოლარად ვიყიდე, მეტი გაიაფება ამ ეტაპზე აღარ შეიძლება :D 

თავიდან რაც ღირდა თქვენ ჩემზე კარგად იცით

​მაგას არც არაფერს, მარა ეგ დაბალ ნანომეტრზე დასვლის კი არა ახალი თაობების ჭარბი გამოსვლის გამო უფროა, რომ არ ყოფილიყო 14 ნანომეტრ ტექნოლოგიაზე დამზადებული პროცები ეგ პროცი არ გაიაფდებოდა თუ? :D

Link to comment
Share on other sites

კი ახალი თაობაცაა უბრალოდ დაბალი ნანომეტრი მეტი შესაძლებლობებია და ზუსტად ამ დროს ხდება თაობათა ცვლა და როგორც შენ თქვი ეგ გამოიწვევს გაიაფებას :) 

Link to comment
Share on other sites

კი ახალი თაობაცაა უბრალოდ დაბალი ნანომეტრი მეტი შესაძლებლობებია და ზუსტად ამ დროს ხდება თაობათა ცვლა და როგორც შენ თქვი ეგ გამოიწვევს გაიაფებას :) 

​მე იმის თქმა მინდოდა რომ მომხმარებლისთვის 7 ნანომეტრ ტექნოლოგიით ჩატენვაზე მეტად ფასი/წარმადობაა მნიშვნელოვანი და იმაზეც თანახმა ვიქნებით თუ 7-ს მაგივრად 14 ნანომეტრზე იქნება და 10 გრამით მეტი იქნება წონაში, თორე ტექნოლოგია რომ მუდამ წინ უნდა მიდიოდეს მაგაზე ორი აზრი არაა :D

Link to comment
Share on other sites

​მე იმის თქმა მინდოდა რომ მომხმარებლისთვის 7 ნანომეტრ ტექნოლოგიით ჩატენვაზე მეტად ფასი/წარმადობაა მნიშვნელოვანი და იმაზეც თანახმა ვიქნებით თუ 7-ს მაგივრად 14 ნანომეტრზე იქნება და 10 გრამით მეტი იქნება წონაში, თორე ტექნოლოგია რომ მუდამ წინ უნდა მიდიოდეს მაგაზე ორი აზრი არაა :D

რათქმაუნდა მაგაზე არც უნდა იდავოს ვინმემ. 

შენ იმედი გაქვს რომ 7-ის მაგივრად თუ თოთხმეტი იქნება ინტელი დიდ ფასს არ დაადებს ახალ პროცესორს? :D

საუბარი მიდის ძველის გაიაფებაზე, თორემ ახალი სულ ძვირი ეღირება, მითუმეტეს ისეთი მონოპოლისტის ხელში როგორიც ინტელია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

​მე იმის თქმა მინდოდა რომ მომხმარებლისთვის 7 ნანომეტრ ტექნოლოგიით ჩატენვაზე მეტად ფასი/წარმადობაა მნიშვნელოვანი და იმაზეც თანახმა ვიქნებით თუ 7-ს მაგივრად 14 ნანომეტრზე იქნება და 10 გრამით მეტი იქნება წონაში, თორე ტექნოლოგია რომ მუდამ წინ უნდა მიდიოდეს მაგაზე ორი აზრი არაა :D

​რაც არ უნდა გააკეთონ ფასს მაინც ძვირს მოხევენ ხო იცი და ბარემ არ ჯობია ეს nm-ებიც შეამცირონ და ისე გაზარდონ ფასი? სმარტფონებს რაც შეეხება მართლა მაგარი იქნება მაგათთვის კაკრას. 7 nm ძაან დაბალი ენერგომოხმარება დაბალი ტემპერატურები და მაღალი წარმადობა იმიტომ რომ მანამდე არქიტექტურაც საკმაოდ დაიხვეწება. მომავალი ნაღდად სმარტფონებისაა არავის დაჭირდება ამხელა კეისები. გექნება ტელეფონი და დააკავშირებ უკაბელოდ მონიტორთან და კლავა მაუსთან და გექნება PC-ც :) აი ubuntu phone ეგ სისტემა ჯერ-ჯერობით ერთადერთია მაგ გზით რო მიდის მონიტორზე რო აერთებ სრულფასოვანი Ubuntu იჩითება და ძაან მაგარია. 

ეგერ Windows 7 დააყენეს Asus Zenfone 2-ზე :D

 

Edited by matusala
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.