Jump to content

ვემშვიდობებით Android-ის ნაწილს(ანუ ვთავისუფლდებით google-სგან)


Shopen

Recommended Posts

საინტერესო სტატიაა და კარგი ხერხებია აღწერილი, თუმცა მოსახერხებლობის გამო აქტიურად ვიყენებ გუგლთან სინქრონიზაციას, როგორც სმარტზე, ასევე დესკტოპზე, კონტაქტების სინქრონიზაციაც მომწონს (უფრო სწორად მოხერხებულია გამოყენება)

მართალია ამით პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა იკლებს, თუმცა გუგლმა რაში უნდა გამოიყენოს ჩემი მონაცემები?

 

რეალური საფრთხე არის როდესაც Google Wallet-ზე მიაბავ ბარათს და სხვის ხელში აღმოჩნდება, ესეც რამდენიმე  ნაირად შეიძლება მოხდეს :

1. საკუთარი გაუფრთხილებლობით (უპაროლოდ დატოვებული დევაისი, დავირუსებული სისტემა და ა.შ)

2. გუგლის "დაჰაკვით" და მონაცემების ბაზების მოპარვით (რაც ნაკლებად საალბათოა და თანამედროვე დამშიფრავი ალგორითმების ხარჯზე მოპარული ინფორმაციის გამოყენება სათუოა)

3. თვითონ გუგლის მიერ "ბოროტად" გამოყენების

 

ყველაზე მეტად მესამე ვარიანტზე საუბრობენ და MS-ის აგრესიული სარეკლამო კამპანიაც ამაზეა მიმართული, თუმცა რეალურად ჯერ არცერთი ფაქტი არ არის ცნობილი რომ Google-ს "ბოროტად" გამოეყენებინოს პერსონალური მონაცემები, ერთადერთი რასაც ის ამ მონაცემების ანალიზის შემდეგ აკეთებს (უნდა აღინიშნოს რომ მონაცემები კონფიდენციალურია და Google-ს არც ერთ თანამშრომელს მასზე უშუალო წვდომა არ აქვს-ოფიციალური განცხადების მიხედვით და დიდი ალბათობით ასეცაა) გვაჩვენებს რეკლამებს, თან ამას საკმაოდ მოკრძალებულად აკეთებს, და თუ მაინცდამაინც მათი თავიდან მოშორების საშუალებაცაა

 

ასე რომ ქონდეს ჩემი მონაცემები გუგლს, რა დარწმნუნებულები ხართ რომ MS არ აკეთებს იგივეს განსაკუთრებით თავისი ახალი Win8-თი და სტორით?

ან Apple სადაც რეგისტრაციისას ავტობიოგრაფია უნდა შეავსო? (და ზოგი Apple-ს მომხმარებელი (და არა მარტო ფანი) ამაყობს რომ Gmail არ აქვს)

თუნდაც Ubuntu? ბევრი ემდურება Ubuntu-ს ახალ ვერსიებს სარეკლამო მოდულების ქონაში და პირადი ინფორმაციის ქექვაში

 

ასე რომ თუკი პირადი ინფორმაციის საიმედოდ შენახვა გინდათ, ბევრ კომფორტზე მოგიწევთ უარის თქმა, მე მაგალითად არ ვაპირებ :)

 

ერთადერთი ინტერნეტბანკინგის ექაუნთების პაროლებს არ ვინახავ არცერთ ბრაუზერში და მოწყობილობაში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სათაური რომ ვნახე, მეგონა ახალი ანდროიდი გამოდის გუგლის გარეშე :D გამისკდა გული. :(

 

მეც პირადად არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის და არ ვგრძნობ თავს დაუცველად. თუმცა თუ დამჭირდა გამვიყენებ. :)

 

მადლობა ავტორს შრომისთვის!  :thumbsup:  :thumbsup:  :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

წაიღონ მთელი ინფორმაცია, ღმერთმა მოახმარონ :D

Link to comment
Share on other sites

კაი სტატიაა მალადეც,

კი ვხმარობ ბევრ რამეს კონტაქტების სინქრონიზაციას,ვებ ბრაუზერის სინქრონიზაციას კომპზეც და ტელზეც, და კიდევ რამოდენიმე რამეს მაგრამ არცერთში არ ამქვს რამე ისეთი ინფორმაცია რომ საშიში იყოს ჩემთვის იმის დაკარგვა, ასე რომ იძრომიალონ მაგრამ ძალიან მეეჭვება ჩვენი დრონის ქვეყნისგან რამე აინტერესებდეთ, NSA რომ აწვდიან ინფორმაციას ეგეც გამორიცხული არაა. როგორც გიომ აღნიშნა საკმაოდ კომფორტულია ესათუ ის სერვიზი უბრალოდ აზრიანად უნდა გამოიყენო ყველაფერი არ უნდა ატვირთო და საბანკო კოდები არ უნდა შეინახო :)

Link to comment
Share on other sites

კაი სტატიაა მალადეც,

კი ვხმარობ ბევრ რამეს კონტაქტების სინქრონიზაციას,ვებ ბრაუზერის სინქრონიზაციას კომპზეც და ტელზეც, და კიდევ რამოდენიმე რამეს მაგრამ არცერთში არ ამქვს რამე ისეთი ინფორმაცია რომ საშიში იყოს ჩემთვის იმის დაკარგვა, ასე რომ იძრომიალონ მაგრამ ძალიან მეეჭვება ჩვენი დრონის ქვეყნისგან რამე აინტერესებდეთ, NSA რომ აწვდიან ინფორმაციას ეგეც გამორიცხული არაა. როგორც გიომ აღნიშნა საკმაოდ კომფორტულია ესათუ ის სერვიი უბრალოდ აზრიანად უნდა გამოიყენო ყველაფერი არ უნდა ატვირთო და საბანკო კოდები არ უნდა შეინახო :)

ერთი Google Play-დან მადონას სერვიი წამოაყოლე თუ კაცი ხარ   :D

 

ნუ ჩემი გადმოსახედიდან, მომავალში სერიოზულ პრობლემებს შექმნის მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანის პირად ინფოზე წვდომა და სხვები როგორ ფიქრობენ ვერ გეტყვით.

არა ინფორმაციის მნიშვნელობაზე, არამედ იდეოლოგიაზეა საუბარი.

მე დიდი ხანია გუგლი სანაგვის გზას გავუყენე.

ვიყენებ ანდროიდს ყველანაირი გაპსის გარეშე.

კონტაქტების სინქრონიზაციის სერვისი CyanoGenMod-მა დაამატა.

კომპში OpenSuse + Chromium (Flash Player-ის გარეშე)

MAC-შიც ქრომიუმ-ს ვიყენებ.

 

ახლა ვერ ვხედავთ ბევრ მიზეზ თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი...

 

 

 

პ.ს. მადლობა ფრედერიკ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ბგერა არ მაპატიო ბრად  :mad: 
ვიდეო მომეწონა კარგი იყო.

Link to comment
Share on other sites

წაიღონ მთელი ინფორმაცია, ღმერთმა მოახმარონ :D

f61318b6ad2f.gif

 

 

 

ბგერა არ მაპატიო ბრად  :mad: 

ვიდეო მომეწონა კარგი იყო.

 

vmars-finger.gif

Link to comment
Share on other sites

სამსახურის/უნივერსიტეტის ფაილები დრაივზე მიდევს, 5 სხვადასხვა მეილი მაქვს მიბული gmail_ზე, მათ შორის სამსახურის და უნივერსიტეტის,

პირადი ფაილები/სურათები/ვიდეოები კი დროპბოქსზე (ტელეფონიდანვე ვტვირთავ ხოლმე) და მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო სანდოდ მაქვს შენახული, ვიდრე უბრალოდ ჰარდ დრაივზე შენახული სხვა ფაილები.

 

არაფერი მაქვს ისეთი, რასაც ზედმეტად პირადულს ვუწოდებდი, დიდად არ მესიამოვნებოდა, ჩემი სურათები სადმე ინტერნეტში რომ აღმოჩნდეს, მაგრამ ეგეც არაა ტრაგედია ) თუ ძალიან განაღვლებთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - არსებობს დაკრიპტვის (PGP) ან თუნდაც დაარქივების (7ZIP) საშუალება და ნორმალური პაროლით წლები დაჭირდება ვინმეს, რომ გატეხოს.

 

კარგია, რომ არჩევანი გვაქვს, თუმცა ანდროიდის უპირატესობა, პირადად ჩემთვის, გუგლის სერვისებთან ინტეგრაციაა, განსაკუთრებით კალენდარი/ელ-ფოსტა რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებ. 3rd party მარკეტები უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე გუგლის ყველა სერვისი ერთად აღებული :D

 

პირადი ინფორმაცია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ვერსად გავექცევით ამას.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

აუ გადამრევთ თქვენ :D სახლში კამერა რომ დაგიყენოთ გუგლმა მაგაზეც არ გექნებათ მგონი პრობლემა :D

საით მიდის ეს ყველაფერი არავინ ფიქრობს მაგაზე რატომღაც. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა ყოველ ნაბიჯზე რომ გაკონტროლებს ვიღაც.

ტოტალური კონტროლი და რაღაცები სასაცილოდ ეჩვენება ბევრს მარა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

და გუგლის სერვისებზე უარის თქმით დარჩები ანონიმური? მაშინ ზოგადად ტექნიკაზე და პირველ რიგში, მობილურბტელეფონზე /კომპიუტერზე უნდა თქვა უარი, კანონიერად თუ უკანონოდ/ფარულად ყოველთვის გააკეთებენ ამას და ტექნიკის განვითარებასთან ერთად შესაძლებლობები მარტო იზრდება.

მე ვიცი, რაზეც მივდივარ ხო? არავინ გვაძალებს )

წესებს, EULA და ა.შ. არავინ არასოდეს კითხულობს.

პირადი ინფორმაციის დაცვისთვის ბევრი გზა არსებობს, ეს - ერთ-ერთია, მაგრამ ზედა ინტერვიუს თუ მოუსმინე - დიდი ვერაფერი ხეირია ))

მესმის, რომ გლობალურ მასშტაბებზე საუბრობ, მაგრამ რა გამოსავალს ხედავ?

პ.ს. კამერებს led ნათურები აქვთ, რომ მიხვდე როდის გადასცემს გამოსახულებას, მაგრამ არცერთი ლეპტოპის ნათურა არ ინთება, თუ მარტო მიკროფონს "უსმენ". კიდევ ერთი ჩვენი დაუცველობის მაგალითი.

Sent from my Nexus 4 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

არაფრის, არაფრის კარგია თუ მოგეწონათ

 

ხო რაც შეეხება ამას არც მე არ ვიყენებ სრულად არ ვშლი gapps რაც არ მჭირდება მხოლოდ იმას 

gapps არ დაყენება პერფორმანსზეც აისახება ისე კარგად "ჭამს" გუგლის აპლიკაციები ram-ს

 

სინქრონიზაცია მართლაც კარგი მექანიზმია და მეც ვერ ვამბობ უარს ჯერ-ჯერობით

Link to comment
Share on other sites

თუ ძალიან მკაცრად მივუდგებით საკითხს, არა მარტო გუგლი, არამენ ნებისმიერი ციფრული  ტელე-კომუნიკაციის საშუალება ინახავს ინფორმაციას, ლოგებს და ა.შ, თუნდაც ანონიმური ბრაუზინგი ჩარტო, DNS სერვერზე მაინც ინახება შენი MAC მისამართი, მართალია, მაგის შეცვლაც შეიძლება და ტორ ქსელებისგამოყენება, თუმცა როგორც Kashmir-მა თქვა, საერთოდ ციფრულ ტექნოლოგიაზე უნდა თქვა უარი და მუქი სათალეებით და კაპიშონით უნდა იარო შენი პირადი ინფორმაცია რომ დაიცვა :)

მთავარია როგოი დაცული იქნება გაზიარებული ან დისტანციურად შენახული პირადი ინფორმაცია, მე მაგალითად Google ყველაზე სანდოდ მიმაჩნია სხვა სერვისებისგან განსხვავებით,  მართალია eula-ში წერია, რომ მეილებს წაიკითხავენ, მაგრამ წაიკითხავს ბოტი და Keyword-ებზე დაყრდნობით სარეკლამო ალგორითმებს ამუშავებს, ასე რომ თუნდაც პაროლი მიწერო არავითარი პრობლემა არაა Google-ს მხრიდან,

თუნდაც არ კითხულობდენ პირად ინფორმაციას, როგორც ამას Microsoft ამბობს (ანტიგუგლის კამპანიის ფარგლებში) როცა NSA ან მსგავსი ორგანიზაცია მოინდომებს პირად ინფოს, მაინც მიიღებს თუკი სადმე რამე სახითაა შენახული :)

ან რა პირად უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი როცა Facebook-ით, Twitter-ით Instagram-ით და მსგავსი სერვისებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხელმისაწვდომს ვხდით ფაქტიურად ყველა ინტერნეტ-მომხმარებლისთვის...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...


ფაქტიურად
ფაქტობრივად :) წინასწარ ბოდიში შესწორებისთვის
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მობილური დარუთული მაქვს მაგრამ /system/priv-app/ ამ დირექტორიას მაინც არ მიჩვენებს ფაილ მენეჯერი. რა გავაკეთო?

Link to comment
Share on other sites

ტონა

 

MaKaRoV Root  explorer_ით წაშალე

კონკრეტულად რა წაშალე? 

მაგით რაც ამ დირექტორიაშია  /system/app 

ყველაფერი წავშალო?

Link to comment
Share on other sites

თუ ძალიან მკაცრად მივუდგებით საკითხს, არა მარტო გუგლი, არამენ ნებისმიერი ციფრული  ტელე-კომუნიკაციის საშუალება ინახავს ინფორმაციას, ლოგებს და ა.შ, თუნდაც ანონიმური ბრაუზინგი ჩარტო, DNS სერვერზე მაინც ინახება შენი MAC მისამართი, მართალია, მაგის შეცვლაც შეიძლება და ტორ ქსელებისგამოყენება, თუმცა როგორც Kashmir-მა თქვა, საერთოდ ციფრულ ტექნოლოგიაზე უნდა თქვა უარი და მუქი სათალეებით და კაპიშონით უნდა იარო შენი პირადი ინფორმაცია რომ დაიცვა :)

მთავარია როგოი დაცული იქნება გაზიარებული ან დისტანციურად შენახული პირადი ინფორმაცია, მე მაგალითად Google ყველაზე სანდოდ მიმაჩნია სხვა სერვისებისგან განსხვავებით,  მართალია eula-ში წერია, რომ მეილებს წაიკითხავენ, მაგრამ წაიკითხავს ბოტი და Keyword-ებზე დაყრდნობით სარეკლამო ალგორითმებს ამუშავებს, ასე რომ თუნდაც პაროლი მიწერო არავითარი პრობლემა არაა Google-ს მხრიდან,

თუნდაც არ კითხულობდენ პირად ინფორმაციას, როგორც ამას Microsoft ამბობს (ანტიგუგლის კამპანიის ფარგლებში) როცა NSA ან მსგავსი ორგანიზაცია მოინდომებს პირად ინფოს, მაინც მიიღებს თუკი სადმე რამე სახითაა შენახული :)

ან რა პირად უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი როცა Facebook-ით, Twitter-ით Instagram-ით და მსგავსი სერვისებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხელმისაწვდომს ვხდით ფაქტიურად ყველა ინტერნეტ-მომხმარებლისთვის...

გიორგის გაუმარჯოს.

 

არ ვიყენებ არანაირ სოც. ქსელს.

 

ბროუზერი: Mozilla Firefox / Chromium (Open Source)

OS: OpenSuse 13.1 / Mac OS

ერთადერთი Properietary Software რაც ლინუქსზე  მიყენია არის IntelliJ IDEA, ვცადე სხვა ბევრი პროგრამირების გარემოებიც, მაგრამ ამ პროდუქტს ეტყობა რომ ნაფიქრი და ნამუშევარია გემოვნებიანი ხალხის მიერ.

Flash Player: არ ვიყენებ.

თუ დააკვირდებით Facebook-ისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს HTML5-ის მხარდაჭერის ჩადება ვიდეოებისათვის, თუმცა არ აკეთებენ.

საზოგადოებას აიძულებენ Flash-ის დაყენებას.

 

Android: არ ვიყენებ არანაირ Internet Service-ს.

მაქვს "ჭკვიანი" ტელეფონი, რომელიც ჩემ გემოზეა მოწყობილი.

ზოგადად გვგონია რომ ამარტივებს ცხოვრებას, ზოგი რაღაც მოხერხებულია და ა.შ. - მაგრამ რის ფასად?

არანაირი სურვილი არ მაქვს სხვისი შექმნილ სამყაროში ცხვარი ვიყო და თავისუფალი არწივი მეგონოს თავი.

Oculus Rift-ით არ ვიცხოვრებ.

CyanoGenMod მიყენია და თავიდან ბოლომდე გადაწმენდილი მაქვს სისტემა.

ინტერნეტთან აღარ აქვს კავშირი "სმარტფონტს" და საიდან უნდა წაიღონ ინფო

მაგრამ ამასთან ერთად დავფიქრდი რეალურად რა მჭირდებოდა და დავტოვე:

Any.DO, Camera, Clock, File Manager, Messaging, Offline Dictionary, People, Phone, Settings, Torch.

ამით ამოიწურა ჩემ სმარტფონში არსებული პროგრამების რაოდენობა(სისტემურებს აღარ ჩამოვთვლი).

ცოტა მეტი ენთუზიაზმი რომ მექნება მერე ალბათ Firefox OS-ს დავაყენებ.

კი მეტყვით მაშინ ფანრიანი ნოკია იყიდეო, მაგრამ ამ შემთხვევაშია კომფორტულია დასარეკად, კონტაქტების მენეჯმენტისათვის, მესიჯების საწერად, მოკლე და ადვილად დავიწყებადი საქმეების ჩასაწერად.

 

ანდროიდი ისეა დაწერილი რომ მესიჯის მოსვლისას მთელ სისტემაში ეშვება "შეტყობინება" რომ ახალი მესიჯი მოვიდა, ანუ ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია წაიღოს შენი მესიჯების ინფო.

 

დაუფიქრდით რეალურად მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რასაც "ვერ წირავთ", რომ სხვადასხვა გიგანტი კომპანიების ბოდიშს მოვიხდი და "მეწველი საქონელი" იყოთ?

ეს სმარტფონების დონეზე... და სხვა მხრივ რომ შევხედოთ სიტუაციას facebook-ზე, G+ზე და მსგავს წარმონაქმნებზე საუბრის სურვილი ნამდვილად აღარ გამაჩნია იმდენად ყარს.

საზოგადოების მენტალურ დაჩლუნგებას დიდი წარმატებით ემსახურება.

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ტონა

 

მაგით რაც ამ დირექტორიაშია  /system/app 

ყველაფერი წავშალო?

არა რა ყველაფერი

არევს ეგრე 

რაც ჩამოთვლილია ეგ წაშალე თუკი გინდა

Link to comment
Share on other sites

არა რა ყველაფერი

არევს ეგრე 

რაც ჩამოთვლილია ეგ წაშალე თუკი გინდა

დაგაგვიანდა, Setup Wizard-იც წავშალე და ეხლა დარესტების მერე მაგ პროგრამის არ არსებობის გამო ვეღარ ირთვება, უფროსწორედ იქამდე მიდის რო WI-FI-ს შეუერთდეს და მაგ დროს იქრაშება.

ამ ტელეფონს რექავერი მენიუ ჩინურად აქვს და ვერაფერს ვიგებ, ისედაც ყველაფერი ვცადე მაგ მენიუში და wipe data არცერთმა არ გააკეთა, უსბ-თი ორ ვაერთებ კომპტთან არც მაგ დროს მიჩვენებს ჩიპს და ტელეფონის მეხიერებას კომპიუტერში რო ეგ Setup Wizard ისევ ჩამეწერა ტელეფონში, გავჭედავ მგონი თუ ესე დარჩა.    Any ideas? მაგ რექავერი მოდის გაინგლისურება არ მოსულა?

Link to comment
Share on other sites

თუ ასე არ გინდათ გუგლის არანაირი სერვისი, ძვირადღირებული სმარტფონის ნაცვლად იყიდეთ Nokia 3310 ან 1100 და +რაიმე იაფფასიანი 5–7 ინჩიანი მედია პლეერი (50$–ზე ნაკლებად იშოვით Amazon/ebay-ზე არც Android აყენია და არც iOS, ნაკლებად გავრცელებული მწარმოებლის პროგრამული უზრუნველყოფა აქვთ)

ტელეფონის და ტაბლეტის ბატარეებიც ცალ-ცალკე დიდხანს გაძლებს, + თქვენი Privacy გაიზრდება მაღალ დონეზე  :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.