Jump to content

Apple მ წარმოადგინა ახალი Mac Pro


Barca

Recommended Posts

apple.gif

 

 

 

10 ივნისს WWDC ( Worldwide Developer Convention ) კონფერენციაზე ყველასთვის ნაცნობმა და ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპიუტერულმა კომპანია Apple მ წარმოდგინა თავისი რამდენიმე ახალი პროდუქცია , რომელთა შორისაც არის კომპანიის ცნობილი სერვერული სისტემური ბლოკი სახელად Mac Pro , ჩვენი ყურადღება მიიპყრო ამ კომპიუტერის სრულიად ახალმა და ინოვაციურმა დიზაინმა...

 

 

Screen_Shot_2013-06-10_at_12.13.42_PM_ve 

 

 

 

 

როგორც ვხედავთ ამ კომპიუტერის ფორმა/დიზაინი  საკმაოდ მარტივია თუმცა იგი გაცილებით უფრო საინტერესოა სხვადასხვა მხრიდან...

 

VRG_6476_verge_super_wide.jpg

 

 

 

2013-06-10macprofirstlook-1_verge_super_

 

 

 

 

მოდით ვნახოთ თუ რეალურად რამდენად ძლიერია Apple ეს ეს უახლესი სერვერული სისტემა.

 

Mac Pro 2013 ში გამოყენებულია სრულიად ახალ ენერგო სტრუქტურა , მასში მოთავსებულია 2 ცალი  AMD workstation GPU გრაფიკული ჩიპი , Thunderbolt 2 პორტი , კომპანია Intel ის უახლესი Ivy Bridge-EP სერიის 12 ბირთვიანი სასერვერო პროცესორი , უფრო ზუსტად კი Ivy Bridge Xeon E5  , სისტემის გრაფიკულ ჩიპს შეეძლება მიაღწიოს 40GB/წამ PCIe გამტარობას , მეხსიერებას კი რომელიც DDR3 ტიპის იქნება სიხშირით 1866 MHz და შეეძლება 60GB/წამამდე გამტარობის მიღწევა , ამ მონაცემებით აღნიშნული სისტემა თავისი ძალით 2 ჯერ აღემატება ახლადენ მოდელს.

 

memory.jpg

 

 

 

2013-06-10macprofirstlook-8_verge_super_

 

 

 

 AMD FirePro ჩიპის წყალობით სისტემას ექნება 4K რეოლუციის მხარდაჭერა რაც მისი 6GB იანი ვიდეო მეხსიერების დამსახურებაც იქნება , ასევე მას ექნება 2.5 ჯერ უფრო სწრაფი , ახალი თაობის PCIe Flash მეხსიერება , რისი წყალობითაც სისწრაფე დაახლობით 10 ჯერ მეტი იქნება სტადარტულ HDD ზე 7200 ბრუნით.

 

ასეთ მძლავრ სისტემას რაღა თქმა უნდა კარგი გაგრილებაც სჭირდება სწორედ ამიტომ Apple მ იზრუნა ამ საკითხზეც და შემოგვთავაზა უახლესი ტერმული გაგრილების სისტემა.

 

 

 

 

thermal.jpg

 

 

fan.jpg

 

 

 

გაგრილების სისტემას უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი ხალი Fan , თუმცა ინოვაციური სტრუქტურის გამო ეს სისტემა სრულიად სანდო და ეფექტური იქნება.

 

 

და ბოლოს გეტყვით ,რომ ახალ Mac Pro ს ექნება შემდეგი სახის პორტები და დამაკავშრბელი საშუალებები და ესენია : Thunderbol 2 მაქსიმუმ 20GB/წამი ინფორმაციის გადაცემის საშუალებით , USB 3.0 , სტანდარტული RJ45 პორტი ინტერნეტისთვის , Bluetooth 4.0 , HDMI 1.4 , 25 ჯერ უფრო სწრაფი FireWire პორტი და რაღა თქმა უნდა 802.11 ac  WiFi კავშირი.

 

 

 2013-06-10macprofirstlook-9_verge_super_

 

 

 

 

 

 

Apple ის ინოვაციური  Mac Pro WorkStation გაყიდვაში წლის მე-3 კვარტალში გაეშვება ! 

 

 

 

 

ეს კი ოფიციალური საიტი > The New Mac Pro 

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

სასტავი ნაგვის ყუთს გავს და რაღაცაო არადა მართლა მაგარი ვეშია, უბრალო ქეისსზე ბევრად უფრო მიმზიდველი და მისტიკური შავი კონუსია :D

 

ფასი ალბათ 2 ჯერ მეტი ვიდრე წინა მოდელი  :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

მემგონია იგივე რაც წია მოდელი...

ეგეთი ვინდოუსზე და გეიმინგ ვიდეოკარტით

და საუკეთესო გეიმინგ კომპიუტერი თქვენს ხელთაა :)

ესეთის აწყობა არ შეიძლება ნეტა?

  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ეს მაკი განკუთვნილია პროფესინალი მომხმარებლებისათვის. მხოლოდ Xeon–ის პროცესორზე რომ არაფერი ვთქვათ რაც ყველამ ვიცით რაც არის, მისი გამოყენების არეალი თითქმის უსაზღვროა. იდეალურია motion graphics, 3D modeling, video editing, rendering and animation-სთვის. ორი ცალი FirePRO გრაფიკული ბარათი ერთობლივი მუშაობით 7 teraflops გამოთვლას ახდენს.

 

შედარებისთვის PS4-ის მაგალითი დავდოთ

ps4_specs.png

 

 

იყიდე და დაიკიდე ყველაფერი შემდეგი თაობის მაკ პროს გამოსვლამდე...

Link to comment
Share on other sites

PS4-ით რისი თქმა გინდოდა მაინც ვერ მივხვდი

 

საერთოდ სხვა და სხვა რაღაცეებია, არც უნდა შეადარო ერთმანეთს. სიმძლავრით ეს მაკი შეჭამს ნებისმიერ კონსოლს

Link to comment
Share on other sites

ფასზე ჯერ არაფერი უთქვამთ და ამიტომ არ დავწერე , თუმცა საკმაოდ ძვირი ეღირება ჯერ იმიტომ რომ კარგი ჰარდი აქვს და მერე იმიტომ ,რომ Apple არის 

 

ეს გეიმინგში არ გამდოგება :) 

Link to comment
Share on other sites

PS4-ით რისი თქმა გინდოდა მაინც ვერ მივხვდი

 

საერთოდ სხვა და სხვა რაღაცეებია, არც უნდა შეადარო ერთმანეთს. სიმძლავრით ეს მაკი შეჭამს ნებისმიერ კონსოლს

 

მე ვსაუბრობდი ვიდეო ბარათების შესაძლებლობებზე. ამიტომაც კონსოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ვიდეო ბარათის შესაძლებლობებია. მაგ სურათზე წერია რომ მისი GPU ასრულებს 1,84 teraflops გამოთვლას, როცა ეს მაკ პრო 7 teraflops გამოთვლას ახდენს.

 

2013 წლის ივნისში, ვიკიპედიის თანახმად, ეფექტურობის თვალსაზრისით (გამოთვლის ფასი) სწორედ რომ ეს კონსოლი 1 GFLOPS გამოთვლას $0.22 დოლარაში ახდენს. (The PS4 is listed as having a peak performance of 1.83 TFLOPS, at a price of $400)

ჩამონათვალში ამაზე კარგი მაჩვენებელი არავის არააქ. ამიტომაც მოვიყვანე ეს კონსოლი შესადარებლად

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქვე დავამატებ, PS4-ის შემდეგ მოდის Quad AMD7970 GHz System ვიდეო ბარათი. 2012 წლის აგვისტოში მან ასეთი შედეგი აჩვენა: 1 GFLOPS გამოთვლას $0.73 დოლარაში ახდენს.

(A quad AMD 7970 desktop computer reaching 16 TFlops of single-precision, 4 TFlops of double-precision computing performance. Total system cost was $3000; it was also built using only commercially available "gamer" grade hardware.)

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

ხვალიდან ოფიციალურად იწყება ამ სისტემებოს გაყიდვა , საწყისი ფასი იქნება 3 000 ამერიკული დოლარი > http://www.techpowerup.com/195925/new-apple-mac-pro-available-starting-tomorrow.html

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ძალიან მაგარი რამეა მარა კაი ფასიც აქვს

 

მარა სათაშოდ ეს კომპიუტერი რო არ გამოდგება ფაქტია...

 

3კ დ ისეთ კომპს ააწყობთ საშვილიშვილოდ გექნებათ...

Link to comment
Share on other sites

ვერ ვიჯერებ ასეთი კარგი ჰარდი რომ ჩადეს და ეგეთი  ფასი დაადეს :)

 

 

ყოველთვის ვთვლიდი რომ ეფლი მხოლოდ მარიაჟისთვისაა და არ მევასებოდა თუმცა ეს ახალი მაკ პრო მართლა ძალიან მაგარ ვიდზეა და ეგეთივე მაგარი ნაწილები დევს შიგნით

 

 

ყოჩაღ ეფლს  :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მარტო ვიდი? გაბარიტებშიც ნახეთ რა პატარაა :D

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.