Jump to content

eMachines E525 გაუმჯობესება


Doctor

Recommended Posts

გამოცდილ ოვერქლოქერებს სალამი! :)

 

ფორუმზე ახლა დავრეგისტრირდი და ვერ გავკადნიერდი, რომ პირდაპირ ახალი თემა გამეხსნა, ამიტომ აქ დავწერ ჩემს ჩივილებს.

 

მოძველებული ნოუთბუქი მაქვს - emachines E525, სკოლაში მომცეს. მე-7 წელია რაც შევყურებ, თქვენთვის ალბათ ნაგავზე გადასაგდებია, მაგრამ რა ვქნა, ახლის ყიდვის თავი არ მაქვს :D. ხოდა იქნებ თქვენ დამეხმაროთ, ცოტათი მაინც რომ გავაუმჯობესო. თამაშებზე, ფოტოშოპსა და მძიმე პროგრამებზე არ მაქვს მოთხოვნა, მინიმალურ საქმეში მჭირდება - ინტერნეტი, ბეჭდვა...

 

სამედიცინოზე ვსწავლობ და თქვენც მიხვდებით, ოვერქლოქინგის საფუძვლიანი შესწავლის დრო რომ არ მექნება (თორემ არ შეგაწუხებდით). გაითვალისწინეთ, ტერმინებში კარგად ვერ ვერკვევი. უბრალოდ, მითხარით რა გადმოვწერო, სად შევიდე, რას დავაწკაპო და ეგეთები :D.

 

ჩათვალეთ, ექიმები ხართ და ჩემი კომპიუტერი - თქვენი პაციენტი ;). გენდობით, ამის არ შეგეშინდეთ :)

 

ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია:

8vf6zh.png

 

 

Processor (CPU)

 

Name

Celeron Dual-Core CPU T3000 @ 1.80GHz

 

Threading

1 CPU - 2 Cores - 2 Threads

 

Frequency

1795.39 MHz (9 * 199.49 MHz)

 

Architecture

Penryn (45 nm)

 

CPUID / Stepping

6.7.A / 6.17 (R0)

 

CPU Extensions

MMX, SSE, EM64T

 

Caches

L1 : 64 KB / L2 : 1024 KB

 

Microcode

0x00000A07

 

Temperature

43°C

 

Type

Stock

 

Motherboard

 

Model

eMachines eMachines E525

 

BIOS

eMachines - V1.06 - 07/11/2009

 

CPU Socket

Socket P (478)

 

North Bridge

Intel GL40 rev 09

 

South Bridge

Intel 82801IM (ICH9-M) rev 03

 

Memory (RAM)

 

Size

1024 MB

 

Type

DDR2-798 - Single Channel

 

Frequency

399 MHz (1:2)

 

Timings

6-6-6-18

 

Slot #1 Module

Nanya Technology - 1024 MB (6400)

 

Graphic Card (GPU)

 

GPU Type

Mobile Intel® 45 Express Chipset Family (Microsoft Corporation - WDDM 1.1)

 

VRAM Size

284 MB

 

Miscellaneous

 

Windows Version

Windows 7 Ultimate Edition 32-bit

 

Windows Subver

SP1 (Build 7601)

 

CPU-Z Version

1.68

 

Link to comment
Share on other sites

ნოუთბუქს ვერ დაარაზგონებ, ერთადერთი რითაც შეგიძლია გაუმჯობესო, ოპერატიული დაუმატო. მეორე 1გბ-იანი ჩასვი და 2გბ გახდება :) თან დუალ ჩენელშიც იმუშავებს და საკმაოდ აჩქარდება საერთო ჯამში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სალამი

გაძლიერება ნოუთბუქის ფაქტიურად არ/ვერ ხდება

შენ შემთხვევაში შეგიძლია ოპერატიული მეხსიერება გაუზარდო და დააყენო 2Gb(თუკი აქვს მხარდაჭერა 2Gb ram-ის[უნდა ჰქონდეს])

ხო კიდევ ოპერაციული სისტემა შეცვალე მანამდე Win7 starter დააყენე სჯბოს ან Win8.1

Link to comment
Share on other sites

მადლობა გამოხმაურებისთვის!

 

ubuntu-ც მიყენია, მაგრამ მაგაზე ბევრს არ ვისაუბრებ. Win8.1 უკეთ იმუშავებს?

 

RAM-ის გამოცვლას რისი გათვალისწინება სჭირდება, თუ უბრალოდ ვიყიდო ამაზონზე და ჩავსვა?

Link to comment
Share on other sites

მადლობა გამოხმაურებისთვის!

 

ubuntu-ც მიყენია, მაგრამ მაგაზე ბევრს არ ვისაუბრებ. Win8.1 უკეთ იმუშავებს?

 

RAM-ის გამოცვლას რისი გათვალისწინება სჭირდება, თუ უბრალოდ ვიყიდო ამაზონზე და ჩავსვა?

ყველაზე კაი ვინ 7 იქნება, ოღონდ არა ულტიმეიტი, რაიმე როგორც გირჩიეს ზემოთ, უფრო დაბალი ან თუნდაც სტარტერ ვერსია და თანაც კლასიკურ თემას თუ დააყენებ, აჯობებს, დატვირთვა ვიდეო და ოპერატიული მეხსიერების, მითუმეტეს ასეთ სუსტ კომპზე საგრძნობლად მოიკლებს და წარმადობაშიც საგრძნობ სხვაობას მოგცემს.

 

RAM  უბრალოდ იყიდე 2 გბ და ჩასვი ( არაფრის გათვალისწინება არ ჭირდება) და იმ 1 გბ -ს მიემატება, ან თუ მხოლოდ ერთი სლოტი აქვს, მაშინ 2 გბ რომ იყიდი, ის 1 კი ამოიღე.

Link to comment
Share on other sites

მადლობა, კახა.

 

კარგია თუ არაფრის გათვალისწინება არ ჭირდება Ram-ს. გადმოვწერ ვინ7-საც და ეგ არის. 

 

გამიხარდა ასე მარტივად რომ გადაიჭრა საქმე. ყველას მადლობა დახმარებისთვის!

 

:*

Link to comment
Share on other sites

ეგ ნოუთი მაქვს მეც  :D ჩასვი მეორე 1გბ რამი და მაგრად იმუშავებს , 8,1 მიყენია და რა ვიცი არ აქვს არანერი ჭედვა , რაშიც მჭირდება ვიყენებ კარგად 

 

1GB 800MHz DDR2 PC-6400 ესეთი ოპერატიული გინდა დამატებით მეორე 

Link to comment
Share on other sites

ეგ ნოუთი მაქვს მეც  :D ჩასვი მეორე 1გბ რამი და მაგრად იმუშავებს , 8,1 მიყენია და რა ვიცი არ აქვს არანერი ჭედვა , რაშიც მჭირდება ვიყენებ კარგად 

 

1GB 800MHz DDR2 PC-6400 ესეთი ოპერატიული გინდა დამატებით მეორე 

 

ამაზონზე ეგ შევუკვეთე და არ წავა?

  • Technology: DDR2 SDRAM
  • Density: 1GB
  • Pin Count: 200-pin SODIMM
  • Data Rate: 667MHz PC2-5300
  • CL: CL = 5, 1.8v

 

:)

Link to comment
Share on other sites

წავა მაგრამ ორივეს დაბალ სიხშირეზე 667-ზე ამუშავებს

800-იანი რომ შეგეკვეთა 800-ზე ამუშავებდა ორივეს

Link to comment
Share on other sites

წავა მაგრამ ორივეს დაბალ სიხშირეზე 667-ზე ამუშავებს

800-იანი რომ შეგეკვეთა 800-ზე ამუშავებდა ორივეს

 

დიდი სხვაობა ექნება? მაგის გამო ღირს შეკვეთის გაუქმება? შიპინგისთვის ემზადება უკვე

Link to comment
Share on other sites

დიდი სხვაობა ექნება? მაგის გამო ღირს შეკვეთის გაუქმება? შიპინგისთვის ემზადება უკვე

არ იქნება დიდი სხვაობა

Link to comment
Share on other sites

თუ გააუქმებ მადლობას გვეტყვი , 800 იანები გირჩევნია

  დაგიჯერე, წინა შეკვეთა გავაუქმე, თანხა ჩამოჭრილი მქონდა და იმედია დააბრუნებენ :). ეს შევუკვეთე, ნახმარი, თანაც უფრო იაფი დაჯდა:

1GB DDR2 SODIMM 200pin PC2-6400 800MHz Samsung

 

იმედია სწორი არჩევანი გავაკეთე. :)

Link to comment
Share on other sites

ხო ეგრე სჯობს , კარგად იმუშავებენ ერთ სიხშირიანები უფრო და 800 ზე იდგება ორივე , მე ერთხე ვცადე და არ იმუშავა 667 იანმა ამის გვერდით რაც ჰქონდა 

Link to comment
Share on other sites

მადლობა, გაიხარე :) რომ ჩამოვა, დავტესტავ და უკუკავშირს გაგიკეთებთ :)

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს მასეთი ნოუთბუქი ნახმარი ვიყიდე 70ლარად და ასე გავაძლიერე ახალი ვინჩესტერი 750გბ  დდრ3 1600მჰზ ოპერატიულები 4გბ და +2გბ სულ 6გბ სკოლის არაა და წინ კამერა აქვს და 1.900 მჰზ მუშაობს კარგად გავწმინდე სუმთლად ქულერი ყველაფერი და ვინ7 ულტიმეიტი დავაყენე 32ბიტი ვირივით მუშაობს სერიოზულათ დავტვირთე და არ გაჭედა მაგრად მუშაობს თან ყოველდგე ჩართულია და პროგრამებს ვტესტავ :comp10:

Link to comment
Share on other sites

მე მქონდა ზუსტად ეგეთი ნოუთი შარშან გავყიდე ოპერატიული გაუზარდე სხვას ვერაფერს უზავ  :user:

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს მასეთი ნოუთბუქი ნახმარი ვიყიდე 70ლარად და ასე გავაძლიერე ახალი ვინჩესტერი 750გბ  დდრ3 1600მჰზ ოპერატიულები 4გბ და +2გბ სულ 6გბ სკოლის არაა და წინ კამერა აქვს და 1.900 მჰზ მუშაობს კარგად გავწმინდე სუმთლად ქულერი ყველაფერი და ვინ7 ულტიმეიტი დავაყენე 32ბიტი ვირივით მუშაობს სერიოზულათ დავტვირთე და არ გაჭედა მაგრად მუშაობს თან ყოველდგე ჩართულია და პროგრამებს ვტესტავ :comp10:

 

კარგად გიმუშავია, თუ გავთამამდი ნელ-ნელა შევმატებ ძალას :).

 

მე მქონდა ზუსტად ეგეთი ნოუთი შარშან გავყიდე ოპერატიული გაუზარდე სხვას ვერაფერს უზავ  :user:

 

ამჯერად ოპერატიულის გაზრდას დავჯერდები.

Link to comment
Share on other sites

კარგად გიმუშავია, თუ გავთამამდი ნელ-ნელა შევმატებ ძალას :).

 

 

ამჯერად ოპერატიულის გაზრდას დავჯერდები.

მეტი არც გინდა

დროზე გაყიდე სანამ უფრო არ გაიფდება

და ახალი მოდელი იყიდე რაიმე მეორადი მარკეტზე ან ფორუმზე სჯობს მაგის აფგრეიდს

Link to comment
Share on other sites

ესენი რომ გავაუბჯობესო და მერე გავყიდო?

 

* მხოლოდ ერთი USB პორტი მუშაობს

* ბატარეა 15 წუთს ძლებს

* სადისკე არ მუშაობს

* სატენი 9-ჯერაა დასკოჩილი

 

მხოლოდ ეგ არის :D

Link to comment
Share on other sites

ხო დისკის წამკითხავი მეც გამოცვლილი მაქვს , ბატარეა ჩემიც ეგრეა  :D

 

ესეთს ჰა 200 ლარში გაყიდი და მაგას სჯობს გქონდეს  :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ოპერატიული 1გბ უკვე ჩავსვი. კარგად მუშაობს.  :thumbsup:

 

მადლობა რჩევისთვის :*

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.