Jump to content

ATI FirePro Vs Nvidia Quadro FX


Recommended Posts

ავტორი - LEON

46d920fe8eee.gif ATI FirePro Vs Nvidia Quadro FX

ჩვენს ვებ გვერდზე უკვე ტრადიციადაა ქცეული სხვადასხვა სიმძლავრისა თუ დიზაინის ვიდეოდაფების შედარება. ძირითადად საოფისე და გეიმერულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს ადარებენ, რომლებსაც დღეს ბაზრის უდიდესი ნაწილი უკავიათ. რაც მე მახსოვს, აქ პროფესიონალური გრაფიკისთვის განკუთვნილი ვიდეოდაფები არ შეუდარებიათ. რასაკვირველია ქვემოთმოყვანილი სტატია ნაკლებად იქნება საინტერესო უმეტესობისთვის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ დაინტერესებული ხალხიც გამოიძებნება. შედარება ტარდება შემდეგი პრინციპით: ATI Vs Nvidia. ATI-ს მხარეს წარმოდგენილი იქნება სერია FirePro-დან 5 გრაფიკული ამაჩქარებელი, ხოლო Nvidia-ს მხრიდან კი 6 ერთეული Quadro FX. მე პირადად ATI-ს ფანი და Nvidia-ს მომხმარებელი გახლავართ, შესაბამისად ვიქნები მაქსიმალურად ნეიტრალური ვიდეოდაფათა შესაძლებლობების შეფასებაში.

წითელ კუთხეში წარმოდგენილი არიან კომპანია ATI-ს შემდეგი ვიდეოდაფები:

1. ATI FirePro V3700

720e5b64788a.jpg

3b9b312a48bb.png

2. ATI FirePro V3750

8a2b68667a28.jpg

gpuz-fireprov3750.png

3. ATI FirePro V5700

d75c695c7c95.jpg

6bd52a629614.png

4. ATI FireGL V7700 (ცნობისათვის: FirePro და FireGL ერთი და იგივეა)

ffadff0e4050.jpg

d2e4d2d68912.png

5. ATI FirePro V8700

9241473c8c4a.jpg

3727de6398b4.png

მწვანე კუთხეში Nvidia-ს წარმოადგენენ:

1. Nvidia Quadro FX 380

6b0ea450a43b.jpg

d3b7644a798e.png

2. Nvidia Quadro FX 580

d58555f43f21.jpg

c3b4741dca7d.png

3. Nvidia Quadro FX 1800

49edbe8294aa.jpg

d77c07e5beaf.png

4. Nvidia Quadro FX 3800

3a5a97cb964e.jpg

8ed6d886ff5b.png

5. Nvidia Quadro FX 4800

cae38414d9a0.jpg

8f3a8999b2a8.png

6. Nvidia Quadro FX 5800

4a8432cbc72e.jpg

e5423b0420ab.png

--------------------------------------------------------------------------------------

როგორც ხედავთ, თქვენს წინაშეა ყველა ის ვიდეოდაფა, რომელიც ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ ტესტირება 2009 წლის ზაფხულში ჩატარდა და ამის გამო მონაწილეობას ვერ იღებს ATI-ს ფლაგმანი FirePro V8800. იგი ხომ 2010 წლის აპრილში გამოვიდა.

ამ ცხრილში მოცემულია მათი ტექნიკური მახასიათებლები, რაც გვიადვილებს მათ შედარებას:

05f01fc93640t.jpg

ტესტირებისთვის გამოყენებული ჰარდი ნამდვილად საუცხოოა. თქვენის ნებართვით მოგაწვდით მასზე ინფორმაციას.

CPU: Intel Core i7-975 XE (Bloomfield, 3.33 GHz, 6.4 GHz QPI, 4 x 256 KB L2, 8 MB L3);

Mainboard: Gigabyte GA-EX58-UD5 (LGA1366, Intel X58 Express);

Memory: Mushkin 998679 6GB XP3-12800 (3 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 8-8-8-24).

HDD: Western Digital Raptor WD1500AHFD;

PSU: SilverStone SST-ST85ZF (850 W);

--------------------------------------------------------------------------------------

პროგრამული მხარე:

OS: Microsoft Windows Vista x64 SP2;

Intel Chipset Software Installation Utility 9.1.0.1007;

ATI FirePro Catalyst 8.603 Driver;

NVIDIA Quadro Driver Release 185.85;

NVIDIA 3ds Max Performance Driver 11.00.08;

NVIDIA AutoCAD Performance Driver 17.2.0.

--------------------------------------------------------------------------------------

ყველა ტესტი გატარდა 1920x1200 გაფართოებაზე და Vsync გამორთული გახლდათ.

--------------------------------------------------------------------------------------

SPECviewperf 10

c8fbc964c530.png

6d1e5f46e739.png

d9a715ab5cbc.png

f5726326ec43.png

39e86c11608b.png

fc29aeca0808.png

9ab6776f0e27.png

ed0c171e1299.png

როგორც ხედავთ, FirePro-მ დაჯაბნა Quadro FX რამდენიმე დისციპლინაში, მაგრამ წააგო ასევე რამდენიმე ტესტი. ზოგადად SPECviewperf წაუსინტეტიკურებს და მხოლოდ სიმულაციას ახდენს რეალური პროგრამებისა, ასე რომ ერთი ხელისმოსმით ვერ გადაწყდება საუკეთესოს ვინაობა. საინტერესოა თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ ვიდეოდაფები FSAA-ის ჩართვის შემდეგ:

d7134d5c9c52.png

ec154d2675d5.png

fab100308724.png

8569b0564cba.png

ab1c81433039.png

2e8e583da120.png

69a622d04a17.png

a63905c2262e.png

SPECviewperf ბენჩმარკი გვაწვდის საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას ვიდეოდაფების წარმადობაზე OpenGL გარემოში, მაგრამ მისი მეშვეობით ვერაფერს ვიგებთ თუ რა შეუძლიათ გრაფიკულ ამაჩქარებლებს DirectX-ში.

შემდეგი ტესტირებისთვის გამოიყენეს ალბათ ყველასათვის კარგად ცნობილი პროგრამა 3ds max 2009, რომლის გარემოშიც საფუძვლიანად იქნა გატესტილი თითოეული მოწყობილობა.

9171802c2031.png

d4468ce5db25.png

4b1087f6b18b.png

ef2e9a8258d1.png

859f4e7f0021.png

7a46aa79c93c.png

აქ როგორც ხედავთ Nvidia-ს გრაფიკული ადაპტერები იმარჯვებენ.

AutoCAD 2009 პროგრამა არქიტექტორებისთვის (თუმცა მეც მაქვს დაინსტალირებული და ვერთობი ხოლმე). გატესტილია ყველანაირად ყველა ვიდეოდაფა.

660d759652bc.png

f01e59cf4e7f.png

cc8e1a755bb5.png

83dda703e49e.png

ca61449b518d.png

Nvidia Quadro FX სერიის ვიდეოდაფები იმარჯვებენ Hidden და Conceptual რენდერინგში გამომდინარე სოფტის უკეთესი ოპტიმიზაციიდან, სამაგიეროდ ATI FirePro სერიის წარმომადგენლები Wireframe და Realistic რენდერინგში აჩვენებენ თავიანთი ფასის ექვივალენტურ წარმადობას.

შემდეგი ტესტირება: Maya 2009

210f737d1aae.png

b30cd1d66151.png

აქ ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურადაა, გარდა იმისა, რომ Quadro FX 4800-მა აჯობა მის უფროს მოდელს Quadro FX 5800-ს. მწარმოებლების მიხედვით შედეგები თითქმის თანაბარია.

ტესტირება Solidworks 2007-ში

f9ab12f98340.png

a348f517cfb5.png

აქ უნდა ითქვას, რომ Nvidia-ს დრაივერები ოფიციალურად არ უჭერს მხარს ამ პროგრამას, თუმცა GPU-ს არქიტექტურა კარგად მოერგო ამ ტიპის გამოთვლებს და შედეგი სახეზეა.

Lightwave 9.6

dfcba5719280.png

ამ პროგრამაში ორივე მწარმოებლის გრაფიკული ამაჩქარებლები თანაბრად კარგად გრძნობენ თავს.

Cinebench R10

386c6e7a0157.png

ATI FirePro-ს ახალი მოდელები ამარცხებენ Nvidia Quadro FX-ის უძლიერეს წარმომადგენლებს.

-----------------------------------------------------------------------------------------

ამით ამოვწურეთ პროფესიონალური გრაფიკის სეგმენტი და დროა გადავიდეთ ჩვენი საზოგადოებისთვის ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. ტესტირება ტარდება 3DMark Vantage-ში.

476f44c779b5.png

d4e27cdf783f.png

სრულ შედეგში თითქმის თანაბარი მაჩვენებლებია დაფიქსირებული, მაშინ როცა GPU-ს ქულების ნაწილში Nvidia Quadro FX5800-მა "თავზე გადაახია" ყველაფერი როგორც თანამოძმეებს, ისე კონკურენტებს. მას სამწუხაროდ კონკურენციას არ უწევდა ATI firePro V8800, რომელიც სავარაუდოდ არაფერს დაუთმობდა "მწვანეების" ფლაგმანს.

მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ არაფრით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ამათუიმ ვიდეოდაფის სიძლიერეზე 3DMark Vantage-ის ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, რადგან ამ ტიპის გრაფიკული ამაჩქარებლები არაა გათვლილი მსგავსი გამოთვლების წარმოებაზე.

ვიდეოდაფები შეადარეს ენერგომოხმარების კუთხითაც და ეს შედეგები მიიღეს:

a065ba779246.png

902647e55654.png

დასკვნის სახით შეიძლება მხოლოდ ფასების მოყვანა.

Nvidia Quadro FX5800 - $2,999

Nvidia Quadro FX4800 - $1,699

ATI FireGL V7700 - $189

ATI FirePro V8700 - $874

ახალი ATI FirePro V8800 - $1,247 (newegg.com)

------------------------------------------------------------------------------

ამით მიმოხილვა დასრულებულია, გმადლობთ ყურადღებისთვის.

p.s. ძალიან მინდოდა, რომ წარმომედგინა ორივე ბანაკის ფლაგმანების Quadro FX5800-ის და FirePro V8800-ის შედარებითი ტესტები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიპოვე ვერანაირი ინფორმაცია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.