Jump to content

Recommended Posts

მოკლედ მეგობრებო რამოდენიმე დღეა დავიტერესდი ონლაინ თამაშებით, ხოდა

ამჟამად Survarium ს ვთამაშობ,ასევე ამ წუთებში ვიწერ Crysis ს პირველ ნაწილს რომ ონლაინში ვითამაშო,Warface და ას.შ.

შინარსი რაში მდგომარეობს:

ვისაც სურვილი ექნება გაგვიზიაროს თამაში რომელსაც თვითონ თამაშობს ონლაინში, ან თუ სურვილი ექნება ჩაიწოროს ზემოთ მოცემული თამაშები, დავიმატოთ ერთმანეთი და ერთად ვითამაშოთ ხოლმე რა თქმა უნდა როცა დრო გვექნება და დავემთხვევით.

 

Link to comment
Share on other sites

BF3 ერთადერთი თამაში რომელსაც Online-ში ვთამაშობ :) ონლაინ რა ერთადერთი თამაშია ვაფშე რასაც ვთამაშობ :D

 

ადრე halo-ს ვთამაშობდი მაგრამ ოფიციალურად გათიშეს შარშან და აღარ ვთამაშობ არაოფიციალურები არ მევასება.

Link to comment
Share on other sites

არ ეშველა არაფერი მაგრამ არაუშავს ;) გილოცავთ ახალ წელს :programisti:

Link to comment
Share on other sites

საკმაოდ ბევრ ონლაინ თამაშს ვთამაშობ. დამატებაზე ვერ შეგპირდები, მაგრამ რეკომენდაცია შემიძლია გავუწიო ზოგიერთ თამაშს:

  • Killing Floor - 2009 წლის თამაში, თამამად ვიტყოდი ჩემი ფავორიტი თამაში დღემდე. ძალიან დიდი ტექსტი გამოვა დეტალურად რომ ავღწერო, ამიტომ მოკლედ დავწერ: coop survival სახეოებებზე ("ზომბებზე") სადაც თამაში გადარჩენაზეა და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭნება გუნდურ თამაშს. იდეალური ბალანსი, გათვლილი ყოველი დეტალი. რაღაცით გავს და ალბათ კონკურენტადაც ითვლება Left4dead-ის, თუმცა მე როგორც KF-ს ფანს ბევრად მირჩევნია KF.
  • Counter Strike Global Offensive - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სთიმზე მეორე პოპულარული თამაში დოტა 2-ის შემდეგ. ალბათ ბევრი ახსნა არ ჭირდება ამ თამაშს, ერთი იმას დავამატებ რომ წინა ძველ ვერსიებს ბევრად ჯობია, ასევე შეგიძლია ფულის გამომუშავება, რაც ხდება კეისების და სკინების გაყიდვით, რომელსაც გაჯილდოვებს თამაში CS-ის თამაშის ხანგრძლივობის მიხედვით. 
  • BF3 და 4 - არც ამას ჭირდება ბევრი ახსნა. დახვეწილი გრაფიკა, დახვეწილი ტექნიკური მხარე, დიდი რუკები, ბევრი მოთამაშე. ომის მოყვარული გეიმერების თამაშია, როცა CS უფრო სპეც ოპერაციებზე და პატარა ბრძოლის მანძილზეა გათვლილი.
  • Left4dead 2 - ზომბების თემაზეა, სადაც შეგიძლია ითამაშო როგორც გადარჩენილის ასევე ზომბის როლი, არის ბევრნაირი რეჟიმი.
  • Sniper Elite V2 - ეს ის თამაშია სადაც წუთები უცდი შენობაში (ქემფერობ და სადაც სირბილი გაგდების ტოლფასი გაგიხდება) მტრულ სნაიპერს რათა აღმოაჩნო და მოკლა. თამაში მეორე მსოფლიო ომის დროზეა.
  • Crysis 3 - ჩვეულებრივი PVP დახვეწილი გრაფიკით.
  • Chivalry: Medieval Warfare - PVP თამაში შუა საუკუნეების თემაზე სადაც რაინდები ერთმანეთს ებრძვიან.
  • Dead Space 3 - ერთ-ერთი ძალიან კარგად გაკეთებული coop თამაში. თამაშს ხურავ ჩვეულებრივად ოღონდ პარტნიორთან ერთად.
  • COD სერიები - ჩველებრივი PVP, მხოლოდ მოქმედება ხდება საკმაოდ სწრაფად. საკმაოდ პოპულარულია ონლაინ თამაშებში, თუმცა მე ნაკლებად მომწონს.
  • Medal of Honor 2010 და Warfighter - გავს COD-ს, თუმცა მე პირადად მირჩევნია.
  • Payday: The Heist & 2: მძარცველების სიმულატორი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაში.
  • Warframe - უფასო ონლაინ თამაში, საკმაოდ ლამაზი გრაფიკით კოსმოსურ ნინძებზე.

არის კიდევ ბევრი უამრავი თამაშები ონლაინში, რომლებიც მაქვს მაგრამ იშვიათად ვთამაშობ მათ (მაგ. Tomb Raider, F1 2013, NFS Shift, Hot pursuit...), მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ძირითადად პირველ ორ თამაშს ვთამაშობ უმეტესად.

Link to comment
Share on other sites

Tom Clancy's Ghost Recon Phantoms - EU  საკმაოდ კარგი იგრააა თან ქართველებიც არიან

ვიწერდი მაგას დღეს :D ვნახავ როგორ მომეწონება რაღაც გრაფიკა არ მომწონს ვიდეობიდან

BF3 იც ჩავიწერე

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.