Jump to content

ოვერკლოკერების შეჯიბრი!


Coll1sion

Recommended Posts

მოგესალმებით

 

თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ ოვერკლოკერების შეჯიბრს.

ტურნირი გაიმართება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში

 

იჩქარეთ! რეგისტრაცია მხოლოდ 21 თებერვლამდეა და მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. შეჯიბრი დაიწყება 1-ელ მარტს და რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.  დაჯილდოება გაიმართება 9 მარტს

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ 

 

http://freeuni.edu.ge/node/702

 

ან

 

http://agruni.edu.ge/node/810

 

 

დამატებით ინფორმაცია წესების შესახებ 

 

ჩვენ კონკურსში მუშაობის წესები და პროცესი იქნება ასეთი:

 

თითეულ მონაწილეს ეძლევა 1 საათი კომპიუტერის ასაჩქარებლად და 5 წუთი - მიღწეული შედეგის საჩვენებლად (იქნება live ჩვენება).

 

კომპიუტერები მთლიანად კონფიგურირებული იქნება პროგრამულ-აპარატურულად იმგვარად, რათა მონაწილეს არ დაჭირდეს რაიმე პროგრამის მოტანა ან დაინსტალირება.

 

კომპიუტერის კეისი  აწყობილი და დაპლომბილი იქნება, რაიმე აპარატურული ცვლილებების შეტანა აკრძალული იქნება. ასევე, აკრძალული იქნება პროცესორის დამცავი მექანიზმების გათიშვა.

 

ოპერაციული სისტემა იქნება ვინდოუს 7. დრაივერები და ყველა საჭირო პროგრამა, როგორიცაა CPU-Z, Super PI, Speedfan და სხვა, წინასწარ დაინსტალირებული იქნება. ინტერნეტთან წვდომა გათიშული იქნება, ასევე გათიშული იქნება გარე მატარებლები, როგორიცაა ფლეშ დრაივები და სიდი დისკები.

 

შედეგებს აღრიცხავს ჟიური.

 

თუ შემთხვევით კომპიუტერს რამე მოუვიდა, გვექნება სათადარიგო კომპიუტერები. უბრალოდ შევცვლით კომპიუტერს, მონაწილეს რომელსაც პრობლემა შეექმნება იმის დრო თავიდან ჩაირთვება

 

პ.ს. რეგისტრაცია დაიუხერაბა როგორც კი საჭირო რაოდენობა მოგროვდება ასე რომ იჩქარეთ!

ამერიკიდან გამოწერის დროს (როგორც მოგვწერეს ამინდის გამო) შეიქმნა პრობლემა ნაწილების გამოგზავნაზე. ამიტომ კომპიუტერებმა ვერ მოასწრეს ჩამოსვლა.

უკომპიუტეროდ შეჯიბრს ვერ ჩავატარებთ ამიტომ იძულებულნი გავხდით შეჯიბრი გადავწიოთ.

დაგვპირდნენ რომ ოთშაბათისთვის ყველა კომპიუტერი გვექნება, ამიტომ 1 კვირით გადავწიეთ შეჯიბრი (სამუშაო დღს არ დავამთხვევთ, რომ ყველასთვის მოსახერხებელი იყოს) და დავიწყებთ 8 მარტს.

ამის გამო შეიცვლება ფინალის დროც - რადგან 14,15,16 მარტს ჩვენთან ტარდება ჰაკათონი ამიტომ ოვერქლოქერების შეჯიბრის ტური გაიმართება 22- 23. და დაჯილდოებაც იქნება 23ში.

იმედია მეტი არაფერი შეგვეცვლება, თუ შეიცვალა შეგატყობინებთ მაქსიმალურად ოპერატიულად (არა ასე როგორც დღეს გამომივიდა)

Link to comment
Share on other sites

  • Replies 777
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეგ ყველაფერი ძალაინ კარგია.

ჰარდი, გაგრილება ნებისმიერი თუ შეზღუდული, უფრო კონკრეტულათ რომ დაწერო.

Link to comment
Share on other sites

მაგარია ასეთი რამ რო ტარდება, უბრალოდ რომ დავესწრო როგორც არა კონკურსანტი ეგ თუ შეიძლება?

Link to comment
Share on other sites

პროცესორის მონაცემი საიტზე წერია ზუსტად. სხვა მონაცემებსაც ალბათ გამოვაქვეყნებთ 1-2 დღეში. ამავე პეიოდში გამოქვეყნდება წესები, რომელიც იმოქმედებს შეჯიბრის დროს.

Link to comment
Share on other sites

Coll1sion

 

ანუ ჩემი კომპი უნდა წამოვიღო?

 

2X780 lightning - ით შემიძლია მოვიდე )))

 

უფრო სწორედ თუ ღირს მოსვლა : )

Link to comment
Share on other sites

არა, ბატონებო, თქვენი სისტემებით არ უნდა მიხვიდეთ იქ. იქ დაგხვდებათ იდენტური სისტემები, რომლებიც უნდა დაქლოქოთ :)

 

ანუ ყველა თანაბარ პირობებში იქნებით. + სტოკ ქულერები ნიშნავს, რომ სკილი გჭირდებათ შედეგის გასაწურად.

 

თეორიული გაიდები ფორუმზე დევს, შეგიძლიათ გადახედოთ, ნახოთ დემოები და ა.შ. 2011 სოკეტი ფასიდან გამომდინარე იშვიათი ხილია და ვინც შეჯიბრე მივა, 95% თეორიული ცოდნით მივა, ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ წინასწარ. რაც მეტი დარეგისტრირდებით და მეტი მიხვალთ, მით უკეთესი იქნება  - ორგანიზატორებსაც გაუხარდებათ და ჩვენც, overclockers.ge-ს :)

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Power_VANO

 

ახლა გასაგებია ყველაფერი. ეს ახსნა თემის დასაწყისში რომ იყოს უკეთესი იქნებოდა.

Link to comment
Share on other sites

 

ოვერქლოქერების შეჯიბრი

 

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აცხადებენ ოვერქლოქერების შეჯიბრს. თუ დაინტერესებული ხარ კომპიუტერული ინჟინერიით და გიზიდავს კომპიუტერების მაქსიმალური შესაძლებლობების გამოცდა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს შეჯიბრში და მოიგე კომპიუტერი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ასაკის და საქმინაობის შეუზღუდავად.

ოვერქლოქერების შეჯიბრი დაიწყება 1-ელ მარტს და ჩატარდება რამდენიმე ტურად. ყველა ტურში თითოეულ მონაწილეს მიეცემა ერთი საათი იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს.

გამარჯვებულს გადაეცემა მის მიერ გამოცდილი კომპიუტერი.

თქვენ გექნებათ საშუალება გამოსცადოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება უახლესი LGA2011 პლატფორმის Intel i7-4820K პროცესორით. შეჯიბრი ტარდება კატეგორიაში STOCK COOLING ONLY და გადამწყვეტი იქნება თქვენ მიერ მიღწეული შედეგი Super PI-ში.

გამრჯვებულის დაჯილდოება გაიმართება 9 მარტს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.

კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია გაგრძელდება 21 თებერვლამდე. იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

 

საინტერესო კონკურსი იქნება ძალიან. იმედია ფორუმიდან ბევრი გავა და წარმატებულად. საკმაოდ სოლიდური პრიზია ჩემი აზრით და ბევრისთვის საჭირო და ზოგიერთისთვის შეიძლება საოცნებოც იყოს. OC-სთან შეხება არ მქონია მე პირადად, არა მაქვს გამოცდილება, მცირედი თეორიული მხოლოდ. გადავხედავ აქ Guide-ბს და $#^#(|დები მივიღო მეც მონაწილეობა. ვეთანხმები და მადლობა Power_VANO-ს, კარგი რჩევა მოგვცა ყველას. მივიღოთ მონაწილება, ჩვენგან რა მიდის, პირიქით შანსი გვეძლევა პრაქტიკული გამოცდილება მივიღოთ, ვისაც არა გავაქვს და უფრო მეტი ცოდნა შევიძინოთ. 

Link to comment
Share on other sites

სტოქ ქულერით ძალაინ ცუდია. იგივე რაც დრიფტი ქვაფენილზე.

თუმცა წამოწყება ძალაინ კარგია და იმედია ჩვენი ფორუმელი მოიგებს :დ

Link to comment
Share on other sites

ვინემე ხო არ დადებს თეორიული მასალის ლინკებს, ძალიან გთხოვთ

Link to comment
Share on other sites

მაგარია ასეთი რამ რო ტარდება, უბრალოდ რომ დავესწრო როგორც არა კონკურსანტი ეგ თუ შეიძლება?

მეც მაინტერესებს ეს

Link to comment
Share on other sites

ვინემე ხო არ დადებს თეორიული მასალის ლინკებს, ძალიან გთხოვთ

https://www.google.co.il/search?q=socket+2011+overclocking+guide&oq=2011+socket+ove&aqs=chrome.2.69i57j0l5.9459j0j7&sourceid=chrome&espv=210&es_sm=93&ie=UTF-8

:)

მეც მაინტერესებს ეს

ალბათ შეიძლება, მარტო მონაწილეებისთვის ხომ არ ჩატარდება, მაყურებელი და გულშემატკივარიც საჭიროა :)
Link to comment
Share on other sites

https://www.google.co.il/search?q=socket+2011+overclocking+guide&oq=2011+socket+ove&aqs=chrome.2.69i57j0l5.9459j0j7&sourceid=chrome&espv=210&es_sm=93&ie=UTF-8

:)

ალბათ შეიძლება, მარტო მონაწილეებისთვის ხომ არ ჩატარდება, მაყურებელი და გულშემატკივარიც საჭიროა :)

მადლობა. იმედია ორგანიზატორები უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწოდებენ))

Link to comment
Share on other sites

ვა ვაა :D აბა რა ხდება ჩემს ყოფფილ უნივერსიტეტში (ნუ იდეაში ეხლაც ვსწავლობ :D

ნაცნობობა არ გაჭრის რო რამე  :keh:

Link to comment
Share on other sites

ეეჰ, მე მეათედ ფასში გაყიდული დეტალების საყიდელად ვერ ჩამოვდივარ, დედაქალაქში, მაგისთვის კი არა.    :cry:

Link to comment
Share on other sites

მე ჩავდივარ(გურიიდან)

 

რაც შეეხება OC.Ge-ს რაც უფრო ბევრი მონაწილე გავა ქედან მით უფრო კარგია

Link to comment
Share on other sites


მე ჩავდივარ(გურიიდან)
მეც მინდა ჩასვლა მარა არ მქონია 2011 სოკეთთან შეხება საერთოდ და :D   

 

პ.ს გურიადან კურსელები მყავდა 6-7 კაცი :)

Link to comment
Share on other sites

თუ ვერ გავიმარჯვებდი, მონაწილეობას ხო მაინც მივიღებდი.    :D

Link to comment
Share on other sites

მეც მინდა ჩასვლა მარა არ მქონია 2011 სოკეთთან შეხება საერთოდ და :D   

 

პ.ს გურიადან კურსელები მყავდა 6-7 კაცი :)

 

მე საერთოად არც 1155,1150,1156,2011 არ მქონია შეხება ჩემ Pentium-ის გარდა მაგრამ მაინც მივდივარ იქ მივიღებ ცოდნას + მანამდე თეორიულად მოვემზადები ცოტას

თანაც იქ სასიამოვნო რაღაცეები ქიენაბ ფორუმელები და დიდი ალბათობით თხევადი აზოტითაც მოვნათლავთ cpu-ებს : p

 

სად ცხოვრობ?

Link to comment
Share on other sites

Shopen

 

იქ დასწრება შეიძლება? ანუ მონაწილეობის გარეშე რო უბრალოდ დავესწროთ? თუ შეიძლება ფორუმელები შევიკრიბოთ ერთად და წავიდეთ რავი : )

Link to comment
Share on other sites

Shopen

 ამჟამად ქვემო ქართლი, სოფ. კოდა, 2008-მდე სამაჩაბლო :(

 

 

თხევადი აზოტი და კაი ცხოვრება სად იქნება :D  გაგანია სტოკ ქულერიო :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.



×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.