Jump to content

საკლასო ოთახი.

Recommended Posts

  • Replies 431
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

გაკვეთილი CPU-z

ვეცდები ნელნელა დავყარო პატარა გაკვეთილებივით

დიაგნოსტიკური პროგრამა რომლის საშუალებითაც გავიგებთ რა ჰარდი გვაქვს

ვუყურებთ სურათს დაკვირვებით :)

fe6eeb666d86.jpg

წითელად შემოხაზულია ე.წ. ტაბები სადაც დავაჭერთ და ვნახულობთ შესაბამის ინფორმაციას

სურათი 1 CPU ტაბი

name - პროცესორის ზუსტი მოდელი (ამ შემთხვევაში E8500)

code name - ბირთვის სახელი (ამ შემთხვევაში Wolfdale)

Package - იგულისხმება სოკეტი (აქ ინტელის 775)

Technology - რამდენ ნანომეტრულია პროცესორი (აქ 45 ნმ)

core voltage - აჩვენებს რეალურ ძაბვას პროცესორზე და არა VID-ს ანუ აჩვენებს ძაბვას EIST და C1E ფუნქციების გათვალისწინებით

თუ ეს ფუნქციები ჩართულია შეიძლება აჩვენოს იმაზე დაბალი ძაბვა ვიდრე ბიოსშია მიცემული

ბიოსში მითითებულ ძაბვას აჩვენებს სრული დატვირთვისას.

Specification - მწარმოებელი, ზუსტი მოდელი და ქარხნული სიხშირე

დალშე რაც გვაინტერესებს

Stepping - სხვა სტეპინგია

Revision - სწორედ ეს არის ის სტეპინგი რომელსაც ყველა კითხულობს :) (აქ მაგალითად E0)

Instructions - ბრძანებების კრებული რომელიც "ესმის" პროცესორს მაგაზეა დამოკიდებული მაგალითად MAC OS გაუშვებს თუ არა კონკრეტული პროცესორი (ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ SSE2 ან უმჯობესია SSE3 ბრძანებების კრებული და უფრო ახალი) იტოგში ოვერკლოკერებს გვკიდია :D

Core speed - გასაგებია მემგონი ყველაფერი EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მულტიპლერთან ერთად idle მდგომარეობაში როგორც სურათზეა

Multiplier - მულტიპლერი ( :D ) იტოგში მამრავლი რა :) EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მინიმალურ მნიშვნელობამდე ... (როგორც სურათზეა) თუ პროცესორს აქვს მაქსიმალური მაგალითად 9 დატვირვაზე ავა 9-მდე მაგრამ თუ ბიოსიდან შევზღუდეთ მაქსიმალური 8-მდე მაგალითად მაშინ დატვირთვაზე 8-ის ზევით არასდროს წავა

Bus speed - იგულისხმება FSB (უი დარაზგონებული მქონია, არც მახსოვდა :D ) აჩვენებს ბიოსში მითითებულ მნიშვნელობას

Rated FSB - i7-ზე QPI link ან AMD-ზე HT Link ყველგან აზრი ერთია თეორიული გამტარობა ანუ პროცესორის ჩიპსეტთან ინფორმაციის გაცვლის თეორიული სიჩქარე

http://i056.radikal.ru/0909/4a/04562699e930.png

http://s39.radikal.ru/i086/0909/3d/35dee6c22223.png

Cache - სხვადასხვა დონის ქეში და მათი მოცულობა

Selection - პროცესორების რაოდენობა მაგალითად სერვერულ მაზერებზე რაომდენიმე პროცესორით

მაგალითად ორ პროცესორიან მაზერზე

3f0d7a5b39c6.jpg

Cores - პროცესორის ფიზიკური ბირთვების რაოდენობა

Threads - რამდენ ვირტუალურ ნაკადში შეუძლია მუშაობა პროცესორს

თუ ბიოსიდან Hyper threading მხარდაჭერა გამორთე ემთხვევა ბირთვების რაოდენობას მიუხედავად პროცესორის შესაძლებლობებისა

მაგალითად 920 მარცხნივ 8 ნაკადით მარჯვნივ 4 ნაკადით

29fc43826dca.jpg

სურათი 2 Mainboard ტაბი

Manufactorer - მწარმოებელი (აქ Biostar)

Model - მაზერის ზუსტი მოდელი (აქ Tpower I45)

Chipset - ჩიპსეტი

Southbridge - სამხრეთ ხიდი

Bios

Brand - ბიოსის ვარიანტი (აქ AMI ბიოსი)

Version - ბიოსის ვერსია, შეგვიძლია ვნახოთ აბდეითი გასაკეთებელია თუ არა

Date - ბიოსი გამოშვების თარიღი მოსახერხებელია ბიოსის ვერსიის იდენტიფიკაციისათვის

დალშე საინტერესო არაფერია

სურათი 3 SPD ტაბით

ძალზედ საინტერესო ტაბია შეგვიძლია გავიგოთ ქარხნულად რა სიხშირეზე რა ტამინგებით და რა ძაბვაზე დგება ოპერები

Memory slot selection

http://s11.radikal.ru/i183/0909/f8/ee6c2dc1b7bf.jpg

აქ დაჭერით აირჩევ სხვა სლოტში ჩასმულ ოპერატიულს (აქ სულ ორი ცალია) საჭიროა როცა სხვადასხვა მოდელის ოპერები გვაქვს და გვაინტერესებს ორივეს SPD რომელცი აუცლიებლად განსხვავებული იქნება

გვერდზე ოპერატიულსი ტიპი (აქ DDR2)

Modul size - სლოტში ჩასმული მოდულის მოცულობა (აქ 1 გბ-იანი)

Max Bandwith - მოდულის რეიტინგი

აქ 6400 თუმცა სინამდვილეში 8500-იანია. აჩვენებს JEDEC მაქსიმალურს

EPP და XMP(DDR3-ზე) მნიშვნელობებს აქ არ აჩვენებს

http://i030.radikal.ru/0909/a3/4c79fb5986c2.jpg

http://s46.radikal.ru/i114/0909/16/79c4d902673c.png

შემდეგ საინტერესოა ტაიმინგების მაგიდა

Timings Table

სადაც ნაჩვენებია რამდენ ვოლტზე და სიხშირეზე რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ძირითად ტაიმინგებს

მაგალითად სურათი 4-ზე ჩანს რომ 400MHz (რალური 800) სიხშირეზე ტაიმინგები უნდა მივუთითო 5-5-5-18 1.8 ვოლტზე

ხოლო 2.2 ვოლტზე იგივე სიხშირეზე ამ ოპერებს შეუძლაი 4-4-4-12 ტაიმინგებით იმუშავოს სტაბილურად

სურათი 4 Caches

პროცესორის ქეშ მეხსიერებების მოცულობა

აბსოლუტურად უსარგებლო ტაბი

იგივე წერია პირველ CPU ტაბშიც :D

სურათი 5 Memory ტაბი

ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევაში რა სიხშირეზე მუშაობენ ოპერები

რა ტაიმინგებზე რა დივაიდერით

Dram Frequency - ოპერები მუშაობის FSB სიხშირე (გამრავლებული 2 -ზე უდრის რეალურს. იხილეთ თემა თუ ვერ გაიგეთ http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=14275)

FSB:DRAM - დივაიდერი ანუ თანაფარდობა FSB და ოპერების სიხშირეს შორის მინიმალურია 1:1. FSB ვერასდროს იქნება DRAM-ზე მეტი

და შემდეგ ძირითადი ტაიმინგები და

Command rate - აქ 2T უფრო სტაბილურია 1T უფრო სწრაფია მარა შედარებით არასტაბილური თუმცა გააჩნია ოპერებს ;)

სურათი 6 Graphics ტაბი

გამოჩნდა 1.52 ვერსიაში

ინფორმაცია ვიდეო კარტის შესახებ

აბსოლუტურად უსარგებლო ტაბია როგორც ტაბი ქეშის შესახებ :D

ესეც ოფიციალური საიტი

http://www.cpuid.com/cpuz.php

04d6ef8b7580.jpg

ესეც ბოლო ტაბი სადაც საინტერესოა ვალიდაციის კნოპკა როცა გვინდა რაზგონის დაფიქსირება და ვაილდაცია სწორედ მაგ კნოპკით ვინახავთ ვალიდაციის ფაილს

ასევე F7-ზე დაჭერისას ავტომატურად ინახავს ვალიდაციის ფაილს იმ დირექტორიაში რომელშიც არის CPU-z გამშვები ფაილი

ფაილის ფორმატია სახელი.cvf

http://valid.canardpc.com/

ესეც საიტი სადაც უნდა ავტვირთოთ ვალიდაციის ფაილი

დაიმახსოვრეთ თუ საიტიდან CPU-z უახლესი ვერსია არ ჩამოტვირთეთ ვალიდაციას არ გაგაკეთებინებთ !

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

advanced

CPU features

ან რამე ეგეთი მენიუ უნდა იყოს

და იქ multi core disable მიეცი

ან იქნება active processor core-ს ხოდა რაოდენობას მიუთითებ რამდენი გინდა იყოს ჩართული

Link to comment
Share on other sites

advanced

CPU features

ან რამე ეგეთი მენიუ უნდა იყოს

და იქ multi core disable მიეცი

ან იქნება active processor core-ს ხოდა რაოდენობას მიუთითებ რამდენი გინდა იყოს ჩართული

Advanced მენიუშI ეგეთი ვერაფერი ვნახე. შეიძლება არ ქონდეს ბირთვის გათიშვის ფუნქცია? P5Q SE მაზერი მაქვს რაც გვერძე მიწერია ის სისტემა

Link to comment
Share on other sites

Advanced მენიუშI ეგეთი ვერაფერი ვნახე. შეიძლება არ ქონდეს ბირთვის გათიშვის ფუნქცია? P5Q SE მაზერი მაქვს რაც გვერძე მიწერია ის სისტემა

მაშინ ბიოსის სურათი მანახე

Link to comment
Share on other sites

:D ეჰ კიდევ კარგი მაზერი გამოდგა :D რო ვყიდულობდი საერთოდ არ ვაპირებდი რაზგონს და არც ვიცოდი ვაფშე ამ სიტყვის მნიშვნელობა :D

CPU -ზე ვოლტს 1.5-ზე მეტს არ მაძლევინებს. (ამის გამოსწორება მაინც შეიძლება თუ არაფერი ეშველება? :D)

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენი დახმარება მინდა, წინასწარ მადლობთ :)

ამ სურათებზე რა რას ნიშნავს? და რაზგონის დროს რა უნდა იყოს ჩართული და რა გამორთული?

ის ვოლტაჟები გასაგებია, დანარჩენი?

6a8b2fd931da.jpg

0b98fe1bc8dc.jpg

Link to comment
Share on other sites

CPU ratio - auto, როცა არაზგონებ მაქსიმალური ციფრი მიეცი თუმცა გააჩნია როგორ არაზგონებ ზოგჯერ FSB-სთან კომბინაციაში არჩევ შესაბამის ციფრს

C1E და Intel speed step - enable თუ არ არაზგონებ (დენს ზოგავს), ბენჩმარკებისას გამორთე მაქსიამლური შედეგის მსიაღებად

virtualization - თუ ვირტუალურ კომპს არ აყენებ არაფერში გჭირდება რაც გინდა ის უქენი :)

CPU TM function - thermal monitor ფუნქციაა ტემპერატურის კონტროლლი, ან არაფერს აკეთებს ან საქმეს გიფუჭებს რაზგონისას ისე დატოვე ჩართული

loadline calibration - disable ინტელის რეკომენდაციით, რაზგონისას შეგიძლია ჩართო უკეთ დარაზგონდება

spread spectrum -disable ორივე ნებისმიერ შემთხვევაში

clock skew - not for kids მაგათი წვალებით მეტი FSB რაზგონის მიღება შეიძლება ვერ გირჩევ ვერაფერს კონკრეტულ კონფიგზე სხვადასხვა მნიშვნელობა გაწყობს, ავთო დატოვე

გასაგებია სოსო მადლობა :) როგორც მიყენია, ასევე დავტოვებ. ერთი CPU ratio - auto ამაის შეცვლა მომიხდება ხოლმე ალბათ, 6-დან 9-მდე შემიძლია ვცვალო, და ოპერატიულებს რომ მეტი წარმადობა მოემატოს ჯობია მამრავლი დაბალი დავაყენო ხომ? მაღალ FSB-ზე. თუ ვცდები?

აბსოლუტურად მართალი ხარ

მაღალი FSB ჯობია ყველა შემთხვევაში

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

სალამი მეგობრებო!

ოვერქლოქინგს ვსწავლობ, რაღაცები მაინტერესებს და იმედია სწორ ადგილზე ვპოსტავ.

მოკლედ ოვერქლოქინგის სწავლა დავიწყე ფაქტიურად გუშინ, მანამდე ვიცოდი მხოლოდ ზოგადად რა იყო.

მაქვს პენტიუმ დ 925 @ 3 გჰც და მაზერი ასუს პ5ბ; ვიცი რომ ფარჩაკი პროცესორი და მაზერია, დიდ შედეგსაც არ მომცემს მაგრამ მე თვითონ ოვერქლოქინგის სწავლა მინდა.

დღეს ვცადე დარაზგონება, შევედი ბიოსში,შემდეგ ედვენსდში, შემდეგ ჯამფ-ფრი ქონფიგურეიშენში, და შემდეგ იქ აი თიუნინგ ეწერა და ის დავაყენე მანუალზე და ჩამოიშალა მონაცემები. ფსბ ვერ ვნახე, მაგრამ ეწერა ცფუ ფრექვენსი და ეყენა 200 (გვერდზე ეწერა რომ შეიძლებოდა 100-650 ცვლა), მემგონი ეს უნდა ყოფილიყო, და მე ავდექი და დავაყენე 222-ზე. მემგონი სწორად გავაკეთე ყველაფერი, არა? რო ჩავრთე ვინდი (7-მაქვს) ევერესტმა მიჩვენა დარაზგონება 3333მჰც-მდე. მოკლედ, მაინტერესებს სწორედ გავაკეთე თუ არა?

კიდევ, ჩემს ცპუ-ს მამრამვლი აქვს 12X/15X ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში იწევს 15-მდე და ისე "იდლე"ზე 12-ია, ანუ ავტომატურადაა?

კიდევ, ოპერატიულები მაქვს 2 ცალი 1 გბ დდრ2 667 და 1 ცალი 2გბ დდრ2 800, შესაბამისად ხო ყველა 667 უნდა იმუშავოს და მეც 667-ზე მეყენა, და რო დავიწყე მომატება ცპუ ფრექვენსის, ამანაც დაიწყო გაზრდა და რამე პრობლემა შეიქმნებოდა(მე ყოველი შემთხვევისთვის ავტო-ზე დავაყენე).

და კიდე რა მაინტერესებს ვოლტების შეცვლა(პროცესორის და ოპერატიულების) და ტაიმინგების შეცვლა რა დროს ხდება?

Edited by Top-Gun
Link to comment
Share on other sites

გაგიმარჯოს

პირველ რიგში თითქმის ყველა მაზერს აქვს რადნოი რაზგონის შესაძლებლობა (შენს შემთხვევაში ეს AIOverclocking-ია )ბიოსში მაგრამ როგორც წესი არასტაბილურია

ჯობია შენით მიუთითო ესა თუ ის პარამეტრი

კიდე შენ რადგან სხვადასხვა ოპერები გაქ რაზგონისას შეიძლება ერორები ამოგიყაროს

და მთავარი სანამ ვინმე რამეს გირჩევს ცპუს სკრინები კერძოდ ცპუ სპდ მემორი ტაბებს

და კიდე ბიოსის სურათები დადე ადვანსედ განყოფილების და დანარჩენს მერე გირჩევენ

Link to comment
Share on other sites

სალამი მეგობრებო!

ოვერქლოქინგს ვსწავლობ, რაღაცები მაინტერესებს და იმედია სწორ ადგილზე ვპოსტავ.

მოკლედ ოვერქლოქინგის სწავლა დავიწყე ფაქტიურად გუშინ, მანამდე ვიცოდი მხოლოდ ზოგადად რა იყო.

მაქვს პენტიუმ დ 925 @ 3 გჰც და მაზერი ასუს პ5ბ; ვიცი რომ ფარჩაკი პროცესორი და მაზერია, დიდ შედეგსაც არ მომცემს მაგრამ მე თვითონ ოვერქლოქინგის სწავლა მინდა.

დღეს ვცადე დარაზგონება, შევედი ბიოსში,შემდეგ ედვენსდში, შემდეგ ჯამფ-ფრი ქონფიგურეიშენში, და შემდეგ იქ აი თიუნინგ ეწერა და ის დავაყენე მანუალზე და ჩამოიშალა მონაცემები. ფსბ ვერ ვნახე, მაგრამ ეწერა ცფუ ფრექვენსი და ეყენა 200 (გვერდზე ეწერა რომ შეიძლებოდა 100-650 ცვლა), მემგონი ეს უნდა ყოფილიყო, და მე ავდექი და დავაყენე 222-ზე. მემგონი სწორად გავაკეთე ყველაფერი, არა? რო ჩავრთე ვინდი (7-მაქვს) ევერესტმა მიჩვენა დარაზგონება 3333მჰც-მდე. მოკლედ, მაინტერესებს სწორედ გავაკეთე თუ არა?

კიდევ, ჩემს ცპუ-ს მამრამვლი აქვს 12X/15X ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში იწევს 15-მდე და ისე "იდლე"ზე 12-ია, ანუ ავტომატურადაა?

კიდევ, ოპერატიულები მაქვს 2 ცალი 1 გბ დდრ2 667 და 1 ცალი 2გბ დდრ2 800, შესაბამისად ხო ყველა 667 უნდა იმუშავოს და მეც 667-ზე მეყენა, და რო დავიწყე მომატება ცპუ ფრექვენსის, ამანაც დაიწყო გაზრდა და რამე პრობლემა შეიქმნებოდა(მე ყოველი შემთხვევისთვის ავტო-ზე დავაყენე).

და კიდე რა მაინტერესებს ვოლტების შეცვლა(პროცესორის და ოპერატიულების) და ტაიმინგების შეცვლა რა დროს ხდება?

სწორად გააკეთე ყველაფერი

რაზგონი ეგრე ხდება CPU frequnecy არის იგივე FSB

მამრავლზეც მართალი ხარ დატვირთვისას გაზრდის მამრავლს

ოპერებს რაც შეეხება ოპერები 667-ზე იმუშავებს ორივე და რაზგონისას ავტომატურად გაიზრდება

ნებისმიერ შემთხვევაში როცა FSB-ს ზრდი ოპერების სიხშირეც იზრდება

პრობლემა ის არის რომ შეიძლება დაგალიმიტოს

ანუ ვეღარ გაქაჩოს ოპერებმა

თუ FSB ძალიან გაზარდე ოპერები შეიძლება 900-ზე დადგეს რაც ვერ გამოვა და რაზგონზე ვერ გაქაჩავს მაშინ როცა პროცესორს კიდევ შეუძლია რაზგონი

ამიტომ ოპერებმა რომ არ დაგალიმიტოს dram frequnecy მინიმალური მიუთითე

შენს მაზერზე მინიმალური 400 იქნება ოპერების სიხშირე და 667-მდე ანუ ფაქტიურად CPU frequnecy 333-მდე არ დაგალიმიტებს მინიმუმ

ტაიმინგები შეგიძლია გაზარდო და თუ 5-5-5-15 ტაიმინგებზე 900 სიხშირეზე დადგება

6-6-6-18 ტაიმინგებზე 950 დადგეს შეიძლება ან 1000-იც

მერე dram voltage გაზრდაც შველის ასე 2.1 ვოლტამდე DDR2-ზე წითელი შუქი გავს (მამენტ უფრო მეტიც კარგი რადიატორი თU აქვს)

DDR3-ზე ინტელის I7/5/3 სისტემებზე 1.65-ის ზევით არ არის რეკომენდებული

თუმცა FSB 333 პროცესორისთვის იქნება ძნელი

აი მანდ გინდა CPU vcore voltage გაზრდა

და შემდეგში NB voltage და VTT ძაბვა

იმის მიხედვით რა დონეზე არაზგონებ

რაც მეტ სიხშIრეს აყენებ მით მეტი ძაბვა გჭირდება

კაი გაგრილება და კარგი კვება აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ შემთხვევაში

მით უმეტეს კარგი კვება

ცუდი კვება დაასხლოებით ისეთი პონტია რომ ასე 80 ოქტანობის ბენზინი რომ ჩაასხა მანქანაში

და კარგი კვება (active PFC და 80+ სერტიფიკატით) ასე მინიმუ 96 ოქტანობის ბენზინი რომ ასხა მანქანაში

Link to comment
Share on other sites

მადლობა გამოხმაურებისთვის!

ძაან დიდი რაზგონიც არ მინდა, მართალია უახლოეს მომავალაში ვცვლი მაზერსაც, პროცესორსაც და ოპერებსაც, მარა ვიდეო კარტა მაქ ძვირფასი და არ მინდა რამე მოუვიდეს.

და ისე რა შანსია რო დაიწვას თუნდაც აი ამ 300მჰც-იანი ზრდის დროს.

კვებას რაც შეეხება მაქვს 450 ვატიანი ATX-ფირმის, +12 ვოლტზე 16 ამპერი უწერია.

შედეგს რაც შეეხება, აი ამ 300 მჰც-იანმა ზრდამ, არ ვიცი მომელანდა თუ არა, მარა შედეგი გამოიღო და თანაც დამაკმაყოფილებელი. ერთი თამაში მაქვს, BF BC2, ეგ არი პროცესორს რო პურს და ყველს ატნევს და ისე ჭამს :D ხოდა შედეგი მართლაც მომცა ერთი შეხედვით, ასეთი დაბალი ლაგი აქამდე არ მქონია არასდროს. როცა ვთამაშობდი ევერესტი ჩავრთე და ცპუ-ს ტემპერატურა 55 ცელსიუსს არ აცდენილა, კარგი შედეგია ეგა?

კიდევ მაინტერესებს, ამით ხომ ორივე ბირთვი ჩქარდება(ნუბური შეკითხვაა მაგრამ მაინც ვკითხულობ)?

ისე ვარაუდი თუ შეგიძლიათ გამოთქვათ საქამდე შევძლებ გაზრდას რო კვებაც მეყოს და სთოქ გაგრილებაც, თან უსაფრთხოდაც( 99,9%), არაფერი რო არ დამეწვას.

და აი ამასთან დაკავშირებით:

თუმცა FSB 333 პროცესორისთვის იქნება ძნელი

აი მანდ გინდა CPU vcore voltage გაზრდა

და შემდეგში NB voltage და VTT ძაბვა

იმის მიხედვით რა დონეზე არაზგონებ

რაც მეტ სიხშIრეს აყენებ მით მეტი ძაბვა გჭირდება

მეტ ინფოს სად ვნახავ?

მადლობა კიდევ ერთხელ :)

Link to comment
Share on other sites

55 გრადუსი დატვირთვაზე ძალიან კარგი შედეგია

სადამდე გაზრდი სიხშირეს ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული და შენით უნდა ნახო

ძაბვებზეც ანალოგიურად

რაზგონით ყველა ბირთვი რაზგონდება ერთნაირად რამდენი ბირთვიც არ უნდა ქონდეს

დაახლოებით სქემა ასეთია

უყურებ რომ ოპერების სიხშირე იმაზე მაღალი არ იყოს ვიდრე შეუძლია

და მერე სიტყვაზე გინდა 3.5 ghz სიხშირე

ზრდი FSB-ს ისე რომ ეგ სიხშირე დადგეს და მერე ზრდი CPU voltage-ს

არ ვიცი შენს პროცესორს რამდენი დასჭირდება მაგ სიხშირეზე

შეიძლება 1.3 ეყოს, შეიძლება 1.35 დასჭირდეს შეიძლება 1.4 არ ეყოს ძალიან ინდივიდუალურია

მერე ტემპერატურასაც უყურებ და სტაბილურობას

სიტყვაზე 1.3-ზე ჩაირთვება მაგრამ რომ გაატარებ OCCT ან Linx ტესტებს ერორებს ამოყრის მაშინ გაზრდი ძბავას

1.325 მისცემ ან 1.35

მოკლედ ძაბვა მაქსიმალურად მინიმალურად გაზარდე ოღონდ ისე რომ სისტემასაც ეყოს და არც ძალიან გაცხელდეს

თუ ძალიან ცხლედება მაშინ მოგიწევს კომპრომისზე წასვლა და სიხშირის დაკლება

ან უკეთEსი გაგრილება უნდა დააყენო

Link to comment
Share on other sites

კაი, დიდი მადლობა :)

ისე, თემას გადავუხვევ ცოტათი და ერთს ვიკითხვა კიდევ, ჩემს პროცესორს ფრექვენსიზე ეწერა მაქსიმალური 650, ხოდა რა გამოდის რო თეორიულად შეუძლია დარაზგონდეს 650*15=9750-მდე? თუ კი, მაშინ პრაქტიკულად თუა შესაძლებელი ან რა დაჭირდება ამისთვის.

ანუ დავუშვათ ძაან კაი კვება რომ გქონდეს და ძაან მაგარი გაგრილება, ვთქვათ თხევადი აზოტით, შეძლებ მაგხელზე ასვლას, ანუ მე მაინტერესებს რა არის საჭირო დიდი რაზგონებისთვის...

Link to comment
Share on other sites

ეგ 650 სიმბოლურად არის :)

მაგ პროცესორზე რეკორდი 7ghz-ის ფარგლებშია თხევადი აზოტით

რაც დაახლობით 480 FSb-ს ნიშნავს

ზოგადა FSB რეკორდი ბევრად მეტი 750 მაგრამ დაბალ მამრავლზე და E8000 სერიის პროცესორზე

პენტიუმ D-ზე მაგხელა FSB-ს ვერ დადებ

ჰაერის გაგრილებით ასე 5.0-მდე შეიძლება მაგ პროცესორით ასვლა

თუმცა გააჩნია კონკრეტულ ეგზემპლარ პროცესორს

და ისიც 24/7-ზე სტაბილური არ იქნება მაგ სიხშირეზე

Link to comment
Share on other sites

და ამ პროცესორზე 3,5-მდე 3,6-მდე ავალ, ჩემს პირობებში თუ ვერა? აი მხოლოდ FსB რო ავიყვანო 233-ზე ეყოფა დანარჩენი ყველაფერი...

ანდა რა მაინტერესებს, დავუშვათ იმხელაზე ვუწევ რო არ ქაჩავს ან კვება, ან გაგრილება ან ვოლტები, ამ შემთხვევაში რა მოხდება?

3.5-მდე უპრობლემოდ უნდა ახვიდე

4.0-იც არ უნდა იყოს ძნელი კარგი გაგრილებით

თუ ვერ გაქაჩა მოგიწევს ჩამორაზგონება და გადახედავ ჰარდს რა გიშლის ხელს რომ შეცვალო

Link to comment
Share on other sites

ვერ გაქაჩა 3,5-მდეც კი, დავაყენე ფსბ - 234, ხოდა რო ჩაიტვირთა ვინდი, სადაც ველქომ უნდა დაეწეროს მანდ მონიტორი გაითიშა, კომპი კი მუშაობდა მარა ეკრანზე არაფერი იყო. რისი ბრალი იქნება, კვების, ვოლტების თუ დრამის??

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.