Popular Post NEIRON Posted September 6, 2012 Popular Post Share Posted September 6, 2012 ჩვენთვის კარგად ნაცნობი 3D გამოსახულება დასაბამს 1890-იან წლებში იღებს, როდესაც ბრიტანელმა უილიამ ფრიზ-გრინმა დააპატენტა გამოგონება სტერეოსკოპური კინემატოგრაფი. მუშობის პრინციპი გულისხმობდა გამოსახულების პროეცირებას 2 ფირიდან მონიტორზე, სადაც სურათები გვერდი-გვერდ აისახებოდა, მაყურებელი კი სტერეოსკოპული ლინზების საშვალებით აღიქვამდა თითოეული თვალისთვის განკუთვნილ გამოსახულებას. ეს გახლავთ სტერეოსკოპი, რომელიც 1849 წელს დევიდ ბრიუსტერმა შექმნა ფოტოების მოცულობით აღსაქმელად, მუშობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის განკუთვნილი ფოტო გადაღებული უნდა ყოფილიყო თვალებს შორის საშუალო მანძილის გათვალისწინებით, თითოეული თვალისთვის გადაღებული ფოტოს აღქმისას კი მიიღებოდა მოცულობითი ეფექტი. ეს მოწყობილობა გახლდათ ძალიან მოუხერხებელი და თეატრებში მოცულობითი გამოსახულების ამგვარი მეთოდით ყურება,არაპრაქტიკული იყო. დღეისათვის 3დ ეფექტის პრინციპი არ შეცვლილა, ტექნიკურმა მხარემ კი დიდი წინსვლა განიცადა. სტერეოფილმის სრულყოფის გზაზე სტერეოფოტოს განვითრების გზაც განვიხილოთ: სტერეოფოტოს გადაღებისთვის 2 ლინზიანი აპარატი 1853წელს ინგლისელმა ოპტიკათმცოდნემ დააპატენტა. ფოტოაპარატის 2 ლინზას შორის დაშორება 2,5 დიუმი გახლდათ და უკვე შესაძლებელი იყო 2 ფოტოს ერთდროულად გადაღება, ამ აპარატის შექმნამდე კი სტერეოგამოსახულებას 1 ლინზიანი ფოტოაპარატის საშვალებით იღებდნენ მისი ტრაექტრორიის ცვლილებით. 1900 წელს ფრედერიკ იუჯ ივ-მა დააპატენტა კამერა სტერეოგადაღებისთვის, რომელსაც 2 ობიექტივი ჰქონდა, ერთმანეთისგან 4,4 სმ-თი დაშორებით (გამოსახულების მოცულობითად აღსაქმელად ხომ ერთი და იმავე სცენის სხვადასხვა ხედიდან დანახვაა საჭირო, რისთვისაც თვალებს შორის დაშორება გვეხმარება, ჩვეულებრივი (2d) ფილმის ყურებისას კი, კადრები მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის იმავეა ) . პირველი სრულყოფილი 3d ფილმი მაყურებელმა 1922 წელს ლოს ანჯელესში იხილა , გამოყენებული ტექნოლოგია 3დ-ს აღსაქმელად ანაგლიფი იყო . ისტორიით თავი რომ არ მოგაწყინოთ,გადავიდეთ ტექნიკურ მხარეზე: იმისათვის რომ ვნახოთ სტერეოსკოპული გამოსახულება, აუცილებელია თითოეულმა თვალმა ნახოს მისთვის განკუთვნილი გამოსახულება, ამ პრინციპზე დაფუძნებული 3d ტექნოლოგიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ანაგლიფური, ჩამკეტიანი, პოლარიზაციული, ინტერფერენციული, სათვალის გარეშე-ანუ ავტოსტერეოსკოპული ტექნოლოგია. ანაგლიფური სათვალით 3d ეფექტი მიიღწევა სტერეოგამოსახულების შერჩევაში თითოეული თვალისთვის ფერების ბინოკულარული ცდომილების გზით,ანუ მარჯვენა თვალისთვის ანაგლიფური სათვალე წითელი ფერის ფილტრით ბლოკავს ლურჯ ფერს და პირიქით, ეს თეორია გრასმანმა 1853 წელს შექმნა, ანუ მისი პირველი თეორიის თანახმად, თითოეული ქრომატული ფერისათვის არსებობს სხვა ფერი, რისი ცდომილებითაც(მაგ:ანაგლიფური სათვალით ) აქრომატული (შავი,თეთრი) ფერი მიიღება, ამ წყვილ ფერებს დამატებით ფერები ეწოდება და მიეკუთვნება: წითელი და ლურჯი( ან მწვანე) , ფორთოხლისფერი და ლურჯი, მწვანე და იასამნისფერი ... ანაგლიფური სათვალე მოითხოვს გამოსახულების სპეციფიკურად დამუშავებას ბინოკულარული ცდომილების გზით . ანაგლიფური ტექნოლოგიის პლიუსებია: ხელმისაწვდომობა და სიიაფე თავსებადობა უმეტესობა აპარატურასთან : პროექტორი, მონიტორი, კინოთეატრი; გამოსახულების სანახავად არაა აუცილებლობა სპეციალური პროგრამულ უზრუნველყოფა. ამ მეთოდის უარყოფითი მხარეებიც აქვს: ფერების გადმოცემის არასრულფასოვნება, დისკომფორტის გრძნობა 3D ფილმის ხანმოკლე დროით(15 წთ) ყურების დროსაც კი, რადგან ანაგლიფური სათვალის გამოყენების შემდეგ, მომხმარებლის ფერებისადმი მგრძნობელობა მცირდება დაახლოებით ნახევარი საათით, ხანგრძლივი ყურება კი არაა მიზანშეწონილი, რადგან ახასიათებს თვალების და თავის ტკივილი. სტერეოსკოპული გამოსახულების რეალიზების მომდევნო მეთოდს ჩამკეტიანი სათვალე წარმოადგენს. ეს სათვალე ახდენს გამოსახულების გამიჯვნას ერთმანეთისგან, მარჯვენა თვალს მიეწოდება მისთვის განკუთვნილი მონაკვეთი, ისევე როგორც მარცხენას. გამოსახულების არჩევითობა თხევაკრისტალური ლინზების საშვალებით მიიღწევა, რომელიც შუქგაუმტარი ხდება ელ. მუხტის მოქმედების შედეგად. ამ პროცესის მართვა ხდება მაღალი სიხშირით და ჩვენთვის ეს მოვლენა შეუმჩნეველი ხდება მხედველობის ინერტულობის გამო . მხედველობის ინერტულობა ეს არის მხედველობითი რეაქციის შენელება მოძრავი საგნების თუ გამოსახულების მიმართ, რა დროსაც მიიღება სიგლუვის ეფექტი და მილიწამებში უძრავი კადრების მიმდევრობით აღბეჭდვა ტოვებს მოძრავის შთაბეჭდილებას ,თუ მისი სიხშირე წამში 16 კადრს ქვემოთ არაა . ჩამკეტიანი სათვალის მეთოდი წარმოადგინა 1858 წელს დ.ალმეიდამ, კინემატოგრაფიაში კი ე.ბენკლიმ ეს მეთოდი 1936 წელს გამოიყენა. თხევადკრისტალურ ჩამკეტებს აქვთ უარყოფითი მხარეებიც: სინათლის ნაკადის შესუსტება თხევადკრისტალური ლინზის მიერ გამოსახულების გაორების ეფექტი ობიექტების სწრაფად მოძრაობისას სათვალის წონითი განსხვავდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ხანგრძლივი ხმარებისას სრულყოფილ სანიტარულ დამუშავებას(მაგ: კინოთეატრში) ცუდად ემორჩილება ელექტრონიკის გამო. ჩამკეტიანი სათვალე XpanD 3Dტექნოლოგიის გამოყენებით ადვილად სინქრონიზდება კადრების სიხშირეზე, სინქრონიზაციაზე ინფორმაცია კი ინფრაწითლი გამოსხივების მეშვეობით მიეწოდება. ამ ტექნოლოგიას იყენებენ nvidia 3d vision-შიც. პოლარიზაციული სისტემა ხაზობრივი პოლარიზაციული სისტემა იყენებს 2 გამოსახულების ერთ ეკრანზე პროეცირებას ორთოგონალური პოლარიზაციული ფილტრების დახმარებით. იმისათვი რომ გამოსახულებამ ხარისხი არ დაკარგოს, საჭიროა მოვერცხლილი ეკრანის გამოყენება. სათვალის ლინზებში ინტეგრირებული ხაზობრივი პოლარიზაცია ორთოგონალურია,ისევე როგორც პროექტირებისას გამოყენებული მეთოდი, სწორედ ამიტომ თითოეული თვალი ხედავს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ კადრს. ზემოთ ხსენებულ ფილტრებს აქვს მინუსი: მაყურებელმა თავი 1 დონეზე უნდა გააჩეროს, რადგან გვერდით დახრისას 3d ეფექტი იკარგება (ამ ტექნოლოგიას იყენებს IMAX 3D). ამის გამოსწორების მიზნით იყენებენ წრიულ პოლარიზაციას სათვალეებში(RealD Cinema და MasterImage). წრიული პოლარიზაციით გამოსწორდა 3d ეფექტის დაკარგვა თავის დახრისას. წრული პოლარიზაციის ტექნოლოგია RealD 3D მდგომარეობს შემდეგში: წრიული პოლარიზაცია IMAX ტექნოლოგიისგან განსხვავებით, სტერეოეფექტს ინარჩუნებს და კადრის გაორება არ ახასიათებს თავის მოძრაობისას. პროექტორი ახდენს კადრების პროეცირებას თითოეული თვალისთვის პოლარიზაციული ლინზების დახმარებით პროექტორზე: საათის ისრის ბრუნვის მიმართულებით მარჯვენა თვალისთვის და პირიქით-მარცხენასთვის. სათვალეები წრიული პოლარიზაცია უზრუნველყოფენ სტერეოეფექტს არასაჭირო კადრების ბლოკირებით. ეს სისტემა უზრუნველყოფს 72 კადრს წამში თითოეული თვალისთვის. კინოთატრებში კი თითოეული კადრი პროეცირდება 3-3 ჯერ, ციმციმის შემცირების და მეტი კომფორტულობის მიზნით . მთავარი პრობლემა პოლარიზაციული სტერეოსისტემის, რომელსაც კინოინდუსტრიაში იყენებენ, არის გამოსახულების სიკაშკაშის დაკარგვა ფილტრების გამო . დიდი ყურადღება ექცევა ეკრანს, რადგან მან არ უნდა შეცვალოს სხივის მიმართულება, ამ პრობლემის გადასაწყვეტად იყენებენ ვერცხლის საფარის მქონე ეკრანს . ინტერფერენციული ფილტრების სისტემა (Dolby 3D) ციფრული კინოპროექტორს, რომელსაც იყენებენ ამ ტექნოლოგიაში, შეუძლია როგორც 2d ,ასევე 3d ფილმის გაშვება. 3d ფილმის გაშვებისას კინოპროექტორის სტანდარტულ ობტურატორს(მექანიკურო მოწყობილობა,რომელიც პერიოდულად კეტავს სინათლის ნაკადს) ანაცვლებენ სხვა 3 დამატებითი ფილტრით ,რომელიც იმავე(წითელი, მწვანე, ლურჯი) ძირითად ფერს მიეკუთვნება, მაგრამ აქვს სინათლის გატარების მსგავსი სპექტრი. 3d-სთვის განკუთვნილი ასეთი ობტურატორი ახშობს ნათებას გაორმაგებული სიჩქარით და აღბეჭდავს ეკრანზე სტერეოგამოსახულებას. რადგან ეკრანზე ყველაფერი აღბეჭდილია, ახლა სათვალეები დაგვრჩა რომ ვუყუროთ: მათშიც იყენებენ ფილტრებს, რომ თითოეულმა თვალმა აღიქვას მისთვის განკუთვნილი გამოსახულება. რადგან ჩვენ ხილულ სპექტრს აღვიქვამთ წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების სინთეზით, კინოპროექტორის ფილტრი ყოფს სინათლის ნაკადს ამ 3 ფერის სხვადასხვა სპექტრალურ მაჩვენებლად. ამიტომ, მაგ: წითელ ფერს, რომელიც ერთ სპექტრშია ხედავს მარცხენა თვალი , მარჯვენა კი ხედავს იმავე ფერს, ოღონდ სხვა სპექტრში. იმავე ხდება მწვანე და ლურჯ ფერზე. ფერთა ტონალური განსხვავება კი კორექტირდება სათვალეში გამოყენებული ფილტრებით . სტერეოფილმი სათვალის გარეშე 3d ფილმის ყურება შეიძლება სათვალის გარეშეც ,სადაც იყენებენ გამოსახულების სივრცობრივ გაყოფას თითოეული თვალისთვის რასტრული მეთოდით. სტერეოგამოსახულების გამიჯვნა ხდება 2 გზით: ოპტიკური და ლინზური . განვიხილოთ ოპტიკური ავტოსტერეოსისტემა: ოპტიკური რასტრის მქონე მონიტორზე გამოსახულება იქმნება წვრილი ვერტიკალური პიქსელების ხაზებით, რომლის წინაც მოთავსებული რასტრი დაშორებულია იმ მანძილით, რაც იძლევა სტერეოფექტს. ამას პარალაკსი ეწოდება, ანუ უკანა ფონზე ობიექტის მდებარეობის შეცვლა მაყურებლის მდებარეობის შეცვლის შედეგად. ამ მეთოდით მონიტორზე იქმნება რამდენიმე ვერტიკალური სიბრტყეები, რაც მისთვის უარყოფითი მხარეა,რის დროსაც მარჯვენა თვალი ხედავს მარცხენას გამოსახულებას. მომდევნო უარყოფითი მხარეა-3D დისპლეის ჰორიზონტალური გარჩევადობის შემცირება 2 ჯერ ჩვეულებრივ მონიტორთან სტერეოსკოპული 3D მონიტორის გამოსახულება არ მახინჯდება იმ შემთხვევაში, თუ თავი გაუნძრევლად გაქვთ, ან მონიტორს გააჩნია ავტოფოკუსირების ფუნქცია მაყურებლის მიმართ. დღესდღობით 3d მოწყობილობები სრულყოფის პროცესშია, რაც არ გვაცილებს მის მავნე ზემოქმედებას, რასაც კიბერდაავადება ეწოდება. კიბერდაავადება არის ფუნზციური დარღვევა,რომელსაც სტერეოფილმის ყურება იწვევს. მისი სიმპტომებია: თავის ტკივილი, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, პირღბინება და გულისრევა მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის სენსორული კონფლიქტი მხედველობის აპარატის ნაწილებს შორის. როცა 3 განზომილებიანი ობიექტი „ტოვებს“ ეკრანს , თვალის კაკლები იხრება შიგნითკენ ,მაგრამ ფოკუსირებას მაინც აგრძელებენ გამოსახულების. ამგვარი მდგომარეობა არ არის ნორმალური და იწვევს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებს. 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted September 6, 2012 Share Posted September 6, 2012 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted September 6, 2012 Author Share Posted September 6, 2012 :rofl: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OverDozeD Posted September 6, 2012 Share Posted September 6, 2012 Razer საღოლ! ))))))))))) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted September 7, 2012 Share Posted September 7, 2012 ასეთი ღადი მოდერი არ არი ამ საიტზე რა :DDDDD :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted September 7, 2012 Share Posted September 7, 2012 ღადო უნდა დამეწერა ღადის მაგივრად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 7, 2012 Share Posted September 7, 2012 ბრავო ნიკა , წავიკითხე საინტერესო და საჭირო ინფოა ანაგლიფურ სათვალეს მართლა არ უნდა გაეკარო კაცი ,წესით აკრძალულცი უნდა იყოს ავტოსტერეოსკოპული ტექნოლოგია - ამასთანაც უკვე ახლოს ვართ ,როდესაც სათვალე აღარ დაგვჭირდება 3დ გამოსახულებისთვის ,თუმცა ჯერ ეს დახვეწონ რაც გვაქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted October 18, 2012 Author Share Posted October 18, 2012 როცა მოიცლით ეს სტატია ჰაი ტექში გადაიტანეთ და მიკიშიც ვფიქრობ მისამატებელია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.