Jump to content

HDD ისტორია


Recommended Posts

მინდოდა დამეწერა რა არის HDD, როგორია მისი მუშაობის პრინციპი, მაგრამ ასეთი თემა უკვე ყოფილა (დღეს რაღაც არ მიმართლებს) და ისღა დამრჩენია ისტორიაში ვიქექო :user: თუკი ვინმეს გაინტერესებთ საიდან მოდის HDD და განვითარების როგორი გზა განვლო, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა...

ყველაფერი 1956 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, როდესაც კომპანია IBM-მა წარმოგვიდგინა აი ეს:

322efc1b5ff9.jpg

მოწყობილობას RAMAC 305 (RAMAC - Random Access Method of Accounting and Control - მგონი ანგარიშის და კონტროლის ცვალებადი წვდომის მეთოდი) ერქვა. 350 ასეთი RAMAC 305 ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული, რომელიც ასე გამოიყურებოდა:

6c1ff6fac481.jpg

თითოეული ყუთის ზომებია 152x172x74სმ.

სისტემის გამოგონება გამოიწვია რეალურ დროში ანგარიშის აუცილებლობამ. 350 ცალი RAMAC-ის ბლოკი 5 მილიონ 7-ბიტიან სიმბოლოს შეიცავდა, რაც დაახლოებით 4.4 მეგაბაიტია. ერთი ცალი RAMAC 305-ის შიგნით თავსდებოდა 50 ცალი 610მმ დიამეტრის დისკი, რომელსაც 100 ჩასაწერი ზედაპირი ჰქონდა (ტრეკი ანუ). დისკები წუთში 1200-ჯერ ბრუნავდნენ. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 8800 სიმბოლო წამში იყო. 50-ივე დისკს მხოლოდ 2 წამკითხველი ემსახურებოდა, რომელიც მოძრაობდა როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად.

დამზადდა მხოლოდ ერთი ცალი 350 RAMAC 305-იანი კომპლექტი, რომელიც აშშ-ს სამხედრო ძალებმა აიღო იჯარით. თვიური გადასახადი 3200 დოლარი იყო. ამ ჯაბახანამ 1969 წელს შეწყვიტა მუშაობა...

ამასობაში კი, 1961 წელს, კვლავ IBM-მა შექმნა IBM 1301 Disk Storage Unit. მას მხოლოდ 20 დისკი ჰქონდა, რომელიც 1800ბრ/წთ-ს ასრულებდა, ინახავდა 28 მილიონ სიმბოლოს (24MB). ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე - 90000 სიმბოლო წამში. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა RAMDAC 305-თან შედარებით ის იყო, რომ თითოეულ დისკს თავისი წამკითხველი ემსახურებოდა, რითაც, ბუნებრივია შემცირდა მოწყობილობის ბრძანებაზე რეაგირების დრო. მოწყობილობის იჯარით აღება "სულ რაღაც" 2100$ ღირდა თვეში, ხოლო შესყიდვა 115500$ დაგიჯდებოდათ.

1301 ასე გამოიყურებოდა:

4071b5ac9ce7.jpg

ეს კი მისი დისკი (ბაღანა არ შეიმჩნიოთ :givi: ):

a64ac45aa184.jpg

1962 წელს გამოვიდა IBM 1311 Disk Storage Drive. ეს გახლავთ პირველი მოწყობილობა მოსახსნელი დისკებით (არა, ძველებსაც ძვრებოდათ, მაგრამ იმათში შეიძლებოდა მოხსნა, ამაში კი აუცილებელი იყო :P). ცოტა წრიპა სურათია, მაგრამ მეტი არ იყო :user:

06bd2901dfd5.jpg

მარცხნივ Master დისკია, მარჯვნივ კი Slave...დიახ დიახ, ეს ფუნქცია უკვე ჰქონდა IBM 1311-ს. თითოეული მოსახსნელი დისკი 10 სმ სისქის იყო, შედგებოდა 6 ცალი 360მმ დიამეტრის დისკებისგან და იწონიდა 4.5 კილოგრამს და იტევდა 63MB ინფორმაციას.

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ HDD-ს, რომლისგანაც წამოვიდა სახელწოდება "ვინჩესტერი"...თქვნს წინაშეა IBM 3340. Whinchester მისი კოდური სახელწოდება გახლავთ. ის 1973 გამოჩნდა და განკუთვნილი იყო "IBM System/370" კომპიუტერისთვის. აი, ამხელა იყო "ვინჩესტერი":

0c4312521aa1.jpg

ეს კი მისი დისკია

d500a637e261.jpg

წვდომის დრო 25 მოლიწამია, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე კი 885კბ/წმ. სხვათაშორის "ვინჩესტერს" Ecc-ც კი ქონდა (Eroor Correction Code - შეცდომების გასწორების ფუნქცია). პირველი საექსპერიმენტო დისკი 2 ცალი 30 მეგაბაიტიანი მოდულისგან შედგებოდა, ანუ 30-30 და სახელწოდება ვინჩესტერიც Whinchester 30-30 შაშხანის მიხედვით დაერქვა, თუმცა სერიული ნიმუში უკვე 2 ცალ 35MB-იან მოდულს შეიცავდა.

Whinchester 30-30

b71aef4d944f.jpg

მოწყობილობის წარმოება მხოლოდ 1984 წელს შეწყდა.

7dea7d211a73.jpg

"ვინჩესტერის" წარმოებიდან ამოღებამდე ერთი წლით ადრე კომპანია IBM-მა გამოუშვა პერსონალური კომპიუტერი IBM Personal Computer XT. ცნობისთვის, ამ კომპიუტერს ჰქონდა 4.77MHz სიხშირის პროცესორი, 128KB ოპ. მეხსიერება, 5 1/4" დიდი ფლოპი დრაივი, ოპ. სისტემა PC-DOS 2.0, 130W კვების წყარო და, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია, 10MB ტევადობის Seagate-ს წარმოების HDD - ST-412, რომელსაც თქვენ სურათზე ხედავთ:

ad7a9a627aed.jpg

ააი ეს HDD უკვე გავს ჩვენს თანამედროვეს...5.25" ზომის დრაივი 1981 წელს შეიქმნა. მისი ტევადობა 10MB გახლავთ, იყენებს MFM კოდირებას, აქვს 34-პინიანი შესაერთებელი, რომელიც SCSI-ს მსგავსია. მისი მეშვეობით უერთდება HDD-კონტროლერს კომპიუტერში...მოკლედ თითქმის სრულფასოვანი HDD-ა...

1988 წელს გამოჩნდა Prairie Tek 220 - პირველი 2.5" ზომის HDD ნოუთბუქებისთვის. მისი ტევადობა სულ რაღაც 20MB იყო. სამწუხაროდ მისი სურათი ვერ ვიპოვე :user:

სანამ სტატიას დავასრულებდე მინდა შევეხო კიდევ ერთი ტიპის საინტერესო დისკი მინდა განვიხილო, რომელზეც ალბათ არაფერი გსმენიათ...ეს არის Microdrive - HDD, რომელსაც CompactFlash ჩიპის ზომა და ფორმა აქვს და მის სლოტში მაგრდება. პირველი Microdrive IBM-მა გამოუშვა და ის 170MB ტევადობის იყო. 2006 წლისთვის ტევადობა 8GB-მდე გაიზარდა, მაგრამ საკითხავია, გვჭირდება კი ის?...ათასგვარი Flash-დრაივი ხომ ბევრად უფრო კომპაქტური და მოსახერხებელია?...ალბათ ამიტომ არ გვსმენია არაფერი Microdrive-ზე და ამ HDD-ების მზე საკმაოდ მალე ჩაესვენება :chojinfc:....მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, შეავლეთ თვალი გარედან....

8da31e152d72.jpg

და შიგნიდან...

456c4203d670.jpg

ფაქტობრივად სულ ესაა ჩემი სტატია...თუკი მოგეწონათ და თუკი გინდათ, შემიძლია დავწერო სტატია დრეკად დრაივებზეც :rolleyes:

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

ამ ბოლო დროს ჩემი HDD რომ ივსება ნახევრად მაინც სისტემა საგრძნობლად ნელდებ და ბლუსქრინებს ყრის ხოლმე :cry: როგორ გავტესტო რომ გავიგო ნამდვილად ჰდდ არის თუ არა დამნაშავე?

Edited by sauron
Link to comment
Share on other sites

მადლობა, ეხლავე გავტესტავ და დავდებ შედეგებს

Link to comment
Share on other sites

აბა რას იტყვით? გადადის მიცვალებულთა საუფლოში? :cry:

27iv3.jpg

pemek.jpg

Link to comment
Share on other sites

ბოლო სურათში რომ არის ყვითელი ველები ეგ სხვა თემაში ვნახე და საკმაოდ საშიშიაო :(

დაველოდოთ სხვებს

Link to comment
Share on other sites

ეგ შეცდომები ცუდმა კვებამაც შეიძლება გამოიწვიოს

ასევე გადახურებამ ან ვინჩესტერის ვიბრაციამაც შეიძლება გამოიწვიოს ეგ

Link to comment
Share on other sites

კაბელებიც გადაამწომე, შეარჭე გამოარჭე ან სხვა კაბელიც ცადე თუ გაქვს და მერე ნახე რას დაგიწერს

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

gaumargos..hdd ramdeni vati schirdeba?kveba ro shevcvale ameria +5v shevaerte da scoria?????

კვებაზე 1 შნური ერთდება მარტო, სხვანაირი რომც მოინდომო ვერ შეართებ. და 5ვ კიარა 12ვია თუ არ ვცდები

Link to comment
Share on other sites

  • 8 months later...

მე ვიცი რო ქალაქ ვინჩესტერში ააწყვეს პირველი HDD და მაგიტო ქვია ვინჩესტერი....

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
Число операций переназначения секторов. Когда диск обнаруживает ошибку чтения/записи, он помечает сектор «переназначенным» и переносит данные в специально отведённую резервную область. Вот почему на современных жёстких дисках нельзя увидеть bad-блоки — все они спрятаны в переназначенных секторах. Этот процесс называют remapping, а переназначенный сектор — remap. Чем больше значение, тем хуже состояние поверхности дисков. Поле raw value содержит общее количество переназначенных секторов.
Рост значения этого атрибута может свидетельствовать об ухудшении состояния поверхности блинов диска.

 

ანუ ახალ ვინჩესტერებზე რამე პროგი რო გავატაროთ აღარ გვიჩვენებს ბედ ბლოკებს?

Link to comment
Share on other sites

მანდ ეგრეა წერია, თუ გინდა მაგაზე გაატარო დასერჩე remapping ც დ ა 

 

 

Число операций переназначения секторов. Когда диск обнаруживает ошибку чтения/записи, он помечает сектор «переназначенным» и переносит данные в специально отведённую резервную область. Вот почему на современных жёстких дисках нельзя увидеть bad-блоки — все они спрятаны в переназначенных секторах. Этот процесс называют remapping, а переназначенный сектор — remap. Чем больше значение, тем хуже состояние поверхности дисков. Поле raw value содержит общее количество переназначенных секторов.
Рост значения этого атрибута может свидетельствовать об ухудшении состояния поверхности блинов диска.

 

ანუ ახალ ვინჩესტერებზე რამე პროგი რო გავატაროთ აღარ გვიჩვენებს ბედ ბლოკებს?

 

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

ამ ჰიბრიდ ვინჩესტერზე რა აზრის ხართ?
http://www.amazon.com/Seagate-Solid-Hybrid-2-5-Inch-ST1000LM014/dp/B00B99JUBQ/ref=sr_1_5?s=electronics&ie=UTF8&qid=1378408740&sr=1-5&keywords=solid+state+hard+drive

ან რომელს მირჩევთ სისტემისთვის? ASUS G74SX-ისთვის მინდა  SSD მინდა მაგრამ მეხსიერების ამბავში არ მეყოფა 256GB მეორე ვინჩესტერი ადგილი კი აქვს მაგრამ სატას დამაგრძელებელს ვერ ვშოულობ მაზერზე მისაეთებელის
ან ჰიბრიდ ვინჩესტერებში რომელია საუკეთესო და რა რესურსი აქვთ?
ან ეს?
http://www.ebay.com/itm/Seagate-Momentus-XT-ST750LX003-750GB-7200RPM-2-5-Hybrid-Hard-Drive-/230958810137?pt=US_Internal_Hard_Disk_Drives&hash=item35c637c419

 ამასაც ბევრი აქებს

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ჩვეულებრივ მომხმარებელს ჩემის აზრით 2016 კი არა 2016 წელსაც არ დასჭირდება exabyte-ზე მეტი მეხსიერება 

მაქსიმუმამდეც რომ გავზარდოთ ფილმების და მუსიკის და სურათების ხარისხი 

რაღაც ზღვარის იქით ადამიანის თვალი და ყური ვეღარ აღიქვამს უკეთეს ხარისხს და ელემენტარულად საჭირო აღარ იქნება ხარისხის და შესაბამისად მოცულობის გაზრდაც 

ზეტაბაიტები დასჭირდებათ სერვერებს

და შეიძლება დიდი სერვერები კი იქნება ზეტაბაიტების ფარგლებში უკვე ჩემის აზრით 

ქლაუდ საიტებს რაც მეხსიერება სჭირდებათ მარტო ეგ რომ გავითვალისწინოტ 

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

რამე ტორენტკლიენტი მირჩიეთ თუ არსებობს ვინდოუს 8.1-ზე ჰდდ რომ არ დაგრუზოს გამაწამა მოკლედ utorent-მა, ეგ თუ ჩავრთე სხვას ვეღარაფერს ვაკეთებ 5-10 წუთი :(

Link to comment
Share on other sites

რამე ტორენტკლიენტი მირჩიეთ თუ არსებობს ვინდოუს 8.1-ზე ჰდდ რომ არ დაგრუზოს გამაწამა მოკლედ utorent-მა, ეგ თუ ჩავრთე სხვას ვეღარაფერს ვაკეთებ 5-10 წუთი :(

8 და 8.1 ყველა ვერსია მასე შვება.

Link to comment
Share on other sites


8 და 8.1 ყველა ვერსია მასე შვება.

ჩემთან არ ტვირთავს, მუშაობს ჩვეულებრივად

Link to comment
Share on other sites


მერე შენ სისტემა hdd-ზე გიყენია?

არა, მაგრამ არცერთი პროცენტით მეტად არ ტვირთავს და რა აზრი აქვს? :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.