Jump to content

პროცესორების წარმადობა დიდი შეჯიბრი


Recommended Posts

ახლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი მეტად საინტერესო ტესტი. ტესტში ხუთი ოთხბირთვიანი პროცესორი მონაწილეობს. მისი მიზანი მარტივია - შევადაროთ ერთმანეთს პროცესორების წარმადობა ერთსადაიმავე სიხშირეზე :spiteful: .

0126861fc6ec.jpg

ტესტში მონაწილეობენ:

6585e0e6913d.png

ცხადია სატესტო სისტემები სხვადასხვა პლატფორმისთვის სხვადასხვაა, მაგრამ ერთმანეთთან მაქსიმალურად მიახლოებული:

Intel Core i7

eec1e53dae0f.jpg

Intel Core i5

20a46f2e7076.jpg

Intel Core 2

939f7f0020ea.jpg

AMD Phenom II

6c15492678a9.jpg

ახლა კი შედეგებს გადავავლოთ თვალი:

ინფორმაციის გამტარობა 2.8GHz სიხშირეზე

ჩაწერა-წაკითხვა

64c5c2e78ad5.png

ჩაწერა-წაკითხვა Everest-ის მიხედვით

fb32780515a9.png

ლატენტურობა

b86f4dc35cac.png

როგორც ხედავთ HT ტექნოლოგია ვერ გვეხმარება მეტი გამტარობის მიღწევაში, რადგან i7 860 პროცესორი მხოლოდ 9%-ით მეტად გამტარია, ვიდრე i5. აი i7 920 კი თავისი სამარხიანი მეხსიერების არქიტექტურის წყალობით 14%-ით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე i7 860.

ინფორმაციის გამტარობა 3.6GHz სიხშირეზე

ჩაწერა-წაკითხვა

326505539ac5.png

ჩაწერა-წაკითხვა Everest-ის მიხედვით

bcc635fdc66a.png

ლატენტურობა

847fb2269671.png

ოვერქლოქინგის შემდეგ ყველა პროცესორის წარმადობამ მოიმატა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს Core i5 პროცესორზე იგრძნობა, რომელიც თითქმის გაუსწორდა i7-ებს.

Synthetic Application Performance (ეს ვერ ვთარგმნე). 2.8GHz

11b88445a76c.png

ae616265fefe.png

89652c965d26.png

Synthetic Application Performance, 3.6GHz

0b48a0459d7c.png

48bd4dc9e2cd.png

6629b8b7fb77.png

წარმადობა პროგრამებთან. 2.8GHz

Microsoft Excel 2007

84c3968aea84.png

როგორც ხედავთ, Q6600-ის გარდა Microsoft Excel 2007-თან მუშაობა ყველა სისტემას თანაბარ დონეზე შეუძლია.

Winrar Compression

e409312f8c3b.png

აქ უკვე AMD-ც ძლიერ ჩამორჩება სხვებს..

Adobe Photoshop CS4

d3df07ec735d.png

აქაც სიტუაცია მსგავსია...

წარმადობა პროგრამებთან. 3.6GHz

Microsoft Excel 2007

b4d1a2e24000.png

Winrar Compression

842ccad0c3c3.png

Adobe Photoshop CS4

dc93062e1580.png

ოვერქლოქინგის შემდეგ წარმადობა გაიზარდა, მაგრამ საერთო სურათი არ შეცვლილა...

3D წარმადობა. 2.8GHz

eeac26534109.png

6afb051075aa.png

5ac1cdb1b4ce.png

მგონი ბევრი ახსნა არაა საჭირო...

3D წარმადობა. 3.6GHz

58eb77597af7.png

ab24e2ef1d02.png

5269cde7c890.png

ოვერქლოქინგის შემდეგ შედეგები საეჭვოდ უცვლელია...ბოლო გრაფიკს თუ არ ჩავთვლით...

ტესტის ავტორებს ზრდილობის გულისთვის გეიმინგ-ტესტიც ჩაუტარებიათ...

Gaming. 2.8GHz

5f1424339961.png

d1631003c7c3.png

d353593f80b6.png

Gaming. 3.6GHz

42bfbeac03c6.png

dac32fd2c778.png

3236898b1d6c.png

გეიმინგში წარმადობა Core i7 და Core i5 პლატფორმებზე თითქმის ერთნაირია. ეს ცხადია კარგია გეიმერებისთვის, რადგან i5 პლატფორმა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე i7 და უფრო ეკონომიურიც იქნება :ugly_wink:

დასკვნები.

ალბათ გაგიკვირდატ, რატომ იღებდა ტესტში მონაწილეობას Q6600 და არა Q9650 ან რამე მისთანა. სტატიის ავტორი განგვიმარტავს, რომ Q9650-ს დიდი L2 კეში აქვს და "ტესტში კეშს მნიშვნელობა არ ექნებოდა", გარდა ამისა ის ძვირი პროცესორია, Q6600 კი - ხელმისაწვდომი. თანაც i5 750 "Q6600-ის თანამედროვე ექვივალენტია" და ამიტომ გადაწყდა Q6600-ის გამოცდა. აღმოჩნდა, რომ ლინფილდი კენტფილდს ბევრად სჯობს. 3.6GHz სიხშირეზე უზარმაზარ ნახტომს აკეთებს წარმადობაში და Q6600-ს უკან იტოვებს.

მეორეს მხრივ საიტნერესოა Core i5 750 და Phenom II X4 965-ის შედარება. მაშინ, როცა ამ უკანასკნელს შეეძლო ეჯობნა Q6600-ისთვის, იგი ბევრად ჩამორჩებოდა i5-ს. ფენომი ნამდვილად არის იაფი გადაწყვეტილება, მაგრამ წარმადობაში ჩავარდნა საგრძნობია.

ყველაზე განსაცვიფრებელი კი ალბათ i5 750-სა და i7 860-ს შორის მსგავსება გახლდათ. ამ ორ პროცესორს ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი რამ განახსვავებს - i7-ს აქვს HyperThreading ტექნოლოგიის მხარდაჭერა, i5-ს კი - არა (i5 სერიიდან მხოლოდ 750-ს არ აქვს). მაგრამ როგორც აღმოჩნდა HT ტექნოლოგია ვერ აძლევს i7 860-ს დიდ უპირატესობას i5-თან შედარებით.

რათქმაუნდა ტესტის უცვლელი ლიდერი Core i7 920 გახლავთ, მაგრამ ის ყველაზე ძვირი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე დიდი ენერგომოხმარების მქონე პროცესორია, ამიტომ ეს გასაკვირი სულაც არაა.

საბოლოო შედეგებით, Core i5 საკმაოდ მიმზიდველი პლატფორმა გამოდგა, რომელიც მის უფროს ძმებთან შედარებით იაფიცაა და ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.