Jump to content

Core i7 vs Core i5 vs Core 2 vs Phenom II


kloud

Recommended Posts

ადრე ჩვენმა ნიუსჰანტერებმა დადეს რამდენიმე სტატია ახალ პროცესორებზე. მეც გადავწყვიტე დამედო შედარება ახალი i7 და i5 პროცესორებისა მათ წინამორბედებთან და კონკურენტებთან, მაგრამ სანამ ტესტებზე გადავიდოდეთ განვიხილოთ Turbo Mode ტექნოლოგია. მისი საშუალებით ხორციელდება პროცესორის დინამიური და ავტომატური ოვერქლოქინგი. არსი ამ ყველაფრის კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა პროცესორი არაა მახსიმალურად დატვირთული და მისი ენერგომოხმარებაც არაა მაღალი პროცესორი ზრდის მის მამრავლს. i7-900 სერიის პროცესორებს შეუძლიათ ერთი ან ორი ერთეულით,რაც იწვევს ტაქტური სიხშირის დაახლოებით 133-266მჰც -ით გაზრდას. მართალია ეს ზრდა ჩანს უმნიშვნელოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში სისტემა აჩვენებს 3-5%-იან ზრდას წარმადობაში. განსაკუთრებით შედეგიანია ეს ტექნოლოგია როცა მხოლოდ ერთი ბირთვია აქტიურად დატვირთული.

ახალ LGA1156 სოკეტის პროცესორები კი ინტელმა აღჭურვა სიხშირის მართვის უფრო აგრესიული საშუალებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათში Turbo Mode ტექნოლოგიის გამოყენებისას მამრავლის გაზრდა შესაძლებელია 5 ერთეულით. ამ შემთხვევაში i7-800 და i5-700 პროცესორების სიხშირე შესაძლებელია გაიხარდოს დაახლოებით 667მჰც-ით. უნდა გვესმოდეს რომ ზრდა განპირობებულია პროცესორზე არსებული დატვირთვის სიდიდეზე და ენერგომოხმარებაზე. 5 ერთეულით მამრავლის გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი როცა პროცესორის მხოლოდ ერთი ბირთვია დატვირთული, თუ დატვირთულია 2-3 ბირთვი მამრავლის გაზრდა შეილება 4 ერთეულით და თუ ოთხივე ბირთვია დატვირთული მაშინ 2 ერთეულით.

დაწვრილებით შეგიძლიაც ნახოთ ქვედა სურათზე:

99cec114d411.png

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მუდმივად ჩართული Turbo Mode პროცეოსრი Core i7-870.

ქვედა სურათში მოცემულია ამ პროცესორის მდგომარეობა დაუტვირთავ რეჟიმში, ამ დროს სიხშIრე 1200მჰც-მდეა დავარდნილი.

e07c13000862.png

აქ კი ერთნაკადიანი დატვირთვა მოდის პროცესორზე, როგორც ვხედავთ სიხშირე გაიხარდა 3.6გჰც-მდე:

3bfb10679292.png

ორნაკადიანი დატვირთვის დროს სიხშირე გაიხარდა 3.46გჰც-მდე:

c032ca7e8d47.png

ხოლო პროცესორის მახსიმარული 8 ნაკადით დატვირთვისას მისი სიხშირე 3.2გჰც-ის ტოლია რაც ნომინალურზე 266მჰც-ით მეტია,ეს კი არაა ცუდი შედეგი:

bd38cfa8c72a.png

ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება სხვაობა Core i7-870-ის მიერ სხვადასხვა პროგრამაში დაფიქსირებულ შედეგებში ჩართულ და გამორთულ Turbo Mode-ის შემთხვევაში:

cf8b1565e683.png

საშუალო ზრდა წარმადობაში არის 8%-ის ტოლი ხოლო მაქსიმალური 18%.საბოლოო ჯამში ეTurbo Mode კარგი კოზირია LGA1156 სოკეტზე აგებული i7 და i5 პროცესორებისთვის.

ახლა კი გადავიდეთ ტესტირებაზე.

ტესტირებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან შემდეგი პროცესორები:

  • AMD Phenom II X4 965 (Deneb, 3,4 გჰც, 4 x 512 კბ L2, 6 მბ L3);
  • AMD Phenom II X4 955 (Deneb, 3,2 გჰც, 4 x 512 კბ L2, 6 მბ L3);
  • Intel Core 2 Quad Q9650 (Yorkfield, 3,0 გჰც, 1333 მჰც FSB, 2 x 6 მბ L2);
  • Intel Core 2 Quad Q9550 (Yorkfield, 2,83 გჰც, 1333 მჰც FSB, 2 x 6 მბ L2);
  • Intel Core 2 Quad Q9400 (Yorkfield, 2,66 გჰც, 1333 მჰც FSB, 2 x 3 მბ L2);
  • Intel Core i7-950 (Bloomfield, 3,06 გჰც, 4,8 გჰც QPI, 4 x 256 კბ L2, 8 მბ L3);
  • Intel Core i7-920 (Bloomfield, 2,66 გჰც, 4,8 გჰც QPI, 4 x 256 კბ L2, 8 მბ L3);
  • Intel Core i7-870 (Lynnfield, 2,93 გჰც, 4 x 256 კბ L2, 8 მბ L3);
  • Intel Core i5-750 (Lynnfield, 2,66 გჰც, 4 x 256 კბ L2, 8 მბ L3).

სატესტო სისტემა:

დედაპლატა:

  • ASUS P5Q3 (LGA775, Intel P45, DDR3 SDRAM);
  • Gigabyte GA-EX58-UD5 (LGA1366, Intel X58 Express);
  • Gigabyte GA-P55-UD6 (LGA1156, Intel P55 Express);
  • Gigabyte MA790FXT-UD5P (Socket AM3, AMD 790FX + SB750, DDR3 SDRAM).

ოპერატიული მეხსიერება:

  • 2 x 2 გბ, DDR3-1333 SDRAM, 7-7-7-20 (Mushkin 996601);
  • 3 x 2 გბ, DDR3-1333 SDRAM, 7-7-7-20 (Mushkin 998679).

ვიდეოკარტა:

  • Sapphire Radeon HD 4890

მყარი დისკი:

  • Western Digital VelociRaptor WD3000HLFS;

კვების ბლოკი:

  • Tagan TG880-U33II (880 ვტ)

ოპერაციული სისტემა:

  • Microsoft Windows 7 Ultimate x64;

დრაივერები:

  • Intel Chipset Software Installation Utility 9.1.1.1015;
  • ATI Catalyst 9.8 Display Driver.

შედეგები:

SYSmark

869af9212c28.png

fb47ed3703b0.png

ce14c7f0ea92.png

25e46cc96f5a.png

1e9299227754.png

წარმადობა თამაშებში

26855d333c13.png

48d887c42fc0.png

164d9f931de4.png

8fd41a84f952.png

6441858f564b.png

შედეგები აუდიო-ვიდეოს კოდირებაში

419cec5b3591.png

11e0e5448510.png

e708452dd905.png

წარმადობა ვიდეორედაქტორებში

fdc53e8c4771.png

776307f20ba1.png

წარმადობა გრაფიკულ რედაქტორებში

07b97dacc3ba.png

87e1a9ccebf4.png

წარმადობა რენდერინგში

0744b7aefb00.png

5da7d0e36083.png

bfeae597b572.png

არქივაცია და მათემატიკური გამოთვლები

745116d8efcc.png

f463f01de208.png

2e228c20b302.png

წარმადობა ერთნაკადიანი დატვირთვის დროს

102ed6851e89.png

d027d64257fe.png

Overclocking

სატესტო სისტემა:

  • დედაპლატა:Gigabyte GA-P55-UD6
  • ქულერი:Thermalright MUX-120(სამწუხაროდ არათანაბარი ზედაპირით)
  • ქულერის ფანი:Enermax Magma UCMA12 1500ბრ/წთ

სტაბილურობის შემოწმება ხორციელდებოდა პროგრამით LinX 0.6.3

ამ სისტემაზე i7-870-მა სტაბილურად იმუშავა 4.07გჰც-ზე

89db2a7137b7.png

ამ შედეგის მისაღწევად ძაბვა გაიზარდა 1.392ვ-მდე რაც შეილება ჩაითვალოს უსაფრთხო დონედ კარგი გაგრილების შემთხვევაში.

მეორე ტესტირება ჩატარდა i5-750 პროცესორზე, რომელსაც არ აქ Hyper-Threading, რამაც გამოიწყვია მისი შედარებით დაბალი ტემპერატურები i7-870-თან შედარებით მაქსიმალრუი დატვირთვისას.

აი შედეგიც:

8fb13142dfa4.png

აქაც ძაბვა 1.4ვ-მდეა, მაგრამ ტემპერატურა ბევრად დაბალი ვიდრე i7-870-ზე, რაც როგორც ზემოთ ვთქვით Hyper-Threading-ს არქონითაა გამოწვეული.

ოვერქლოქინგის ტესტები ჩატარდა გამორთული Turbo mode-ით, ასე რომ შესაძლებელია მისი ჩართვის შემთხვევაში უფრო მაღალი სიხშირის მიღებაც.

ენერგომოხმარება

ქვემოთ მოცემულ სურათებშია თქვენ ნახავთ მონაცემებს რომლებიც ტოლია მთლიანი სისტემის ენერგომოხმარების(მონიტორის გარეშე). სისტემაზე დატვირთვა ხორციელდებოდა LinX 0.6.3.-ს 64ბიტიანი ვერსიით, ასევე ჩართული იყო C1E, Cool'n'Quiet 3.0 и Enhanced Intel SpeedStep ტექნოლოგიები.

e0f01e382c50.png

ff5eaca48a23.png

69613b9445ed.png

483a03319bba.png

ესეთი კარგი შედეგები ნაწილობრივ განპირობებულია უფრო სრულყოფილი ტექნოლოგიებით და დაუტვირთავ რეჟიმში ახალი პროცესორების მიერ სიხშირის 1.2გჰც-მდე ხოლო ძაბვის 0.85ვ-მდე დაგდების შესაძლებლობით. i5-750 კი საერთოდ უფრო ეკონომიური გამოდის ვიდრე მისი კონკურენტები.

მე მგონი ამ პროცესორებმა დაამტკიცეს, რომ საუკეთესო ვარიანტები არიან ოთხბირთვიან პროცესორებში ყველა კრიტერიუმით, იქნება ეს ენერგომოხმარება, ფასი თუ წარმადობა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.