Barca Posted November 21, 2013 Share Posted November 21, 2013 როგორც იცით კომპანია Apple მ სულ ცოტა ხნის გაანახლა Ipad სახელწოდების მქონე პლანშეტების ხაზი 2 ახალი მოდელით , ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ 9.7 ინჩიანი ახალ IOS 7 ოპერაციულ სისტემასთან ერთად. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ მისი უმცროსი მოდელი Ipad Mini 2 ,რომელიც წინა ვერსიასთან შედარებით გამოირჩევა თავისი ეკრანით და ტექნიკური მახასიათვბელებით , რომელიც ანალოგიურია Ipad Air ის და Iphone 5S ის. თავდაპირველად დეტალურად გავეცნოთ Ipad Mini 2 ის ტექნიკურ მახასიათებლებს , რომელიც შემდეგნაერად გამოიყურება : > ეკრანი - 7.9 ინჩიანი LED-backlit IPS LCD Retina , რეზოლუციით 1536 x 2048 პიქსელი ( 1 ინჩზე 326 პიქსელი ) მეხსიერება - 16/32/64/128 GB ( განსხვავებული ფასებით ) , 1GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება ჩიპსეტი - A7 , ამის შესაბამისად მას აქვს 2 ბირთვიანი 1.3 GHz სიხშირის მქონე Cyclone (ARM v8-based) პროცესორი და 4 ბირთვიანი გრაფიკული ჩიპი PowerVR G6430 კამერა - უკანა 5MP 1080P რეზოლუციით 2592x1944 პიქსელი , წინა 1.2 MP 720P ბატარეა - Li-Po ტიპის 10 საათამდე მუშაობის ხანრგრძლივობით ზომები - სიგრძე > 20 სმ. , სიგანე > 13.5 სმ. > სისქე 7.5 მმ. წონა 331 გრამი მხოლოდ WiFi ვერსიისთვის ( 341 გრამი LTE 4G ) კავშირი - Bluetooth 4.0 , Wi-Fi 802.11 a/b/g/n , GPS ოპერაციული სისტემა - Apple iOS 7.0.4 ისევე როგორც Ipad Air ისთვის , Apple მ გამოუშვა თავისი Smart Cover ები ახალი Ipad Mini სთვის. Apple კვლავ იყენებს Lightning პორტს ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე , თავდაპირველად ვნახოთ პროცესორის ტესტები > Memory Bandwidth გრაფიკული ჩიპის ტესტები > როგორც ვხედავთ Ipad Mini 2 საგრძნობლად სჯობს წინა თაობის მოდელს. ეკრანის გამოსახულება წინა Ipad Mini სთან შედარებით Ipad Air , Ipad Mini With Retina და 1ST Ipad Mini Ipad Mini 2 ით გადაღებული სურათები > WiFi & Cellular > Battery Life დატენვის დრო შეჯამება : კომპანია Apple ს მძლავრი 7.9 ინჩიანი Ipad Mini 2 ის იგივე Ipad Mini With Retina Display ს საწყისი ფასი 399 ამერიკული დოლარია მხოლოდ WiFi ვერსიისთვის , ხოლო რაც შეეხება +4G ქსელის მქონე Ipad Mini 2 ს მისი ფასი იწყება 529 დოლარიდან. რაც შეეხება უფრო დიდი მეხსიერების მქონე მოდელების ფასებს მისი ნახვა შეგიძლიათ > ოფიციალურ საიტზე ტესტებიდან გამომდინარე Ipad Mini 2 საკმაოდ კარგი პლანშეტია , იგი ტექნუკურად ბევრად ძლიერია წინა თაობის მოდელზე , გარდა ამისა ტესტების ნაწილში იგი ჯობნის Google Nexus 7 2 საც და სხვა კონკურენტებს , თუმცა ფასთან მიამრთებაში თუნდაც ახალ Nexus 7 ს ვერ შეედრება და მაინც მისი მთავარი ღირსება მისი უნიკალური Retina ეკრანი და ბატერეის 10 საათიანი სიცოცხლის ხანგრძლივობაა. Ipad Mini 2 ის ვიდეო მიმოხილვა > 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 22, 2013 Author Share Posted November 22, 2013 Drop test Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 24, 2013 Author Share Posted November 24, 2013 ესეც დაშლილი მინი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted November 24, 2013 Share Posted November 24, 2013 კაი ტიპია კარგი ჰარდით ტეგრას კარგად უჭირავს თავი მინისთან ისე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 24, 2013 Author Share Posted November 24, 2013 ფასიდან გამომდინარე ახალი ნექსუსი კარგი რამეა , თუმცა ეს 7.9 იანი რახან არის უფრო 8 ინჩიანებში უნდა გავიყვანოთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 27, 2013 Author Share Posted November 27, 2013 ამ პლანშეტის წარმოება თვეში 4 მილიონს აღწევს > http://blog.gsmarena.com/apple-increased-order-for-ipad-mini-2-to-4-million-units-this-month-sources-claim/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.