Jump to content

Recommended Posts

ეს ერთი თვეა რაც უმუშევარი დავრჩი და მინდა დავწერო რა გადავიტანე 

ვმუშაობდი ქარხანაში , ხელფასი მქონდა გამომუშავებით , თავიდან გამომდიოდა 700-800 ლარი დაახლოებით, შემდეგ დირექტორს არ მოეწონა ჩემი ხელფასი და დამიყვანეს 450-500 , შემდეგ ეგ ხელფასიც არ მოეწონათ და დამიყვანეს 200-350 ლარზე და აზრი აღარ ქონდა იქ დარჩენას და წამოვედი (დამიყვანდენ ალბათ 0 -ზე :D) 

ჩემ ადგილას მიიღეს 2 კაცი შეპირდენ დღეში 30 ლარს და სანამ მიხვდებიან რო მწარედ მოატყუეს გავა 1-2 თვე ესენიც ხო წავლენ მაგათ ადგილას მიიღებენ ახლებს ისენიც იმუშავებენ 2 თვე და ესე გრძელდება დაუსრულებლად.

შემდეგ ნაცნობმა მიაღებინა ჩემი თავი მშენებლობაზე თვიდან მითხრეს 65 -ლარამდე  ავალთო  თითო კაციო  ,  ვმუშაობდით დილის 8-დან  საღამოს 7- საათამდე , დასრულდა თვე და 17 ლარი გამომივიდა დღეში, იქიდანაც წამოვედი 

საერთოდ საქართველოში საშუალო ხელფასი არის 300-600 ლარი (მაქსიმუმ 700 ლარი მეტი თუ გამოვიდა დაგიკლებენ)  და სულს გაძრობენ მუშაობაში 

ცუდია ესეთი სიტუაცია რო ტრიალებს , კაციშვილი პატრონი არ ყავთ , ან რამდენი საათი ამუშავებენ ხალხს ან რას უხდიან არავის არ ადარდებს მთავარია ხო დასაქმებული ხარ .  იმიტო გარბის უცხოეთში ხალხი.

ეს იმიტო დავწერე რო სხვებმაც გაიგონ  რა ხდება რეალურად სამუშაოებზე . უმუშევარი არ დავრჩები ნაცნობები მყავს საკმაოდ, უბრალოდ გული მწყდება რატო უნდა ხდებოდეს ესე .

 

Link to comment
Share on other sites

GIVI-1990

ცუდია, რომ ამჟამად უმუშევარი ხარ, მაგრამ ეგ არაფერი. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად იშოვი სამუშაოს. კარგი ნათქვამია: კაცი იმედით ცოცხლობსო :) 

Quote

ჩემ ადგილას მიიღეს 2 კაცი შეპირდენ დღეში 30 ლარს და სანამ მიხვდებიან რო მწარედ მოატყუეს გავა 1-2 თვე ესენიც ხო წავლენ მაგათ ადგილას მიიღებენ ახლებს ისენიც იმუშავებენ 2 თვე და ესე გრძელდება დაუსრულებლად.

სამწუხაროა, მაგრამ მწარე რეალობაა. უცბად ეს სკეტჩი გამახსენდა. ზუსტად იდენტური სიტუაციაა საქართველოს დასაქმების სფეროში.

Quote

საერთოდ საქართველოში საშუალო ხელფასი არის 300-600 ლარი

600-იც აღარაა უკვე. 500-500 ლარზე დავიდნენ ბევრგან. რამოდენიმე დღის წინ დამიბარეს Samsung-იდან ტესტირებაზე. პოზიცია ამბასადორი-კონსულტანტი. 2 ტესტი მაწერინეს და ბოლოს კიდევ პიროვნების. ვინც ეგ პიროვნების ტესტი მოიგონა და შეადგინა ერთი მანახა, ვკითხავდი რას მერჩოდა. თან 170-ზე მეტი შეკითხვა იყო (მგონი 175) და სრულიად უაზრო ასარჩევი პასუხები ჰქონდა ყველას. დაახლოებით ესეთი სახის: კი, არა, არ ვიცი და არ მაქვს პასუხი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ იმდენად უაზროა მთლიანად ეს პიროვნების ტესტი და ისე ცუდადაა შედგენილი, რომ ერთადერთი რამის გაგება რასაც გამსწორებელი ამ ტექსტის პასუხებით გაიგებს და მიხვდება, ეს - არაფერია. ეტყობოდა, რომ ზერელედ და უგულოდ იყო შედგენილი. სწორედ ამიტომ, ერთი სული მქონდა, როდის მოვრჩებოდი. იდეაში უნდა დაერეკათ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მეეჭვება ეს მოხდეს.

Quote

ცუდია ესეთი სიტუაცია რო ტრიალებს , კაციშვილი პატრონი არ ყავთ , ან რამდენი საათი ამუშავებენ ხალხს ან რას უხდიან არავის არ ადარდებს მთავარია ხო დასაქმებული ხარ .  იმიტო გარბის უცხოეთში ხალხი.

თითქმის ყველგან ესეა და მათ შორის Samsung-შიც. დილიდან საღამომდე ფეხზე დგეხარ და დაჯდომის უფლება არ გაქვს მაშინაც კი თუ მყიდველი საერთოდ არ იქნება მაღაზიაში. რეალურად მთელი დღე ფეხზე გიწევს დგომა და ეს დროც იწელება უსაშველოდ. განვითარების და პერსპექტივის მხრივ ჰორიზონტზე არაფერი ჩანს და არც გამოჩნდება თუ კარგი ნაცნობი არ გყავს (რამდენი ხანიც არ უნდა იმუშაო).

Quote

ეს იმიტო დავწერე რო სხვებმაც გაიგონ  რა ხდება რეალურად სამუშაოებზე . უმუშევარი არ დავრჩები ნაცნობები მყავს საკმაოდ, უბრალოდ გული მწყდება რატო უნდა ხდებოდეს ესე. 

მთელი ცხოვრება ამას ვიძახი და არავინ არ მისმენდა პირადად ჩემ ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. ყოველთვის მეც ამას ვამბობდი, რომ ერთადერთი საქართველოში რაც გამოგადგება ეს ნაცნობობაა. არავის არ აინტერესებს არც დიპლომი და არც პიროვნული თვისებები. ინგლისურის, რუსულის და კომპიუტერის კარგი მცოდნე უნდათ, მაგრამ ფულის გადახდა არ უნდათ :D მარტო საქართველოში თუ გაიგებ მსგავსი სახის ფრაზებს გასაუბრებებზე. აღარ ვამბობ უკვე დიპლომებს და სერთიფიკის ასლებს როგორ ითხოვენ CV-შიც კი. მოკლედ საქართველოში რაც დღეს ჭრის ეს მხოლოდ ნაცნობი და ნაცნობობა არაა, ჩემი პირადი აზრით. უბრალოდ, ძალიან კარგი ნაცნობია საჭირო, რომ სადღაც დასაქმდე :) თუ ეს არაა და ვცდები, მაშინ ძალიან უნდა გაგიმართოს, რომ რამე ნორმალური მუდმივი სამსახური იპოვო.

Link to comment
Share on other sites

ძალიან პატარა ქვეყანაა იმისთვის რომ პროფესიონალს თავისი ღირსეული ადგილი ქონდეს. მომუშავეთა დიდ ნაწილს სწორედ ნაცნობობის გამო უწევს სხვაგან, არაპროფესიით მუშაობა არაადეკვატური ანაზღაურებით. SAMSUNG და არამარტო , ყველა ეგეთი ტიპის სამუშაო არაადამიანურ დატვირთვას აძლევს დასაქმებულს. ეგ კანონით უნდა ისჯებოდეს ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ. არ დათანხმდები მსგავს პირობებს და წადიო გეტყვიან. ჩემს სამეგობროში ვინც პროფესიით მუშაობს ჩვენს ქვეყანაში საშინელი სამუშაო გრაფიკი აქვთ(კომპიუტერულ მეცნიერებებს ვგულისხმობ: პროგრამირება , სისადმინი და ა.შ) ანაზღაურება კი თითქოს  ჩვენი რეალობისთვის თითქოს არც ისე ცუდია საბოლოოდ ასე 2000+ მაგრამ მე პირადად ნამდვილად არ მიღირს შაბათის ჩათვლით დილის 10-დან 7-8 საათამდე მონიტორს ვეჯდე და კოდს ვწერდე. რამდენჯერმე ჩემმა მეგობრებმა მსგავსი ტიპის სამუშაო შემომთავაზეს მაგრამ ვერ გავრისკე დროით. აღარ ვარ ისეთ ასაკში რომ ექსპერიმენტების დრო მქონდეს(28ის ვარ მგონი, ვივიწყებხოლმე :P ) რეალობში ყოვედღიური ხარჯები გაქვს ადამიანს და დიადი მომავლისკენ სწრაფვა არ გამოდის. მე პირადად 5 თუ 6 წელიწადია მაქვს მშვიდი, არასტრესული, სტაბილური, არც ისე დატვირთული და დაბალანაზღაურებადი (600-700) ოფიციალური სამსახური და ხანდახან ბიუჯეტის შესავსებად კერძო შეკვეთებს ვაკეთებ. ხელფასი რათქმაუნდა არაფერში მყოფნის. მარტო კვება , ჩაცმა და ასეთი ყოველდღიური საკითხები ხო არაა. დაოჯახებას ასეთი ხელფასით მე ვერ გავრისკავ და არც გოგოები რისკავენ )) ეგ მომენტი საერთოდ ჩემნაირი ტიპის ადამიანს სტიმულს კი არ მაძლევს მეტს მივაღწიო, პირიქით ყველას მიმართ უნდობლობა მიჩნდება. არაა სწორი დამოკიდებულება (ჩემთვის არაა). 

ახლა რაც შეეხება დამატებითი შემოსავლის წყაროს საჭიროების შემთხვევაში (მაშინ როცა არ გეზარება და დრო გაქვს). მშვენიერი უცხოური საიტებია ძირითადად კომპიუტერთან მეგობრული პროფესიის მქონე ადამიანებისთვის. ალბათ ბევრმა იცით, ფრილანსერი მაგალითად. საკმაო რაოდენობის კერძო შეკვეთების შოვნაა შესაძლებელი და ვინც მითუმეტეს ინგლისური იცით სცადეთ. ჩემს სფეროში (CG-ვგულისხმობ) დიდი რაოდენობის შეკვეთებია. მთავარია არ დაგეზაროთ (ჩემსავით. ნუ მე ბოლო სამი წელიწადი ღირებული არაფერი შემიქმნია დოქტორანტურის გადამკიდე) და აეწყობით. რეალურად მუშაობს უცხოური დასაქმება რაც მე ვიცი.

მოკლედ იმედს ნუ დაკარგავთ. ადამიანის შესაძლებლობებს ზღავრი არ აქვს მთავარია ჯანმრთელობა უწყობდეს ხელს.  კომფუციმ თქვა მგონი (ზუსტად არ მახსოვს) "იპოვეთ საყვარელი საქმე და მუშაობა აღარასდროს მოგიწევთო". ყველას გისურვებთ ასეთი საქმის პოვნას და მერე ადეკვატურ ანაზღაურებს ამ საქმეში. საქართველოში რათქმაუნდა რთულია საყვარელი საქმეც აკეთო და თან შესაბამისი ანაზღაურება გვქონდეს მაგრამ უცხოეთი ასეთუისე როგორც ზემოთავღნიშნე იძლევა ამის შესაძლებლობას თან ქვეყნიდან გაუსვლელად. იმათთვის ჩვენი დაქირავება ხელსაწყრელია სიიაფის გამო ჩვენთან კიდე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისეა განადგურებული მცირედი შეკვეთაც რომელსაც რამდენიმე საათში მორჩები აქ კარგ შეღავათს მოგცემს. 

ჩემთვის პირადად (გნებავთ ცხვირადად) ცხოვრებაში სხვა რაღაცეებია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დღევანდელი მატერიალური სიძლიერეა. გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ :blush: სულ მეჩხუბებიან მეგობრები აქტიურად რომ არ ვარ ჩართული იმ საქმეებში რისი შესაძლებლობაც რეალურად არის. მე კიდე მშვიდად (არ ვიცი რატო) მივყვები დინებას და ველოდები..

ჰო დიპლომებს რაც შეეხება ეგ რაღაც ფარსი მგონია მაღალანაზღაურებადი კერძო სამსახურების შემთხვევაში. ჩემს ძმაკაცებს რომლებსაც სხვებთანშედარებით მაღალი ანაზღაურება აქვთ სამსახურში დიპლომის ხსენებაც არ ქონიათ. დღემდე არ აუღია ზოგს(ისიც არ მახსოვს რამდენიმემ დაამთავრა თუ არა საერთოდ უნივერსიტეტი). მე კიდე ჩალაგებული მაქვს ბაკალავრიატ,მაგისტრატურის დიპლომები და რამდენიმე დღის წინ სადოქტოროც დავიცავი  და ალბათ მაგასაც ავიღებ, კედელს მოუხდება :P 

გისურვებთ წარმატებებს რაც გამოხატული იქნება ფინანსურ მხარეში. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ისეთ რეალობას გვთავაზობს როცა ერთი ადამიანის წარმატება მეორე ადამიანის წარუმატებლობას ნიშნავს მაგრამ არასოდეს დანებდეთ და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.

Link to comment
Share on other sites

საბერძნეთში ვმუშაობდი მშენებლობაზე ( აქედან ჩასულები ძირითადათ მანდ საქმდებიან ) 7-ზე ვიწყებდით და ზუსტად 3 საათზე ვრჩებოდით ,სამი საათის მერე აკრძალული იყო ხმაური , 4 -ზე უკვე სახლში იყავი. ანაზღაურება 35- 40-50 ევრო დღეში, საღამოთი იმაზე ვფიქრობდი რითი გამეხარა სად გამეტარებინა დრო. (ეს ყველაფერი იყო სანამ კრიზისი დაიწყებოდა , კრიზისის მერე წამოვედი)

აქ კიდე 9-ზეც აღარ იწყებენ უკვე 8-ზე,   გამოგწურავენ როგორც ლიმონს და სახლში მოდიხარ 8-9 საათზე, შემდეგ შეჭამ და უნდა დაიძინო ,კომპიუტერზეც აღარ გრჩება დრო .

თან კიდე დაუშვათ ბევრი უმუშევარია და დაბალ ხელფაზეც მუშაობს ხალხი , იმ დაბალ ხელფასსაც უკლებენ , აჭრიან , ამადლოვებენ ,დაშჩხავიან , ცოტა ოდენი ადამიანობა არ უნდა გააჩნდეთ? აი ხო გამუშავებს და მანდ მთავრდება ყველაფერი "დასაქმებული ხარ ", თითქმის ყველა მსგავს სიტუაციებს ყვება. 

კაროჩე რა არამუშაობ და ნერვიულობ უმუშევარი ვარო , დაიწყებ მუშაობას და აქ სად მოვხვდი ამ ოჯოხეთშიო იძახი ადამიანი :facepalm:

 

 

 

Link to comment
Share on other sites

iPhone+ 

Quote

თუ თვლით, რომ ხართ კრეატიული,მოტივირებული და გაქვთ ამბიცია  იყოთ მუდამ პირველი. თუ აზროვნებ პროგრესულად და გინდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო საკუთარ თავსა და მომხმარებლებში.

წინადადების წყობა სუპერ. 

Quote

თუ აბაზანაში დიდ დროს ატარებ და ძილის საშუალებას ფიქრები არ გაძლევს !

ესეთ ვაკანსებს HR საერთოდ ბანს უნდა ადებდეს, მსგავის უაზრო ტექსტებით.

Quote

კანდიდატები: “რაცა ვარ ესა ვარ” ნუ გამოგვეხმაურებით.

ამას როგორ წერენ საინტერესოა.

P. S. გუშინ სამსუნგიდან მტკიცე უარი მომივიდა და არც გამკვირვებია :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.