Jump to content

Assassin's Creed: Rogue


zaqrinio

Recommended Posts

maxresdefault.jpg

 

ინტერნეტში გავრცელდა Assassin's Creed: Rogue-ს პირველი თრეილერი. რგოლში ნაჩვენებია ახალი ასასინი, რომელიც გახდება ახალი თამაშის ახალი მთავარი გმირი.

 

345192b04df9.jpg

 

ჭორების მიხედვით მოვლენები კვლავ ვითარდება ამერიკაში. სერიის ისტორიაში პირველად პროტაგონისტი იქნება ტამპლიერი, რომელიც გადავიდა ასასინების მხარეს, მან უღალატა თავის კაპიტანს, გადაცურა ატლანტის ოკეანე უკეთესი ცხოვრების საძებნელად.
 
მოვლენები განვითარდება Assassin’s Creed III-სა და Assassin’s Creed: Freedom Cry-ს მოვლენებს შორის, ამიტომაც მოთამაშეები შეიძლება შეხვდნენ ნაცნობ პერსონაჟებს. თრეილერიდან გამომდინარე თამაშის რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 11 ნოემბერს ძველი თაობის კონსოლებზე.
 
  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

■ თამაშში Assassin’s Creed: Rogue გეიმერებს მოუწევთ ასასინებზე ნადირობა.

■ მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელდა Assassin’s Creed-ის სერიის მორიგი ნაწილის სადებიუტო ტრეილერი, Ubisoft-მა გადაწყვიტა ოფიციალურად დააანონსოს მორიგი თამაში.

■ მოქმედება Rogue-ში ვითარდება 18 საუკუნეში შვიდწლიანი ომის პერიოდში. მოთამაშეები ეწვევიან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებს, მათ შორის ატლანტიკური ოკეანის გაყინულ ჩრდილოეთ რეგიონებს და აპალაჩის მდინარის ხეობას. გეიმფლეის საკვანძო ელემენტი ისევ საზღვაო ბრძოლები გახდება. იმ ხომალდს კი, რომლის მეშვეობითაც გეიმერებს ოკეანის სივრცეებზე მოგზაურობა მოუწევთ „მორიგანი“ ერქმევა. თამაშის მთავარი პერსონაჟი კი გახდება შეი პატრიკ კორმაკი, ყოფილი ასასინი, რომელიც მოძმეების ღალატის შემდეგ, მათზე ნადირობას გადაწყვეტს

■ „1751 წელი. საფრანგეთსა და ინდოეთს შორის მიმდინარე ომის პერიოდში, ასასინების საძმოს უშიშარი წევრი, შეი პატრიკ კორმაკი გადადის ბნელ მხარეზე, რაც სამუდამოდ შეცვლის საძმოს მომავალს. ერთ-ერთი სახიფათო დავალების შერულების დროს, მოვლენები ტრაგიკულად განვითარდება, შეი უღალატებს ასასინებს, რომლებიც შეეცდებიან მის მოკვლას. როდესაც მას უარყოფენ ისინი, ვისაც ის მთელი ცხოვრება ძმებს ეძახდა, შეი გადაწყვეტს გაანადგუროს ყველა ის, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა და გახდეს ისტორიისათვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მონადირე ასასინებზე“ - ნათქვამია ოფიციალურ პრესს-რელიზში.

„წარმოგიდგენთ Assassin’s Creed: Rogue-ს, სერიის ყველაზე ბნელ ნაწილს. შეის როლში, თქვენ მოგიწევთ გაიაროთ გრძელი და რთული გზა და გადაიქცეთ ასასინისგან - მონადირეში. მიჰყევით თქვენ საკუთარ კრედოს, გაემგზავრეთ მოგზაურობაში ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ ატლანტიკის გაყინულ მიწებზე და მიაღწიეთ თქვენ ერთადერთ მიზანს - გაანადგურეთ ასასინების საძმო“

■ ახალ თამაშზე ერთდროულად 7 სტუდია მუშაობს, მათ შორის Ubisoft Sofia, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს. მათ თავის მხრივ ეხმარებიან სინგაპურის, მონრეალის, კვებეკის, მილანის, ჩენგდუს და ბუქარესტის სტუდიების დეველოპერები.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ASSASSIN'S CREED: ROGUE-ს მოთამაშეები დატოვეს მულტიფლეიერის გარეშე

 

Screen_Shot_2014-08-05_at_8.40.04_AM.0.0

 

Assassin's Creed: Rogue-ს არ ექნება მრავალმომხმარებლური რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის შემდეგ Assassin's Creed-ის თამაშებში იყო შეჯიბრებითი რეჟიმი, Rogue გამონაკლისი იქნება და ექნება მხოლოდ ერთმომხმარებლური რეჟიმი.
 
Ubisoft-ს ჯერ არ აუხსნია, თუ რატომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია ისიც, რომ Assassin’s Creed: Unity-საც არ ექნება შეჯიბრებითი რეჟიმი, რეჟიმი რომელიც შეცვალეს კო-ოპერატიული რეჟიმით 4 ადამიანისთვის.
 
Assassin's Creed: Rogue გამოვა Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე. თამაში გაყიდვაში გამოვა 11 ნოემბერს.
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

PC არ იქნებაა?

Link to comment
Share on other sites

PC არ იქნებაა?

არა, მარტო ძველ კონსოლებზე გამოდის.

Link to comment
Share on other sites

რა ასასინებზე ნადირობა გაუბერა უბისოფტმა )) 

Link to comment
Share on other sites

 გამოქვეყნდა Assassin’s Creed: Rogue-ეს პირველი გეიმფლეი ვიდეო.

 

ვიდეოში ნაჩვენებია თამაშის მთავარი გმირის მოგზაურობა ხომალდით ატლანტის ოკეანეში.შეგახახსენებთ, რომ თამაშის პროტაგონისტი შეი კორმაკია, ყოფილი ასასინი, რომელიც ტამპლიერების მხარეზე გადავა და თავის ყოფილ ძმებზე ნადირობას დაიწყებს.

 

Assassin’s Creed: Rogue გამოვა ძველი თაობის კონსოლებზე, 2014 წლის 11 ნოემბერს.

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

გამოქვეყნდა ASSASSIN'S CREED: ROGUE-ს გეიმფლეის ვიდეორგოლი

 

assassin_s_creed_rogue-2.jpg

 

Ubisoft-მა გამოუშვა Assassin's Creed: Rogue-ს ორი ახალი ვიდეორგოლი. შემქმნელებმა აჩვენეს ახალი გმირის არქტიკული მოგზაურობა, რომელიც არის ყველაზე მრისხანე მონადირე ასასინებზე.
 
შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშში გაჩნდებიან სერიის ცნობილი გმირები, მათ შორის ჰეიტემ კენუეი და კონორ კენუეის წინაპარი, Assassin’s Creed IV: Black Flag-ის მთავარი გმირი. მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტამპლიერების მდიდარი არსენალი.
 
Assassin's Creed: Rogue-ს რელიზი დაგეგმილია Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე 2014 წლის 11 ნოემბრისთვის.
 
Link to comment
Share on other sites

მომავალში ASSASSIN'S CREED: ROGUE შეიძლება გამოვიდეს PC-ზეც და ახალი თაობის კონსოლებზეც

 

95adbb824e2c.jpg

 

კომპანია Ubisoft უარს არ ამბობს იმ შესაძლებლობისგან, რომ გამოუშვას Assassin's Creed: Rogue РС-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე. შემქმნელები ჯერ მზად არ არიან რაიმე შეგვპირდნენ, მაგრამ მომავალში მაინც შეუძლიათ გამოუშვან თამაში ახალ პლათფორმებზე.

 

313461c6aae6.jpg

 

"ჯერ ძალიან ადრე რამეზე საუბარი. ეხლა Unity - ჩვენი ძირითადი თამაშია ახალი თაობის პლათფორმებისთვის. Unity-ს ტექნოლოგია თავდაპირველად იქმნებოდა ნულიდან, რომ გამოგვეყენებინა ახალი მოწყობილობების შესაძლებლობლების მაქსიმუმი და Rogue-ს შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა, რომ მოთამაშეები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადავიდნენ ახალ კონსოლებზე, ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ Assassin’s Creed-ის თამაში", - ახსნა Ubisoft Sofia-ს პროდიუსერმა ივან ბალაბანოვმა. 

 

7928c1b57f2a.jpg

 

"არიან სერიის ჰარდკორული ფანები, რომლებიც მოხარულები იქნებიან ითამაშონ ორივე თამაში. არიან ისინიც, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ახალ პლათფორმებზე გადასვლა და ეს ის ხალხია, რომლებზეც ჩვენ ძალიან ვზრუნავთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი მოხარულები იქნებიან ითამაშონ ახალი თამაში თავიანთ Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე".

 

b12a1d2ecabd.jpg

 

ადრე Ubisoft-მა უკვე გამოუშვა Assassin's Creed: Liberation-ი კონსოლებზე და PC-ზე HD ვერსიაში, მაგრამ თავდაპირველად თამაში გამოვიდა როგორც PlayStation Vita-ს ექსკლუზივი. შემქმნელები არ გაუშვებენ შესაძლებლობას, რომ გამოუშვან Rogue ახალ პლათფორმებზე. 
 
Assassin's Creed: Rogue გაყიდვაში გამოვა ძველი თაობის კონსოლებზე 3 ნოემბერს.
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

შეიძლება ეს ნაწილიც არაა მთლათ მაღალი დონის და არც გრაფიკით გამოირჩევა დიდათ, ვნახოთ აბა რა შეფასებებს აიღებს როცა გამოვა კონსოლებზე

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

db547761565a.jpg

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ეს თამაში შეიძლება პს-ზეც გამოვიდესო http://shazoo.ru/2014/09/17/24743/assassins-creed-rogue-mozhet-vyjti-na-pc

Link to comment
Share on other sites

ამ თამაშის პს ვერსია Uplay უნახიათ http://www.overclockers.ru/softnews/64102/PC-versiya_Assassin_s_Creed_Rogue_byla_zamechena_v_Uplay.html

Link to comment
Share on other sites

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ცნობილი გახდა ASSASSIN'S CREED: ROGUE-ს PC ვერსიის გამოსვლის თარიღი

 

c369682b082c.jpg

 

კომპანია Ubisoft-მა გამოაქვეყნა თამაშ Assassin's Creed: Rogue-ს ახალი თრეილერი. თრეილერში გაიჟღერა თამაშის PC ვერსიის გამოსვლის თარიღმაც.
 
თავდაპირველად Assassin's Creed: Rogue დაანონსეს მხოლოდ ძველი თაობის კონსოლებზე, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ჭორები თამაშის PC ვერსიის გამოსვლის შესახებ. თუკი თრეილერს დავუჯერებთ თამაში უნდა გამოვიდეს PC-ზე 2015 წლის დასაწყისში.
 
"დიახ PC ვერსია გამოვა 2015 წელს. РС-ს მფლობელებმა, რომლებმაც ითამაშეს Assassin's Creed III და Assassin's Creed IV: Black Flag შეძლებენ იპოვონ ამ ორ თამაშს შორის დაკარგული თავსატეხების ნაწილები Assassin's Creed: Rogue-ს ისტორიაში", - აღნიშნა Ubisoft-ის წარმომადგენელმა.
 
Assassin’s Creed: Rogue-ს რელიზი შედგება 14 ოქტომბერს ძველი თაობის კონსოლებზე. 
 
 
53080c433f85.jpg
 
41e591af8f5c.jpg
 
178fe5d1eaad.jpg
 
47e30179d100.jpg
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

■ გამოვიდა Assassin’s Creed: Rogue-ს Story თრეილერი,სადაც მოთხრობილია ის ძირითადი მიზეზი თუ რატომ გახდა ასასსინი შეი ტამპლერი.და დაიწყო ნადირობა მის ძმებზე,თამაშში შეხვდებით ისეთ ცნობილ პერსონაჟს როგორიცაა კონორის მამა ჰეითემი.

 

http://www.youtube.com/watch?v=eTbO8ka5uQQ&feature=youtu.be

 

■ ყველა პოულობს თავის ნამდვილ ცხოვრებისეულ მიზანს.შეის შემთხევაში ეს მისი ყოფილი ძმების დახოცვა აღმოჩნდა და მას ვერაფერი შეაჩერებს სანამ ის თავისი აზრით სამართლიანობას არ აღადგენს...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ისე თავიდან რაღაც არ უნდოდათ მგონი პს-ზე გამოსვლა, ვარგა ვითომ ეს ნაწილი თუ ეხლა რასაც უშვებენ მაგაზე სუსტი იქნება ნეტა

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ესეც ამ თამაშის მიმოხილვა პს3-ზე http://www.3dnews.ru/905561 70% დაუწერეს, ესეც დიდი ვერაფერი თამაშია

Link to comment
Share on other sites

ძაანაც კარგი

როდის მიხვდება უბისოფთი,რომ ეს ფრენჩიზი უნდა დასრულდეს

კოდზე უარესი გახდა :

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ესეც ამ თამაშის მიმოხილვა ძველ ბოქსზე http://www.ag.ru/games/assassins-creed-rogue/review 75% დაუწერეს ამჯერათ, პს-ზე 2015 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს ანუ პირველ კვარტალში

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
Ubisoft-მა დააანონსა Assassin's Creed Rogue PC-სთვის
თამაში გამოდის 10 მარტს
 
 
ვრცლად დავწერ მალე.
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

b4663441b5cb.jpg

 

კომპანია Ubisoft-მა გამოაქვეყნა Assassin's Creed: Rogue-ს ახალი თრეილერი. ახალ თრეილერში შემქმნელებმა დაანონსეს თამაშის PC ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი. 
 
ოფიციალურ ანონსამდე ცოტახნით ადრე GameStop Italy-ს ლისტინგში გამოქვეყნდა რელიზის თარიღი. ცხადია, რომ GameStop-მა არ დაელოდა ოფიციალურ ანონსს და რელიზის თარიღათ მიუთითა 2015 წლის 10 მარტი. 
 
მოთამაშეების და კრიტიკოსების შეფასებებით Rogue-ს შემქმნელები მათზე დაკისრებულ დავალებას უფრო წარმატებით გაუმკლავდნენ, ვიდრე Unity-ს შემქმნელები. მიუხედავად იმისა, რომ Unity შექმნილი იყო ბოლო თაობის მოწყობილობებისთვის თამაშს აღმოაჩნდა უამრავი ბაგი, რამაც სრულიად გააფუჭა შთაბეჭდილებები.
 
Assassin's Creed: Rogue-ს რელიზი შედგა Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე 2014 წლის 3 ნოემბერს. მოთამაშეებს უფლება მიეცემათ სერიის ისტორიაში პირველად ითამაშონ ტამპლიერით, რომელიც აუჯანყდა მის ყოფილ მასწავლებლებს.
 
 
54eed9570170.jpg
 
6116f9afc811.jpg
 
ჩასწორდა საკვანძო სიტყვები.
Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.