Jump to content

მცირე იურიდიული დახმარება (გარკვევა) მჭირდება. ვინც ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ

Recommended Posts

გამარჯობა. მოკლედ მაინტერესებს შემდეგი საკითხი და ვერსად ვერ ვნახე პასუხი:
 
ვამზადებ ავეჯს. არ მყავს დაქირავებული პირი (ძირითადად ვმუშაობ პატარ-პატარა შეკვეთებზე, რასაც მარტო მოვერევი).  არ ვარ არც ინდ, მეწარმე, არც მცირე მეწარმე, არც შპს. მოკლედ ვარ ფიზიკური პირი. ეხლა გამომიჩნდა ერთი კომპანია, რომელიც მთხოვს დეტალურ ხარჯთ აღრიცხვას (ვინტები, ხე, სახელურიები, პეტლები და ა.შ.) და ჩემი მომსახურების ღირებულებას. თანხა უნდა ჩაგირიცხოთო ბანკში. 
 
მაინტერესებს როგორ უნდა მოვიქცე ასეთ შემთხვევაში? ნუ მასალებზე რომ საბუთებს დამიწერენ სადაც ვყიდულობ, ეს ისედაც გასაგებია. მაგრამ ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადი მოგებიდან, მე თუ კომპანიამ ვინც მიკვეთავს? ჩემი შემოსავალი დაიბეგრება თუ არა? თუ კი, ვინ უნდა დაბეგროს კომპანიამ ვინც მიკვეთავს თუ მე თვითონ?  
 
და საერთოდ ხომ არ სჯობს, რომ ინდ. მეწარმე გავაკეთო ამ და სხვა ასეთი ტიპის შეკვეთების დროს? საერთოდ აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა რომ კომპანიის თვალშიც ბანძად არ გამოვიდეს (საბუთობანას ვგულისხმობ) და არც კანონი დავარღვიო და საჭირო გადასახადი გადავიხადო?  ვინც იცით იქნებ გამარვკიოთ, დიდად დამავალებთ. 
 
წინასწარ მადლობა ვინც გამომეხმაურება. :) 

Link to comment
Share on other sites

მემგონი ინდ. მეწარმეს მიკრო მეწარმე გააკეთო აჯობებს, როგორც ვიცი განთავისუფლებულია მიკრო მეწარმე გადასახადებისაგან. 

რა გადასახადებით დაიბეგრებით?

  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
  • ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.

http://www.rs.ge/5393

Link to comment
Share on other sites

წლიური ერთობლივი შემოსავალი რამდენი გაქვს?

დარეგისტრირდი ინდ. მეწარმედ (ესეც არაა აუცილებელი, მაგრამ თუ შეკვეთებზე და კომპანიებთან ურთიერთობაზეა საუბარი, ჯობია დარეგისტრირდე) და მოითხოვე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (სურვილისამებრ - http://www.rs.ge/5393) - საშემოსავლო გადასახადისგან იქნები გათავისუფლებული.

ხარჯთახრიცხვას და რამე აწარმოებ ჩვეულებრივ, გექნება საიდენტიფიკაციო კოდი (და არა პირადი ნომერი) - თუმცა ინდ. მეწარმის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო და პირადი ნომერი ერთი და იგივეა. სურვილისამებრ შეგიძლია დაამზადებინო ბეჭედიც - აუცილებელი არ არის.

დარეკე ნებისმიერ სერვის-ცენტრში:

http://rs.ge/Default.aspx?sec_id=4497&lang=1

უთხარი იურიდიულ დეპარტამენტში გადამრთეთთქო და გამოკითხე დეტალურად რაც გაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა. მოკლედ მაინტერესებს შემდეგი საკითხი და ვერსად ვერ ვნახე პასუხი:
 
ვამზადებ ავეჯს. არ მყავს დაქირავებული პირი (ძირითადად ვმუშაობ პატარ-პატარა შეკვეთებზე, რასაც მარტო მოვერევი).  არ ვარ არც ინდ, მეწარმე, არც მცირე მეწარმე, არც შპს. მოკლედ ვარ ფიზიკური პირი. ეხლა გამომიჩნდა ერთი კომპანია, რომელიც მთხოვს დეტალურ ხარჯთ აღრიცხვას (ვინტები, ხე, სახელურიები, პეტლები და ა.შ.) და ჩემი მომსახურების ღირებულებას. თანხა უნდა ჩაგირიცხოთო ბანკში. 
 
მაინტერესებს როგორ უნდა მოვიქცე ასეთ შემთხვევაში? ნუ მასალებზე რომ საბუთებს დამიწერენ სადაც ვყიდულობ, ეს ისედაც გასაგებია. მაგრამ ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადი მოგებიდან, მე თუ კომპანიამ ვინც მიკვეთავს? ჩემი შემოსავალი დაიბეგრება თუ არა? თუ კი, ვინ უნდა დაბეგროს კომპანიამ ვინც მიკვეთავს თუ მე თვითონ?  
 
და საერთოდ ხომ არ სჯობს, რომ ინდ. მეწარმე გავაკეთო ამ და სხვა ასეთი ტიპის შეკვეთების დროს? საერთოდ აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა რომ კომპანიის თვალშიც ბანძად არ გამოვიდეს (საბუთობანას ვგულისხმობ) და არც კანონი დავარღვიო და საჭირო გადასახადი გადავიხადო?  ვინც იცით იქნებ გამარვკიოთ, დიდად დამავალებთ. 
 
წინასწარ მადლობა ვინც გამომეხმაურება. :)

მასალებს სად ყიდულობ თუ საიდუმლო არ არის? თუ გინდა პმში

Link to comment
Share on other sites

წლიური შემოსავალი? :D 8 000 მაქსიმუმ, კარგი მუშაობის შემთხვევაში. თუმცა თუ ქვეყნის კრიზისი დაემთხვა (არჩევნები, მიტინგები, ახალი წელი და ა.შ.) საერთოდ კვდება მუშაობა. ბრუნვა ბევრად მეტია, ანუ თუ მე 8 000 დამრჩება წელიწადში, მასალის ფული სადღაც 20-25 000 იქნება. ჩვენთან სამწუხაროდ ხალხი ფულს მასალაში იხდის და არა ხელობაში.

L1nux

ხან ელიავაზე ვყიდულობ, ხან დიდ დიღომში. :)

Link to comment
Share on other sites

შეგიძლია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართო, უფასოდ გაგიწევენ კონსულტაციას

Link to comment
Share on other sites

ყველაზე კარგი ვარიანტია მიკრო მეწარმედ დარეგისტრირებაა 30 000 ბრუნვას არ უნდა აცდე ამ შემთხვევაში,მოგების გადასახადიც არ გექნება.. თუ 30 000-ს ცდები მაშინ მცირედ დარეგისტრირდი,გადასახადი ცვალებადია 3%დან 5%მდე,ხარჯებს გააჩნია.ინდ/მეწარმედ დარეგისტრირების შემთხვევაში 20% გადასახადი.ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიამ შენ  უნდა დაგიკაოს საშემოსავლო 20%-ით,ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია. მაგალითად თუ ასაღები გაქვს 1000 ლარი 800ლარს მოგცემენ და 200 საშემოსავლოში გადარიცხავენ.შენ შეგიძლია დაიბრუნო ეგ 200 ლარი 2015წლის 1 მარტის მერე (თუ კიდევ არ შეიცვალა კანონი) ოღონდ წლის განმავლობაში შენი დეკლარირებული ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს.მოკლედ თუ კომპანიებთან ან ი/მ-თან გსურს თანამშრომლობა გირჩევ მეწარმედ დარეგისტრირებას.

რა გადასახადებით დაიბეგრებით?

  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
  • ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.

მცრესაც არ აქვს ვალდებულება.შემთხვევებსაც გააჩნია

Link to comment
Share on other sites

ვერ მივხვდი 30 000-სს ბრუნვა არ უნდა აცდეს თუ მოგება? 

Link to comment
Share on other sites

წლიური შემოსავალი? :D 8 000 მაქსიმუმ, კარგი მუშაობის შემთხვევაში. თუმცა თუ ქვეყნის კრიზისი დაემთხვა (არჩევნები, მიტინგები, ახალი წელი და ა.შ.) საერთოდ კვდება მუშაობა. ბრუნვა ბევრად მეტია, ანუ თუ მე 8 000 დამრჩება წელიწადში, მასალის ფული სადღაც 20-25 000 იქნება. ჩვენთან სამწუხაროდ ხალხი ფულს მასალაში იხდის და არა ხელობაში.

L1nux

ხან ელიავაზე ვყიდულობ, ხან დიდ დიღომში. :)

დიდ დიღომში იმერი-შ ხომ არა?

Link to comment
Share on other sites

ვერ მივხვდი 30 000-სს ბრუნვა არ უნდა აცდეს თუ მოგება? 

უი შემეშალა შემოსავალი უნდა ეწეროს იქ.. ანუ მიკროზე 30 000  არ უნდა ასცდე,მცირეზე 100 000 :)

და კიდევ მიაქციე ყურადღება შემოსავალს და მოგებას შორის დიდი სხვაობაა..

1.  შემოსავალი=რეალიზაციას  

2.  (შემოსავლებს-რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება)-საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები=მოგებას 

3.  მოგებას-მოგების გადასახადი=წმინდა მოგებას

ანუ შენ იბეგრები მოგებით,ზემოთ მოყვანილი 2-ით.აი მაგალითად შენ რომ დაამზადო მაგიდა და გაყიდო 100 ლარად, ამ ასი ლარით არ დაიბეგრები,ამ 100ლარს უნდა გამოაკლდეს მასალების თვითღირებულება მაგალითად 30ლარი(აუცილებლად გჭირდება მასალების შესყიდვის დოკუმენტები ჩეკები,ჩეგედეები ან-და შესყიდვის აქტები თუ ფიზიკური პირიდან ყიდულობ) 100ლარს (რეალიზაციას) - (30ლარს რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებას) =  70ლარი მოგებას. აი ამ 70 ლარით გბეგრავენ (მიკროშ შემთხვევაში 0) (მცირეს შემთხვევაში ან 2,10ლარით(3%)  ან 3,5ლარით(5%)) (ინდ.მეწარმის შემთხვევაში 14ლარით (20%))

Link to comment
Share on other sites

ესრაც დაგიწერე ალბათ მიხვდი რომ მეწარმედ დარეგისტრირების შემდეგი პროცედურებია.ბევრი ისეთი ნიუანსია რომლებზეც ყურადღება მისაქცევია..მკლედ აქ დაწერას თუ რამე კითხვა გაგიჩნდება აქ დამირეკე 598 59 40 19 მე თვითონ ბუღალტრად ვმუშაობ და ეგეთი რაღაცეები ვიცი :)

Link to comment
Share on other sites

გურგენიძე

გაიხარე, დიდი მადლობა. გამომიჩნდა ერთი დიდი შეკვეთა და იმედი მაქვს რომ ბოლომდე მიიყვანენ საქმეს და შემიკვეთავენ. გავაკეთებ მიკრო მეწარმის სტატუსით და ამ ყველაფერს გავითვალისწინებ. :)

კიდევ ერთხელ მადლობა. 

Link to comment
Share on other sites

მეც გამიჩნდა ერთი კითხვა, მე და ჩემი 2 მეგობარი ვაპირებთ პატარა ბიზნესის წამოწყებას რომლის შემოსავალიც არ გადააჭარბებს 30000 ლარს მაგრამ მაინტრესებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მარტო იმ შემთხვევაში ენიჭება როცა ერთი პირი მუშაობს თუ ჩვენც შევძლებთ რომ ეგ სტატუსი მივიღოთ?

Link to comment
Share on other sites

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ იყენებ დაქირავებული პირს, ანუ თუ შენ აკეთებ და სხვა არ გყავს აყვანილი. 

ისე, მემგონი ოჯახის წევრი თუ გეხმარება (მამა, ძმა, დედა, და :D) არ არის ეგ პრობლემა. ეს საკითხიც გასარკვევი მაქვს როგორაა. ხანდახან როცა მძიმე კარადებია ჩემი ძმა მეხმარება და თანხის ნაწილს ვაძლევ. ნეტა ეს შემიშლის ხელს მიკრო მეწარმის სტატუსის მიღებაში?

Link to comment
Share on other sites

anzori88,kloud,  პირის დაქირავება არ შეიძლება რათქმაუნდა.ინდ.მეწარმეს შეუძლია, მაგრამ იქ უკვე თვის განაცემთა ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს და მიცემული თანხა უნდა დაიბეგროს 20%-ით. 2 პირს არ შეუძლია მიკრო სტატუსის მიღება

ოკ მაშინ კიდევ რამდენიმე კითხვას დავსვამ, წინათ ვეძებდი ინფორმაცია და ფორუმ.გე-ზე ვნახე რომ ეწერათ ხელოვანები არ იბეგრებიანო თუ რაღაც მასეთი. მოკლედ მე ვაპირებ გავყიდო ნივთები რომლებსაც მოვხატავთ მე და ჩემი მეგობარი + ამას მომსახურება გვექნება რომ მოვუხატოთ ვთქვათ საბავშვო საძინებლების კედლები და ა.შ. და სწორი ინფორმაცია მაქ ამასთან დაკავშირებით?

და მეორე 1 აპრილს ხო დაიწყო საშემოსავლოს დაბრუნება იმათთვის ვისაც წელიწადში 6000ლარზე ნაკელბი გამოდიოდა ხელფასი, ადრე მეგობარმა მითხრა ტელევიზორში გამოაცხადესო რომ ვისაც 500ლარზე ნაკლები ექნება ხელფასი ის არ დაიბეგრებაო და ეგ მართალია თუ მხოლოდ ერთჯერადი სახე აქ ამ აქციას?

დიდ მოგებაზე ვერ ვიმუშავებთ და არ მინდა იმ პატარა თანხიდან რაც გამომივა წილი კიდე ვუხადო სახელმწიფოს

დიდი მადლობა რომ დახმარებისთვის

Link to comment
Share on other sites

kloud

იცი ყველაფერი ინდივიდუალურია,ჩემს პრაქტიკაში ეგ არ ყოფილა ხელოვნების დაუბეგრობაზე,რამოდენიმე შემთხვევა ვიცი მაგრამ მაგაზე ზუსტ პასუხს ვერ მოგცემ, დარეკე შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე 2 299 299 უფასოა და დაგეხმარებიან :)

ტელევიზორში გამოაცხადესო რომ ვისაც 500ლარზე ნაკლები ექნება ხელფასი ის არ დაიბეგრებაო და ეგ მართალია თუ მხოლოდ ერთჯერადი სახე აქ ამ აქციას?

ეგ აქცია არ არის,კანონია.6000 ლარზე დაბალი ხელფასი რომ გაქვს მაშინ რომ იძლევიან,ხოლო 500 ლარზე დაბალი ხელფას ყოველთვის დაბეგრავენ ეგენი :) ჩათლახები არიან :)

Link to comment
Share on other sites

kloud

იცი ყველაფერი ინდივიდუალურია,ჩემს პრაქტიკაში ეგ არ ყოფილა ხელოვნების დაუბეგრობაზე,რამოდენიმე შემთხვევა ვიცი მაგრამ მაგაზე ზუსტ პასუხს ვერ მოგცემ, დარეკე შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე 2 299 299 უფასოა და დაგეხმარებიან :)

ეგ აქცია არ არის,კანონია.6000 ლარზე დაბალი ხელფასი რომ გაქვს მაშინ რომ იძლევიან,ხოლო 500 ლარზე დაბალი ხელფას ყოველთვის დაბეგრავენ ეგენი :) ჩათლახები არიან :)

ოკ, მადლობა ყურადღებისთვის  :)

Link to comment
Share on other sites

:D ჩემი ძმა ისე თუ მეხმარება? ანუ უსასყიდლოდ არ შეიძლება? მაინც ითვლება რომ დაქირავებული მყავს რადგან ხელი მომიკიდა კარადაზე? 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.