Jump to content

Ratio-ს მატება ტორენტებზე


Recommended Posts

ავტორი - gio_kiborg

ვინც ტორენტ ქსელებს აქტიურად იყენებს, ხშირად უჩნდება Ratio-ს (ატვირთვა/ჩამოტვირთვის ფარდობა) პრობლემა,

განსაკუთრებით კი HD ხარისხის მქონე ფილმების მოყვარულებს :)

მოგეხსენებათ, აფლოადის სიჩქარე გაცილებით დაბალია დაუნლოადისაზე, ამიტომ ხშირად საჭიროა ტორენტ კლიენტი გამუდმებით იყოს ჩართული, თუმცა ხშირად არც ესაა საკმარისი...

ზოგადად, ტორენტ ქსელების იდეა იმაშია, რომ სხვებსაც გაუზიარო შენს ხელთ არსებული ფაილები,

თუმცა ზოგჯერ ზემოთაღნიშნული სიტუაციების გარდა ჩნდება ვინჩესტერის გადავსების პრობლემა, ასევე ზოგჯერ ახალ გადმოწერილ რამდენიმე გიგაბაიტიან ფაილს ცოტა ლიჩერი ყავს 9ანუ ის, ვინც ამჟამად იწერს ამ ფაილს), ან საერთოდ არ ყავს...

ამიტომ საჭიროა რაიმე ხერხს მივმართოთ იმისთვის, რომ ჩვენი Ratio არ დაზარალდეს

ასე, რომ ვინც დაინტერესდით- განაგრძეთ კითხვა

Ratio-ს ხელოვნური მართვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ძირითადა ორ ჯგუფად იყოდფა:

* ტორენტ კლიენტზე მანიპულირება ფაერვოლით (მაგ. აპლოადის დაბლოკვა, ამ დროს თქვენი ტორენტ კლიენტი ვერ გადასცემს ინფორმაციას ტრეკერს გადმოტვირთული/ატვირთული მეგაბაიტების შესახებ) თუმცა ზოგიერთი ტრეკერი მაინც გებულობს რეალურ სიტუაციას

* სპეციალური პროგრამების გამოყენება, რომლებიც ახდენენ ტორენტ კლიენტის ემულირებას: ანუ რეალურად არ ხდება ფაილთა გაცვლა, უბრალოდ, ტრეკერს ეგზავნება შესაბამისი მონაცემები.

კარგა ხნიანი კვლევა-ძიების და rutracker.org-ზე (ყოფილი Torrents.ru) რამდენიმე ექაუნთის დაბლოკვის შემდეგ, მივაგენი უსაფრთხო საშუალებას

ესაა პატარა პროგრამა RatioMaster.NET

(რომელიც, სხვათა შორის არსებობს Linux და MAC -ისთვისაც)

პროგრამას შეუძლია ყველა ცნობილი ტორენტ-კლიენტის ემულირება,

მაგრამ, როგორც საკუთარი მწარე პრაქტიკით დავადგინე, ზოგ ტრეკერზე (იგივე Rutracker.org) არსებობს საკმაოდ ძლიერი გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები და ამიტომ მხოლოდ ემულაცია არ კმარა...

საჭიროა "შენიღბვა"- ანუ შესაბამისი კლიენტის ჩართვა და RatioMaster-ი აკოპირებს პროცესის სხვადასხვა მნიშველობებს, რაც საკმარისია გაყალბების ისე შესანიღბად, რომ თუკი საიდუმლო სამსახურები არ ჩაერთვნენ საქმეში, ისე ვერაფერს აღმოაჩენს ტრეკერი :D

პრობლემა კი იმაშია, რომ RatioMaster-ს შეუძლია ტორენტ-კლიენტების მხოლოდ გარკვეული ვერსიების ემულაცია

რადგანაც Utorrent ყველაზე პოპულარული და ტორენტ ქსელების ოფიციალური კლიენტია, მოვნახე RatioMAster-ის მიმდინარე ვერსიისთვის 0.42 შესაბამისი ბოლო ვერსია: ესაა

uTorrent 2.0.1 (Build 19078)

733sa.png

სხვა ვერსიის გამოყენებისას, შენიღბვა ვერ განხორციელდება

(ვინც უკვე იყენებთ uTorrent-ს, უბრალოდ გადააწერეთ ეს ვერსია არსებულს)

RatioMaster-ის სამუშაოდ აუცილებელია Utorret იყოს ჩართული და ერთი ტორენტი აქტიური მაინც (ეს პრობლემა არ იქნება იმათთვის, ვინც ხშირად იწერს ტორენტებს)

შემდეგ, ჩავრთოთ RatioMaster:

61okd.png

თუკი ყველაფერი კარგადაა, Log-ში გამოჩნდება წარწერა Search Finished Successfully ! (ეს შენიღბვის მთავარი წინაპირობაა.

Option განყოფილებას ვაყენებთ, როგორც სურათზეა, Browse... ღილაკზე დაჭერით ვირჩევთ სასურველი ტრეკერის ტორენტ ფაილს

ეს ფაილი აუცილებლად თქვენი ექაუნთიდან უნდა იყოს გადმოწერილი (ანუ რომელ ექაუნთზეც გსურთ Ratio-ს მომატება) და საუსრველია იყოს პოპულარული ფაილი

xrwte.png

შემდეგ, ვაყენებთ Speed Option-ებს (ყველა პუნქტი გასაგებია მგონი):

aipey.png

მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ აპლოად სპიდი, ტრეკერის სკრიპტები რომ არ "დაეჭდვნენ"

ამ პროგრამის პლუსია ის, რომ, ერთდროულად შეუძლია რამდენიმე ტორენტ ფაილთან მუშაობა... ე.ი "ატვირთული" მეგაბაიტების რაოდენობა ტორენტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია

გინდათ ერთი ტრეკერის სხვადასხვა ტორენტებს ჩართავთ, გინდათ სხვადასხვა ტრეკერებისას, არაა შეზღუდვა...

შესაძლოა სეზონის შენახვა, და შემდეგ ჩატვირთვა ყველაფრის კონფიგურირება რომ არ მოგიწიოთ თავიდან მეორედ ჩართვისას

ამ ხერხის გამოყენებისას მკვეთრად გაიუმჯობესებთ Ratio-ს და რაც მთავარია მინიმალური რისკის ფასად.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
  • Replies 72
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საღოლ კარი ტუტორიალია.

მე რატიო მასტერს ვხმარობ :cheti:

Link to comment
Share on other sites

ტორენტზე შენს რეიტინგს (accaunt-ის) ეგ რომ დაბლა ჩამოდის ძალიან გეკრძალება გადმოწერა......

Link to comment
Share on other sites

ტორენტზე შენს რეიტინგს (accaunt-ის) ეგ რომ დაბლა ჩამოდის ძალიან გეკრძალება გადმოწერა......

ჩემთან Yოველთვის 220 ით იწერს

Link to comment
Share on other sites

ცოტა ჩაინიკური კითხვა მაქ რეიტიოს მომატება რას წაადგება ? :D

რას წაადგება და თუ რატიო მაღალი გექნება არ გაგეთიშება ექაუნთი და გადმოწერის უფლება :)

Link to comment
Share on other sites

ჩემთან Yოველთვის 220 ით იწერს

ერთხელაც ვეღარ გადმოწერ დაბალი რეიტინგის გამო :D

ტორენტ ფაილს აღარ მოგცემს საიტი

Link to comment
Share on other sites

რას წაადგება და თუ რატიო მაღალი გექნება არ გაგეთიშება ექაუნთი და გადმოწერის უფლება :)

ხო რავიცი ყოველთვის კარგად ვიწერ არაფერიზე არ მქონია პრობლემა ჯერჯერობით რაც კი გადმომიწერია

Link to comment
Share on other sites

პირიქით... UP თუ მეტი გაქვს კაია, გეოზე არ ვიყენებ ხოლმე იშვიათად ვიწერ და... მხოლოდ რუტრეკერზე

Link to comment
Share on other sites

rutracker-ზე 76.45 GB მაქვს ჩამოტვირთული და ატვირთული 12.12GB

ხოდა ფრთხილად :D

მე 600-ზე მეტი მაქ ჩამოტვირთული :D

Link to comment
Share on other sites

ხოდა ფრთხილად :D

მე 600-ზე მეტი მაქ ჩამოტვირთული :D

როგორ გავათანაბრო? ანუ ახლა როგორ უნდა? მაგალითად ჩამოვტვირთე 12 გბ თამაში ან რამე. და ისევ იმდენს არ ვტვირთავ? როგორღა გავუთანაბრებ ერთმანეთს?

Link to comment
Share on other sites

ამხელა ტუტორიალი დევს და მე მეკითხები? :D

Upload აკეთე Download არა

Link to comment
Share on other sites

ეე მე რო ბიტკომეტს ვიყენებ? :( იყოს ასე დამიბლოკავენ და თავში ქვაც უხლიათ :|

Link to comment
Share on other sites

მუშაა რატიომასტერი

ოღონდ არ უნდა გაღორდეთ და ჩემ ფეხებს დაგიჭერენ

ასე 1 მეგაბაიტამდე აფლოადი უნდა აწერინოთ

მაგაზე მაღლა ყვირის უკვე

Link to comment
Share on other sites

მუშაა რატიომასტერი

ოღონდ არ უნდა გაღორდეთ და ჩემ ფეხებს დაგიჭერენ

ასე 1 მეგაბაიტამდე აფლოადი უნდა აწერინოთ

მაგაზე მაღლა ყვირის უკვე

1 მბ აფლოადი რას ქვია? ფაილი უნდა იყოს 1მბ? თუ სიჩქარე თუ როგორ? მარტო უტორენტზე შვრება ასე?

Link to comment
Share on other sites

1 მბ აფლოადი რას ქვია? ფაილი უნდა იყოს 1მბ? თუ სიჩქარე თუ როგორ? მარტო უტორენტზე შვრება ასე?

ხო კიდე დაუნლოადს ვერ მოამატებ ? :D

Link to comment
Share on other sites

ხო კიდე დაუნლოადს ვერ მოამატებ ? :D

გადმოწერის მომატებას რა უნდა. გადმოწერე რამდენი ფაილიც გინდა და მოემატება :D

Link to comment
Share on other sites

გადმოწერის მომატებას რა უნდა. გადმოწერე რამდენი ფაილიც გინდა და მოემატება :D

არა კაცო გადმოწერის სიჩქარე რო მოამატო :D

Link to comment
Share on other sites

არა კაცო გადმოწერის სიჩქარე რო მოამატო :D

ინტერნეტის პაკეტი უნდა გაზარდო :D

Link to comment
Share on other sites

ინტერნეტის პაკეტი უნდა გაზარდო :D

:D კაი კაცო ეგ მეც ვიცი :D ტორენტზე რამე ისეთი ხერხი ხოარ არი მეთქი მაინტერესებდა :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

1 მბ აფლოადი რას ქვია? ფაილი უნდა იყოს 1მბ? თუ სიჩქარე თუ როგორ? მარტო უტორენტზე შვრება ასე?

მაქსიმალური აფლოად სიჩქარე უნდა მოატყუებინოტ რატიომასტერს რომ ვითომ წამში 1 მეგაბაიტს ასიდერებს

ხოდა მაგას დაგიწერს ტრეკერი რატიოში

და ძაან თუ გააგიჟებ და 10 და 100 მეგაბაიტს დააწერინებ მაგას იოლად დაინახავენ

ეგრევე ყველა ტოპ სიებში მოხვდები

ყველა იდიოტი მიხვდება რო იტყუები

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.