Jump to content

ადამიანის თვალი რომ ციფრული კამერა იყოს, რამდენი მეგაპიქსელი ექნებოდა მას?


kutxa

Recommended Posts

დიდხანს მიტრიალდება ეს კითხვა: ადამიანის თვალი რომ ციფრული კამერა იყოს, რამდენი მეგაპიქსელი ექნებოდა მას? ქართულ ინტერნეტ სივრცეში მე ვერაფერი მოვიძიე. მაგრამ შევკრიბე ინფორმაციის რაღაც ნაწილი . მინდა, რომ ამ თემაში თვენი წვლილი შეიტანოთ და თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ გაგვიზიაროთ.
ამ თემაში თვალის ბილოგიურ აგებულებაზე დეტალურად არ ვისაუბრებ რაგან ამ ლინკზე ძალიან კარგადაა აღწერილი . მხოლოდ მოკლედ შემოვიფარგლები იმით, რომ თვალი, თავისი მცირე ზომის მიუხედავად, იდეალურადაა მოწყობილი და მასშია მოთავსებული უამრავი ,,ხელსაწყო" მათ შორის თვალის ბროლი, სინათლის სხივის გარდამტეხი ელასტიური წარმონაქმნი. რომელის ფუნქციასაც ასრულებს ფოტოაპარატებში ლინზა. ბადურა, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას რის ფუნქციასაც ფოტოაპარატებში ასრულებს მატრიცა.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ის ფაქტი, რომ ბროლის და ბადურის გარდა თვალს გააჩნია შესანიშნავი ფოკუსირების და მოძრაობის უნარი. მხედველობის ხშირ შემთხვევაში თვალი ჩვენგან შეუმჩნევლად, ერთ საგანზე დაკვირვებისას ავტომატურად ახდენს ფოკუსირებას, რამდენიმე წერტილზე. თვალის მოძრაობით კი მხედველობის კუთხეს და რეზოლუციას ზრდის. ამასთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ის ფაქტი, რომ თვალი დაკავშირებულია ადამიანის ტვინთან, რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას ამუშავებს უმოკლეს დროში და ცნობიერ ნაწილს აწვდის სასურველ ინფორმაციას. ადამიანის ტვინზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, რადგან ამ თემის ძირითადი შეკითხვა თვალის შესაძლებლობებია, რომელიც ადამიანის ტვინთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი შესაძლებელობების მქონეა და სცდება მხოლოდ თვალის შესაძლებლობებს. 
თვალის ბადურის მატრიცასტან შედარებისათვის დაგვჭირდება მხედველობაში მივიღოთ მხოლოდ, ერთი თვალის ერთ წერტილზე ფოკუსირებული გამოსახულება. რომელსაც მონაცმემებით: ზომით, ფერთა აღქმით, დეტალიზაციით და კიდევ მრავალი სპეციპიკაციით შევადარებთ ციფრულ შესაძლებლობებს.
]ინტერნეტში, ვერ მოვიძიე ამ საკითხზე მეცნიერული კვლევა, მაგრამ რაც ვნახე იმას წარმოგიდგენთ. ესეიგი ადამიანის თვალი, ციფრული კამერა იყოს, ექნებდა მონაცემები :)

სენსორი (ბადურის): 22mm დიამეტრი x 0.5mm 10 ფენა

რეზოლუცია: 576MP ექვივალენტი
ვიზუალური სიმკვეთრე: 74 MP
ISO: 1 - 800 ექვივალენტი
მონაცემთა ანალიზი: 600 000 ბიტი წამში.
ობიექტივი: 2 ლინზა - 16მმ და 24 მმ დიამეტრი
3D (არაწრფივი) RGB
ფერთა მგრძნობელობა: 10,000,000
ფერი რიგი: 380 740 nm
თეთრი ბალანსი: ავტომატური (მუდმივი აღქმული ფერი, სხვადასხვა განათების)

კარგი იქნება, თუ ამ თემაში კომპეტენტური ადამიანები შეიტანთ დამატებებს.

გამოყენებული ინფორმაცია:

http://en.wikipedia.org/wiki/Human_eye
http://en.wikipedia.org/wiki/Color_vision#...of_color_vision
http://micro.magnet.fsu.edu/optics/lightandcolor/vision.html
http://www.clarkvision.com/imagedetail/eye-resolution.html

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.