Jump to content

Recommended Posts

ამ თამაშის ქალის პერსონაჟებო და პრეტენზიული გეიმერები http://shazoo.ru/2014/06/12/22663/devushki-assasiny-v-unity-i-bespochvennye-obvineniya-razrabotchikov

Link to comment
Share on other sites

ჩასწორდა საკვანძო სიტყვები.

 

ამ ნაწილს ალბათ აღარ გამოვტოვებ, სტელსი გააუმჯობესებიათ, კომბატი ისევ მარტივი არის, მაგრამ რთული რომ სრულად შეითვისო, რევოლუციური პარიზიც საინტერესო ჩანს.

ACU-media-SS-1-big_147449.jpg

ACU-media-SS-5-big_147454.jpg

ACU-media-SS-9-big_147458.jpg

ACU-media-SS-2-big_147451.jpg

ACU-media-SS-6-big_147455.jpg

ACU-media-SS-10-big_147459.jpg

ACU-media-SS-3-big_147452.jpg

ACU-media-SS-7-big_147456.jpg

ACU-media-SS-11-big_147460.jpg

ACU-media-SS-4-big_147453.jpg

ACU-media-SS-8-big_147457.jpg

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

იარაღების მრავალფეროვნებას დააბრუნებენ ისევ იმედია, revelation-ის შემდეგ რამოდენიმე იარაღი იყო სულ

Link to comment
Share on other sites

კარგია ახალი ასსასსინი და საფრანგეთის რევოლუცია..

Link to comment
Share on other sites

Ubisoft-ის უფროსმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემქმნელები არ აპირებენ გამოუშვან Assassin's Creed: Unity ძველი თაობის კონსოლებზე. გაყიდვების და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვების მიხედვით, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
 
"Unity-ს ქმნიან ახალი თაობის მოწყობილობებისთვის - ამის გაკეთება არ შეიძლება ძველ კონსოლებზე. ჩვენ არ გაგვიგია ამის გაკეთება როგორაა შესაძლებელი და არც კი გვიცდია ამის გაკეთება", - განაცხადა ტონი კიმ.

 

b85aadd7a0e2.jpg

 

Unity-ს გამოსვლა იგეგმება PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შემქმნელებს არ მოუწევთ გრაფიკის დაწევა ძველი თაობის კონსოლების მომხმარებლებისთვის. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ახალი პლათფორმების რესურსები გამოყენებული იქნება მთელი სიმძლავრით, რაც იძლევა საუკეთესო ხარისხის გრაფიკის და შესაძლებლობების გარანტიას.
 
"მსოფლიოში ძალიან ბევრი Assassin's Creed-ის ფანია, რომლებიც ჯერ კი თამაშობენ ძველ კონსოლობზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე ჩვენ დაველაპარაკებით მათ", - დაასრულა Ubisoft-ის უფროსმა.

 

fde1067f0747.jpg

 

ჭორების მიხედვით ფრანგი გამომცემელი უზმადებს კიდევ ერთ თამაშს სერიიდან PlayStation 3-ის და Xbox 360-ის მფლობელებს. პროექტი იქმნება კოდური სახელით Assassin's Creed: Comet.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

იმედია მიხედავენ ოპტიმიზაციას, მარტო ერთი ბირთვი რომ იტვირთებოდა პროცესორის ესე აღარ იქნება, და ვიდეო 60% მგონი.

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი ამ თამაშის შესახებ, Eurogamer-ის მიერ:

 

 

4:01 - კედლებზე ჰორიზონტალურად გარბენის ანიმაცია, როგორც იქნა დაემატა პარკურს... რაც პირველი ნაწილი ვითამაშე სულ მინდოდა ეგ : D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Ubisoft-მა უარი თქვა შეჯიბრებით მრავამომხმარებლურ რეჟიმებზე, რომ დაემატებინა კო-ოპერატიული რეჟიმი. Assassin's Creed: Unity-ში არ იქნება მულტიპლეიერი.
 
Assassin’s Creed: Brotherood-ის რელიზთან ერთად 2010 წელს, ყოველ თამაშში იყო რეჟიმები, სადაც მოთამაშეები ეჯიბრობედნენ ერთმანეთს თავიანთი სამიზნეების განადგურებით. Unity-ის დონეების დიზაინერმა ისაუბრა, რაზე მოუწიათ შემქმნელებს უარის თქმა კო-ოპერატიული რეჟიმისთვის.
 
907bfb2693f9.jpg
 
"ჩვენს წინ თავიდანვე იდგა მრავალმომხმარებლური გეიმპლეის შექმნის არჩევანი. ჩვენ ვქმნიდით თამაშის ძირითად მექანიკას დაუღლელათ კო-ოპერატიულ რეჟიმზე, შეჯიბრებითის ნაცვლად", - ამბობს ბრუნო სენტ-ანდრე.
 
"ჩვენ დიდი ძალა ჩავდეთ ბრძოლების გადამუშავებისთის ისე, რომ მაშინვე რამდენიმე მოთამაშეს შეძლებოდა ბრძოლაში ჩაბმა და ტაქტიკური მანევრების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, რაც ძლიერ ამრავალფეროვნებს თითოეულ ბრძოლას. იგივე მოხდა ნავიგაციაზეც და სტელსზეც. მთელი ჩვენი ძალები და გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო კო-ოპერატიული რეჟიმის შეყვანაზე".
 
1bcdd34bbf7c.jpg
 
2010 წლიდან ფანები ყოველ წელს სთხოვდნენ შემქმნელებს, რომ დაემატებინათ თამაშში კო-ოპერატიული რეჟიმი. Unity-ში როგორც იქნა, გაჩნდება შესაძლებლობა ერთად ითამაშოთ, შეჯიბრებითი რეჟიმის სანაცვოდ. Assassin’s Creed: Unity-ის რელიზი შედგება PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე 28 ოქტომბერს.
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გრაფიკა ისე მართლა უკეთესი უჩანს წინა ნაწილებზე, მთავარია ვაჩდოგისნაირათ არ გააფუჭონ მერე და თქვა რომ ვეღარ ქაჩავდაო მასეთ ვიდში, დვიჟოკი არ უვარგათ ეტყობა, მულტითრიდინგი არ მუშაობს ალბათ და 4 ბირთვის წესიერი საპორტიც არ გააჩნია მოშნათ რომ დაგრუზოს პროცესორი

Link to comment
Share on other sites

ამ ნაწილში სტელსიც შეიცვლებაო http://www.overclockers.ru/softnews/61878/V_Assassin_s_Creed_Unity_budet_peresmotren_stels-element_igry.html

Link to comment
Share on other sites

Assassin’s Creed: Unity-ში არ იქნება Abstergo-ს კორპორაცია.

Ubisoft Montreal-ის მთავარმა პროდუსერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ წინა ნაწილში თქვენ თამაშობდით პერსონაჟით, რომელიც ჩვენ დროში აბსტერგოს თანამშრომელი იყო. ამ ჯერზე, გადავწყვიტეთ რაღაცა ახალი შემოგვეთავაზებინა გეიმერებისთვის. სიუჟეტის მიხედვით, თქვენ დაიწყებთ თამაშს და რაღაც მომენტში დაგიკავშირდებიან თანამედროვე ასასინები, იმისთვის რომ გთხოვონ დახმარება არნოს მეხსიერების შესწავლისთვის ანიმუსში. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ეს უკვე მეშვიდე თამაშია სერიაში და ორიგინალური ისტორიის მოფიქრებაც სულ უფრო რთული ხდება. ამიტომაც, ამ ჯერზე გადავწყვიტეთ რაღაც ელემენტები განსხვავებულად წარმოგვედგინა“

Ubisoft-მა ასევე გააკეთა კომენტარი თამაშის კოოპერატიულ რეჟიმზე: „ თქვენ შეგეძლებათ თითქმის მთელი სიუჟეტი გაიაროთ მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე კონკრეტული მისია, რომელიც მხოლოდ არნოსთვისაა განკუთვნილი. მაგრამ მთელი თამაშის სამყარო, მთელი პარიზი, ნივთების მოძევბნა, ახალი ტერიტორიების გახსნა - ყველაფერი ამის გაკეთება მეგობრებთან ერთად იქნება შესაძლებელი. უბრალოდ ზოგიერთი მისიის შესრულება მოგიწევთ მარტოს, ზოგიერთის კი - მეგობრებთან“

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Ubisoft: ამ ნაწილში პარიზი უფრო დიდი იქნებაო ვიდრე მთლიანი Black Flag ხმელეთი http://gamemag.ru/news/ubisoft-parig-assassins-creed-unity-bolshe-chem-vsya-susha-black-flag-97910

Link to comment
Share on other sites

ასასინები Assassin’s Creed: Unity-ში ნინძებს დაემსაგვსებიან.

Ubisoft აპირებს ასასინები თამაშში უფრო მეტად დაამსგავსოს დაქირავებულ მკვლელებს ან ნინძებს. დეველოპერები უმზადებენ გეიმერებს განახლებულ stealth-ის სისტემას, რომლის გამოყენებაც მოთამაშეებს გაცილებით უფრო ხშირად მოუწევთ, ვიდრე წინა ნაწილებში.

„ერთ-ერთ არტში, სადაც მთავრი გმირი სახურავიდან პარიზს გადაჰყურებს, ჩვენ გაჩვენეთ ის შესაძლებლობები, რომელიც დაგეხმარებათ დარჩეთ შეუმჩნეველი“ - განმარტა ალექს ამანსიომ, როდესაც ლაპარაკობდა მრავალრიცხოვან დასამალ წერტილებზე პარიზში. „ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ასასინი ყველაზე ძლიერია, როდესაც სახურავზე იმყოფება. ჩემთვის მთავარი გმირი შენობის სახურავზე არწვივით გამოიყურება, რომელიც თავის ნადავლს ეძებს“

„ჩვენ საგრძნობლად გავართულეთ საბრძოლო სისტემა. გეიმერები მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან ბრძოლაში, თუ ეს ერთადერთი გზა იქნება, რაც დარჩათ. ბრძოლის სირთულე აიძულებს მოთამაშეებს დაიმალონ და ისწავლონ მტრის ეფექტურად ნეიტრალიზირება. ზოგი მოწინააღმდეგე თქვენზე საგრძნობლად სწრაფი იქნება, ზოგი - უფრო ძლიერი. და თუ თქვენ ერთდროულად რამოდენიმე დაგესხმევათ თავს? ისინი უბრალოდ ადგილზევე მოგკლავენ. თუ თქვენ 5 მოწინააღმდეგეს შეხვდებით ქუჩაში - ჩათვალეთ, მკვდარი ხართ.“

ერთ-ერთ დამხმარე საშუალებას მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისგან თავის დასაღწევად წარმოადგენს კვამლის ბომბი, რომელსაც ასასინები სერიის წინა ნაწილებშიც იყენებდნენ. მისი დახმარებით მოთამაშეები შეძლებენ ადვილად და სწრაფად გაექცნენ მტერს და ამით შეინარჩუნონ სიცოცხლე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Ubisoft-მა გადაწყვიტა დაეწყო Assassin's Creed-ის ისტორია სუფთა ფურცლიდან. ასეთი გადაწყვეტილებით კომპანიას სურს მიიზიდოს ახალი მოთამაშეები.
 
"ეს ახალი სტარტია, მოთხრობის სუფთა ფურცელი. ეს ასახულია დღევანდელი დღის ახალი კონტექსტში. თქვენ ნახეთ სერიის ევოლუციის ახალი საფეხური Black Flag-ში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გავაკეთოთ ერთი და იგივე მუდმივად. Assassin's Creed: Unity გახდება სერიის ახალი ციკლის დასაწყისი", - აღნიშნა თამაშის კრეატიულმა დირექტორმა ალექს ამანსიომ.
 
1cb8fb8c1b9e.jpg
 
"რადგანაც ეს ახალი დასაწყისია, ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი ავხსნათ ისე, რომ არასოდეს არ დაგტვირთოთ. მე ვიტყოდი, რომ Assassin's Creed: Unity - საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი ისტორიის დასაწყისისთვის სერიის პირველი ნაწილის რელიზის მომენტიდან".
 
Assassin's Creed: Unity-ს რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 28 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე.
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ახალი ტრეილერები და სკრინები: http://gamemag.ru/news/geympleyniy-treyler-assassins-creed-unity-98250

 

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მეორე ნაწილის მერე მემგონი რო ისევ მაგარი გამოდის

Link to comment
Share on other sites

კარგი რაღაც ჩანს.მე ყველა სერია მევასება.

Link to comment
Share on other sites

next gen ტეხნოლოგიები, ქალი-ასასინი
Link to comment
Share on other sites

დედა მოუდღნეს ამის გრაფიკასაც! კონსოლების დედას ******  

 

 

 

Q3OjVSu.gif

 

არავინ არ თქვას კონსოლებიდან მოდის gaming-ო!

Link to comment
Share on other sites

ბიჭო ეს მაინც ხო ახალ კონსოლებზე გამოდის მარტო და pc-ზე. რა უქნეს გრაფიკას იბიომაც

Link to comment
Share on other sites

watch dogs ბედს გაიზიარებს მგონი ესეც  მაგენის დედაც...

Link to comment
Share on other sites

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.