gio_kiborg Posted January 11, 2011 Share Posted January 11, 2011 Windows Server 2008 R2 Microsoft ბოლო სერვერული პროდუქტია, ხოლო მისი სერვერული პროდუქტები "საშინაო" დესკტოპური Workstation-ებისგან გამოირჩევა სტაბილურობით, დაცულობით და წარმადობითაც. მოვიყვან compinfo-ელი Giena-ს სიტყვებს: Quote ამდენი ვწერე და ბევრმა შეიძლება მაინც ვერ გაიგო რა ჯანდაბად გვინდა სერვერი სახლის კომპზე :- ) ამიტომ ბოლო სიტყვად შემოვინახე ახსნა განმარტება, პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში საუბარია Windows Server 2008 R2-ზე, რატომ უნდა გაითვალისწინოთ? ახლავე აგიხსნით, Microsoft-მა გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista, რომლის ბირთვზეც აეწყო პირველი Windows Server 2008-ი (რა თქმა უნდა ბირთვი უფრო ოპტიმიზირებული და სტაბილური იყო) შემდეგ ამ Windows Server 2008-ის ბირთვი იქნა მოდიფიცირებული და სამყაროს მოევლინა Windows 7 რომელიც ვისტასთანაც და წინა სერვერთანაც შედარებით ბევრად სწაფი და სტაბილურია, ხოლო Windows Server 2008 R2 არის Windows 7 მოდიფიცირებულ ბირთვზე აწყობილი, შესაბამისად 7-ზე სტაბილური, ოპტიმიზირებული და დაცულია. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფაქტიურად Windows 7 და Windows Server 2008 R2-ი ერთი და იგივე სისტემაა აქედან გამომდინარე, ვინც 7-ზე მუშაობს ამ სტატიის წაკითხვის და პირნათლად შესრულების შემთხვევაში იგივე 7-ზე იმუშავებს ოღონდ სერვერზე :- ) გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Server 2008 R2 არსებობს მხოლოდ 64 ბიტიანი ვერსია, ამიტომ მის დაყენებას ვურჩევ იმათ, რომლებიც იყენებენ 64 ბიტიან Windows 7-ს. მოკლედ, 4გბ და მეტი RAM და ასევე Core2Duo კლასის პროცესორის პატრონებს სერვერულ OS-ებს აქვთ თავისი ასე ვთქვათგანსხვავებული თვისებები სტანდარტულ დესკტოპურ OS-ებთან (დავარქვათ ამ კლას Workstation-ები) შედარებით, რომელთა მორჯულების გარეშე სახლის პირობებში გამოყენება არ ღირს. მორჯულებაზე ცოტა ქვემოთ, ხოლო განსხვავებებში შედის მაგალითად ის, რომ გამორთულია ყოველგვარი ვიზუალური ეფექტი, გათიშულია ხმის მხარდაჭერა, სისტემა მეტ რესურსებს უთმობს სერვისებს ვიდრე პროგრამებს: მოკლედ სერვერია რა... მივხედოთ გადმოწერას Microsoft-დან: ამ მისამართიდან შესაძლებელია Server 2008 R2-ის 180 დღიანი Trial ვერსიის გადმოწერა, ამისათვის საჭიროა მხოლოდ Windows Live ID :ფოსტა Hotmail-ზე, MSN-ის ექაუნთი და ა.შ,მოკლედ, ვისაც არ გაქვთ ეს Live ID, ვერგისტრირდებით აქ: MSN Sign UP შემდეგ, შევდივართ Internet Explorer-ით ზემოთ მოცემულ მისამართზე და ვირჩევთ IT Pros Download Here შემდგომ ფანჯარაში გვთხოვენ ავტორიზაციას Windows Live ID-ის გამოყენებით, და თუ პირველად ვართ ამ სისტემაში, გამოდის შესავსები ანკეტა აქ აუცილებლად მიუთითეთ Job-ში და Interes-ებში IT Professionalან IT ფორმის შევსების და გადაგზავნის შემდეგ, მოვხვდებით ახალ ფანჯარაში, რომელიც გვეუბნება, რომ Download Manager დაიწყებს მუშაობას (IE-ს Security Setting -ების კონფიგურაციის მიხედვით შესაძლოა მოგთხოვოთ ნების დართვა ამაზე) ვუთითებთ შესანახ ადგილს და ველოდებით გადმოწერის დასრულებას. გადმოწერილი ISO იმიჯის დისკზე ჩაწერასა და Windows-ის ინსტალაციაზე აღარ შევჩერდები (დამატებით ნახეთ: Server 2008 Installation, გეტყვით ერთს, რომ თავიდან, OS-ზე მოგთხოვთ ძლიერი პასვორდის დაყენებას: დიდი და პატარა ასოების და ციფრების გამოყენებით, შემდეგში ამის შეცვლა შეიძლება) გადავიდეთ კონფიგურაციაზე, რათა ჩვენი სერვერი ვაქციოთ "შინაურ" OS-ად ანუ Workstation-ად (ნუ ვისაც სერვერად უნდა მისი გამოყენება, თვითონაც იცით შემდეგ როგორ მოიქცეთ ) Windows Server 2008 R2-ის მორჯულებაზე Giena-მ საკუთარი გამოცდილების მიხედვით დაწერა მშვენიერი სტატია compinfo.ge-ზე, სადაც დაწვრილებით სკრინშოტებით აღწერა ყველაფერი: Windows Server 2008 R2-ის მორჯულება მე გირჩევთ, გადაიკითხოთ ეს სტატია, თუმცა მოსარჯულებლად ჩვენ ბევრად უფრო მარტივ მეთოდს მივმართავთ. (ზოგისთვის, მიუხედავად სტატიის დაწვრილებითი აღწერისა, მაინც რთული ჩანს ყველაფერი ერთი შეხედვით, თან შესაძლოა რამე გამოგრჩეს....) წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც რამდენიმე კლიკში გაკეთებს მთელს კონფიგურაციას: R2 CONVERTER GUI მიმდინარე ვერსიაა 3.0.0 ყველა საჭირო პარამეტრის ცვლილება ამ პროგრამითაა შესაძლებელი. სიმარტივისთვის დაჯგუფებულია რამდენიმე კატეორიაში: Features Services Packs Tweaks Fixes Misc გირჩევთ გადახედოთ საინტერესო რესურსს win2008workstation.com, სადაც კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ. Server 2008 R2 to Workstation Step by Step Guides ცოტა წვალება და გვაქვს უკვე Windows Seven-ად გადაკეთებული Server 2008 R2 უფრო ოპტიმიზირებული, დაცული და სტაბილური ბირთვით. რაც შეხება დრაივერებს, 99% Windows 7 64 bit დრაივერებისა თავსებადია Server 2008R2-თან, პროგრამების 99.99% თავსებადია. შესაძლოა პრობლემა შეგექმნათ Bluetooth დრაივერებთან,(უკაბელო კლავიატურა და მაუსი მაგალითად) თუმცა ეგეც მოგვარებადია დრაივერების ინსტალაციის ალტერნატიული გზები დამატებით შეგიძლიათ გადახედოთ: Security Software Compatibility Games Compatibility მოკლედ, ყველა მსურველს წარმატებას ვუსურვებ!!! 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ArchilA Posted May 4, 2011 Share Posted May 4, 2011 საინტერესოა. თუ რაიმე ფნქციის ჩართვა არ გამოგრჩა რაც გჭირდება მაშინ ამის დაყენება ჯობია ჩვეულებრივი სევენის დაყენებას.ხო მართლა, მაგ პროგის გადმოსაწერ ლინკშI არის ორი ლინკი, runtime და no-runtime, და ხო არ შეგიძLია ამიხსნა რეებია ეგენი? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 4, 2011 Author Share Posted May 4, 2011 Runtime გულისმობს Net.Framework, Visual C-ს საინსტალაციო Runtime-ებს ხოლო მათ გარეშე ცალკე მოგიწევს ჩამოტვირთვა და დაყენება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
flashp Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 კაი ვინდოუსია მარა ცოტა მოძველებული :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted July 18, 2011 Author Share Posted July 18, 2011 რას ქვია მოძველებული? Windows 7-თან ერთად გამოვიდა Server 2008 R2 ეს Server 2008 არ არის, ახალი ვერსიაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nk junior Posted September 22, 2011 Share Posted September 22, 2011 თქვენთან ამას ჩვეულებვივად ხსნის?! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted September 22, 2011 Author Share Posted September 22, 2011 Server 208 R2 არ მიყენია სამწუხაროდ, Win7 კი ხსნის, ერთხელ იყო სანამ გადავაყენებდი ცარიელებს მიხსნიდა მაგათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nk junior Posted September 23, 2011 Share Posted September 23, 2011 მივაგენი Server Manager -დან ემატება თურმე. მაინც მადლობა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 3, 2011 Author Share Posted November 3, 2011 R2 Converter GUI-ს განახლებული მე-3 ვერსიაც გამოსულა სხვადასხვა გაუმჯობესებებით და ბაგფიქსებით: ოღონდ ახლა ჩვეულებრივ საინსტალაციო პროგრამაა: http://www.win2008workstation.com/forum/viewtopic.php?f=21&t=1924 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giorgipr Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 ძალიან მაგარი თემაა!! კაკრაზ ეხლა დამჭირდა და გავერკვიე ყველაფერში თეორიულად მადლობა თემის ავტორს რა მაინტერესებს ეხლა, C-ზე მიყენია ჩვეულებრივი Win 7 ხოდა E დისკზე რომ ეს დავაყენო აურევს რამეს ბუთლოადერში ??????? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 2, 2012 Author Share Posted February 2, 2012 წესით არ უნდა აურიოს, იცნობს და გააკეთებს თავის მენიუს თუ აყრია, EasyBCD-თი გაასწორე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giorgipr Posted February 2, 2012 Share Posted February 2, 2012 Vmware-თი ხომ არ ჯობია ისევ ???? სასწავლად მინდა ხოდა უნდა ვიტრენიროვკო რაღაცეებში რას მირჩევ ????? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 2, 2012 Author Share Posted February 2, 2012 ნუ სასწავლად რა თქმა უნდა VMWare კარგია, არც დრაივერებზე დაგჭირდება ჩალიჩი და არც გა Workstation-ება, თუმცა რეალურზე მეტი წარმადობა ექნება რა თქმა უნდა, 64 ბიტიანი Windows-ია მაინც და ცოტა მეტი რესურსი მიაქვს, ვირტუალურზე 2 გბ მაინც გამოუყავი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tabo8226 Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 რა მაინტერესებს ეს ვერსია და www.file.ge/?p=23825 ეს ერთი და იგივე არ არის? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted April 15, 2012 Author Share Posted April 15, 2012 რა მაინტერესებს ეს ვერსია და www.file.ge/?p=23825 ეს ერთი და იგივე არ არის? ეს არის ოფიციალური Microsoft-ისეული ვერსია და გადმოსაწერი ლინკიც Microsoft-ის საიტიდანვეა file.ge-ზე კი როგორც ჩანს არის ე.წ "ნაჩალიჩები" ვერსია, რადგან დამატებული აქვს სხვა პროგრამებიც + Microsoft არ უშვებს 32 და 64 ბიტიანებს ერთ დისკზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tabo8226 Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 ხო ვიცი, მე თვითონ ვერსია ვიგულისხმე, შევცდი ის R2 არ ყოფილა, ეხლა ეს ვერსია მაქვს მაიკროსოფტის საიტიდან გადმოვწერე და ახლა დავაყენე, ვნახოთ რას იზამს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
aleko111 Posted June 27, 2012 Share Posted June 27, 2012 ხო ვიცი, მე თვითონ ვერსია ვიგულისხმე, შევცდი ის R2 არ ყოფილა, ეხლა ეს ვერსია მაქვს მაიკროსოფტის საიტიდან გადმოვწერე და ახლა დავაყენე, ვნახოთ რას იზამს ეს მაქვს მე და უპრობლემოდ მუშაობს, არაფერი დამატებული არ აქვს გადრა ოფიციალური განახლებების... Microsoft Windows Server 2008 R2 SP1 Enterprise (2012) Integrated June 2012 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gabrieli Posted April 20, 2013 Share Posted April 20, 2013 ახალ სერვერზე რას იტყვით? 2012 წლის სერვეზე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted April 20, 2013 Author Share Posted April 20, 2013 ახალ სერვერზე რას იტყვით? 2012 წლის სერვეზე? რა გითხრა, როგორც R2-ის შემთხვევაში ეგეც გაუმჯობესებული ბირთვით იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted May 13, 2013 Share Posted May 13, 2013 Server 208 R2 არ მიყენია სამწუხაროდ, Win7 კი ხსნის, ერთხელ იყო სანამ გადავაყენებდი ცარიელებს მიხსნიდა მაგათ შენ მაინც უნდა გახსოვდეს ეს :შ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
seNsat10n Posted October 4, 2013 Share Posted October 4, 2013 გადმოვწერე მარა მოუთინგ პრობლემას მიგდებს არ ვარგა ვითომ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted October 5, 2013 Author Share Posted October 5, 2013 გადმოვწერე მარა მოუთინგ პრობლემას მიგდებს არ ვარგა ვითომ? რა გადმოწერე კონკრეტულად და სად აგდებს მაუნთინგის პრობლემას? Daemon tools-ში? მაშინ არასრულად არის გადმოწერილი ან რამე მსგავსი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
seNsat10n Posted October 6, 2013 Share Posted October 6, 2013 ბიჭებო სერვერისთვის რომელი უნდა დადგეს? server core თუ full და საერთოდ რომელი ვერსია? მადლობთ წინასწარ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted October 7, 2013 Author Share Posted October 7, 2013 ბიჭებო სერვერისთვის რომელი უნდა დადგეს? server core თუ full და საერთოდ რომელი ვერსია? მადლობთ წინასწარ გააჩნია რა სერვერი გაქვს და რისთვის გინდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
seNsat10n Posted October 7, 2013 Share Posted October 7, 2013 საოფისე სერვერი კამერკა კომპები და პრინტერები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.