Jump to content

როგორ აღვადგინოთ შემთხვევით წაშლილი ფაილები


alex94

Recommended Posts

როგორ აღვადგინოთ შემთხვევით წაშლილი ფაილები

image4.png

როდესმე წაგიშლიათ ფაილები შემთხვევით ფოტო კამერიდან, კომპიუტერიდან, ფლეშკიდან ან რომელიმე სხვა მოწყობილობიდან? შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ ამ ფოტოების აღდგენა შესაძლებელია (კამერის SD ბარათიდანაც).

აღვადგინოთ კონკრეტული ფაილი თუ ფოტო Recuva-ს საშუალებით

ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება წაშლილი ფაილის ამ შემთხვევაში ფოტოსურათის აღდგენაში არის Recuva. პროგრამა ძალიან მარტივია მოხმარებაში დაინსტალირების დროს დარწმუნდით, რომ შემთხვევით არ დააყენებთ იაჰუს თუულბარს, რომელიც არაფერში გამოგადგებათ.

image157.png

მას შემდეგ რაც დააყენეთ პროგრამა (იაჰუს თუულბარის გარეშე) ჩართეთ რექუვას ვიზარდი და შევუდგეთ შემთხვევით წაშლილი ფოტოს აღდგენას.

image158.png

პირველ ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენთვის სათანადო ფაილს თუ მოვხაზავთ Pictures-ს რექუვა მოძებნის მხოლოდ სურათების ტიპის ფაილებს ასევეა სხვა ფაილებზეც ეს ყველაფერი აადვილებს მომხმარებლისთვის ფაილის მოძიებას და ამცირებს ძიების დროს.

image159.png

შემდეგ თქვენ უნდა მოხაზოთ ფაილის ადგილმდებარეობა, სადაც ის იმყოფებოდა წაშლამდე. ჩემი ფოტოები კამერიდან ამოვშალე (SD ბარათიდან) ამიტომაც ვეძებ სათანადო განყოფილებაში.

image160.png

შემდეგ ეტაპზე პროგრამა გვეკითხება გვინდა თუ არა სკანირება იყოს ღრმა (დიდ დროს საჭიროებს) თუ ჩვეულებრივი სკანირება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ პირველ ჯერზე უბრალოდ დაასკანირეთ, რადგანაც თუ საჭირო გახდა შემდეგ გამოვიყენოთ ღრმა სკანირება, რომელსაც დიდი დრო სჭირდება.

image161.png

და ახლა თქვენ ნახავთ ყველა იმ კონკრეტულ ფაილს, რომელიც წაიშალა თქვენი მყარი დისკიდან, SD ბარათიდან, ფლეშკიდან ან რაიმე სხვა მოწყობილობიდან რაშიც ეძებდით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე აღმოვაჩინე კამერის SD ბარათიდან ჩემი შემთხვევით წაშლილი ფოტოები).

image162.png

თუ სკანირების შემდეგ თქვენ მიიღეთ ბევრი შედეგი ფაილის მოძიების დასასწრაფებლად შეგიძლიათ გადართოთ Advanced View-ზე და მოიძიოთ ფაილი მოდიფიკაციის დროის მიხედვით ამით ბევრ დროს მოიგებთ და არ მოგიწევთ ყველა ფაილის გადახედვა.

image163.png

აქ თქვენ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ სათანადო ფაილები აირჩიოთ, რომ გნებავთ მათი აღდგენა და შეინახოთ ისინი მყარ დისკზე.

გადმოსაწერი ლინკი - Racuva

გადმოსაწერი ლინკი - Racuva

წყარო: wWw.UcNaUrI.CoM

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

ერთს დავამატებ: იმ დისკზე, რომლიდანაც წაშალეთ ფაილები ჯობია არაფერი ჩაწეროთ, მათ შორის ეს პროგრამაც. უარეს შემთხვევაში მეორე დისკზე დააინსტალირეთ, თუ ფლეშკიდან გაუშვებთ პორტატულ ვერსიას ხომ მით უკეთესი. დაინსტალირებისას არის შანსი რომ იმ წაშლილ ფაილს ზედ გადაეწეროს და მერე ვერც ეს და ვერც სხვა პროგრამა ვეღარ აღადგენს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

piriformის პროგრამებს ვხმარობ და ყველა ხარისხიანია.

Link to comment
Share on other sites

დაფორმატებულ დისკზე შვება?

შვება დაფორმატებულზეც

ოღონდ low level formatting არ უნდა იყოს

მთავარია რომ დისკზე არაფერი ჩაწერო

და რაც დრო გადის მით ნაკლებია აღდგენის შანსი

Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა გამოადგება ბევრს :thumbsup:

ერთი იმას დავამატებდი რომ წაშლილ ფაილს ზემოდან რამე რომ გადააწეროთ მაგ შემთხვევაში მოყვარულის დონეზე ვეღარ აღადგენთ თორე სპეციალისტი გადაწერილსაც და გადმოწერილსაც აღადგენს

ხოლო ვაიპინგით თუ წაშალეთ მაშინ სპეციალისტიც ვეღარ აღადგენს... მაგას როგორც ვიცი რაღაცნაირი ფიზიკური აღდგენა სჭირდება მოკლედ ჩვოულებრივი მოკვდავები ვერ ისარგებლებენ მაგ სერვისით

Link to comment
Share on other sites

ერთი იმას დავამატებდი რომ წაშლილ ფაილს ზემოდან რამე რომ გადააწეროთ მაგ შემთხვევაში მოყვარულის დონეზე ვეღარ აღადგენთ თორე სპეციალისტი გადაწერილსაც და გადმოწერილსაც აღადგენს

აბა ეგ ამიხსენი როგორ ხდება?

Link to comment
Share on other sites

კონკრეტულად რომ ვიცოდე როგორ ხდება მაშინ მაგის სპეციალისტი ვიქნებოდი :D მაგრამ ვიცი რომ შეიძლება მაგის აღდგენა გადაწერის მერეც...

ხშირად შემხვედრია ეგეთი ინფორმაცია უცხოურ ფორუმებზე და ქართულებზეც აი ეს თემა მახსენდება ეხლა და თუ გინდა უცხოურებსაც დაგილინკავ თუ შემხვდა http://forum.ge/?f=32&showtopic=33728978

Link to comment
Share on other sites

მე რომ გავტესტე ეს პროგრამა ვქენი ფოტოაპარატის ჩიპზე და ძალიან ბევრჯერ გადაწერილ გამოწერილი რაგაცები ამომიგდო რამაც ძალიან გამიკვირდა მაგრამ ნაწილი და არა ყველაფერი სულპირევლად რა სურათებიც გადავაიღე დაჟე ეგეთებიც ამოაგდო :)))

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

მეც ვაპირებდი ამის შესახებ თემის გახსნას მადლობა ავტორ

Link to comment
Share on other sites

active partition recover ეს პროგრამა გამოვიყენე და დაპორმატებული დისკი მთლიანად აღადგინა, ფაილები აღსადგენიც ააქვს ამ პროგრამას.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.