Jump to content

Nvidia BIOS Editor&Flash


Recommended Posts

ავტორი - Ber0

შესავალი

დღეს ამ სტატიაში აგიხსნით თუ როგორ დაფლეშოთ NVIDIA-ს ვიდეოდაფები.

პროგრამა NiBiTor(NVIDIA BIOS Editor) საშუალებას მოგცემთ მთლიანად აკონტროლოთ

თქვენი ვიდეო დაფა, იქნება ეს ფენის ბრუნვების რაოდენობა თუ GPU სიხშირეები.

31843f0256bb.jpg

მთავარი მახასიათებლები:

Detailed BIOS information output:

*Device ID

*BIOS Version

*BIOS Date

*Vendor

Core/Memory Clock display:

*2D Core/Memory Clock

*3D Core/Memory Clock

*Throttling Core/Memory Clock

*Geo Delta Clock

Core Voltage display:

*2D Voltage

*3D Voltage

*Throttling Voltage

Memory Timings display:

*Detailed Timings Feature

*AutoSelect/Test Timings Feature

*Product Identification

Ability to modify the several BIOS Parameters:

*Core Clock defined within the BIOS

*Memory Clock defined within the BIOS

*Core Voltage defined within the BIOS

*Memory Timings defined within the BIOS

*Temperature Settings defined within the BIOS

*Fan Speed Settings defined within the BIOS

Specific Boot Settings:

*Graphics Card OEM and Advanced Signon Message

*Monitor Specific Parameters

*Graphics Card Initiation Settings

*TV Mode Selection (NTSC/PAL)

Ability to check BIOS Integrity:

*BIOS Checksum Checking

*BIOS Structure Checking

ზოგადი ინფორმაცია

NiBiToR_ის დახმარებით შეძლებთ ააჩქაროთ თქვენი ვიდეოდაფების BIOS_დან.

ეს პროგრამა მუშაობს ყველა ოპერაციულ სიტემაზე,

მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ შეიძლება სრულად ვერ იმუშაოს Win XP64 Edition_ზე!

affa304043bd.jpg

NiBiTor_ის ზედა მენიუ შედგება: File; Tools და Info_სგან.

ზოგადი BIOS Info

ამ მცირე ინფოში, მოკლედ აგიხსნით, თუ რა რას ნიშნავს BIOS მენიუ ამ პროგრამაში

be82c6c27639.jpg

File: გიჩვნებთ BIOS_ის მოდელს და სახელს.

Device: გიჩვენებთ თუ რა ვიდეოდაფაა დადგენილი.

BIOS Version: ბიოსის ვერსია.

Vendor: რომელ ფირმას ეკუთვნის ვიდეო დაფის BIOS.

Date: გიჩვნებთ როდის შეიქმნა ეს BIOS.

Product: გიჩვენებთ თქვენი ვიდეო დაფის ტიპს (ან ვერსიას)

Integrity Check: სწრაფი ინდიკატორი, რომელიც NVIDIA BIOS სტაბილურობას გიჩვენებთ:

*მწვანე სტატუსი: როდესაც BIOS სტრუქტურა, შემოწმების ჯამი (Checksum) და ფორმატი კარგ მდგომარეობაშია.

*ყვითელი სტატუსი: როდესაც BIOS შემოწმების ჯამი არასწორია, მაგრამ ზომა(size) და სტრუქტურა კარგ მდგომარეობაშია.

*წითელი სტატუსი: როდესაც შემოწმების ჯამი, ზომა და სტრუქტურაც ერთად არასწორია, ერთი სიტყვით BIOS დაზიანებულია.

შემოწმების ჯამის (Checksum) არასწორობამ შეიძლება გამოიწვიოს BIOS_ში

არასწორმა პარამეტრებმა ან კიდევ მონაცემთა ბაზაში ფაილების გადაადგილებისას გამოწვეულმა შეცდომებმა.

BIOS Size დაზიანება კი შეიძლება გამოწვეული იყოს დაფლეშვისას მიღებულმა შეცდომისგან.

Clock Rates Tab

Clock Rates სექციაში თქვენ შეგიძლიათ რედაქტირება გაუკეთოთ თქვენი ვიდეოდაფის სიჩქარეს.

GeForce FX სერიიდან მოყოლებული NVIDIA_ს ვიდეო დაფებს

აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა სიხშირეზე იმუშაონ. Clock Rate შეცვლით BIOS_ში თქვენ შეძლებთ

დააყენოთ ახალი სიხშირეებში... დაიმახსოვრეთ, რომ BIOS_დან

სიხშირეების შეცვლის შემდეგ დაუშვებელია იგივე ფუნქციის

(GPU overclocking)პროგრამის გამოყენება, რადგან იგი უკუაგდებს

BIOS_ში დაყნებულ სიხშირეთა პარამეტრებს.

ეხლა კი განვიხილოთ დეტალურად Clock Rate Tab:

f3e272639849.jpg

განხილვა:

3D Info: გიჩვენებთ GPU გრაფიკული მეხსიერების და ბირთვის(Core) 3D ოპერატიულ სისტემას.

Throttlin Info: ეს ფუნქცია გვიჩენებს GPU მეხსიერების მომატებული სიხშირეების შესახებ ინფორმაციას.

2D Info: გიჩვენებთ GPU მეხსიერების და ბირთვის 2D ოპერატიულ სიტემას.

6826a9b43ead.jpg

თქვენ შეგიძლიათ ასევე ზედა სურათი მიხედვით BIOS_ის პერფომანსის სირთულეების შეცვლა,

რაც საშუალებას მოგცემთ ვოლტაჯის კავშირს BIOS ფაილებთან

და სხვადასხვა სიხშირეებს დაყენებას 3D და 2D გრაფიკისთვის.

Voltage Tab

ეხლა კი განვიხილავთ ვოლტაჟების ცხრილს, რის საშუალებითაც

შესაძლებელია გავიგოთ თითოეული ვოლტის მნიშვნელობა.

3424e6069f8b.jpg

Exact Mode და VID Mode-ის საშუალებით ხდება ვიდეოდაფების ვოლტების შეცვლა,

მაგრამ თუ შესაძლებელია, უმჯობესია ეს პროცესი Exact Mode-ით განხორციელდეს,

რადგან აქ 2D, 3D და "Throttle" რეჟიმებისთვის ცალ-ცალკე ვუთითებთ ვოლტაჟებს.

VID Mode-ში კი მოცემულია ოთხი ვოლტაჟი თავისი იდენტიფიკატორებით. VID სწორედ Voltage Identifier-ს ნიშნავს.

00ed1f21f8a0.jpg

Advanced Info Tab

ამ ცხრილში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ვიდეოდაფის შესახებ.

ef16f39387ed.jpg

Device ID: მოწყობილობის ID ნომერი.

Sub Vendor ID: მოწყობილობის დისტრიბუტორის ID.

Sub System ID: განსხვავებული ჩიპსეტის მქონე GPU-ს ID.

Board ID: გამოიყენება ერთი ჩიპსეტის მქონე დაფების განსასხვავებლად.

Projected Filesize: BIOS ფაილის "დაგეგმილი" ზომა.

Actual Filesize: BIOS ფაილის რეალური ზომა.

Calculated Checksum: გამოთვლილი "საკონტროლო ჯამი".

Actual Checksum: რეალურად არსებული "საკონტროლო ჯამი".

Rescan BIOS: BIOS-ის ძალდატანებითი ხელახალი სკანირება.

Memory Timings Tab

847ff9e55c36.jpg

ამ ცხრილში მოყვანილია ვიდეომეხსიერების ტაიმინგები და გაქვთ მათი შეცვლის საშუალება.

Temperatures Tab

ამ ცხრილში შეგიძლიათ აირჩიოთ GPU-ს ზღვრული ტემპერატურა და ფენის სიჩქარეები

2D, 3D და Throttle რეჟიმებისთვის.

7830531916d4.jpg

Boot Settings Tab

უკანასკნელ ტაბზე ვიდეოდაფის დაბუთვისას ჩასატარებელი ოპერაციების და

საჩვენებელი ინფორმაციის არჩევაა შესაძლებელი.

4ceba998239f.jpg

Display Boot Messages: თუ ეს ფუნქცია გათიშულია, დისპლეიზე არანაირი ინფორმაცია

არ ჩანს BIOS-თან დაკავშირებით.

Display Memory Size: მეხსიერების სიდიდის ჩვენება.

Engineering Release: აჩვენებს Engineering Release წარწერას ბუთისას.

Skip DDC Scanning: Display Data Channel სკანირების ჩატარებაზე უარი.

DDC სკანირებისას დისპლეი აწვდის ინფორმაციას ვიდეოდაფას თავისი შესაძლებლობების შესახებ.

Force Adapter Scaling: ამ ოპციით შეიძლება ადაპტერის სკალირების შეცვლა,

რამაც შეიძლება გადაჭრას დისპლეისთან შეუთავსებლობის ზოგი პრობლემა.

Non-Native Panel Control: კიდევ ერთი ფუნქცია დისპლეისთან შეუთავსებლობის პრობლემის მოსაგვარებლად.

Sideband Addressing: Sideband Address (SBA) ფუნქციის ჩართვა-გამორთვა.

FastWrites: FastWrite ფუნქციის ჩართვა-გამორთვა.

TV Mode: NTSC (US)და PAL (Europe) რეჟიმების არჩევა ტელევიზორთან შესაერთებლად.

HexView Editor

ეს ედიტორი საშუალებას იძლევა BIOS-ს Hex რედაქტირება ჩავუტაროთ.

რათქმაუნდა განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის, თუ რას აკეთებს.

ყველა დანარჩენს უბრალოდ შეუძლია ნახოს, თუ როგორ გამოიყურება BIOS-ი ბიტებში და ბაიტებში.

da113994939a.jpg

Performance Table Entries

ამ ცხრილში ჩახედულ მომხმარებლებს შეუძლიათ Performance Table Entry-ს

(წარმადობის გრაფის მაჩვენებლების) ხელით რედაქტირება.

641549f9da67.jpg

Amount of Performance Tables Entries (PTE): გვიჩვენებს რამდენ "შენატანს" (შეყვანილ ინფორმაციას) შეიცავს წარმადობის გრაფა.

Amount of Active Performance Table Entries (APTE): გვიჩვენებს არსებული "შენატანიდან" რამდენია აქტიური, ანუ რამდენს გამოიყენებს დრაივერი.

APTE-სა და უბრალო "შენატანს" შორის დამოკიდებულება შემდეგნაირია:

თუკი APTE არის "03", მაშინ PTE 1 გამოიყენება 2D რეჟიმისთვის, PTE 2 - Throttle რეჟიმისთვის, ხოლო PTE 3 - 3D რეჟიმისთვის.

თუკი APTE არის "02", მაშინ PTE 1 გამოიყენება 2D რეჟიმზე, PTE 2 - 3D რეჟიმისთვის, ხოლო Throttle რეჟიმი საერთოდ მიუწვდომელია.

თუკი APTE არის "01", მაშინ PTE 1 არის ორივე, 2D და 3D რეჟიმებისთვის.

თუკი APTE არის "00", მაშინ არაფერი გამოიყენება.

ანუ მაგალითად, თუკი გაქვთ BIOS-ი, რომელსაც მხოლოდ APTE = 01 აქვს და თქვენ გსურთ

2D და 3D რეჟიმებისთვის განსხვავებული სიხშირეების მიცემა,

მოგიწევთ APTE-ს მნიშვნელობის 02-ზე შეცვლა.

Voltage Table Editor

ამ გრაფის საშუალებით მცოდნე მომხმარებელს შეუძლია ვოლტაჟების თავის

სურვილისამებრ შეცვლა. იგი Voltage Tab-ის "advanced" ვერსიაა.

96ae3342620c.jpg

მონაცემების ფერებით აღნიშვნა მომხმარებელს დამატებით ინფორმაციას აწვდის

იმის შესახებ, გათიშულია თუ არა რომელიმე ფუნქცია. მაგალითად თუ რომელიმე

დაფაზე BIOS-იდან გათიშულია ვოლტაჟის შეცვლის ფუნქცია, ამ ფანჯარაში შეგიძლიათ ნახოთ,

პოტენციურად რამდენი პარამეტრის შეცვლა იქნებოდა შესაძლებელი.

Unsupported-Unknown Devices

თუკი ისე მოხდა, რომ თქვენი ვიდეოდაფა NiBiTor-ისთვის უცნობია,

მაშინ გამოვა შემდეგნაირი ფანჯარა:

7ed923da5598.jpg

სურვილისამებრ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ვიდეოდაფის სერია და გაგზავნოთ

მასზე ინფორმაცია "OK"-ზე დაჭერით, რადგან NiBiTor-ის შემდგომ ვერსიას

ამ ვიდეოდაფის მხარდაჭერა ჰქონდეს.

გადმოწერა: NiBiTor v5.2

გეტყვით, რომ 5.2 ამ პროგრამის უახლესი ვერსიაა.

სტატია კი დაწერილია 2.0 ვერსიის მიხედვით..

იმედია ამ სტატიის ფონზე ახალი ვერსიის გაგება, არ გაგიჭირდებათ.

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ Nvidia-ს ვიდეოდაფაზე BIOS-ის დაფლეშვის ერთ-ერთი ვარიანტი. დასაფლეშად დაგჭირდებათ:

ერთი ფლეშ-დრაივი (ან ფლოპი-დისკი);

პროგრამა NVFlash;

თქვენ ვიდეოდაფასთან თავსებადი BIOS ფაილი;

ვიდეოდაფის დრაივერი (ყოველი შემთხვევისთვის).

1.Boot Disk-ის შექმნა.

იმის გამო, რომ ამ ტუტორიალში BIOS-ის დაფლეშვა DOS-იდან ხდება, მოგიწევთ თქვენი ფლეშკისგან DOS-ჩამტვირთველის გაკეთება, ან ფლოპი-დისკის შოვნა. შეგიძლიათ შეხვიდეთ Bootdisk.com-ზე, საიდანაც ჩამოტვირთავთ DOS-ჩამტვირთველის შემქმნელ პროგრამას და შექმნით ჩამტვირთველს. ან My Computer-იდან Format ფუნქციით გააკეთებთ ფაქტიურად იგივეს.

2.Bios-ის Backup-ის შექმნა.

ბიოსის დაფლეშვა სარისკო საქმეა, ამიტომ დაფლეშვამდე უნდა შექმნათ "სადაზღვევო" ფაილი (Backup). ამისათვის DOS-ში აკრეფთ ბრძანებას nvflash.exe -b backup.rom'. BIOS-ის დასაფლეშ დისკზე შეიქმნება "სადაზღვევო" ფაილი backup.rom, რომლის საშუალებითაც წარუმატებელი დაფლეშვის შემთხვევაში შეიძლება ძველი BIOS-ის აღდგენა.

3.დაფლეშვა

როცა დამზღვევი ფაილი მზად გექნებათ, შეგიძლიათ გადაწეროთ BIOS-ი. ეს შემდეგნაირად ხდება: წერთ ბრძანებას "nvflash -4 -5 -6", შემდეგ კი ახალი BIOS-ის სახელი მისი გაფართოების ჩათვლით და აჭერთ ENTER-ს. პროგრამა NVFLASH-ი გადაწერს ახალ ბიოსს ვიდეოდაფაზე, მაგრამ თუკი გადაწერისას რამენაირი შეცდომა გაჩნდება, არ გადატვირთოთ კომპიუტერი, თორემ ვიდეოდაფა აღარ ივარგებს. შეცდომის შემთხვევაში უნდა აკრიფოთ ბრძანება "nvflash -p -u -f backup. rom", რათა შეეცადოთ ძველი BIOS-ის აღდგენას. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, გადატვირთეთ კომპიუტერი. დაფლეშვა დასრულებულია.

NiBiTor-ის ახალი ვერსია:

http://www.overclockers.ge/forum/index.php?/topic/25681-nvidia-bios-editor-nibitor-version-57/page__gopid__491819&#entry491819

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.