Jump to content

DSLR vs SLR


Recommended Posts

მოკლედ მე და ჩემ მეგობარს მოგვივიდა დისკურისა ფირიან და ციფრულ SLR-ებს შორის უპირატესობების მინიჭებაში. ორივე ვთანხმდებით რომ პრაქტიკულობაში ციფრული ჯობია, მაგრამ ვერ აი ფოტო გადაღების ხარისხში ის ამბობს რომ ფირიანი ბევრად უკეთესია ვიდრე ციფრულიო და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება იყოს ეს როცა ორივეს ერთი მეთოდიკით გაკეთებული ობიექტივები აქვთ როგორც ჩემი მწირი ცოდნით და ინფორმაციის მოძიებით მივხვდი. კი ამბობენ რომ ამ ორის შედარება არასწროაიო მაგრამ მაინც იქნებ მითხრათ ვთქვათ რა აქვს ფირიანს ისეთი რომ გადამაწყვეტიოს ამ ორს შორის მისი არჩევა, (ციფრულის პრაქტიკულობა დავივიწყოთ, იქ ჩიპზე ათასობით სურათის დამახსოვრება და მასეთებს არ მივაქციოთ ყურადღება უბრალოდ გადაღების ხარიხსი მაინტერესებს.

კი ვხვდები რომ ლამერული კითხვაა მაგრამ ვარ ლამერი ამ საკითხში და მაინტერესებს რატო მოსწონთ ფირიანები, რა პლიუსი აქვთ მათ, ან თუ კარგი იყო რატო შეწყდა მათი წარმოება. 

Link to comment
Share on other sites

ეფექტი აქვს უბრალოდ ფირს "ზავაცკოი" )) რასაც Photoshop-ით ადვილად გააკეთებ ციფრულით გადაღებულ ფოტოზეც )) 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ფირიანი ფოტო აპარატით გადაღებული სურათის ფერები ფაქტიურად ერთი ერთზეა. ნებისმიერ ციფრულებში კი ხდება ინფორმაციის დაკარგვა. ამ უპირატესობას კიდევ შეიძლება დავამატოთ ტექნიკის სიიაფე. მაგრამ ვისაც ქონია ფირიანი აპარატი ალბათ დამეთანხმება რომ პრაქტიკაში dslr-ები მაინც ჯობია, ძალიან ბევრი პლიუსების გამო.

 

ფილმი Samsara ბლურეიზე ვის გაქვთ ნანახი, 70მმ-იან კინო ლენტაზეა გადაღებული :)

Link to comment
Share on other sites

   დღესდღეობით ისე დაიხვეწა ციფრული ტექნოლოგია, რომ არამგონია რამე პლიუსი დაეტოვებინოს ფირიანი აპარატებისთვის. ვინც ფირზე მუშაობს, იმას ხელით გამჟღავნების და ბეჭდვის მუღამი აქვს, რომელიც მართლა მაგარი პროცესია.პირდაპირი შეხება გაქვს ნივთიერ შუქმგრძნობიარე მასალასთან, რასაც ციფრული აპარატით მუშაობისას ვერ განიცდი.რაც შეეხება მაქსმალური ხარისხის მიღებას, არის ძალიან დიდფორმატიანი ფირის კამერები, რომლებიც მოუხერხებელია და ერთ ჯერზე 1 სურათს იღებს,სამაგიეროდ ისეთ მკვეთრ გამოსახულებას იძლევა, რომ დღეს არსებულ ციფრულ კამერებს მაგხელა და მასეთი ხარისხის სურათის მიღება, ჩემი აზრით, გაუჭირდებათ. მომავალი DSLR-ებისაა, მაგრამ სრულიად ვერასდროს ჩაანაცვლებს SLR-ებს, უბრალოდ ძალიან ძვირი იქნება ფირით მუშაობა.

Link to comment
Share on other sites

სიგნალის გაციფრულებისას ყოველთვის ხდება სასრული სპექტრის დაფარვა

რა თქმა უნდა საკმარისი ოდენობის ბიტების გამოყენებით უკვე იმხელა სპექტრის დაფარვა ხდება რომ ადამიანის თვალით მეტის აღქმა ნამდვილი გამოგონილი ზღაპარია

ანალოგური სიგნალის ფირზე გადატანაც არ ნიშნავს რომ ერთი ერთზე გადავა

 

ერთი ერთზე არ არსებობს

არსებობს ერთი ერთთან მაქსიმალურად მიახლოება

 

თუ ციფრული კამერა საკმარისად მაღალი დონისაა , გადაიღებს ისეთ სურათს რომ მარტო მიკროსკოპის ქვეშ შეამჩნევთ სხვაობას

 

თორე თეორიულად კი...გაციფრულებული ინფორმაცია კარგავს უსასრულ მოცულობას და ხდება სასრული

Link to comment
Share on other sites

ოკ ანუ არანაირი პლიუსი არ აქვს ფირიანს ხო როგორც გავიგე?

Link to comment
Share on other sites

სიტუაციას გააჩნია მაგრამ ძალიან ზეპროფი სურათები თ უარ გჭირდება ჩემი აზრით არანაირი

ამას ვამბობ როგორც ციფრულ ანალოგური სიგნალების კონვერსიის საკმაოდ კარგი მცოდნე

სენსორების შიდა ცხოვრებაც მშვენივრად მესმის

 

უმცა მე არ ვარ ფოტოგრაფი და შესაძლებელია ზუსტად ამიტომ უფრო ობიექტური ვიყო 


სფეროში ჩართულ ხალხს უფრო ახასიათებთ ხოლმე რაღაც რუღაცეების გაჰაიპება და გავუდუება რაღაც მისტიურის ძიებასა თუ მარიაჟობაში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.