Jump to content

როგორ დავაყენოთ Custom Rom


Shopen

Recommended Posts

მოგესალმებით

ეს ბოლო დროა ხშირად იხსნება თემები და იპოსტება იმასთან დაკავშირებით თუ რა არის Custom rom ან როგორ დავაყენოთ ის, დღეს გეტყვით ვინც არ იცით ან ვინც იცით მაგრამ არ გაქვთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა დააყენოთ რა არის ქასთომ რომი.

  • რა არის Custom rom?

როგორც მოგეხსენებათ Android OS არის open source-ზე რაც საშუალებას იძლევა მის მოდიფიკაციას რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია(თუკი საკმარისი ცოდნა აქვს ამისი) შესაბამისად გამოჩნდნენ ადამიანები/ადამიანთა ჯგუფი რომლებმაც მოდიფიცირება მოახდინეს კონკრეტული მოდელის "სისტემის" ანუ rom-ის და გაავრცელეს, ქასთომ რომი ანუ არაოფიციალური(ან სამომხმარებლო) არის რომელმაც განიცადა მოდიფიკაცია, კერძოდ აქვს დამატებული სხვადასხვა უტილიტები,აპლიკაციები, მისი ინტერფეისი სრულად არის დამოკიდებული ამ რომის მწარმოებლის ფანტაზიაზე, დავწეროთ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს სამომხმარებლო რომებს:

  • დადებითი
  • უმეტესწილად გაუმჯობესებულია ენერგომოხმარება;
  • არის უფრო სწრაფი ვიდრე stock(ანუ ქარხნული) rom;
  • არ გჭირდებათ ოფიციალურ ვერსიამდე ცდა, ოფიციალურ რომამადე სწრაფად იდება ხოლმე ქასთომ რომები;
  • ამოღებული აქვს ბევრი უსარგებლო აპლიკაცია(ხშირ შემთხვევაში პროვაიდერის მიერ ინტეგრირებული app-ები);
  • დამატებული აქვს ბევრი ახალი ფუნქცია;

 

  • უარყოფითი
  • დაყენების დროს შეიძლება დევაისი გაბრიქოთ;(თუ სწორად გააკეთებთ ამისი საფრთხე არ არის)
  • ბევრ რომს აქვს ბაგები, ხანდახან არასტაბილურია;

 

  • როგორ დავაყენოთ?
  • მეთოდი #1(რექავერიდან დაყენება)

ეხლა გადავიდეთ უშუალოდ რომის დაყენებაზე, იმისათვის რომ ჩვენ დავაყენოთ Custom rom პირველ რიგში გვჭირდება root უფლება(ანუ სმარტფონი უნდა იყოს დარუთული) და გვეყენოს Custom recovery რისი მეშვეობითაც დააყენებთ რომს,სულ არის ორი ცნობილი ქასთომ რექავერი: CWM(ClockworkMod) Recovery და TWRP Recovery, როგორც წესი მათი დაყენება არანაერ სირთულეს არ წარმოადგენს(გამოიყენეთ google), რექავერის დაყენების შემდეგ:

  1. გადმოიწერეთ custom rom*;
  2. გადმოიწერეთ gapps(google applications)(ხშირ შემთხვევაში რომთან ერთად არის საიტებზე);
  3. შეინახეთ ფაილები კომპიუტერში(არ ამოაარქივოთ);
  4. შეაერთეთ ტელეფონი და გადაიტანეთ SD Card-ზე(twrp რექავერზე შესაძლებელია შიდა მეხსიერებაშიც ჩაგდება, cwm-ზე არ ვიცი,არ მქონია შეხება);
  5. გამოაერთეთ ტელეფონი და გამორთეთ;
  6. შედით რექავერი ჩართვისას გამოდის იქ შეგიძლიათ აირჩიოთ Menu და შეხვიედთ);
  7. რეკომენდირებულია დაყენებამდე გააკეთოთ backup სისტემის;
  8. რექავერიდან სმარტფონს გაუკეთეთ "wipe data factory reset" და "wipe cache partition";
  9. შემდეგ აირჩიეთ თქვენი rom და დააინსტალირეთ/დაფლეშეთ;
  10. ასევე დაფლეშეთ gapps;
  • მეთოდი #1(ROM Manger-ის მეშვეობით)

 

  1. გადმოიწერეთ ROM Manager(აქაც საჭიროა root და custom recovery);
  2. დააინსტალირეთ და გახსენით;
  3. აირჩიეთ “Install ROM from SD Card”;
  4. აირჩიეთ zip ფაილი(ანუ თქვენი rom);
  5. გაუეკთეთ "wipe data factory reset"(თუკი ქასთომ რომს ააფდეითებთ არ არის საჭირო);
  6. დააჭირეთ “Reboot And Install"
  7. იგივე პროცედურა გააკეთეთ gapps-ზეც

(ეს მეთოდი არ არის დატესტილი ავტორის მიერ)

 

  • მეთოდი #3(Odin-ის მეშვეობით[samsung-ის დევაისებისთვის])
  1. გადმოიწერეთ და დააყენეთ Odin;
    odin-ის დაყენება:> დააინსტალირეთ windows-ში პროგრამა, შემდეგ გამორთეთ სმარტფონი, შედით download mode-ში (Volume down + Home + Power), შეაერთეთ usb კაბელის მეშვეობით ტელეფონი, დაელოდეთ დრაივერის დაინსტალირებას, enjoy.
  2. (#1) ჩართეთ odni, თუკი მხოლოდ ერთი ფაილის დაფლეშვას აპირებთ მაშინ აირჩიეთ PDA;
  3. გამორთეთ ტელეფონი;
  4. შედით download mode-ში (Volume down + Home + Power);
  5. შეაერთეთ ტელეფონი usb კაბელის მეშვეობით;
  6. დაიწყეთ დაფლეშვა;
  7. (#2) თუკი ერთზე მეტი ფაილის დაყენება გსურთ აირჩიეთ PIT;
    თვალსაჩინოებისათვის უყურეთ

 

 

სულ ეს არის ამის შემდეგ გამოხვალთ რექავერიდან და ჩართავთ სმარტფონს!

 

დამატებითი ინფორმაცია

  1. როგორ მოვნახო ჩემი დევაისისთვის custom recovery და custom rom?

    ძალიან მარტივად


    1) გუგლის მეშვეობით - ჩაწერეთ თქვენი დევაისის მოდელი და მიუწერეთ custom rom/recovery.
    2) შედით XDA Developers-ზე ჩაწერეთ თქვენი ტელეფონის მოდელი შემდეგ შედით "xxxx Android Development-ში" სადაც ნახავთ ROM-ებს თქვენი ტელეფონისთვის(ასევე gapps-ებს)

  2. რომლებია ყველაზე ცნობილი და საიმედო cusom rom დეველოპერები?


    & CyanogenMod
    ​& AOKP
    & Paranoid android
    & PAC Rom
    & MIUI

  3. დავაყენე custom rom მაგრამ არ ირთვება, იჭედება boot loop-ზე, როგორ მოვიქცე?


    საშიში არ არის, როგორც წესი პირველი ჩართვისას დიდი დრო უნდა(დაახლოებით 5-7წთ-მდე, თუკი ამ დროის განმავლობაში არ ჩაირთო გამორთეთ დევაისი, შედით რექავერ მოუდში, გაუკეთეთ “wipe data factory reset” და “wipe cache partition”, გადატვირთეთ და ჩართეთ.

  4. როგორ გადმოვიწერო რომი rom manager-სი საშუალებით?


    & დააჭირეთ “Download ROM” რომ მენეჯრში;
    & აირჩიეთ დირექტორია სადაც შეინახავთ;
    & აირჩიეთ რომი რომლის დაყენებაც გსურთ;
    & დააჭირეთ "download" ღილაკს და აირჩიეთ ასევე მანდ რომ გსურთ gapps-ის დაყენებაც;
    & დაეთანხმეთ რომ გადმოწიეროს რომის ფაილები;
    & გადმოწერის დამთავრების შედმეგ მონიშნეთ “wipe data and cache”;
    & დააჭირეთ “Reboot And Install now.”

 

სულ ეს არის, იმედია გამოგადგებათ...

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

საღოლ მაგარია მარა ამაზე ხო გქონდა გახსნილი თემა

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

xperia z1 მაქვს და მინდა რომის დაყენება მარა აზრზე არ ვარ რა მიყენია როგორ მიყენია დარუთული მაქვს და ბუთლოადერი გახსნილია ეგ ვიცი ერთი რომელი რიქოვერი აყენია არ ვიცი მარა ვერცერთში ვერ შევდივარ :/ ხმის ამწევ კნოპკას ვაწვები და არ ეწევა მგონი ClockworkMod მიყენია.... დამეხმარეთ რა უფრო ზუსტად ამიხსენით როგორ და რა გავაკეთო ან როგორ გავიგო რა რიქოვერი მიყეია..... ან როგორ შევიდე რიქავერიში საერთოდ 

  1.  
  2.  
Link to comment
Share on other sites

xperia z1 მაქვს და მინდა რომის დაყენება მარა აზრზე არ ვარ რა მიყენია როგორ მიყენია დარუთული მაქვს და ბუთლოადერი გახსნილია ეგ ვიცი ერთი რომელი რიქოვერი აყენია არ ვიცი მარა ვერცერთში ვერ შევდივარ :/ ხმის ამწევ კნოპკას ვაწვები და არ ეწევა მგონი ClockworkMod მიყენია.... დამეხმარეთ რა უფრო ზუსტად ამიხსენით როგორ და რა გავაკეთო ან როგორ გავიგო რა რიქოვერი მიყეია..... ან როგორ შევიდე რიქავერიში საერთოდ 

  •  

  •  

Rom Installer გადმოწერე მარკეტიდან. მაგის დახმარებით გადმოწერ სასურველ Romს და დაყენებას რო მისცემ თვითონ შევა რიქავერიში და დააყენებს ავტომატურად.
Link to comment
Share on other sites

Rom Installer გადმოწერე მარკეტიდან. მაგის დახმარებით გადმოწერ სასურველ Romს და დაყენებას რო მისცემ თვითონ შევა რიქავერიში და დააყენებს ავტომატურად.

არ აყენებს :/ ამეებს აგდებს მარტო რომებს არ მიგდებს :/ b8695c21a507.png და რა რა რიქავერი მიყენია ეგ საიდან ვნახო არ იცი? 

BackUp უნდა გამეკეთებინა მაგ რომ ინსტალერით და დავაჭირე Create  BackUp დავაწერე სახელი ბექაფს და მერე რო მთხოვს გადატვუირთე რიქაქვერიშიო დავაჭირე და არ ტვირთავს თიშავს და რთავს ისევ ტელეფონს :/ რა ჯანაბა უნდა ვინმემ გამარკივეთ რა :/ 

Link to comment
Share on other sites

svanchika7 დააყენე ქასთომ რექავერი პირველად თუ არ გიყენია(twrp თუნდაც დასერჩე უმეტესად პირდაპირ apk-თი ყენდება) შემდეგ "მეთოდი #1"

თუ ვერ გააკეთე არც გინდა პირდაპირ რექავერში რო შეხვალ იქ არის install და იქედან ჩაწერ

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

Custom Rom რომ დავაყენო ტელეფონში წამეშლება რამეე? ჩაინიკი ვარ და არ ვიცი :დ

Link to comment
Share on other sites

Custom Rom რომ დავაყენო ტელეფონში წამეშლება რამეე? ჩაინიკი ვარ და არ ვიცი :დ

მედია ფაილები (მუსიკები, ფოტოები, ვიდეოები) არ იშლება თუ შენ არ დააფორმატებ რიქავერიდან და დანარჩენი ყველაფერი წაგეშლება (პროგრამები, ნომრები, მესიჯები...)

Link to comment
Share on other sites

Custom Rom რომ დავაყენო ტელეფონში წამეშლება რამეე? ჩაინიკი ვარ და არ ვიცი :დ

wipe data-ს თუ გააკეთებ კი. ქვევით რაც გითხრეს ეგენი.

თუ არადა არაფერი.

 

მე არ გამიკეთებია wipe. ნექსუს 5 მაქ და არანაირი პრობლემა არ მქონია მაგის გამო

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...
  • 5 weeks later...

Vuako,

 

gaumarjos.. maqvs Huawei g700 da gushin davroote framaroot-it.. da exla minda custom rom-is dayeneba da es aq rac devs es alternativa chem deviceze tavsebadia tu icit??

 

 ის რაც აქ წერია ყველა დევაისზე გამოსადეგია. ახლა შენ უნდა იპოვო შენთვის სასურველი custom rom და ამ მეთოდით გადაფლეშო. წარმატებებს გისურვებ.

Link to comment
Share on other sites

recovery aucilebelia chemi modelistvis iyos gankutvnili?

კი. ყველაფერი.

რომიც, რიქავერიც, კერნელიც.

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

youtube ვიდეოს მიხედვით ვაყენებდი custom rom-ს ჩემ Sony Xperia SP-ზე. ბოლოს როგორც ვიდეოში იყო ისე დავაწექი "boot it now" თუ როგორც არც იმას, ანუ პირველივე რაც არის და ტელეფონს დაეხატა ჩვეულებრივად სონის ლოგო მაგრამ რამდენიმე წამში ქონდა ვიბრაცია და მას შემდეგ აღარ ირთვება. პირველად ვაკეთებდი და როგორც გუგლიდან გავიგე დავbrickე ეს ანდროიდი. არის რაიმე მეთოდი რომ გავაცოცხლო ისევ? იქნებ ისევ იუთუბ ვიდეო ან ამ ფორუმის ლინკი მომცეთ ვინმემ. 

ტელეფონს არანაირი რეაქცია არ აქვს, გარდა ვიბრაციისა და კომპიუტერზე როცა არის შეერთებული და ხმის აწევის ან დაწევის ღილაკს როცა ვაწვები ქვემოთ განათება ლურჯდება/მწვანდება და იწყებს fastbootის დაყენებას თუმცა ვერ ახერხებს. იქნებ ვინმე დამეხმაროთ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.