Popular Post სოსო Posted October 31, 2010 Popular Post Share Posted October 31, 2010 მოკლედ ძალიან ბევრი თემა იხსნება ერთი და იგივე შეკითხვებით ხოდა მე კეთილი ალტრუისტი ბიძია ვხსნი საკლასო ოთახს "ვისწავლოთ რაზგონი" პირველ გვერდზე რაც წერია დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ასე რომ გადახედეთ ხოლმე თან გამეორება ცოდნის დედაა ზოგჯერ საფუძვლებთან დაბრუნება ძალიან საჭიროა რაც არ უნდა მაგარი იყო რაზგონში წესი #1. ეს თემა არ არის ჩემი საკუთრება. overclockers.ge-ს საკუთრებაა ! ძალიან ბევრია ამ ფორუმზე ჩემზე მეტი რომ იცის რაზგონზე ასე რომ ვისაც შეგიძლიათ დასმულ შეკითხვებზე გაეცით პასუხი თუ გეხალისებათ რა თქმა უნდა, მით უმეეტს 24 საათი ამ თემაში არ ვიჯდები წესი #2. რაზგონის დროს არის გაკვეული რისკი. შეიძლება გააფუჭოთ რამე ნაწილი (მაგალითად მაზერი სამსახურში რო დავწვი მაგის მეტი არაფერი დამიწვია ჯერ ). შანსები მინიმალურია, 1%-ზე ნაკლები მაგრამ მაინც არის ასე რომ გაითვალისწინეთ და პასუხს ნუ მომთხოვთ, არავის ვაძალებ რაზგონს . წესი #3. ჩემი აზრი არ არის აბსოლუტური და თუ ვინმეს ეჭვი გაგიჩნდებათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ google.com ან პრინციპში ნებისმიერი მოდერი და ადმინისტრატორი ამ ფორუმზე ასევე თუ სხვის მიერ გაცემულ პასუხებზე გაგიჩნდათ შეკითხვები შეგიძლიათ დააზუსტოთ ჩემთან ან სხვასთან ამ თემის მთავარი პრინციპია დამეხმარეთ რათა დაგეხმაროთ და გასწავლი და მასწავლე დაწყებითი კლასები პირველ რიგში საკითხავი ლიტერატურა ქართულ ენაზე სავალდებულო ლიტერატურა იხილეთ აქ ესეც ლიტერატურა აჩქარების თემაზე - ჩემი ვერსია საჭირო პროგრამების სია იდენტიფიკაცია (რა ჰარდი გვაქვს იმის გასაგები) CPU-z GPU-z Everest მონიტორინგი Everest HWMonitor Core temp RealTemp Speedfan MCHTemp პროგრამები რაზგონისთვის Setfsb (CPU) ClockGen (CPU) Riva Tuner (GPU) Ati Tools (GPU) MSI afterburner (GPU) EVGA precision (GPU) Nvidia inspector (GPU) CPU tweaker (RAM) MemSet (RAM) სტაბილურობის დასადგენი პროგრამები prime95 LinX OCCT Everest სარაზგონო პროგრამების სრული პაკეტი იხილეთ ქვემოთ ლინკზე როგორ დავფლეშოთ მაზერის და ვიდეოს ბიოსი DOS-იდან ფრთხილად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის მაგრამ მაინც თემა თანდათან შეივსება გახდება უფრო ლამაზი, ფერადი და საინტერესო ეს თემა გავხსენი მხოლოდ კეთილი მიზნებით თუ რამე შემეშალა და არასწორად დავწერე კომპეტენტურ პირებს უმორჩილესად ვთხოვ ჩამისწორონ რათა ახალბედა user-ები შემთხვევით და ჩემი უცოდინარობით არ შევიყვანო შეცდომასა შინა ! 21 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 31, 2010 Author Share Posted October 31, 2010 გაკვეთილი CPU-z ვეცდები ნელნელა დავყარო პატარა გაკვეთილებივით დიაგნოსტიკური პროგრამა რომლის საშუალებითაც გავიგებთ რა ჰარდი გვაქვს ვუყურებთ სურათს დაკვირვებით წითელად შემოხაზულია ე.წ. ტაბები სადაც დავაჭერთ და ვნახულობთ შესაბამის ინფორმაციას სურათი 1 CPU ტაბი name - პროცესორის ზუსტი მოდელი (ამ შემთხვევაში E8500) code name - ბირთვის სახელი (ამ შემთხვევაში Wolfdale) Package - იგულისხმება სოკეტი (აქ ინტელის 775) Technology - რამდენ ნანომეტრულია პროცესორი (აქ 45 ნმ) core voltage - აჩვენებს რეალურ ძაბვას პროცესორზე და არა VID-ს ანუ აჩვენებს ძაბვას EIST და C1E ფუნქციების გათვალისწინებით თუ ეს ფუნქციები ჩართულია შეიძლება აჩვენოს იმაზე დაბალი ძაბვა ვიდრე ბიოსშია მიცემული ბიოსში მითითებულ ძაბვას აჩვენებს სრული დატვირთვისას. Specification - მწარმოებელი, ზუსტი მოდელი და ქარხნული სიხშირე დალშე რაც გვაინტერესებს Stepping - სხვა სტეპინგია Revision - სწორედ ეს არის ის სტეპინგი რომელსაც ყველა კითხულობს (აქ მაგალითად E0) Instructions - ბრძანებების კრებული რომელიც "ესმის" პროცესორს მაგაზეა დამოკიდებული მაგალითად MAC OS გაუშვებს თუ არა კონკრეტული პროცესორი (ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ SSE2 ან უმჯობესია SSE3 ბრძანებების კრებული და უფრო ახალი) იტოგში ოვერკლოკერებს გვკიდია Core speed - გასაგებია მემგონი ყველაფერი EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მულტიპლერთან ერთად idle მდგომარეობაში როგორც სურათზეა Multiplier - მულტიპლერი ( ) იტოგში მამრავლი რა EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მინიმალურ მნიშვნელობამდე ... (როგორც სურათზეა) თუ პროცესორს აქვს მაქსიმალური მაგალითად 9 დატვირვაზე ავა 9-მდე მაგრამ თუ ბიოსიდან შევზღუდეთ მაქსიმალური 8-მდე მაგალითად მაშინ დატვირთვაზე 8-ის ზევით არასდროს წავა Bus speed - იგულისხმება FSB (უი დარაზგონებული მქონია, არც მახსოვდა ) აჩვენებს ბიოსში მითითებულ მნიშვნელობას Rated FSB - i7-ზე QPI link ან AMD-ზე HT Link ყველგან აზრი ერთია თეორიული გამტარობა ანუ პროცესორის ჩიპსეტთან ინფორმაციის გაცვლის თეორიული სიჩქარე http://i056.radikal.ru/0909/4a/04562699e930.png http://s39.radikal.ru/i086/0909/3d/35dee6c22223.png Cache - სხვადასხვა დონის ქეში და მათი მოცულობა Selection - პროცესორების რაოდენობა მაგალითად სერვერულ მაზერებზე რაომდენიმე პროცესორით მაგალითად ორ პროცესორიან მაზერზე Cores - პროცესორის ფიზიკური ბირთვების რაოდენობა Threads - რამდენ ვირტუალურ ნაკადში შეუძლია მუშაობა პროცესორს თუ ბიოსიდან Hyper threading მხარდაჭერა გამორთე ემთხვევა ბირთვების რაოდენობას მიუხედავად პროცესორის შესაძლებლობებისა მაგალითად 920 მარცხნივ 8 ნაკადით მარჯვნივ 4 ნაკადით სურათი 2 Mainboard ტაბი Manufactorer - მწარმოებელი (აქ Biostar) Model - მაზერის ზუსტი მოდელი (აქ Tpower I45) Chipset - ჩიპსეტი Southbridge - სამხრეთ ხიდი Bios Brand - ბიოსის ვარიანტი (აქ AMI ბიოსი) Version - ბიოსის ვერსია, შეგვიძლია ვნახოთ აბდეითი გასაკეთებელია თუ არა Date - ბიოსი გამოშვების თარიღი მოსახერხებელია ბიოსის ვერსიის იდენტიფიკაციისათვის დალშე საინტერესო არაფერია სურათი 3 SPD ტაბით ძალზედ საინტერესო ტაბია შეგვიძლია გავიგოთ ქარხნულად რა სიხშირეზე რა ტამინგებით და რა ძაბვაზე დგება ოპერები Memory slot selection http://s11.radikal.ru/i183/0909/f8/ee6c2dc1b7bf.jpg აქ დაჭერით აირჩევ სხვა სლოტში ჩასმულ ოპერატიულს (აქ სულ ორი ცალია) საჭიროა როცა სხვადასხვა მოდელის ოპერები გვაქვს და გვაინტერესებს ორივეს SPD რომელცი აუცლიებლად განსხვავებული იქნება გვერდზე ოპერატიულსი ტიპი (აქ DDR2) Modul size - სლოტში ჩასმული მოდულის მოცულობა (აქ 1 გბ-იანი) Max Bandwith - მოდულის რეიტინგი აქ 6400 თუმცა სინამდვილეში 8500-იანია. აჩვენებს JEDEC მაქსიმალურს EPP და XMP(DDR3-ზე) მნიშვნელობებს აქ არ აჩვენებს http://i030.radikal.ru/0909/a3/4c79fb5986c2.jpg http://s46.radikal.ru/i114/0909/16/79c4d902673c.png შემდეგ საინტერესოა ტაიმინგების მაგიდა Timings Table სადაც ნაჩვენებია რამდენ ვოლტზე და სიხშირეზე რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ძირითად ტაიმინგებს მაგალითად სურათი 4-ზე ჩანს რომ 400MHz (რალური 800) სიხშირეზე ტაიმინგები უნდა მივუთითო 5-5-5-18 1.8 ვოლტზე ხოლო 2.2 ვოლტზე იგივე სიხშირეზე ამ ოპერებს შეუძლაი 4-4-4-12 ტაიმინგებით იმუშავოს სტაბილურად სურათი 4 Caches პროცესორის ქეშ მეხსიერებების მოცულობა აბსოლუტურად უსარგებლო ტაბი იგივე წერია პირველ CPU ტაბშიც სურათი 5 Memory ტაბი ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევაში რა სიხშირეზე მუშაობენ ოპერები რა ტაიმინგებზე რა დივაიდერით Dram Frequency - ოპერები მუშაობის FSB სიხშირე (გამრავლებული 2 -ზე უდრის რეალურს. იხილეთ თემა თუ ვერ გაიგეთ http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=14275) FSB:DRAM - დივაიდერი ანუ თანაფარდობა FSB და ოპერების სიხშირეს შორის მინიმალურია 1:1. FSB ვერასდროს იქნება DRAM-ზე მეტი და შემდეგ ძირითადი ტაიმინგები და Command rate - აქ 2T უფრო სტაბილურია 1T უფრო სწრაფია მარა შედარებით არასტაბილური თუმცა გააჩნია ოპერებს სურათი 6 Graphics ტაბი გამოჩნდა 1.52 ვერსიაში ინფორმაცია ვიდეო კარტის შესახებ აბსოლუტურად უსარგებლო ტაბია როგორც ტაბი ქეშის შესახებ ესეც ოფიციალური საიტი http://www.cpuid.com/cpuz.php ესეც ბოლო ტაბი სადაც საინტერესოა ვალიდაციის კნოპკა როცა გვინდა რაზგონის დაფიქსირება და ვაილდაცია სწორედ მაგ კნოპკით ვინახავთ ვალიდაციის ფაილს ასევე F7-ზე დაჭერისას ავტომატურად ინახავს ვალიდაციის ფაილს იმ დირექტორიაში რომელშიც არის CPU-z გამშვები ფაილი ფაილის ფორმატია სახელი.cvf http://valid.canardpc.com/ ესეც საიტი სადაც უნდა ავტვირთოთ ვალიდაციის ფაილი დაიმახსოვრეთ თუ საიტიდან CPU-z უახლესი ვერსია არ ჩამოტვირთეთ ვალიდაციას არ გაგაკეთებინებთ ! 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Popular Post სოსო Posted October 31, 2010 Author Popular Post Share Posted October 31, 2010 დღეს გაკვეთილად გვექნება GPU-z პროგრამა ჩამოქაჩვა შეგვიძლია აქედან http://www.techpowerup.com/downloads/1665/mirrors.php პროგრამის მთავარი ფუნქციაა ვიდეო ბარათის (ვიდეო კარტის) შესახებ ინფორმაციის მიღება პროგრამას აქვს სამი ძირითადი Tab-ი პრინციპში ძირითადი ერთია მარა ყველას განვიხილავთ Graphics Card ტაბი Name - აქ წერია ვიდეო კარტის დასახელება ზუსტი მოდელი (კონკრეტულ შემთხვევაში 6800 GS) GPU - აქ წერია უშუალოდ GPU ბირთვი რომელია, ანუ კოდური სახელწოდება (აქ NV41) Revision - GPU-ს რევიზია (აქ A1. სიტყვაზე B1 რევიზია ჯობია უფრო ახალი გამოშვებულია) Technology - ნანომეტრული ტექნოლოგია რომლითაც არის დამზადებული გრაფიკული ჩიპი (აქ 130 nm) Die Size - GPU კრისტალის ზომა (225 mm2) Release Date - გამოშვების თარიღი Transistors - ტრანზისტორების რაოდენობა (202 მილიონი) Bios version - აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კარტის ბიოსის ვერსია მანდვე პატარა კნოპკა რომელსაც დააჭერ, მერე save to file და შეგიძლიათ კონკრეტული ბიოსის შენახვა მაგალითად ახალი ბიოსით ვიდეოს დაფლეშვის წინ ბექაფის გასაკეთებლად, თუმცა მაინც გირჩევთ backup-იც და დაფლეშვაც DOS-იდან გააკეთოთ Divace ID - იდეაში ეს ნომერი დაგეხმარებათ ახალი ბიოსის სწორად ამორჩევაში თუ რამოდენიმე ვარიანტი იპოვეთ ერთი და იგივე ვიდეო კარტისთვის, თორემ შიეძლება შეცდომით სხვა ბიოსით დაფლეშოთ და ვიდეო კარტა გააფუჭოთ. Subvender - ჩემთან რატომღაც ვერ ამოიცნო წესით Nvidia უნდა იყოს ან ATI-ს კარტის შემთხვევაში ATI ეწერება მანდ ROPs - Raster OPeration units მათი რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია რაც მეტია მით უკეთესი ROP*GPU clock=pixel fiilrate Bus Interface - რომელ სლოტზე მუშაობს ვიდეო კარტა ჩემთან ვიდეო კარტას აქვს 16X მხარდაჭერა მაგრამ ბიოსიდან 8X-ზე ვამუშავებ ეხლა. მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა თქვენთან 16X@16X იქნება. ან თუ AGP ვიდეო კარტა გაქვთ მანდ იქნება AGP 8X ასეთი რამე. Shaders - შეიდერების რაოდენობა რაც მეტია უკეთესია განსაზღვრავს ვიდეო კარტის წარმადობას. Vertex თანამდეროვე თამაშები საერთოდ არ იყენებენ ამ ერტეულებს და ახალ ვიდეო კარტებში მითითებულიც არ არის ცალკე. DirectX supprot - ყველაზე ბოლო DirectX-ის მხარდაჭერა რომელიც აქვს ვიდეო კარტას Pixel Fillrate და Texture Fillrate - იდეაში სწორედ ეს მონაცემებია ყველაზ მნიშვნელოვანი ვიდეო კარტის მახასიათებლებიდან რაც მეტია მით უფრო ძლიერია ვიდეო კარტა. როგორ გამოითვლება Pixel Fillrate მიწერია ზევით ხოლო Texture Fillrate გამოითვლება TMU*GPU clock=Texture fiilrate დაწვრილებით იხილეთ ბატონი მიშას ლექცია ვიდეოდაფა. ვიდეო კარტის რაზგონისას მატულობს GPU clock სიხშირე და Pixel Fillrate და Texture Fillrate შესაბამისად ! Memory type - აქ GDDR3. GDDR4 ან GDDR5 ჯობია ყველა ვარიანტში რადგან უფრო მეტ სიხშირეზე მუშაობს. Bus width - იგულისხმება ვიდეო მეხსირების სალტის სიფართე (256bit) რაც მეტია უკეთესია თუმცა პირველ რიგში უყურეთ Pixel Fillrate და Texture Fillrate, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია და მხოლოდ შემდეგ ბიტების რაოდენობას. Memory size - ვიდეო მეხსიერების მოცულობა. მეორეხარისხოვანია როგორც ბიტების რაოდენობა. Bandwith - იგულისხმება ვიდეო მეხისერების გამტარობა და გამოითვლება ფორმულით Bus width/4*Memory clock-ზე. მაგალითად ჩემთან 256bit/4*500Mhz=32000 ანუ 32.0 GB/s. დაგეხმარებათ ვიდეო კარტის შერჩევისას როცა არ იცით 256 ბიტიანი იყიდოთ თუ 128 ბიტიანი!!! ნახავ Bandwith და რომელსაც მეტი აქვს ის ჯობია !!! Driver Version - დრივერის ვერსია (ძველი მიყენია 175.19) ჯობია უახლესი დააყენოთ ხოლმე თამაშებში უკეთესი შედეგი გექნებათ! GPU clock - სიხშირე რომელზეც მუშაობს ვიდეო კარტა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ROP-თან და TMU-სთან ერთად. (მათი გამრავლებით გამოითვლება ვიდეო კარტის წარმადობა და სიწრაფე). რაზგონისას ეს მნიშვნელობა მატულობს და შესაბამისად Pixel Fillrate და Texture Fillrate მნიშვნელობებიც. Memory - იგულისხმება ვიდეო მეხსირების სიხშირე ანუ Memory clock (2-ზე გამრავლებით მიიღება ეფექტური სიხშირე როგორც ჩვეულებრივ ოპერატიულის დროს და სწორედ ეგ სიხშირე გამოაქვთ ხოლმე მწარმოებლებს მახასიათებლებში). თუ რატომ ხდება 2-ზე გამრავლება იხ. ბატონი მიშას ლექცია DDR-ის ანა-ბანა. რაზგონისას ეს მნიშვნელობა მატულობს და მასტან ერთად Bandwith. Shader - სიხშირე რომელზეც მუშაობენ შეიდერები. ჩემთან მრთალად არის იმიტომ რომ 8600-ის შემთხვევაში ცალკე არ არის და ემთხვევა GPU clock სიხშირეს ისევე როგორც ATI-ს კარტებზე (ჯერჯერობით ასეა ). Nvidia-ს ახალ კარტებზე ეს ციფრი ცალკეა გამოტანილი და როგორც წესი უფრო მეტია ვიდრე GPU clock . მისი სიხშირის მომატება შეიძლება როგროც GPU clock-თან ერთად ისე მისგან დამუკიდებლად. Default clock, Memory, Shader - ეს სიხშირეები ფიქსირებულია რაზგონისას არ მატულობს და ყოველთვის იმ მნიშვნელობაზეა რომელიც გაყიდვისას ქონდა. მათი შეცვლა შეიძლება მხოლოდ ბიოსის შეცვლით და ამ შეცვლილი ბიოსით ვიდეოს დაფლეშვით. Nvidia SLI - ATI-ს კარტებზე იქნება Crossfire ანუ როცა ერთდოულად რამოდენიმე ვიდეო კარტა გვაქვს კომპში და ჩართულია SLI ან Crossfire რეჟიმში შესაბამისად იქნება Enabeld. ჩემთან Disabled არის იმიტომ რომ ერთი ვიდეო კარტა მაქვს ჩართული. მაგალითად ამ სურათზე ეს ფუნქცია ჩართულია და როგორც სურათზე ჩანს რეალურად შესაძლებელია სხვადასხვა ვიდეო კარტების ჩართვა. Sensor ტაბი ამ ტაბში მოცემულია სიხშირეები რომელზეც კონკრეტულ მომენტში მუშაობს ვიდეო კარტა თამაშისას ან ვიდეო კარტის დატვირთვისას ეს სიხშირეები მატულობს. ასევე მანდვე წერია ვიდეო კარტის GPU-ს და PCB-ს ანუ თვითონ დაფის ტემპერატურა და ქულერის ბრუნვის სიჩქარეც. Validation ტაბი აქ შეგიძლიათ ვალიდაცია გაუკეთოთ ვიდეო კარტის რაზგონს დააჭერთ უბრალოდ Submit კნოპკას გაჩნდება წარწერა Completed დააჭერთ your validation ID is: 34eew (თქვენთან სხვა ID ექნება ვალიდაციას) და გადაგიყვანთ ვალიდაციის საიტზე მაგალითად ჩემთან http://www.techpowerup.com/gpuz/4sz5n/ ეხლა მე ვიდეო დარაზგონებული არ მაქვს თორემ მანდ გამოიტანდა სწორედ დარაზგონებულ სიხშირეებს და არა სტოკ სიხშირეებს. მემგონი სულ ეს არის რაც შეიძლებოდა მეთქვა. :) 18 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted January 4, 2011 Share Posted January 4, 2011 პროცესორს მეორე ბირთვი როგორ გავუთიშო ბიოსიდან? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 5, 2011 Author Share Posted January 5, 2011 advanced CPU features ან რამე ეგეთი მენიუ უნდა იყოს და იქ multi core disable მიეცი ან იქნება active processor core-ს ხოდა რაოდენობას მიუთითებ რამდენი გინდა იყოს ჩართული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted January 5, 2011 Share Posted January 5, 2011 advanced CPU features ან რამე ეგეთი მენიუ უნდა იყოს და იქ multi core disable მიეცი ან იქნება active processor core-ს ხოდა რაოდენობას მიუთითებ რამდენი გინდა იყოს ჩართული Advanced მენიუშI ეგეთი ვერაფერი ვნახე. შეიძლება არ ქონდეს ბირთვის გათიშვის ფუნქცია? P5Q SE მაზერი მაქვს რაც გვერძე მიწერია ის სისტემა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 5, 2011 Author Share Posted January 5, 2011 Advanced მენიუშI ეგეთი ვერაფერი ვნახე. შეიძლება არ ქონდეს ბირთვის გათიშვის ფუნქცია? P5Q SE მაზერი მაქვს რაც გვერძე მიწერია ის სისტემა მაშინ ბიოსის სურათი მანახე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted January 5, 2011 Share Posted January 5, 2011 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 5, 2011 Author Share Posted January 5, 2011 სად შოულობთ ესეთ მაზერებს არ აქვს ბირთვების გამორთვის ფუნქცია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted January 5, 2011 Share Posted January 5, 2011 :D ეჰ კიდევ კარგი მაზერი გამოდგა რო ვყიდულობდი საერთოდ არ ვაპირებდი რაზგონს და არც ვიცოდი ვაფშე ამ სიტყვის მნიშვნელობა CPU -ზე ვოლტს 1.5-ზე მეტს არ მაძლევინებს. (ამის გამოსწორება მაინც შეიძლება თუ არაფერი ეშველება? ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 5, 2011 Author Share Posted January 5, 2011 არაფერი ეშველება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
power light Posted January 28, 2011 Share Posted January 28, 2011 ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენი დახმარება მინდა, წინასწარ მადლობთ ამ სურათებზე რა რას ნიშნავს? და რაზგონის დროს რა უნდა იყოს ჩართული და რა გამორთული? ის ვოლტაჟები გასაგებია, დანარჩენი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 28, 2011 Author Share Posted January 28, 2011 CPU ratio - auto, როცა არაზგონებ მაქსიმალური ციფრი მიეცი თუმცა გააჩნია როგორ არაზგონებ ზოგჯერ FSB-სთან კომბინაციაში არჩევ შესაბამის ციფრს C1E და Intel speed step - enable თუ არ არაზგონებ (დენს ზოგავს), ბენჩმარკებისას გამორთე მაქსიამლური შედეგის მსიაღებად virtualization - თუ ვირტუალურ კომპს არ აყენებ არაფერში გჭირდება რაც გინდა ის უქენი CPU TM function - thermal monitor ფუნქციაა ტემპერატურის კონტროლლი, ან არაფერს აკეთებს ან საქმეს გიფუჭებს რაზგონისას ისე დატოვე ჩართული loadline calibration - disable ინტელის რეკომენდაციით, რაზგონისას შეგიძლია ჩართო უკეთ დარაზგონდება spread spectrum -disable ორივე ნებისმიერ შემთხვევაში clock skew - not for kids მაგათი წვალებით მეტი FSB რაზგონის მიღება შეიძლება ვერ გირჩევ ვერაფერს კონკრეტულ კონფიგზე სხვადასხვა მნიშვნელობა გაწყობს, ავთო დატოვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
power light Posted January 28, 2011 Share Posted January 28, 2011 CPU ratio - auto, როცა არაზგონებ მაქსიმალური ციფრი მიეცი თუმცა გააჩნია როგორ არაზგონებ ზოგჯერ FSB-სთან კომბინაციაში არჩევ შესაბამის ციფრს C1E და Intel speed step - enable თუ არ არაზგონებ (დენს ზოგავს), ბენჩმარკებისას გამორთე მაქსიამლური შედეგის მსიაღებად virtualization - თუ ვირტუალურ კომპს არ აყენებ არაფერში გჭირდება რაც გინდა ის უქენი CPU TM function - thermal monitor ფუნქციაა ტემპერატურის კონტროლლი, ან არაფერს აკეთებს ან საქმეს გიფუჭებს რაზგონისას ისე დატოვე ჩართული loadline calibration - disable ინტელის რეკომენდაციით, რაზგონისას შეგიძლია ჩართო უკეთ დარაზგონდება spread spectrum -disable ორივე ნებისმიერ შემთხვევაში clock skew - not for kids მაგათი წვალებით მეტი FSB რაზგონის მიღება შეიძლება ვერ გირჩევ ვერაფერს კონკრეტულ კონფიგზე სხვადასხვა მნიშვნელობა გაწყობს, ავთო დატოვე გასაგებია სოსო მადლობა როგორც მიყენია, ასევე დავტოვებ. ერთი CPU ratio - auto ამაის შეცვლა მომიხდება ხოლმე ალბათ, 6-დან 9-მდე შემიძლია ვცვალო, და ოპერატიულებს რომ მეტი წარმადობა მოემატოს ჯობია მამრავლი დაბალი დავაყენო ხომ? მაღალ FSB-ზე. თუ ვცდები? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 30, 2011 Author Share Posted January 30, 2011 გასაგებია სოსო მადლობა როგორც მიყენია, ასევე დავტოვებ. ერთი CPU ratio - auto ამაის შეცვლა მომიხდება ხოლმე ალბათ, 6-დან 9-მდე შემიძლია ვცვალო, და ოპერატიულებს რომ მეტი წარმადობა მოემატოს ჯობია მამრავლი დაბალი დავაყენო ხომ? მაღალ FSB-ზე. თუ ვცდები? აბსოლუტურად მართალი ხარ მაღალი FSB ჯობია ყველა შემთხვევაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Top-Gun Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 (edited) სალამი მეგობრებო! ოვერქლოქინგს ვსწავლობ, რაღაცები მაინტერესებს და იმედია სწორ ადგილზე ვპოსტავ. მოკლედ ოვერქლოქინგის სწავლა დავიწყე ფაქტიურად გუშინ, მანამდე ვიცოდი მხოლოდ ზოგადად რა იყო. მაქვს პენტიუმ დ 925 @ 3 გჰც და მაზერი ასუს პ5ბ; ვიცი რომ ფარჩაკი პროცესორი და მაზერია, დიდ შედეგსაც არ მომცემს მაგრამ მე თვითონ ოვერქლოქინგის სწავლა მინდა. დღეს ვცადე დარაზგონება, შევედი ბიოსში,შემდეგ ედვენსდში, შემდეგ ჯამფ-ფრი ქონფიგურეიშენში, და შემდეგ იქ აი თიუნინგ ეწერა და ის დავაყენე მანუალზე და ჩამოიშალა მონაცემები. ფსბ ვერ ვნახე, მაგრამ ეწერა ცფუ ფრექვენსი და ეყენა 200 (გვერდზე ეწერა რომ შეიძლებოდა 100-650 ცვლა), მემგონი ეს უნდა ყოფილიყო, და მე ავდექი და დავაყენე 222-ზე. მემგონი სწორად გავაკეთე ყველაფერი, არა? რო ჩავრთე ვინდი (7-მაქვს) ევერესტმა მიჩვენა დარაზგონება 3333მჰც-მდე. მოკლედ, მაინტერესებს სწორედ გავაკეთე თუ არა? კიდევ, ჩემს ცპუ-ს მამრამვლი აქვს 12X/15X ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში იწევს 15-მდე და ისე "იდლე"ზე 12-ია, ანუ ავტომატურადაა? კიდევ, ოპერატიულები მაქვს 2 ცალი 1 გბ დდრ2 667 და 1 ცალი 2გბ დდრ2 800, შესაბამისად ხო ყველა 667 უნდა იმუშავოს და მეც 667-ზე მეყენა, და რო დავიწყე მომატება ცპუ ფრექვენსის, ამანაც დაიწყო გაზრდა და რამე პრობლემა შეიქმნებოდა(მე ყოველი შემთხვევისთვის ავტო-ზე დავაყენე). და კიდე რა მაინტერესებს ვოლტების შეცვლა(პროცესორის და ოპერატიულების) და ტაიმინგების შეცვლა რა დროს ხდება? Edited February 16, 2011 by Top-Gun Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
pupusha Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 გაგიმარჯოს პირველ რიგში თითქმის ყველა მაზერს აქვს რადნოი რაზგონის შესაძლებლობა (შენს შემთხვევაში ეს AIOverclocking-ია )ბიოსში მაგრამ როგორც წესი არასტაბილურია ჯობია შენით მიუთითო ესა თუ ის პარამეტრი კიდე შენ რადგან სხვადასხვა ოპერები გაქ რაზგონისას შეიძლება ერორები ამოგიყაროს და მთავარი სანამ ვინმე რამეს გირჩევს ცპუს სკრინები კერძოდ ცპუ სპდ მემორი ტაბებს და კიდე ბიოსის სურათები დადე ადვანსედ განყოფილების და დანარჩენს მერე გირჩევენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 16, 2011 Author Share Posted February 16, 2011 სალამი მეგობრებო! ოვერქლოქინგს ვსწავლობ, რაღაცები მაინტერესებს და იმედია სწორ ადგილზე ვპოსტავ. მოკლედ ოვერქლოქინგის სწავლა დავიწყე ფაქტიურად გუშინ, მანამდე ვიცოდი მხოლოდ ზოგადად რა იყო. მაქვს პენტიუმ დ 925 @ 3 გჰც და მაზერი ასუს პ5ბ; ვიცი რომ ფარჩაკი პროცესორი და მაზერია, დიდ შედეგსაც არ მომცემს მაგრამ მე თვითონ ოვერქლოქინგის სწავლა მინდა. დღეს ვცადე დარაზგონება, შევედი ბიოსში,შემდეგ ედვენსდში, შემდეგ ჯამფ-ფრი ქონფიგურეიშენში, და შემდეგ იქ აი თიუნინგ ეწერა და ის დავაყენე მანუალზე და ჩამოიშალა მონაცემები. ფსბ ვერ ვნახე, მაგრამ ეწერა ცფუ ფრექვენსი და ეყენა 200 (გვერდზე ეწერა რომ შეიძლებოდა 100-650 ცვლა), მემგონი ეს უნდა ყოფილიყო, და მე ავდექი და დავაყენე 222-ზე. მემგონი სწორად გავაკეთე ყველაფერი, არა? რო ჩავრთე ვინდი (7-მაქვს) ევერესტმა მიჩვენა დარაზგონება 3333მჰც-მდე. მოკლედ, მაინტერესებს სწორედ გავაკეთე თუ არა? კიდევ, ჩემს ცპუ-ს მამრამვლი აქვს 12X/15X ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში იწევს 15-მდე და ისე "იდლე"ზე 12-ია, ანუ ავტომატურადაა? კიდევ, ოპერატიულები მაქვს 2 ცალი 1 გბ დდრ2 667 და 1 ცალი 2გბ დდრ2 800, შესაბამისად ხო ყველა 667 უნდა იმუშავოს და მეც 667-ზე მეყენა, და რო დავიწყე მომატება ცპუ ფრექვენსის, ამანაც დაიწყო გაზრდა და რამე პრობლემა შეიქმნებოდა(მე ყოველი შემთხვევისთვის ავტო-ზე დავაყენე). და კიდე რა მაინტერესებს ვოლტების შეცვლა(პროცესორის და ოპერატიულების) და ტაიმინგების შეცვლა რა დროს ხდება? სწორად გააკეთე ყველაფერი რაზგონი ეგრე ხდება CPU frequnecy არის იგივე FSB მამრავლზეც მართალი ხარ დატვირთვისას გაზრდის მამრავლს ოპერებს რაც შეეხება ოპერები 667-ზე იმუშავებს ორივე და რაზგონისას ავტომატურად გაიზრდება ნებისმიერ შემთხვევაში როცა FSB-ს ზრდი ოპერების სიხშირეც იზრდება პრობლემა ის არის რომ შეიძლება დაგალიმიტოს ანუ ვეღარ გაქაჩოს ოპერებმა თუ FSB ძალიან გაზარდე ოპერები შეიძლება 900-ზე დადგეს რაც ვერ გამოვა და რაზგონზე ვერ გაქაჩავს მაშინ როცა პროცესორს კიდევ შეუძლია რაზგონი ამიტომ ოპერებმა რომ არ დაგალიმიტოს dram frequnecy მინიმალური მიუთითე შენს მაზერზე მინიმალური 400 იქნება ოპერების სიხშირე და 667-მდე ანუ ფაქტიურად CPU frequnecy 333-მდე არ დაგალიმიტებს მინიმუმ ტაიმინგები შეგიძლია გაზარდო და თუ 5-5-5-15 ტაიმინგებზე 900 სიხშირეზე დადგება 6-6-6-18 ტაიმინგებზე 950 დადგეს შეიძლება ან 1000-იც მერე dram voltage გაზრდაც შველის ასე 2.1 ვოლტამდე DDR2-ზე წითელი შუქი გავს (მამენტ უფრო მეტიც კარგი რადიატორი თU აქვს) DDR3-ზე ინტელის I7/5/3 სისტემებზე 1.65-ის ზევით არ არის რეკომენდებული თუმცა FSB 333 პროცესორისთვის იქნება ძნელი აი მანდ გინდა CPU vcore voltage გაზრდა და შემდეგში NB voltage და VTT ძაბვა იმის მიხედვით რა დონეზე არაზგონებ რაც მეტ სიხშIრეს აყენებ მით მეტი ძაბვა გჭირდება კაი გაგრილება და კარგი კვება აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ შემთხვევაში მით უმეტეს კარგი კვება ცუდი კვება დაასხლოებით ისეთი პონტია რომ ასე 80 ოქტანობის ბენზინი რომ ჩაასხა მანქანაში და კარგი კვება (active PFC და 80+ სერტიფიკატით) ასე მინიმუ 96 ოქტანობის ბენზინი რომ ასხა მანქანაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Top-Gun Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 მადლობა გამოხმაურებისთვის! ძაან დიდი რაზგონიც არ მინდა, მართალია უახლოეს მომავალაში ვცვლი მაზერსაც, პროცესორსაც და ოპერებსაც, მარა ვიდეო კარტა მაქ ძვირფასი და არ მინდა რამე მოუვიდეს. და ისე რა შანსია რო დაიწვას თუნდაც აი ამ 300მჰც-იანი ზრდის დროს. კვებას რაც შეეხება მაქვს 450 ვატიანი ATX-ფირმის, +12 ვოლტზე 16 ამპერი უწერია. შედეგს რაც შეეხება, აი ამ 300 მჰც-იანმა ზრდამ, არ ვიცი მომელანდა თუ არა, მარა შედეგი გამოიღო და თანაც დამაკმაყოფილებელი. ერთი თამაში მაქვს, BF BC2, ეგ არი პროცესორს რო პურს და ყველს ატნევს და ისე ჭამს ხოდა შედეგი მართლაც მომცა ერთი შეხედვით, ასეთი დაბალი ლაგი აქამდე არ მქონია არასდროს. როცა ვთამაშობდი ევერესტი ჩავრთე და ცპუ-ს ტემპერატურა 55 ცელსიუსს არ აცდენილა, კარგი შედეგია ეგა? კიდევ მაინტერესებს, ამით ხომ ორივე ბირთვი ჩქარდება(ნუბური შეკითხვაა მაგრამ მაინც ვკითხულობ)? ისე ვარაუდი თუ შეგიძლიათ გამოთქვათ საქამდე შევძლებ გაზრდას რო კვებაც მეყოს და სთოქ გაგრილებაც, თან უსაფრთხოდაც( 99,9%), არაფერი რო არ დამეწვას. და აი ამასთან დაკავშირებით: თუმცა FSB 333 პროცესორისთვის იქნება ძნელი აი მანდ გინდა CPU vcore voltage გაზრდა და შემდეგში NB voltage და VTT ძაბვა იმის მიხედვით რა დონეზე არაზგონებ რაც მეტ სიხშIრეს აყენებ მით მეტი ძაბვა გჭირდება მეტ ინფოს სად ვნახავ? მადლობა კიდევ ერთხელ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 16, 2011 Author Share Posted February 16, 2011 55 გრადუსი დატვირთვაზე ძალიან კარგი შედეგია სადამდე გაზრდი სიხშირეს ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული და შენით უნდა ნახო ძაბვებზეც ანალოგიურად რაზგონით ყველა ბირთვი რაზგონდება ერთნაირად რამდენი ბირთვიც არ უნდა ქონდეს დაახლოებით სქემა ასეთია უყურებ რომ ოპერების სიხშირე იმაზე მაღალი არ იყოს ვიდრე შეუძლია და მერე სიტყვაზე გინდა 3.5 ghz სიხშირე ზრდი FSB-ს ისე რომ ეგ სიხშირე დადგეს და მერე ზრდი CPU voltage-ს არ ვიცი შენს პროცესორს რამდენი დასჭირდება მაგ სიხშირეზე შეიძლება 1.3 ეყოს, შეიძლება 1.35 დასჭირდეს შეიძლება 1.4 არ ეყოს ძალიან ინდივიდუალურია მერე ტემპერატურასაც უყურებ და სტაბილურობას სიტყვაზე 1.3-ზე ჩაირთვება მაგრამ რომ გაატარებ OCCT ან Linx ტესტებს ერორებს ამოყრის მაშინ გაზრდი ძბავას 1.325 მისცემ ან 1.35 მოკლედ ძაბვა მაქსიმალურად მინიმალურად გაზარდე ოღონდ ისე რომ სისტემასაც ეყოს და არც ძალიან გაცხელდეს თუ ძალიან ცხლედება მაშინ მოგიწევს კომპრომისზე წასვლა და სიხშირის დაკლება ან უკეთEსი გაგრილება უნდა დააყენო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Top-Gun Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 კაი, დიდი მადლობა ისე, თემას გადავუხვევ ცოტათი და ერთს ვიკითხვა კიდევ, ჩემს პროცესორს ფრექვენსიზე ეწერა მაქსიმალური 650, ხოდა რა გამოდის რო თეორიულად შეუძლია დარაზგონდეს 650*15=9750-მდე? თუ კი, მაშინ პრაქტიკულად თუა შესაძლებელი ან რა დაჭირდება ამისთვის. ანუ დავუშვათ ძაან კაი კვება რომ გქონდეს და ძაან მაგარი გაგრილება, ვთქვათ თხევადი აზოტით, შეძლებ მაგხელზე ასვლას, ანუ მე მაინტერესებს რა არის საჭირო დიდი რაზგონებისთვის... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 16, 2011 Author Share Posted February 16, 2011 ეგ 650 სიმბოლურად არის მაგ პროცესორზე რეკორდი 7ghz-ის ფარგლებშია თხევადი აზოტით რაც დაახლობით 480 FSb-ს ნიშნავს ზოგადა FSB რეკორდი ბევრად მეტი 750 მაგრამ დაბალ მამრავლზე და E8000 სერიის პროცესორზე პენტიუმ D-ზე მაგხელა FSB-ს ვერ დადებ ჰაერის გაგრილებით ასე 5.0-მდე შეიძლება მაგ პროცესორით ასვლა თუმცა გააჩნია კონკრეტულ ეგზემპლარ პროცესორს და ისიც 24/7-ზე სტაბილური არ იქნება მაგ სიხშირეზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Top-Gun Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 და ამ პროცესორზე 3,5-მდე 3,6-მდე ავალ, ჩემს პირობებში თუ ვერა? აი მხოლოდ FსB რო ავიყვანო 233-ზე ეყოფა დანარჩენი ყველაფერი... ანდა რა მაინტერესებს, დავუშვათ იმხელაზე ვუწევ რო არ ქაჩავს ან კვება, ან გაგრილება ან ვოლტები, ამ შემთხვევაში რა მოხდება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 16, 2011 Author Share Posted February 16, 2011 და ამ პროცესორზე 3,5-მდე 3,6-მდე ავალ, ჩემს პირობებში თუ ვერა? აი მხოლოდ FსB რო ავიყვანო 233-ზე ეყოფა დანარჩენი ყველაფერი... ანდა რა მაინტერესებს, დავუშვათ იმხელაზე ვუწევ რო არ ქაჩავს ან კვება, ან გაგრილება ან ვოლტები, ამ შემთხვევაში რა მოხდება? 3.5-მდე უპრობლემოდ უნდა ახვიდე 4.0-იც არ უნდა იყოს ძნელი კარგი გაგრილებით თუ ვერ გაქაჩა მოგიწევს ჩამორაზგონება და გადახედავ ჰარდს რა გიშლის ხელს რომ შეცვალო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Top-Gun Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 ვერ გაქაჩა 3,5-მდეც კი, დავაყენე ფსბ - 234, ხოდა რო ჩაიტვირთა ვინდი, სადაც ველქომ უნდა დაეწეროს მანდ მონიტორი გაითიშა, კომპი კი მუშაობდა მარა ეკრანზე არაფერი იყო. რისი ბრალი იქნება, კვების, ვოლტების თუ დრამის?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.