Jump to content

ახალი ,,უსაფრთხოების გასაღები’’Google-სგან


urekeli_l

Recommended Posts

news_524.jpg

კომპანია Google-მა უსაფრთხოების გასაღები (Security Key) შესთავაზა მომხარებელს. ახალ მოწყობილობას მფლობელი gmail-ის ანგარიშზე შესასვლელად გამოიყენებს და მას USB-ის ფორმა ექნება მოწყობილობა ჩაანაცვლებს ექვსციფრა კოდს, რომელსაც Google-ის ორ პუნქტიანი ავტორიზაცია მოითხოვდა. კოდის აკრეფის ნაცვლად, მომხმარებელს მარტივად, USB გასაღების საშუალებით შეუძლია ანგარიშზე შესვლა. საიხლე მნიშვნელოვნად აძლიერებს სისტემის უსაფრთხოებას. გასაღების მოპარვის გარეშე ანგარიშის გატეხვა შეუძლებელი გახდება. უფრო მეტიც, თუ თქვენი ანგარიშის პაროლმა გაჟონა ინტერნეტში, ის უსაფრთხოების გასაღების გარეშე მაინც გამოუსადეგარი იქნება.

უამრავი ბიზნესმენი უსაფრთხოების მსგავს მოწყობილობებს აქტიურად იყენებს სხვადახსხვა სერვისისთვის. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხარებლისთვის მექანიზმი ხელმისაწვდომი ისეთ პოპულარულ სერვისზე გახდა, როგორიც Gmail-ია.

სხვადასხვა ფირმები უკვე აწარმოებენ 6-დან 50-დოლარამდე ღირებულების თავსებად გასაღებებს. მსგავს პროგრამაზე PayPal, Samsung და Alibaba მუშაობენ.

,,ეჭვგარეშეა, რომ ახალ ერაში შევდივართ,’’ განაცხადა FIDO ალიანსის პრეზიდენტმა მაიკლს ბარეტმა. ,,ჩვენ ვიწყებთ, მომხარებლის ახალ სტანდარტზე გადაყვანას, რაც ერთ პუნქტიან პაროლებს გამორიცხავს.“

მომხმარებელს საშალება ექნება, „უსაფრთხოების გასაღებთან“ ერთად ჩვეულებრივი პაროლით ან სხვა არსებული საშუალებებითაც დაიცვას საკუთარი ანგარიში.

 

zeti.ge

რავიცი თუ გადასატანია გადაიტანეთ.

კაი რამეა ისე

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.