Jump to content

პელტიეს ელემენტი Hard-ის გაგრილებაში


Recommended Posts

გამარჯობათ!

გადავხედოთ გაგრილების სხვა მეთოდებს,კომბინირებულს

პელტიეს ელემენტი-ეს არის თერმოელექტრული გარდამქმნელი,რომლის მუშაობის პრინციპი ეფუძნება პელტეს ეფექტს.(მას ეწოდება Thermoelectric Cooler)

პელტიეს ეფექტი ეწოდება სითბოს გამოყოფას ან შთანთქმას ელექტრული დენის ძალის გავლას ორ სხვადასხვა შემადგენლობის გამტარებს შორის.

მოქმედების პრინციპი:

დენის ძალის ამ მასალის კონტაქტებს შორის გადინებისას ელექტრონი იღებს ენერგიას,რომ გადავიდეს მაღალენერგეტიკულ გამტარ ზონაში სხვა ნახევარგამტარის.ამ ენერგიის შთანთქმით მიიღება კონტაქტის გაგრილება.

პელტიეს ელემენტი შედგება 1 ან ერთზე მეტი წყვილი ნახევარგამტარებისგან,ისინი შედგება Bi2Te3(ტელური და ბისმუტისაგან და კაჟმიწის გერმანიდისაგან) რომლებიც ერთდება მეტალის „ხიდებით“.დენის გადინებისდამიხედვით პოლუსებს შორის ზედა პოლუსი გრილდება,ქვედა კი ცხელდება.ელექტრულ მუხტს გადააქვს სითბო 1 მხრიდან მეორეზე.

თუ გავაგრილებთ პელტიეს ელემენტს რადიატორის და ქულერის დახმარებით მაშინ გაგრილების ეფექტი უფრო მატულობს,ტემპერაურათა სხვაობა აღწევს 70 კელვინს.

დადებითი და უარყოფითი მხარეები:

მისი დადებითი მხარეა მცირე ზომა,მოძრავ ელემენტთა არარსებობა,გაზთა და თხევად ნივთიერებათა არარსებობა.დენის ძალის გადინებისმიხედვით შეიძლება მივიღოთ როგორც გაგრილება ასევე გათბობა.

უარყოფითი მხარეა მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტი,რაც მოიხმარს დენის დიდ რაოდენობას,გარდა ამისა პელტეს ელემენტი 60X60 პრაქტიკულად არ გვხვდება.მისი დახმარებით მიიღწევა ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსის ქვემოთ.

9a32a42defa5.jpg

45f783aa9c73.gif

Cu არის სპილენძი,Bi-ბისმუტი

Qп = П ·q

Q არის გამავალი ელექტროდენის რაოდენობა

П არის პელტიეს კოეფიციენტი,რომელის სიდიდე დამოკიდებულია მასალის თვისებებზე და მათ ტემპერატურაზე

Qп ითვლება დადებითად თუ იგი გამოიყოფა,და უარყოფითად თუ იგი შთაინთქმება.

2da635c7c0e8.gif

p- და n ნახევარგამთართა გამოყენება

http://a.pix.ge/h/zs3r0.png

პროცესორის გაგრილებისთვის იყენებენ ასეთი მეთოდით

ეს არის პელტიეს ელემენტთა კასკადური ჩართვა,რაც უფრო ეფექტურ გაგრილებას იძლევა

faf8c0d4e5fa.gif

პელტიეს ელემენტი საშვალოდ 7-15$ ღირს.

40გრამი,40 მმ, მაქსიმალური დენი - 6 А, მაქსიმალური ძაბვა - 15 В, მოხმარებული ენერგია 85 ვატი, 60 °C ტემპერატურის ვარდნის სხვაობა.

16f7e6c85e3f.gif

ეს გაგრილება PAP2X3B პელტიეს ელემენტით გაცილებით ეფექტურია გაგრილებისმხრივ.

9cb8bab763e4.gif

პელტიეს ელემენტი პროცესორზე დამაგრებული

0d693ed02b73.jpg

Thermaltake SubZero 4G -პელტეს ელემენტთან მოქმედებაში

1226eb05cc95.jpg

659eb968b875.jpg

სატესტო სისტემა:

AMD Athlon 1400 Мгц დარაზგონებული 1533მგჰც-მდე.

დატვირთვის დროს ტემპერატურა ქულერით 58 გრადუსი,ქულერის გარეშე 53გრადუსი ცელსიუსი.

Cooler Master V10 პელტეს ელემენტთან ნაჯვარი

34892701bc2c.jpg

თვალნათლივ ჩანს სადენები პელტეს ელემენტიდან

b627e5b99cf6.jpg

e55d69e4a894.jpg

სიმათლე რომ ვთქვათ შთამბეჭდავი შედეგი არაა მხოლოდ პელტეს ელემენტზე,მაგრამ დროდადრო დაიხვეწება ტექნოლოგია და შედეგიც უკეთესი იქნება

ბოლოსდაბოლოს საინტერესო მაინცაა ალტერნატიული გაგრილების მეთოდის ცოდნა

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

მგონი ამაზე დამატებით ფანის დაყენება არც ღირს მცირე სხვაობის გამო ისე კი ნამდვილად კაი რამეა უხმაურო და მცირე ზომის :)

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

მგონი ამაზე დამატებით ფანის დაყენება არც ღირს მცირე სხვაობის გამო ისე კი ნამდვილად კაი რამეა უხმაურო და მცირე ზომის :)

დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტის გამო,არ ღირს.

ფენის ძრავს აქვს 70-80 % მქკ

ეს კი დაბალი ქმედითუნარიანობის გამო სითბოს გამოყოფს უფრო მეტს,ვიდრე სიცივეს,თან ძალიან მეტს და ამის დამკვიდრება არარეალურია ფართოდ ასეთ ტექნოში.

სრულყოფა და შემდგომ შესაძლოა,ასე კი,ზედმეტი დანახარჯია დენის.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.