Jump to content

PCI-E 2.0 vs PCI-E 1.0 იპოვეთ 10 განსხვავება


Recommended Posts

PCI-E 2.0 vs PCI-E 1.0

არის კი რეალურად განსხვავება? ვიცით რომ P35 ჩიპსეტამდე მხოლოდ PCI Express 1.1 გვაქვს. PCI Express 2.0 უკვე იწყება P45/X48 ჩიპსეტებიდან. ამ თემაში მოკლედ განვიხილავ თუ გვაქვს P35 ჩიპსეტზე მაზერი ღირს კი საერთოდ მაზერის გამოცვლა მხოლოდ PCI Express 2.0-ისთვის და რა სხვაობა იქნება.

PCI Express სლოტების ბაზისური სპეციფიკაციები გამოქვეყნდა 2002 წლის ივლისში. მაღალი სიჩქარის და წარმადობის ხარჯზე PCI Express მნიშვნელოვნად ჯობნის AGP-ს. პროგრამული მოდელის PCI-სთან დიდი მსგავსების გამო საკმაოდ ადვილია სხვადასხვა PCI მოწყობილობების PCI-E სლოტზე გადაწყობა პროგრამულ უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.

DSC_0017.jpg

PCI Express სლოტის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს მონაცმეების პარალელურად გადაცემაში. იგი წარმოადგენს ინფორმაციის პაკეტების ქსელს "ვარსკვლავის" ფორმის ტოპოლოგიით. PCI-E მოწყობილობა იყენებს ორი მიმართულებით "წერტილი-წერტილ" ტიპის კავშირ, რასაც სახელად დაერქვა "Line". ყველა PCI Express კავშირი შეიძლება შედგებოდეს ერთი (1х) ან რამოდენიმე (4х, 16х და ა.შ.) "Line"-სგან.

2004_pcie_004.gif

ბაზისური კონფიგურაციით PCI-Express 1х თეორიული გამტარობა შეადგენს 250 MB/წამში ორივე მიმართულებით. შესაბამისად PCI-E x16 ეს გამტარობა შეადგენს 250 MB/s х 16 = 4 GB/s !

საინტერესოა ის ფაქტი რომ ინტერფეისი საშუალებას იძლევა რომ ნებისმიერმა მოწყობილობამ მაგალითად PCI-E 1х უპრობლემოდ იმუშავოს PCI Express სლოტებში მეტი გამტარობით (4х, 16х და ა.შ.) ანუ PCI-E 1х მოწყობილობას ჩადებ 16х სლოტში და უპრობლემოდ ამუშავებ. ამ დროს მოქმედი "Line"-ების რაოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მოწყობილობის (და არა მაზერის სლოტის) თვისებებზე და გამტარობაზე.

PCI Express 2.0 სტანდარტი ოფიციალურად დამტკიცდა 2007 წლის 15 იანვარს (აი ასეთი დეტალები ვის რა ფეხებად უნდა ხომ არ იცით? :D მართლა ვერ ვხდები რაში მჭირდება ასეთი ინფორმაცია პროსტა ეწერა და გადმოვთარგმნე :D). მეორე რევიზიაში ერთი არხის გამტარობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 5 Gb/წამამდე !!! (PCI Express 1.x – 2.5 Gb/s). აქედან გამომდინარეობს რომ x16 მონაცემების გადაცემის სიჩქარე მიაღწევს ორივე მიმართულებით 8 GB/s მიაღწევს მაშინ როცა PCI Express 1.х. ვერსიაში მხოლოდ 4 GB/s შეაადგენდა.

საყურადღებოა ასევე რომ ორივე სლოტი აბსოლუტურად თავსებადია რომ ვიდეო ახალი და ძველი კარტები შესაბამისად PCI Express 1.1 და PCI Express 2.0 აბსოლუტურად უპრობლემოდ იმუშავებენ ნებისმიერ დედადაფასთან მიუხედავად იმისა რომელი PCI Express სლოტი აქვს მას!

ტესტირებაში მონაწილეობდა შემდეგი ვიდეო კარტები

Point Of View GeForce GTX 280 1024 MB

Palit HD 4850 512 MB Sonic

Point Of View GeForce 9600 GT 512 MB Extreme Overclock

ესეც სატესტო სისტემები

PCI-E 2.0:

დედა დაფა - Gigabyte EX38-DQ6 (Intel X38)

პროცესორი - Intel Core 2 Quad QX6700 2.66 ГГц@3.2 ГГц

ოპერატიული - Chaintech APOGEE PC-6400 DDR II (2x2 GB, CL4-4-4-12), 2.1V

HDD - სისტეური WD Raptor 74 GB WD740ADFD (10 000 ბრ/წთ, Serial ATA, ბუფერი 16 МВ)

თამაშები WD WD6400AAKS 640 GB (Serial ATA II, ბუფერი 16 MB)

კვების ბლოკი - Floston Energetix 850W (ENFP-850W)

მონიტორი - LG Flatron F900P 19" 2048х1536

ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows Vista Ultimate 64 bit SP1, DirectX 10

დრაივერები NVIDIA-სთვის - GeForce 178.13

დრაივერები ATI -სთვის - ATI Catalyst 8.10

PCI-E 1.0:

დედა დაფა - ASUS P5K-E Wi-Fi AP (Intel P35)

პროცესორი - Intel Core 2 Quad QX6700 2.66 ГГц@3.2 ГГц

ოპერატიული - Chaintech APOGEE PC-6400 DDR II (2x2 GB, CL4-4-4-12), 2.1V

HDD - სისტეური WD Raptor 74 GB WD740ADFD (10 000 ბრ/წთ, Serial ATA, ბუფერი 16 МВ)

თამაშები WD WD6400AAKS 640 GB (Serial ATA II, ბუფერი 16 MB)

კვების ბლოკი - Floston Energetix 850W (ENFP-850W)

მონიტორი - LG Flatron F900P 19" 2048х1536

ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows Vista Ultimate 64 bit SP1, DirectX 10

დრაივერები NVIDIA-სთვის - GeForce 178.13

დრაივერები ATI -სთვის - ATI Catalyst 8.10

დრაივერების პარამეტრები ასე შეირჩა

GeForce 178.13:

* texture filtering - high quality;

* vertical sync – off;

* anisotropic optimization – off;

* anisotropic sample optimization – off;

* transparency antialiasing – off.

ATI Catalyst 8.10:

* Catalyst A.I – standard;

* mipmap detail level - high quality;

* wait for vertical refresh – off;

* adaptive antialiasing – off;

* temporal antialiasing - off ;

* high quality anisotropic filtering – off.

ესეც ტესტების შედეგები

3DMark Vantage

1.png

Devil May Cry 4 Benchmark

2.png

Call Of Juarez Benchmark DX10

3.png

Call of Duty 4: Modern Warfare

4.png

Company Of Heroes Opposing Fronts

5.png

Crysis v 1.4

6.png

7.png

PT Boats: Knights of the Sea DirectX 10 Benchmark

8.png

S.T.A.L.K.E.R. Shadow of Chernobyl

9.png

World In Conflict

10.png

დასკვნა

დღეისათვის PCI Express 2.0 უპირატესობა PCI Express 1.1 თან შედარებით მინიმალურია და განსხვავება ყველაზე დიდი 4%-ს აღწევს რაც საკმაოდ მცირეა. PCI Express 2.0 ინტერფეისი აშკარად მომავალზეა გათვლილი და PCI-E 1.1 სივიწროვეზე საუბარი სისულელეა. მით უმეტეს კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნება PCI-E 3.0 რო გამოვა :)

ესეც სტატიის წყარო და ნაკადული

http://article.techlabs.by/31_7572_1.html

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

აბა რატომ არის ხალხი რო P35-ის PCI-E 1.1 დანახვაზე გარბის :D

Link to comment
Share on other sites

ხო ჩემს 1.1 აქვს და კი უბერავს მგელივით GTX260-ზე და არა მგონია GTX570-ზეც გაუჭირდეს, პროცესორი ვერ ეყოფა ბოლომდე თორე პერფორმანსი არ დააკლდება დიდათ მაგის გამო

Link to comment
Share on other sites

westsider

სადღაც წავიკითხე რო ჩემ მაზერს 1.1 აქ :rolleyes: არადა ეხლა ვეღარ ვპოულობ ვერსად მაგაზე ინფოს

Link to comment
Share on other sites

P5K-ს 1.1 აქ ანუ P35ს

P43-დან მოდის ალბათ 2.0

Link to comment
Share on other sites

P45 და X38-48 ნამდვილათ 2.0 აქვს და P35 და P43 აღარ მახსოვს მემგონი მაგენიც 2.0-ზეა

Link to comment
Share on other sites

თეორიულად სუსტ ვიდეოებზე სხვაობა პრაქტიკულად არ უნდა იყოს ხოლო ძლიერებზე უნდა შეიმჩნეოდეს მაგრამ ტესტებში სულ სხვა შედეგებია....

პ.ს. ველოდებით 3.0-ს :spiteful:

:givi:

Link to comment
Share on other sites

ეგეც არაფერს არ მოიტანს, ნუ 6 კარტაზე შეიძლება რაღაცა მინიმალური სხვაობა ქონდეს მაგრამ ეგეც საეჭვოა, სხვაობა იქნებოდა თუ სიტყვაზე 2.0 ბანდვითი აღარ იქნებოდა საკმარისი რამდენიმე კარტას რომ ერთად უშვებ და მაქსიმუმის გამოწურვა გინდა

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

თეორიულად სუსტ ვიდეოებზე სხვაობა პრაქტიკულად არ უნდა იყოს ხოლო ძლიერებზე უნდა შეიმჩნეოდეს მაგრამ ტესტებში სულ სხვა შედეგებია....

პ.ს. ველოდებით 3.0-ს :spiteful:

:givi:

მოვიდა და ჰაზრი :დ

 

P35 არის ჩემი და 1.1 არის

პ35-იც 1.1 არის როგორც დავწერე ზემოთ

P45/X38/X48 და ალბათ P43-იც უკვე 2.0-ია

ნუ ეს 775 სოკეტს რაც ეხება, მერე ყველას 2.0 ან 3.0 აქვს

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.