Jump to content

Recommended Posts

გამარჯობათ, მოკლედ რატომ ვხნი ამ თემას :

3 დღის უკან ზემოთ ხსენებულ მაღაზიაში შევიძინე მობილური ტელეფონი კერძოდ LG G2

ტელეფონს არაფერი არ ჭირს უბრალოდ ერთ ძალიან უსიამოვნო ფაქტს წავაწყდი.

შეიძლება ზოგმა თქვას მაღაზიაშივე უნდა გენახაო მაგრამ საიტზე დაყრდნობით ვყიდულობდი და არ მეგონა მსგავს სიტუაციაში თუ აღმოვჩდებოდი

მოდელის შემოწმების შემდეგ აღმოვაჩინე რო შეძენილი მობილური როგორც international D802-ი მოდი არ ყოფილა, არის D805-ი რომელიც გარკვევის შემდეგ ლათინო ამერიკული ქვეყნისთვის არის შექმნილი კერძოთ ბრაზილია. ასევე სავარაუდოდ იყო "ANATEL" ოპერატორში ჩართული (ამაზე თავს ვერ დავდებ). გარკვევის შემდეგ იქამდეც მივედი რო ამის kitkat-ის გამოსვლა არაა დაანონსებული რაც კიდევ იმაზე მიუთითებს რომ "ANATEL"-ში იყო ჩართული რადგან ოპერატორზეა დამოკიდებული საერთოდ გამოვა ამაზე ახალი სისტემა თუ არა. ერთი კიდე დისკომფორტს ის ფაქტი ქმნის რომ 4.2.2-ზე Auto Brightness არ მუშაობს, რაც სავარაუდოდ პროგრამულ წუნად ითვლება, რომელსაც zoomer-ის საგარანტიო არ ითვალისწინებს.

ასეთ შემთხვევაში ირღვევა თუ არა ჩემი მომხმარებლის უფლებები ? როგორ უნდა მოვიქცე რა გავაკეთო ?

მგონი რომელიღაც ფორუმელი zoomer-ში მუშაობს იქნებ იმანაც ნახოს :)

Link to comment
Share on other sites

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

ნუ გაგიკვირდება, ხშირი შემთხვევაა თან არა მარტო ზუმერში, მადლობა თქვი საერთოდ refubrished თუ არაა რაც ასევე ხშირი შემთხვევაა ქართულ მაღაზიებში

Link to comment
Share on other sites

თუ ვებსაიტზე ნანახი ინფოთი მიხვედი და უთხარი, რომ ის ტელეფონი გინდოდა (დ805 საერთოდ არ დევს საიტზე) და არ გაგაფრთხილეს, რომ სხვა მოდელს გაძლევდნენ - სულ მინიმუმ იმის უფლება გაქვს, რომ დააბრუნო, სხვა პროდუქტი მოგყიდეს.

განსხვავება ამ ორ მოდელს შორის არის LTE სიხშირე, ანუ მოდემშია განსხვავება და იდეაში, დ802-ის რომი, რომელიც ბეისბენდსაც არ ფლეშავს - უნდა წავიდეს 805-ზეც. თუმცა, არანაირად არ ხარ ვალდებული თვითონ ეძებო გამოსავალი.

Link to comment
Share on other sites

ხო ცუდი ფაქტია , ეგ მეტყველებს რაცაა ეგ მაღაზია და სულ მაგას ვამბობ ხოლმე და არავის ვურჩევ მანდ რამის ყიდვას , მეგობარმა იყიდა ეგრე 8S და იტალიური ოპერატორის ლოგო აქვს ეხლაც ტელეფონს , ისე LG მანდ რამ გაყიდინა სხვაგან ოფიციალურ წარმომადგენლობებში 2 წელი აქვს გარანტია თვითონ LG ს და თან საერთაშორისო ვერსიაა 

რა ვიცი მიდი შენ და აუხსენი სიტოაცია იქნებ დაგიბრუნონ თანხა ან სხვაში გაგიცვალონ , მაგრამ როგორც ასეთი მომხმარებლის უფლების დარღვევად არ ითვლება ეგ 

სხვა ტელეფონს რომ მოგყიდიან არ ითვლება დარღვევად?

აბა წარმოიდგინე ევროპელს რომ ეყიდა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ევროპაში LTE ქსელში ამუშავებს - ხომ დაკარგა აზრი ამ ტელეფონის ყიდვამ?

Link to comment
Share on other sites

ზუმერში ძირითადად აზიური ბაზრისთვის განკუთვნილი აქონელი შემოაქვთ, ალბთ ლევად. ამიტომ ღირს ყველაზე იაფი და ამიტომ არ აქვს საერთაშორისო გარანტია.

საბუთებში რა მოდელი ჩაგიწერეს?

LG G2 ჩამიწერეს თავიანთ საგარანტიოზე.

რიავი ეხლა ვნახე კიდე Smartword არ ყენდება როგორც არა LG-ის ტელეფონი ისე აღიქვავს.

D805-ი ესეთი მოდელი საიტზე არ უდევთ თვითონაც საიტზე D802-ი აქვთ მითითებული

Link to comment
Share on other sites

ჰოდა თუ საიტზე 802 წერია და შენ 805 მოგცეს, ყველა ბერკეტი გაქვს იმისთვის, რომ მაგრად დასცხო (კანონიერად ვგულისხმობ :D ). მიდი და გაარკვიე აუცილებლად. რატომ უნდა იზარალო, ტელეფონზეც აგიცრუვდება გული და სულ ტყუილად გადაყრილი ფული გამოვა (+ დრო, ნერვები და ა.შ.).

Link to comment
Share on other sites

ჰოდა თუ საიტზე 802 წერია და შენ 805 მოგცეს ყველა ბერკეტი გაქვს იმისთვის, რომ მაგრად დასცხო

საიტზე რა დევს მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საიტიდან ხო არ გამოუწერია მაღაზიაში იყიდა

Link to comment
Share on other sites

საიტზე რა დევს მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საიტიდან ხო არ გამოუწერია მაღაზიაში იყიდა

ჰო მაგრამ, საიტი არის ონლაინ კატალოგი, ვარჩევ საიტზე და მივდივარ რომ ის ტელეფონი ვიყიდო, რომელიც საიტზე ავარჩიე და კონსულტანტმა უნდა გამაფრთხილოს, რომ განსხვავებული მოდელია, არა?

Link to comment
Share on other sites

ჰო მაგრამ, საიტი არის ონლაინ კატალოგი, ვარჩევ საიტზე და მივდივარ რომ ის ტელეფონი ვიყიდო, რომელიც საიტზე ავარჩიე და კონსულტანტმა უნდა გამაფრთხილოს, რომ განსხვავებული მოდელია, არა?

საიტის და რეალური მონცემები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, თანაც კონსულტანტს საერთოდ არ ეხება საიტი იმას სალონი აბარია, პირდაპირ საიტიდან რო ეყიდა და სხვა მოდელი მისვლოდა სახლში მოთხოვდა, მარა სალონში მივიდა და თავად აარჩია ტელეფონი ასე რომ საიტზე სხვა იდოო არაა მაინც და მაინც წონადი არგუმენტი, მაგრამ ვიტრინშიც უწერია ხოლმე ტელეფონს მონაცემები და იქაც თუ იგივე წერია აი მაგ შემთხვევაში უკვე შეიძლება მიწოლა

Link to comment
Share on other sites

აქ ხო უწერიათ 802, ხოდა 805 რატო მოგცეს? ჩადი და მოგცენ ფული უკან, ან გამოცვალონ თორე შეძენიდან 1 კვირის მერე მემგონი აღარ გექნება მაგის უფლება.

http://zoomer.ge/index.php?cid=35&act=view&id=2380

Link to comment
Share on other sites

LG G2 ჩამიწერეს თავიანთ საგარანტიოზე.

მოდელი არ მიუთითებიათ?

ეხლა რავიცი რაზე უნდა მიაწვე. ეგენი არ გამოგიცვლიან დარწმუნებული ვარ, სასამართლოში თუ იჩივლებ შეიძლება რამე გამოვიდეს, მაგრამ მაინც ძნელია მოდავება, იქვე უნდა შეგემოწმებინა. ჩვენთან არ მუშაობს "კლიენტი ყოველთვის მართალია"-ს პრინციპი.

FC BARCELONA,

ალტა იგივე ნაგავია უარესი თუ არა 

ალტა ყველაზე ნორმალურია მგონი. ადრე ძაან ატრაკებდნენ მარა გამოსწორდნენ. საერთაშორისო გარანტია მაინც აქვთ მაგათ და ეგეთ რაღაცებს არ აკეთებენ.

Link to comment
Share on other sites

1. საიტზე არის მხოლოდ 802 მოდელი;

2. მოგყიდეს 805 მოდელი;

3. ფასი იგივე გადაგახდევინეს ხო?

====

1. გეგონა ყიდულობდი 802_ს, რადგან საიტზე მხოლოდ ეს მოდელია;

2. მაღაზიაში არავის არაფერი უთქვამს შეუსაბამობის შესახებ;

3. ფასი იგივე გადაიხადე, რაც 802_ს ეწერა ვებსაიტზე

რა საფუძველი გქონდა გეფიქრა, რომ სხვა მოდელია?

რა ვალდებული ვარ ვერკვეოდე ელჯის ტელეფონების ვერსიებში და ვიცოდე, რომ თურმე ბრაზილიისთვის გამოუშვიათ ცალკე მოდელი? ვებ-გვერდზე დევს LG G2, მომეწონა, მივდივარ, ვყიდულობ და მერე ვიგებ, რომ სხვა მოდელია. 

მე რომ მკითხო, სხვა არაფერია თუ არა აფერისტობა, შეიძლება კონსულტანტმა არ იცის, მაგრამ მაგ მაღაზიას ზოგადად არასწორი პოლიტიკა რომ აქვს კლიენტებთან მიმართებაში არაა ახალი ამბავი.  რატომ უნდა გადავიხადო "unlocked" ბრაზილიურ ტელეფონში იგივე, რასაც ვიხდიდი International ტელეფონში?

ბოლობოლო მიმართავ სასამართლოსაც, რატომაც არა.

Link to comment
Share on other sites

ალტა ყველაზე ნორმალურია მგონი. ადრე ძაან ატრაკებდნენ მარა გამოსწორდნენ. საერთაშორისო გარანტია მაინც აქვთ მაგათ და ეგეთ რაღაცებს არ აკეთებენ.

იმიტო აქვთ გატენილი მაღაზია refubrished ტავარით, არაერთი ვიცი საგარანტიოზე რო მიიტანა ნივთი და უკან გამოატანეს განაკეტებია უკვეო გაგიჟდა ხალხი, ტელეფონებზე საჩუქრად რო მოყვება დროფბოქსის 25გბ ალტაში 3 კაცი ვიცი ვინც დაითრია ტელეფონი და უკვე გააქტიურებული იყო სხვაზე ეგ

Link to comment
Share on other sites

საიტის და რეალური მონცემები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, თანაც კონსულტანტს საერთოდ არ ეხება საიტი იმას სალონი აბარია, პირდაპირ საიტიდან რო ეყიდა და სხვა მოდელი მისვლოდა სახლში მოთხოვდა, მარა სალონში მივიდა და თავად აარჩია ტელეფონი ასე რომ საიტზე სხვა იდოო არაა მაინც და მაინც წონადი არგუმენტი, მაგრამ ვიტრინშიც უწერია ხოლმე ტელეფონს მონაცემები და იქაც თუ იგივე წერია აი მაგ შემთხვევაში უკვე შეიძლება მიწოლა

ეს აუცილებლად შეამოწმე, კარგი საფუძველი იქნება =)

ისე, ზოგადად, მაინც მიმაჩნია, რომ ირღვევა უფლებები

Link to comment
Share on other sites

უფლებები ნამდვილად ირღვევა. უბრალოდ მოდავების ბერკეტებზეა საუბარი.

იმიტო აქვთ გატენილი მაღაზია refubrished ტავარით, არაერთი ვიცი საგარანტიოზე რო მიიტანა ნივთი და უკან გამოატანეს განაკეტებია უკვეო გაგიჟდა ხალხი, ტელეფონებზე საჩუქრად რო მოყვება დროფბოქსის 25გბ ალტაში 3 კაცი ვიცი ვინც დაითრია ტელეფონი და უკვე გააქტიურებული იყო სხვაზე ეგ

ვაა, არ ვიცოდი.

Link to comment
Share on other sites

ეხლა მივდივარ, ტელეფონით ვესაუბრე და მითხრეს მენეჯერთან მიდით და დაელაპარაკეთო. და ვნახოთ რა გამოვა

Link to comment
Share on other sites

აქ მართლა ყველა ერთი ნაგავია რა , მეცინება ხოლმე რო წერენ აუ ალტაში გეყიდა , აუ ელიტში გეყიდა და ა.შ აუ ზუმერს როგორ ეკარები..

მაგიტომაც არ ვყიდულობ არაფერს აქ მაღაზიაში , არც  ფულს ვყრი ზედმეტს ვითომდა "ახალში" და არც ეგეთი მოტყუებლი ვრჩები ხოლმე

Link to comment
Share on other sites

ყველა ერთი ნაგავი არ არის, აგერ არაი თუმოროუს LG-ს ოფიციალურ მაღაზიაში მიდი, ტელეფონი სტენდზე შემამოწმებინეს ყველანაირად, მერე ვუთხარი ვყიდულობთქო და გამომიტანეს სულ ახალი დალუქული, გამიხსნეს ტელეფონი, პირველად შემიყვანეს პარამეწტრები ყველაფერი დამიყენეს, შემიმოწმეს როდის ჩაირთო ტელეფონი და ეგ 802-ც რომ იყო ეგეც მანახეს და იმეი კოდიც რომ ემთხვეოდა და ისე გამომატანეს მობილური და უკანაც ვნახე მადე ინ კორეა აწერია, მორჩა მე ეხლა ყველანაირად დაიმედებული ვარ რომ ორიგინალი G2 მაქვს, სხვა მარაზიებში არ ვიცი, მაგრამ ზუმერში რომ ჩინური G2-ც არის ეგ კი ვიცოდიდ ა საერთოდ თუს ხვა ვარიანტებიც შემოქონდათ G2-ბს მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ცოტა ადრე რომ გეკითხა გირჩევდი სადაც უდნა გეყიდა და თვითონაც დაიმედებული იქნებოდა თან 2 წლიან გარანტიასაც მოგცემდნენ... ყველა ვარიანტშ უნდა მიაწვე და დაელაპარაკო, მთელი პასუხისმგებლობა მაღაზიას ეკისრება რადგანს აბუტებში გატარებულ აქვთ ტელეფონირ ოგორც 802 და მოგყიდეს 805-ად, ყველა ბერკეტი შენს მხარეს არის...

Link to comment
Share on other sites

ვიყავი, ვესაუბრე მენეჯერს ჩემი ნომერი დაიტოვა, ხვალე შემოგვდისო დაგირეკავთ მობრძანდით და შეგიცვლითო

Link to comment
Share on other sites

ვიყავი, ვესაუბრე მენეჯერს ჩემი ნომერი დაიტოვა, ხვალე შემოგვდისო დაგირეკავთ მობრძანდით და შეგიცვლითო

და მაგ ტელეფონის ისტორია და თავგადასავლები ვერ გაარკვიე? როგორ მოხვდა საქართვერლოში შორეული ბრაზილიიდან

Link to comment
Share on other sites

და მაგ ტელეფონის ისტორია და თავგადასავლები ვერ გაარკვიე? როგორ მოხვდა საქართვერლოში შორეული ბრაზილიიდან

შაურმის ხორცს ჩამოყვა ალბათ :D ადრე გავიგე ეგეც იქიდან მოაქვთო ზოგჯერ

Link to comment
Share on other sites

შაურმის ხორცს ჩამოყვა ალბათ :D ადრე გავიგე ეგეც იქიდან მოაქვთო ზოგჯერ

ეგ კიდე ხეჩ პროსტა ვერსიაა ნოტო გარეგნულად მაინც არ გამოირჩევა და აქ დაპოსტა ადრე ვიღაცამ არ მახსოსვ ალტაში რო ნახა ტელეფონი იმენნა at&t წარწერით

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.