Jump to content

Recommended Posts

ძვირფასო ფორუმელებო, ორიოდ თვის წინ გავიგე, რომ არ ვიცოდი, თუ რა არის "კასკადი"... აი, თავად ნახეთ და დარწმუნდით, რომ მეც ლამერი ვარ:

http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=13256

ახლა $#^#(|დები გამოვასწორო ეს ლაფსუსი...

----------------------------------------------------------------------------------------------------

კასკადი, ანუ კასკადური გაგრილების სისტემა გაგრილების "ექსტრემალური" სისტემაა, ანუ ისეთი სისტემა, რომელიც უარყოფითი ტემპერატურების მიღების საშუალებას გვაძლევს. იგი ორ გამაგრილებელ ციკლს შეიცავს - მაღალტემპერატურულს და დაბალტემპერატურულს. მაღალტემპერატურული კონტურის ამაორთქლებელი დაბალტემპერატურული კონტურის კონდენსატორის ფუნქციას ასრულებს. ორივე კონტურში სხვადასხვა აირია ჩატუმბული. მაგალითად მაღალტემპერატურულ კონტურში შეიძლება გამოიყენებოდეს ამიაკი (NНз), ხოლო დაბალტემპერატურიანში - ჩვეულებრივი ნახშირორჟანგი (CO2). აირის მიწოდების მიხედვით კასკადი ორგვარი შეიძლება იყოს:

1. პირდაპირი გაფართოების მქონე სისტემა - ასეთ კასკადში აირსითხოვანი ნარევი გაფართოების შემდეგ პირდაპირ ამაორთქლებელში ხვდება.

2. ცირკულაციიანი სისტემა - ასეთ კასკადში აირსითხოვანი ნარევი გაფართოების შემდეგ გამანაწილებელში ხვდება, საიდანაც ამაორთქლებელში მხოლოდ სითხე გადაინაცვლებს. ცირკულაცია ტუმბოს მეშვეობით ხდება.

გარდა ამისა კასკადები არსებობს ერთ- და ორსაფეხურიანი. ერთსაფეხურიან სისტემებში მოქმედებს შემდეგი ციკლი: აირის შეკუმშვა - კონდენსაცია - გაფართოება - დუღილი.

ორსაფეხურიან სისტემაში დამატებულია "შუალედური გამაგრილებელი", ანუ ეკონომაიზერი.

ახლა კი ვეცდები აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ერთსაფეხურიანი პირდაპირი გაფართოების სისტემა (რომელიც სხვათაშორის ფართოდ გამოიყენება კონდიციონერებსა და მცირე გამაციებელ მოწყობილობებში). სქემა საკმაოდ მარტივია: დაბალი წნევის აირი იკუმშება კომპრესორის მიერ, კონდენსირდება და გადაიქცევა მაღალი წნევის მქონე სითხედ. შემდეგ ეს სითხე თერმორეგულირების ვენტილის გავლით ხვდება ამაორთქლებელში, სადაც სითხე დუღდება, ფართოვდება და კვლავ აირად იქცევა. შემდეგ ციკლი მეორდება.

სამწუხაროდ ერთსაფეხურიანი პირდაპირი გაფართოების სისტემა საკმაოდ დაბალეფექტურია ორი მიზეზის გამო:

1. ამაორთქლებლის ზედაპირის ნაწილი ყოველთვის ორთქლითაა დაფარული და სითბოს გადაცემის კოეფიციენტი ასეთ ზონაში დაბალია.

2. გადახურებული ორთქლის შეკუმშვა-დატუმბვისთვის კომპრესორი ზედმეტად დიდ ენერგიას ხარჯავს.

ამიტომ უფრო უპრიანია ცირკულაციური კასკადის გამოყენება. სამწუხაროდ აქ უკვე ეკონომიკური ფაქტორები იჩენს თავს :drug:.

----------------------------------------------------------------------------------------------------

ახლა კი წარმოგიდგენთ სტატიას, რომელსაც ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი და რომელშიც ნაჩვენებია თვითნაკეთი კასკადი...

კასკადი საკმაოდ დიდია, ამიტომ აი ასეთი "კეისი" დაჭირდა:

c4dd5128e3ff8d8eb46511df765cc77c.jpg

კომპრესორები

CPU-ს მაღალტემპერატურული კონტურისთვის გამოყენებულ იქნა Toshiba 1HP R22 (საშუალო ტემპერატურის) კომპრესორი.

GPU-ს მაღალტემპერატურული კონტურისთვის გამოყენებულია Sanyo 1HP R22 (საშუალო ტემპერატურის) კომპრესორი, რომელიც სტატიის ავტორმა ძველ კონდიციონერს მოხსნა.

8684620f8412768b944bc13724232f38.jpg

CPU-სა და GPU-ს დაბალტემპერატურული კონტურებისათვის გამოყენებულია Tecumseh 1/2HP დაბალტემპერატურული კომპრესორი, მოდელის ნომერი - CAE2424Z.

fbaec7a71e25d0fb07b07e342794bc0c.jpg

კონდენსატორები

CPU-ს მაღალტემპერატურული კონტურისთვის გამოიყენეს ჩვეულებრივი კონდიციონერის კონდენსატორი, ხოლო GPU-სთვის - R22 ზედ მიმაგრებული ფენით, რომელსაც სურათზე ხედავთ.

9b19746b9201b38f04b9654b9c3d6ba6.jpg

რეფრიჟირანტები

გამაგრილებელ სითხეებად გამოყენებულია "R22" და "R410a".

cc16fef7cb2f12527009eb9c5818d99c.jpg

ამაორთქლებელი

19fbf6f0a5b082baf0d4680515f60598.jpg

826e1d04c1c58ae1d562dd2bf09cf1c9.jpg

60e9c62dd006e322464abdeb5a7a2ad7.jpg

დარწმუნებული ვარ, მონდომებული ოვერქლოქერები ამაზე ბევრად უკეთესს გააკეთებთ...

84c31494a0f53dbc01a4971ef85adc7c.jpg

ესეც მათი იზოლაცია. "პენოპლასტით"

82361ccd2fc3a42bb9c2feb82a4cb5dd.jpg

ზედ ორგმინით

5753d051d652548fac6abfc425771376.jpg

ბოლოს მთელი "საიზოლაციო ბუკეტი" ერთად (ეხა არ დაიწყოთ ბუკეტს ქართულად თაიგული ქვიაო!)

2d5575a6b8da1ce4c1c92fc568059f56.jpg

საფეხურთშორისი სითბოს გამცვლელი

კეთდება სპილენძის მილებით.

764b3be3ff3a534d195150f62408ba2e.jpg

როგორც ხედავთ, გაციების შემდეგ იკიდებს კონდენსატს

210c090fc6ba97f2b0572690e58228c3.jpg

ამიტომ საჭიროა მისი იზოლაციაში მოქცევა

7abaa0874c39cfd529b447d2a24d541d.jpg

თუმცა ამხელა გამცვლელის მაგიერ შეიძლება იყიდოთ სპეციალურად დამზადებული:

2999b8dd6e5bb5d4a66b19829f698c33.jpg

c4bb8e015d5d5e7456ebf270269fc20f.jpg

2e56f866854ffaa5539603ee3196dc37.jpg

მაგრამ იზოლაციას ვერც აქ გადაურჩებით

25168115a0ee9875ced4a6ff09ae912e.jpg

ზეთის გამაცალკევებელი

დამზადებულია ჩვეულებრივი მილისგან, რომელშიც ჩატენილია "ფოლგა". იგი შეაკავებს ზეთს და გაატარებს აირს.

eabc9e9643085b9eed89d53591893df9.jpg

----------------------------------------------------------------------------------------------------

არსებული ნაწილებით აწყობილმა კასკადმა -77 გრადუსი აჩვენა

f289115a6ca0916889b499b18dbaf02d.jpg

უკეთესი შედეგის მისაღებად სტატიის ავტორებმა გამოიწერეს ეთილენი - R1150 და კასკადმა ასეთი სახე მიიღო:

877929c4540ee7ea3ee4645ebf6eef02.jpg

4af096fc2815574865042995f50d71a3.jpg

5e063a1ede7c2210056b48d09030c4e0.jpg

0c9092acba76304a832e867c7d7c84d5.jpg

ხოლო შედეგი ასეთია:

c19cd8bba6e526ebad30cd639d8af671.jpg

ესეც ოვერქლოქინგი... სტატია ძველია, ამიტომ პენტიუმს დასჯერდით :P

fb331496a9507af7e2e714d9a6359980.jpg

----------------------------------------------------------------------------------------------------

იმედია ის, ვისაც ეს სტატია გამოადგება და ჩემზე მეტი იცის კასკადებზე, ჩამისწორებს იაღლიშებს.

ყველანი მაგარი ხალხი ხართ და მაგრად მიყვარხართ :user:

პატივისცემით, თქვენი მიხეილ რ.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

ვაჰ,ამის სურათები გაუქმებულა

ცუდია

ეს მეთოდი არის კონფინციონერის მოდიფიცირებით მიღებული

http://people.overclockers.ru/SteelRat/record11

Link to comment
Share on other sites

გმადლობ მიშა, საკმაოდ კარგი სტატია და საჭირო ინფორმაცია მართლაც :thumbsup:

სურათები აღარ ყოფილა და რაღა გაიგე :D

Link to comment
Share on other sites

სურათები აღარ ყოფილა და რაღა გაიგე :D

მარტო სურათები ხომ არ არის მთავარი :lollol: კარგი იქნება ფოტოებს თუ დადებ თავიდან :nifxav:

NEIRON-ის მიერ დადებულ ლინკზე გადავედი, საინტერესო რამეა ისე კონდენციონერის მეთოდით გაგრილება :xelebi:

Edited by Albert Einshtein
Link to comment
Share on other sites

ჰო, ეგ ეგრეა, კასკადი ფაქტიურად იგივე კონდიციონერია, გინდაც მაცივარი, უბრალოდ გაგრილების რამდენიმე "საფეხური" აქვს, შესაბამისად რამდენიმენაირი სითხე ისხმება შიგნით... კარგი კასკადი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ისე არ მახსოვს რომელიღაც ფირმას აქვს მგონი 1000$-ად ქარხნული კასკადი გამოშვებული.

კარგი იქნებოდა ქარხნულ კასკადზე სტატია ისე :babu: ძვირი სიამოვნებააა მართლაც :programisti:

Link to comment
Share on other sites

ააი ვიპოვე! OCZ Cryo-Z:

OCZ-Cryo-Z.jpg

ესეც ოფიციალური ბმული:

http://www.ocztechnology.com/ocz-cryo-z-eol.html

არც ისეთი შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ არც ისეთი ძვირი (გამოსვლის მომენტში, 2009-ის დეკემბერში, 380$ ღირებულა).

ესეც მიმოხილვა:

http://www.tweaktown.com/reviews/1321/ocz_cryo_z_phase_change_cooler_tested/index.html

ნეტა სადმე თუ იყიდება ჩვენთან მაღაზიებში :xelitavi:

წყალზე მე არ გადავალ, აზრი არააქ

ხოდა ასეთი რამე სბენჩაოდ ან SS მაგარი იქნებოდა

უი, რითი განსხვავდება SS და კასკადი ?

Link to comment
Share on other sites

აქ არ იყიდება და "იქ" რომ იყიდო იმხელა წონა ექნება, კი აარტყამს საბაჟო ღირებულება ერთ 500$-ს :D

SS რა არის?

Link to comment
Share on other sites

Single Stage

იგივეა როგორც მე ვაყტობ

ხო ამის ჩამოტანა არის "რაღაც" :D

Link to comment
Share on other sites

ა. რაც მეტი საფეხური აქვს მით უკეთ აგრილებს. ეს ორსაფეხურიანი რომაა იმიტომ აგრილებს მხოლოდ -50-მდე. აზოტით რასაც აღწევენ იგივე ტემპერატურისთვის ხუთი საფეხურია საჭირო... ერთსაფეხურიანი მგონი ვერაფერს იზამს.

Link to comment
Share on other sites

ააი ვიპოვე! OCZ Cryo-Z:

OCZ-Cryo-Z.jpg

ესეც ოფიციალური ბმული:

http://www.ocztechnology.com/ocz-cryo-z-eol.html

არც ისეთი შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ არც ისეთი ძვირი (გამოსვლის მომენტში, 2009-ის დეკემბერში, 380$ ღირებულა).

ესეც მიმოხილვა:

http://www.tweaktown.com/reviews/1321/ocz_cryo_z_phase_change_cooler_tested/index.html

:thumbsup:

Link to comment
Share on other sites

ა. რაც მეტი საფეხური აქვს მით უკეთ აგრილებს. ეს ორსაფეხურიანი რომაა იმიტომ აგრილებს მხოლოდ -50-მდე. აზოტით რასაც აღწევენ იგივე ტემპერატურისთვის ხუთი საფეხურია საჭირო... ერთსაფეხურიანი მგონი ვერაფერს იზამს.

თან ამ სტატიის ამორთქლებელი როგორც მახსოვს სპილენძისგან იყო,უხეშად დამუშავებული,დიდი ნახვრეტებით დამზადებული ამორთქლებლით.

რამდენიმე საფეხურიანი მართლაც კარგია,იმ ლინკზე,მე რომ დავდე,რამდენიმესაფეხურიანია.

მაგრამ 1 კითხვა:

ამ გამაგრილებელს ვატობა არ უწერია,რამდენ ვატიანია ეს ოკც-ს ქმნილება?

ახალი ნაწილებით,შესაძლოა უფრო იაფად გამოხვიდე,ვიდრე ამის ყიდვით,+ჩამოტანით.

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი, ერთადერთი, რაც მოვიძიე, 120 ვატის დატვირთვას უძლებს სტაბილურადო, ანუ 120 ვატ სითბოს შთანთქავს.

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი, ერთადერთი, რაც მოვიძიე, 120 ვატის დატვირთვას უძლებს სტაბილურადო, ანუ 120 ვატ სითბოს შთანთქავს.

ეს ერთძრავიანია

ისე 2 ძრავით კარგი იქნება ოვერქლოქერთათვის

ocz_cryoz_016_550.jpg

Link to comment
Share on other sites

ასეა ნამდვილად, ერტი კომპრესორი უწერია მონაცემებში (ZEL GQY70AD) და მხოლოდ ერთი ტიპის სითხე (R507). ანუ მართლაც ერთ საფეხურიანია.

26 კილოგრამს იწონის თურმე. ვინმეს რომ ამის ჩამოტანა უნდოდეს, მარტო ტრანსპორტაციის საფასური 208 დოლარი იქნება. იმ პირობით, თუკი მოწყობილობა 350$ ღირს, ყიდვიან ჩამოტანიან განბაჟებიანად 660 დოლარ ეღირება. მაგ ფასად თავად ააწყობს კაცი, თანაც ორსაფეხურიანს.

აი ასაორთქლებელი იქნებოდა კარგი ქარხნული გამოჩარხული

ეს ნახე,რა მხეცი გაუკეთებია ერთს(მეორე პოსტი):

http://www.quebecgeeks.net/forums/viewtopic.php?id=5399

Link to comment
Share on other sites

ჰო, მართლაც. ეგ კასკადი, მეორე პოსტში რომაა, იმხელა ტემპერატურას იჭერს თუ არ ვცდები, რამხელასაც მშრალი ყინულის და აცეტონის შერევით იღებენ ხოლმე... მაგრამ კაი დიდიც ჩანს და მძიმეც...

ასაორთქლებელს რაც შეეხება, საინტერესოა წ#$%ს სისტემის ასაორთქლებელი თუ გამოდგება საამისოდ. მცირედი გადამუშავებებით რათქმაუნდა.

რატომღაც არამგონია საკმარისი იყოს,უფრო დიდი ჭრილები და გამაცივებელი აირის უფრო დიდხანს გაჩერება,ენერგიას უფრო მიაშრეტს მის ზედაპირს,

ისე საფეხურობრივ რომ აიწყოს,შესაძლებელი იქნება რამდენიმე მაგდაგვარის შერწყმა ხედიზედ.

ასეთ სტილში:

47506.jpg

47507.jpg

Link to comment
Share on other sites

დიდია საკმაოდ. მაგხელა სპილენძიც არ იქნება იაფი.

წინაზე ყიდვა რომ მინდოდა სპილენძის,კილოზე 24 ლარი მითხრეს,ახლა უფრო ძვირიც იქნება.

ძრავი კიდე მაცივრის,ახალი,სადღაც 250-200 ლარის ფარგლებში ღირს

ძვირი სიამოვნებაა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.