Jump to content

Recommended Posts

f83d1e344804.jpg

 

PES 2015 - ახალი რეჟიმი”MyClub” და ჩეთის საწინააღმდეგო სისტემა.

 

ვისაუბრებთ თამაშის ახალ შესაძლებლობებზე რომლებიც შეიცვალა ან დაემატა მას.

 

PES 2015-ში გამოჩნდება ახალი რეჟიმი,თანამედროვე მუსიკა,ამინდი იქნება უნიკალური. როგორც იქნა წელს მაინც ვიხილავთ სხვადასხვანაირ ამინდს. იქნება წვიმა და შესაძლოა იყოს თოვლიც,ამის შესახებ ცოტა დაწვრილებით,მოგვიანებით შეგატყობინებთ. თამაშში ონლაინიც ძლიერ შეიცვალა,ბევრი ფანი შეიგრძნობს გლობალურ ინოვაციებს. კონამი სპეციალურად ონლაინ რეჟიმებისთვის,კვირაში ერთხელ განაახლებს DLC-ს

 

PES ID-ის უნიკალური შესაძლებლობები.

 

PES ID: - გუნდები თამაშობენ ისე,როგორც რეალურ ცხოვრებაში, გამოჩენილი მოთამაშეების თამაში კი იქნება ადვილად გამოსარჩევი და შესამჩნევი. ტოპ გუნდები არ დაემსგავსებიან ჩვეულებრივ გუნდებს. მათი თამაში იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ითამაშებენ მათი ანალოგები.

 

- რეალისტური შესაძლებლობები: - ცნობილი მოთამაშეების ყოფნა გუნდში არ ნიშნავს იმას, რომ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება გამოიყენოთ მხოლოდ მათი შესაძლებლობები. საბოლოო და კარგი შედეგისთვის საჭიროა ბურთის კონტროლის ცოდნა მთლიანი გუნდის მეშვეობით. გამოიყენოთ მოთამაშეების ფინტები,იმ მომენტში როდესაც ეს აუცილებელია,წინააღდმეგ შემთხვევაში თქვენ დაისჯებით მრავალფეროვანი თამაშის უგულველველყოფის გამო.

 

აბსოლუტურად ახალი რეჟიმები:

 

- რეჟიმი”MyClub”: PES სერიების გულშემატკივართა მოთხოვნით,მოხდა "Master League Online"-ის გარდაქმნა. ამიერიდან შეგეძლებათ შეიძინოთ მოთამაშეები და მწვრთნელები GP ქულების მეშვეობით,ასევე შეგეძლებათ ნაღდი ფულით განახორციელოთ ტრანსფერები. აგენტები შეეცდებიან შესთავაზონ მოთამაშეებს კონკრეტული ტრანსფერები. ყველა გუნდს აქვს შემართება და მიზნები ტურნირებზე,ისინი შეისწავლიან თუ რამდენად შეეთვისებიან გუნდის მწვრთნელს ახალი მოთამაშეები როგორ იგრძობენ თავს ახალ კლუბსა და ახალ ატმოსფეროში.

- ონლაინ განახლებები: ყოველკვირეული DLC განახლებები მუდმივად განაახლებს ტრანსფერებს ინგლისის,საფრანგეთის,იტალიის ბრაზილიის და სხვადასხვა ჩემპიონატებში. ასევე განახლდება მოთამაშეთა უნარები და ინდივიდუალური შესაძლებლობები. თუ მოთამაშის ანალოგმა რეალურ ცხოვრებაში გაიტანა გოლები ან გუნდს მოუტანა სხვადასხვა სარგებელი,მისი სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზრდება. ცუდი თამაშის შემთხვევაში კი პირიქით იქნება - მაჩვენებელი დაეცემა. ეს ინოვაცია იმუშავებს როგორც ონლაინში, ასევე სხვა დანარჩენ ოფლაინ რეჟიმებში.

- სათამაშო სტილის ადაპტაცია: კარგმა მწვრთნელმა იცის როგორ გამოიყენოს უპირატესობა სათავისოდ. როგორც გუნდის მენეჯერმა,შეგიძლიათ გასცეთ ბრძანება რომ გაზონი თამაშის წინ არ გაიკრიჭოს. თუ რათქმა უნდა თქვენ გსურთ გამოიყენოთ გრძელი გადაცემები. ეს ტაქტიკა ზედგამოჭრილია იმ გუნდების წინააღდმეგ რომლებსაც უყვართ მოკლე პასებით თამაში. შეგიძლიათ ასევე მოარწყვევინოთ გაზონი რათა გამოიყენოთ სხვა ტაქტიკა,ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

 

- მოთამაშის ზუსტი სტატისტიკა: თამაშში სისტემური პარამეტრები მთლიანად შეიცვალა,ვმუშაობთ საზოგადოებასთან მთელს მსოფლიოში,რათა შევქმნათ ყველაზე რეალური სტატისტიკური მონაცემთა ბაზა მოთამაშეების მიხედვით.

- იქნება მეორე დივიზიონები: PES სერიების ისტორიაში პირველად იქნება ლიცენზირებული, ევროპის ტოპ ჩემპიონატების მეორე დივიზიონები: ინგლისის,ესპანეთის,იტალიის,საფრანგეთის,რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდიან მოთამაშეთა მონაცემთა ბაზას ფართო არჩევანისთვის,თქვენი კლუბის სკაუტებისთვის.

 

f660e731484e.jpg 66029fa8bd5d.jpg

 

- მართვის როლი: გვაძლევს საშუალებას დავყოთ გუნდი სამ ნაწილად: დაცვა,ნახევარდაცვა და შეტევა. ეს ინოვაცია საშუალებას იძლევა გაზარდოთ მოთამაშეთა შორის ურთიერთგაგება ყველა ხაზზე.

- მენეჯერების ლიცენზია: პირველად ისტორიაში ევროპელი და სამხრეთ ამერიკელი გამოჩენილი მწვრთნელები იქნებიან ლიცენზირებულები.

-თამაშის შიდა ვალუტა: GP ქულები რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშავოთ ახალ რეჟიმში ”MyClub”,შესაძლებელი იქნება განბლოკოთ დამატებები და (игровые ачивменты)??????

- რედაქტირების შეუზღუდავი რეჟიმი:  თამაშში ბრუნდება სტადიონის რედაქტორი,ახალი ინსტრუმენტებთ. მისი წყალობით შეიძლება: შეცვალოთ გაზონის მოდელი, გვერდითა ხაზების ფერები, კარის ბადის ფერები, მოაწყოთ და შეცვალოთ ადგილები ტრიბუნაზე და ა.შ.
რედაქტირების სხვა რეჟიმები: მწვრთნელების რედაქტორი, მოთამაშეთა მონაცემთა ბაზის რედაქტირება და მისი კოპიოს შექმნა. სტადიონის რედაქტორთან ერთად ბრუნდება ახალი ლიცენზირებული სტადიონები. ასევე იქნება გაზონის ფერის შეცვლის შესაძლებლობაცა და გამოცვლაც.

 

 

ონლაინ რეჟიმები:

- ჩქარი მატჩი: სწრაფად იპოვის შესაბამის ოპონენტს,თქვენი სპეციფიკაციების მიხედვით.
- ონლაინ დივიზიონები: გადამუშავებულია ქულათა დარიცხვის სისტემა,თქვენი გუნდის უფრო მაღალ დივიზიონებში გადასასვლელად.
- 11 vs 11 რეჟიმი: შექმნილია ახალი პარამეტრები რათა დაჩქარდეს და გამარტივდეს მოწინააღმდეგის ძებნა.
- ანტიჩეთის სისტემა: გაუმჯობესებულია სისტემა რათა ნებისმიერ დროს,ნებისმიერ მატჩებში,გამოავლინოს თაღლითი მოთამაშეები. აღმოჩენის შემდეგ ისინი სამუდამოდ დაიბლოკებიან.

 

 

დამატებითი განახლებები:

- Master League: გადაკეთებულია ყველა სტრუქტურა. მოთამაშეთა განვითარება,ზრდა,ტრანსფერები,არის ახალი პარამეტრები მატჩამდე მწვრთნელთათვის. ახალი ქათ სცენები ყველა რეჟიმისთვის. იქნება ნაციონალური სუპერთასები ყველა ჩემპიონატისთვის.
-Become A Legend: მოთამაშის ინდივიდუალური ვარჯიშები,ახალი სატრანსფერო სისტემა,მეორე დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობა.
-ამინდი: დაემატა წვიმა და გაუმჯობესდა სხვა არსებული ამინდი

ლიცენზირებული საუნდტრეკი: Cold War Kids, Calvin Harris, Imagine Dragons, Avicii და სხვები .

სულ ესაა რისი დაწერაც დღეისთვის შეიძლებოდა. კონამი განაგრძობს თამაშის დეტალების დაზუსტებას და მოგვიანებით შემოგთავაზებთ სხვა სტატიებს.
 

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

20 წლისთავია პესის :D, ვნახოთ რა გამოვა , იმედი მაქვს რომ ამჯერად კარგი რამე იქნება 

Link to comment
Share on other sites

20 წლისთავია პესის :D, ვნახოთ რა გამოვა , იმედი მაქვს რომ ამჯერად კარგი რამე იქნება 

აუფ :D კიდე ვერ გაიგეთ რო PES-ს იმედი არ უნდა გქონდეთ, მერე უფრო მტკივნეულია ხოლმე რომ 2012,2013,2014-ვით ნაგავი გამოვა :D

 

მოიცა გამოვიცნო: ეხლა დაგპირდებიან ახალ ძრავს, ახალ მეკარეს სისტემას, ახალ მოძრაობებს და ბოლოს გამოუშვებენ იგივეს რაც არის ოღონდ უფრო მეტი ბაგებით :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ოფიციალურად: PES 2015 PS3-ის ძრავზე იქნება.

 

დღეს Gamescom 2014  ჩვენებაზე, PES სერიების ევროპელმა მენეჯერმა ადამ ბჰატიმ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალ pesfan.com-ს.

 

ინტერვიუს დროს დაისვა მნიშვნელოვანი შეკითხვები ახალი თამაშის თაობაზე,რომლებიც გამოგზავნილ იქნა ფანების მიერ მთელი მსოფლიოდან.  მრავალი ფანი ელოდა ინფორმაციას PC ვერსიის თაობაზე და აი დღეს გამოჩნდა პირველი ინფორმაცია. უმრავლესობას ძალიან არ მოეწონება ეს ინფორმაცია,ყველა ელოდა რაღაც ახალს,როგორც ვიზუალურ გაფორმებას ასევე გრაფიკას.

 

 

- კითხვა: PC ვერსიას და სხვა პლატფორმებს შორის იქნება სხვაობა? თუ კი როგორი?

-პასუხი: თამაშის PC ვერსია გამოიყენებს „გაფართოვებულ და ოპტიმიზირებულ“ PS3 ძრავის ვერსიას,ხოლო PS4 და Xbox One-ს ექნებათ უფრო უკეთესი გრაფიკა და ვიზუალური ეფექტი. PC ვერსიას ექნება ყველა რეჟიმი და გეიმფლეის პროცესის ყველა ელემენტი.

 

- კითხვა:  იქნება თამაშში რამე ახალი,მაგალითად სათადარიგო სკამის შემთხვევაში?

- პასუხი: დიახ,ახალ თამაშში იქნება „ცოცხალი“ სათადარიგო სკამი,მოთამაშეები იმოძრავებენ ისე, როგორც რეალურ ფეხბურთში.

 

- კითხვა: როდის გამოაქვეყნებს კონამი ლიცენზიათა სრულ სიას?

- პასუხი: ყველა ლიცენზია, რომლებიც იქნება PES 2015-ში გამოცხადდება და დადასტურდება თამაშის გამოშვებამდე,შესაძლოა ეს მოხდეს ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში,ამ ყველაფრის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ.

 

- კითხვა: რას გვეტყვით ახალგაზრდა მოთამაშეებზე?

- პასუხი: PES 2015-ის ბევრ შემადგენლობაში იქნებიან მეტი ლიცენზირებული მოთამაშეები.

 

- კითხვა: დემო ვერსია გამოვა 17 სექტემბერს,იქნება თუ არა განსხვავებული ფინალური ვერსიისგან?

- პასუხი: დემო ვერსია ძლიერ მიმსგავსებული იქნება თამაშის ფინალურ ვერსიასთან,მაგრამ ორი თვიანი შესვენებისას თამაში კვლავ დამუშავდება და შესაძლოა იყოს რაღაც ცვლილებები.

 

- კითხვა: რომელ მობილურ პლატფორმებს ექნებათ PES 2015 მხარდაჭერა?

- პასუხი: ჩვენი თამაში ნამდვილად არ გამოვა PS Vita კონსოლებისთვის,სხვა მობილურ პლატფორმებზე კი ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით,მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ თამაში გამოვა აიფონისთვის და ანდროიდისთვის.

 

- კითხვა: იქნება ცვლილებები დარტყმის პარამეტრებში,როგორც ეს ძველ ვერსიებში იყო?

- პასუხი: PES 2015-ში დარტყმის სიძლიერის პარამეტრები არ იქნება,მაგრამ ისინი ისედაც კარგად გამოიყურებიან თუმცა ბოლომდე  დამუშავებას და მოწყობას საჭიროებენ.

 

- კითხვა:  თამაში AI-ის მეშვეობით იქნება განსხვავებული,როგორ საშინაო ასევე საგარეო მატჩში?

- პასუხი: AI-ს ძალა იქნება დამოკიდებული არჩეულ პარამეტრებზე,თამაში შინ ან გასვლაზე იქნება განსხვავებული.

 

- კითხვა: შესაძლებელია თუ არა თამაშის ახალ ნაწილში მსაჯის რედაქტირება? როგორც იყო ძველ თამაშებში.

- პასუხი: თამაშში შეუძლებელი იქნება შეცვალოთ  მსაჯთა „სიმკაცრის“ ძალა მატჩამდე.

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

წავიდნენ ერთი მაგენის დედაც... მაგენის ჭკუით ხალხს აბოლებენ.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ქართველ პოლიტიკოსებს გვანან ესეც და ფიფაც :D

"მოთამაშეები ახლა უკვე იმოძრავებენ, როგორც რეალურ ცხოვრებაში" - როდიდან მესმის ეს ფრაზები უკვე, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ახალი გეიმპლეი


 
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

gobro

 

კარგი ჩანს. პირველი გოლი რო გავიდა მეკარის ბაგი ჩანს მანდ... მარა დახვეწავენ იმედია ეგეთ რაღაცეებს... Gameplay მომეწონა 

Link to comment
Share on other sites

Gamescom-ზე ვითამაშე საკმაო ხანი და მაგრად მომეწონა წინას ბევრად მირჩევნია...

Link to comment
Share on other sites

ვნახოთ საბოლოოდ რა გამო

Link to comment
Share on other sites

PC-ზეც თუ მასეთი იყო ნორმალურია )

Link to comment
Share on other sites

13 ნოემბერს გამოვაო, დემო კი 17 სექტემბერს. მე დიდი იმედებით ველოდები და იმედია გამახარებს:) 


https://pes.konami.com/pitch/index.php?lang=en

Link to comment
Share on other sites

კარგია მაგრამ ფიფა უკეთესი იქნება.

გრაფიკით პესი აჯობებს ხოლო ფიფა ძალიან მაგარი გეიმფლეი აქვს და ფიზიკაც რაც ძალიან დიდ მონაცემებს ითხოვს სპეციალურად პსზე გაკეთებული ფიფა აჯობებს ყველაფერით მაგრამ სად წაიგონ ჰარდვადაგასული კონსოლები. ფოქს ენჯაინი რეალური გრაფიკისთვის შეიქმნა ხოლო იგნაითი რეალური სპორტისთვის. და ამასვე უნდა ველოდოთ მათგან. თუმცა ყველაფერს გააუმჯობესებ თუ იმუშავებ მაგრამ მარკეტინგის გამო არ ღირს წვალება.

Link to comment
Share on other sites

2014-ს უკვე ჯობნის

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

სულ რაღაც 2 დღე დარჩადემოს გამოსვლამდე.მაგრად მაინტერესებს რა გამოუვიდათ.მაგრამ არამგონია ფიფასთან მივიდეს!

Link to comment
Share on other sites

მაგარი გამისწორდება ფიფას რომ გაუწიოს კონკურენცია.

 

ზედმეტი მოუვიდათ როცა მარტო დაირექსთ 11-ზე იზრუნეს იმათმა ;)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მეც მაგრა გამისწორდება, იმიტომ რომ პესის ფანი ვარ დიდი ხანია მაგრამ ამ ბოლოს მაგრად ჩაისვარა და ვნახოტ ეხლა რა გამოუვიდათ.

Link to comment
Share on other sites

ველოდები მოუთმენლად :chups:

Link to comment
Share on other sites

პესის ფანი არ ვარ,არც ფიფასი.

რომელიც კარგია იმას ვთამაშობ ხოლმე.

 

უბრალოდ ნამეტანი მოუვიდათ,ბაზარი არააა მაგარია მართლაც,მაგრამ არ იფიქრეს სუსტ კომპებზე და მომხმარებელზე.

კრიზისის პონტი გამოუვიდათ

Link to comment
Share on other sites

დემო ვერსია მარტო კონსოლებზე გამოვა. PC-ზე კი იმიტომ არ უშვებენ რომ ჰაკერები ტეხავენ დემო ვერსიას და საიდუმლოებებს შიფრავენ და მერე აქვეყნებენო,ხოდა რას მიაცვ მოაცვამენ ვერ გავიგე. რა უნდა იყოს დემოში ეხლა ისეთი ჩაშენებული რაც არ უნდა გავიგოთ -_- მოგვიწევს მოცდა ნოემბრამდე და რელიზის დღეს დემოც და სრული ვერსიაც ერთად გამოვა.

Link to comment
Share on other sites

ანუ PC-ზე არ უშვებენ დემოს?

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.