Popular Post NEIRON Posted June 26, 2012 Popular Post Share Posted June 26, 2012 როცა კეისს სამოდინგოდ ვუყურებთ ,ყველაზე პირველი რაც მოგვდის თავში ბორმანქანაა როგორ უნდა შევარჩიოთ ბორმანქანა,რომელიც გვემსახურება და არ გაგვაწამებს: ბორმანქნის ბევრი მწარმოებელია,მეგა ნაგვიდან დაწყებული ხარისხის ეტალონით დამთავრებული. დღეს განვიხილავთ რამდენიმე მათგანს: stern ,proxxon,dremel stern-კარგად ნაცნობი ფირმაა სიმძლავრე აქვს 135 ვატი(საერთოდ ასეთი მწარმოებლები ეტიკეტსე ზრდიან ვატობას ხოლმე) ბრუნი 10 000 დან 30 000 მდე,რაც საკმარისია კეისის დასანაკუწებლად,მაგრამ პოლირებისთვის ბრუნი მაღალია. ფასი აქვს 60 ლარი ელიავაზე,დაგაჯერებენ რომ ავსტრიულია,მაგრამ ჩინეთიდანაა . რას ვიღებთ 60 ლარში: ლატუნის ცანგებს 3 სხვადასხვა ზომის ბრუნის რეგულაციით აღჭურვილ ძრავს თავის ფასთან შედარებით გამძლე ნივთს,რაც სახლის პირობებში სამოყვარულოდ ნორმალურია. ბრუნვის გადამცემ სადენს და რამდენიმე დასამუშავებელ კომპლექტს:ზუმფარის სამაგრი,საჭრელი ქვის სამაგრი ... ნახშირები ეცვლება,ისევე როგირც დრემელს ან სხვა ფირმისას რა აქვს მინუსი: ბრუნვის გადამცემი სადენის დაბალი ხარისხი,თუ წვრილ ბორებზე იხმართ,გემსახურებათ კარგახანს და შიგადაშიგ დაზეთავთ,ხოლო თუ ჭრაზე იმუშავეთ (თუნდაც კეისის),უფრო ცოტა ხანს გემსახურებათ. სასურველია ასე 50 საათი მუშობის მერე დატაოტდეს საკისარები,თუმცა ამას თქვენვე გაიგებთ ხრიალა ხმის მომატებით მუშობისას. რა ნაკლი აქვს ამ ბორმანქანას,რითაც ფასობს სხვა ფირმის გარკვეული მოდელი: ბრუნვის მომენტი(ნაკლები ძალა გარკვეულ ბრუნზე) უკუკავშირი ძრავსა და მის მართვად სქემას შორის,რაც იძლევა დაბალ ბრუნზე მომენტს და ბრუნვის რაოდენობის მუდმივობის შენარჩუნებას(სიტყვაზე თუ ბორმანქანა ამ ფუნქციის გარეშე ბრუნავს 20 000 ბრ/წმ-ში დაუტვირთვ რეჟიმში,ჭრისას ბრუნი 15 000 მაინც იქნება ან ნაკლები) რბილი სტარტი-ანი ფუნქცია,რის დროსაც ძრავი ბრუნს იკრებს ნელა 2 წამის განმავლობაში,ძალიან კარგი და სასარგებლო ბუნქციაა და ამუშვებისას უეცარი ძვრა არ ახასიათებს ბორმანქანას,+ ძრავის ნახშირები არ ცვდება და ძრავი გემსახურებათ უფრო დიდხანს რაც მთვარია და რაც იცით,მეტალის ხარისხი,დამუშვების ტექნოლოგიური ცილკი და სხვა ფაქტორები,რაც ხარისხს ადაბლებენ. თუმცა,გააჩნია თუ როგორ ახდენთ ექსპლუატაციას,თუ დაატაოტებთ,დაზეთავთ,გასტანს უფრო დიდხანს საკისარებიც და ბრუნვის გადამცემი სადენიც. მომდევნო ბორმანქანა არის proxxon: განვიხილავ კეისის მოდინგისთვის საჭირო კომპლექტს fbs 240/e(12 ვოლტიანი მოდელი თუნდაც, mikromot 50/e 190 ლარი ღირს 40 ვატი სიმძლავრით და 100 ვატიანიც,რაც გაცილებით უკეთესია) : proxxon fbs 240/e სიმძლავრე:100 ვატი ბრუნი:5000-20000 ბრ/წთ-ში ცანგები 1,0 - 1,5 - 2,0 - 2,35 - 3,0 და 3,2. -ძალიან კარგი ხარისხის,რისი დრემელსაც კი შეშურდება წონა 450 გრამია,ხელში უკეთ ფიქსაციისთვის რეზინის ჩანართი აქვს,რაც მოსახერხებელი დამუშავებისას. რა მოყვება კომპლექტში: კონკრეტულად: დადებითი მხარეები: ზუსტი ხელსაწყოა დრემელთან შედარებით,რადიალური ცდომა არის 0,03მმ-ს ფარგლებში,რაც ცანგებით მიიღწევა და კონსტრუქციული თავისებურებით. ბრუნის რეგულირება 5000 დან 20 000-მდე,რაც პოლირებისთვისაც გამოსადეგს ხდის რა აქვს მინუსი: 190 ლარში ვერ ყიდულობთ ბრუნვის გადამცემ სადენს,რაც ცალკე 100 ლარი ღირს,პროქსონზე კი მხოლოდ მისი ბრუნვის გადამცემი სადენი მიდის. რა აქვს მინუსი ბრუნვის გადამცემ სადენს: რაც შევამოწმე მაღაზიაში,ყველას აქვს მცირდი რყევა პატრონის,რაც საკისარებითაა გამოწვეული.გარეთა კარკასი ალუმინია,რაც არის მოუხერხებელი იმ მხრივ,რომ 30 წუთი მუშობისას ხურდება დისკომფორტის შეგრძნებამდე,პლასმასის ან რეზინის გარსის მქონე ბუნიკებს ეს პრობლემა არ აქვთ. მინუსია ასევე ის,რომ არ აქვს ნახშირების შეცვლის საშუალება,გაცვდება და ან ახალი უნდა იყიდოთ,ან ძრავს შეუკვეთვთ,რაც არ ღირს იაფი. ეს ძრავი არის დახურული ტიპის,მასზე ნახშირს ვერ შეცვლით იმის გამო,რომ არ აქვს ვინტი და არის დაშტამპული,თუ გახსნით,შეგიძლიათ რამდენიმე საათის მუშობით შეცვალოთ ერთჯერადი ნახშირი(თუმცა კონსტრუქცია ისეა,რომ პერიოდული შემოწმება ვერ ხერხდება ადვილად ნახშირის,თუ სულ არ დაიშალა,ნახშირის გამოლევისას კი უკვე გვიანია,რადგან ლატუნის სამაგრსაც მიაცვითავს ზედვე ხმარებისას,როცა ნახშირი დამთვრდება). და ბოლოს დრემელ 300 და 4000 : დრემელ 300-ს წარდგენა არც უნდა,ეს კომპანიის აქციებზე მონოპოლია bosch-ს აქვს,რაც კარგ ხელსაწყოებს უშვებს. დრემელის სამოყვარულო ვარიანტი 170 ლარი დაგიჯდებათ,რაც გამოიყურება ასე: ცანგა კი მხოლოდ 3,2მმ-იანი დურალუმინის მოყვება,ცალკე იყიდება ცანგებიც და პატრონაც ამ მოდელზე თავს არ შეგაწყენთ,რადგან ხარისხი არის კარგი,მისუსი-ცალკე ცანგა უნდა იყიდოთ სხვადასხვა ზომის. დრემელ 4000 კი უკვე ოო,კარგი რამეა ნამდვილად,თუ დრემელ 300-ს სიმძლავრე 125 ვატია,ამის კი 175 ვატი. ბრუნის რეგულირება 5000 დან 33000მდეა და არ დაგვავიწყდეს მთავარი:ბრუნვის მომენტი ,რბილი სტარტი,რაც ზემოთხსენებულიდან არცერთს აქვს. პრინციპში,მინუსი არის გამოსწორებადი-ცანგა 1 ცალი მოყვება 3,2მმ-იანი და ფასი. როგორ გამოიყურება დრემელპორნო 4000,ბავშვები მოაშორეთ ეკრანებს ეს დაკბილული ღერძზე არის ჩამკეტი ბორის მოხსნისთვის და საფიქსაციოდ. ყველაფერის დაწერა საკმაოდ გააფუებდა თემას,ამიტომ თუ კითხვა გაქვთ,დაპოსტეთ და შევე(ც)დები გიპასუხოთ. 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 ძალიან კარგი სტატიაა და შედარებაც მშვენიერია ნიკოლოზ პირველი რომაა, მაგდაგვარს იყენებს ჩემი და ტიხრული მინანქრისთვის და რა მაინტერესებს, თავზე რომ უყენდება იმ შლანგს დამჭერი რეზბაზე რაც ეხვევა სვერლოს ან საჭრელი პირის ჩამაგრების ადგილას რომაა, ეგ გამებზარა და ცენტრს კარგავს ოდნავი ძალის დატანებისას, მაგის ცალკე შოვნა შესაძლებელია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 სტერნის მაქ მეც და ძაან მაგარია. ყველას გირჩევთ :xelebi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 მეტი რა უნდა დაგეწერა,ჩვენნაირ მყიდველს რაც სჭირდება ყველაფერი ნათლად არის დაწერილი. ისე ჩემ დრემელ 300-ს დრეკადი სადენიც მოყვა აი ასეთია მადლობა კარგი სტატიისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 26, 2012 Author Share Posted June 26, 2012 ძალიან კარგი სტატიაა და შედარებაც მშვენიერია ნიკოლოზ პირველი რომაა, მაგდაგვარს იყენებს ჩემი და ტიხრული მინანქრისთვის და რა მაინტერესებს, თავზე რომ უყენდება იმ შლანგს დამჭერი რეზბაზე რაც ეხვევა სვერლოს ან საჭრელი პირის ჩამაგრების ადგილას რომაა, ეგ გამებზარა და ცენტრს კარგავს ოდნავი ძალის დატანებისას, მაგის ცალკე შოვნა შესაძლებელია? კი,ცალკე იყიდება გურამ ეგ სადენი მთლიანად და 30 ლარი ღირს,ან ადვილი გამოსავალი-ხამუტი შემოუჭირე გაბზარულ პლასმასას. მეტი რა უნდა დაგეწერა,ჩვენნაირ მყიდველს რაც სჭირდება ყველაფერი ნათლად არის დაწერილი. ისე ჩემ დრემელ 300-ს დრეკადი სადენიც მოყვა აი ასეთია მადლობა კარგი სტატიისთვის აი ეგ გამომრჩა,ეგ მოდელი 250 ლარი ღირს კარგი კომპლექტაციით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 კი,ცალკე იყიდება გურამ ეგ სადენი მთლიანად და 30 ლარი ღირს,ან ადვილი გამოსავალი-ხამუტი შემოუჭირე გაბზარულ პლასმასას. აა არა სადენზე არ ვიძახი აი სურათუ გადავუღე რაზეც მაქვს საუბარი, ეგ შემოსაჭერი თუ იშოვება ცალკე ეგ მაინტერესებდა ეს ყოფილა RTR ROTHER-ის ფირმის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 26, 2012 Author Share Posted June 26, 2012 აა არა სადენზე არ ვიძახი აი სურათუ გადავუღე რაზეც მაქვს საუბარი, ეგ შემოსაჭერი თუ იშოვება ცალკე ეგ მაინტერესებდა ეს ყოფილა RTR ROTHER-ის ფირმის ვერა,ბარახოლშიკებს ექნებათ,ეგენი არის უმეტესობა 1 სტანდარტის. ცალკე 30 ლარი ღირს მასეთი,თუმცა პრიკოლი ისაა,რტრ-ის 70 ლარი ღირს ახალი ბორმანქნიანად. მუშაობაში როგორია გურამ?შტერნი თუ ეს,რომელი სჯობს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 შტერნი არმქონია, მაგრამ გარეგნულად მაგრად ჰგავს, ბრუნი 36 000 უწერია და კეისის ძირი ამით ამოვჭერი სადღაც 15000 ბრუნზე არ გაჭირვებია, ადრე არ მქონდა თორემ გვერდსაც ამით ამოვაჭრიდი, საკმაოდ გამოსადეგი რამაა... ისადა ბორახოლშიკები საით არიან? აზრზე არვარ ეს 90 ლარად ვიყიდე ვაგზალზე ოქროს ბირჟას რომ ეძახიან მანდ თბილისი ცენტრალის ქვედა მხარეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 26, 2012 Author Share Posted June 26, 2012 შტერნი არმქონია, მაგრამ გარეგნულად მაგრად ჰგავს, ბრუნი 36 000 უწერია და კეისის ძირი ამით ამოვჭერი სადღაც 15000 ბრუნზე არ გაჭირვებია, ადრე არ მქონდა თორემ გვერდსაც ამით ამოვაჭრიდი, საკმაოდ გამოსადეგი რამაა... ისადა ბორახოლშიკები საით არიან? აზრზე არვარ ეს 90 ლარად ვიყიდე ვაგზალზე ოქროს ბირჟას რომ ეძახიან მანდ თბილისი ცენტრალის ქვედა მხარეს მშრალ ხიდზე ნახე,ელიავაზე შემკეთებლებთნ და განცხადებაც გახსენი ფორუმზე,შეიძლება ზოგს უგდია გაფუჭებული. გლდანში მე გავიკითხავ ერთთან,თუ აქვს გეტყვი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 კარგი მადლობა ხვალ გავისეირნებ მშრალ ხიდზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 26, 2012 Author Share Posted June 26, 2012 ბალგარკის ან დრელის შერჩვაზეც მინდა დავწერო თემაც თქვენ რომელი გინდათ? მე დრელს ვემხრობი,კეისის მოდისთვის საჭიროა,თქვენ რას იტყვით? კარგი მადლობა ხვალ გავისეირნებ მშრალ ხიდზე გურამ რამდენი წელია რაც მუშობს და რა დატვირთვით მუშობს ეს ბორმანქანა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 ბალგარკა მაქ გადამწვარი თუ გატეხილი და გაკეთების პონტი არი თუ გადავაგდო? სურათებს გაჩვენებთ მერე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 26, 2012 Author Share Posted June 26, 2012 ბალგარკა მაქ გადამწვარი თუ გატეხილი და გაკეთების პონტი არი თუ გადავაგდო? სურათებს გაჩვენებთ მერე გააჩნია რა დაიწვა,იაკორი,სტატორი,რა ფირმაა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 ნიკა,თუ დაწერაა დრელი უფრო გამოსადეგია მოდინგისთვის,ასევე ლობზიკი ფრეზი და ა.შ,მოკლედ სამუშაო ბევრი გაქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 გააჩნია რა დაიწვა,იაკორი,სტატორი,რა ფირმაა? არ მახსოვს ზუსტად, გარაჟში მაქ ჩატანილი. ხვალ ვნახავ და იქნება ეშველოს რამე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 26, 2012 Author Share Posted June 26, 2012 ნიკა,თუ დაწერაა დრელი უფრო გამოსადეგია მოდინგისთვის,ასევე ლობზიკი ფრეზი და ა.შ,მოკლედ სამუშაო ბევრი გაქვს კი,კაკრაზ დრელზე დავწერ. განყოფილება უნდა გაცოცხლდეს უფრო 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted June 26, 2012 Share Posted June 26, 2012 მშვენიერი თემაა. სამი მოდელი სხვადასხვა "ფენისთვის". Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 4, 2012 Author Share Posted July 4, 2012 Stern-ის ფირმაზე არ მიმიწერია,სათაო ოფისი არის ღრმა-ღლეს მეტროსთან,სანაპიროსკენ გზა რომ ჩადის იქ,ასე 60 მეტრში იქნება. მანდ გირჩევთ იყიდოთ,რადგან გადამყიდველთან იაფია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 4, 2012 Share Posted July 4, 2012 მაგარი თემაა მე დრემელის ფირმის მევასა ყველაზე ძაან :blush: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted July 4, 2012 Share Posted July 4, 2012 რა ნახშირებზეა საუბარი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 4, 2012 Author Share Posted July 4, 2012 რა ნახშირებზეა საუბარი ეს არის სინქრონული ძრავი ბექა და როტერს დენი რომ მიეწოდოს,ნახშირები უნდა ,romelic xaxuniT cvdeba: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted July 4, 2012 Share Posted July 4, 2012 გასაგებია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 29, 2012 Author Share Posted July 29, 2012 აა არა სადენზე არ ვიძახი აი სურათუ გადავუღე რაზეც მაქვს საუბარი, ეგ შემოსაჭერი თუ იშოვება ცალკე ეგ მაინტერესებდა ეს ყოფილა RTR ROTHER-ის ფირმის გურამ ბორ მანქნის სურათი დადე როცა მოიცლი,ყიდვა მინდა და შტერნსა და მაგას შირის ავარჩვ რამეს. რამდენი წელია რაც ხმარობ,რაზე და რა დატვირთვით ეგეც მაინტერესებს ბევრი კითხვები დავსვი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted February 1, 2013 Share Posted February 1, 2013 ესეც ჩაამატეთ სიაში, გუგლში რო გადავხედე ბევრი აქებს მაგრამ 110 ვოლტზე მუშაობს.... თან არ ღირს ძვირი. 29.99$ https://www.amazon.c...VF9NFAXAA81S4S [media=] Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted February 18, 2013 Share Posted February 18, 2013 აგერ ჩამომივიდა B&D ოღონდ ეს RTX 6 არის საკმაოდ კარგად "აწყობილი" ჩანს. არჩევანი მქონდა ან Dremel 100 ან ეს, რევიუებს რომ გადავხედე აქებდნენ B&D-ს და თან ამას ბრუნის 3 დონე აქვს, დრემელს მხოლოდ 1 ქონდა. შესაბამისად გადავწყვიტე B&D ამეღო და ავიღე კიდეც 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.