Jump to content

Corsair - მაღალტექნოლოგიური მეკობრე


Recommended Posts

ავტორი - LEON

4bd2fce8816a.png

1994 წელს აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ქალაქ ფრიმონტში დაარსდა კომპანია Corsair Memory, რომელიც შემდგომში სახელს გაითქვამს უმაღლესი ხარისხის ჰარდის წარმოებით. სულ უფრო მეტი და მეტი გეიმერი და ოვერქლოქერი შიყვარებს ამ ფირმას და სამ ილაქნიან ლოგოტიპს, რომელიც პრესტიჟულობის, სიმძლავრის და საიმედოობის ნიშნად იქცა. რაში მდგომარეობს Corsair-ის წარმატების საიდუმლო? პასუხი სულ ერთ წინადადებაში შეიძლება მოვაქციოთ: ბოლო თაობის ტექნოლოგიები და კარგი რეკლამა, რომელიც ესოდენ აუცილებელი ატრიბუტი გახდა პროდუქციისთვის დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში. კომპანიას სათავეში დღეისათვის ორი ადამიანი უდგას: Andy Paul (პრეზიდენტი და CEO) და Nick Hawkins (CFO). Corsair-ის ოფისებს შეხვდებით აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში. შტაბბინა კალიფორნიაში არის განთავსებული (კალიფორნიაშია ასევე Corsair-ის მთავარი კონკურენტის, კომპანია OCZ-ს შტაბი). პროდუქციის აწყობა ტაივანში წამოებს, საიდანაც იგი იგზავნება სამივე კონტინენტზე შესაფუთად და სარეალიზაციოდ. ოფიციალური ცნობით ამ შრომისმოყვარე კომპანიას სულ რაღაც 120 თანამშრომელი ჰყავს (შეადარეთ ფოქსკონის ლამის მილიონიან თანამშრომელთა არმიას).

კომპანიის სახელიდანვე ირკვევა, რომ Corsair ძირითადად ორიენტირებულია მეხსიერების მოდულების წარმოებაზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლავთ მისი საქმიანობის ერთადერთი სფერო, კომპანია საუკეთესოდ ითვლება USB Flash Drive-ების (ე.წ. "ფლეშკა"), კვების ბლოკების (PSU), კომპიტერების კეისების, პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების გაგრილების სისტემების და ამ ბოლო დროს ერთობ პოპულარული SSD-ების წარმოების სფეროში.

ოპერატიული მეხსიერების კუთხით Corsair-ს ათვისებული აქვს სამივე სეგმენტი: დესკტოპ კომპიუტერები, ნოუთბუქები და სერვერები. სამივე დანიშნულების გამომთვლელ სისტემებში მისი ლოგოტიპით დამშვენებული მოდულ(ებ)ის ქონა პრესტიჟის საქმეა, რადგან სამწუხაროდ საკმაოდ მაღალი ფასებით გამოირჩევა "მეკობრე".

დესკტოპ კომპიტერების ნაწილში Corsair-ს გამოშვებული აქვს სამი უკვე ლეგენდად ქცეული სერია: Dominator GT, Dominator და XMS. ამათგან ყველაზე სახელგანთქმული პირველი მათგანი გახლავთ.

დავიწყოთ XMS-ით, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: XTREME MEMORY SPEED. სერიაში წარმოდგენილია როგორც DDR1 და DDR2, ისე DDR3 სტანდარტის მოდულები.

DDR1-ის სერიას უბრალოდ XMS უწოდეს და მასში ერთი მოდელი იყო წარმოდგენილი:

b7632ff069bd.jpg

DDR1-ის კვალობაზე მაგარი რამეა, არა? :spiteful:

სერია გაგრძელდა DDR2 სტანდარტით, რომელიც ორად გაიყო: XMS2 და XMS2 DHX. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი მათგანი "ჩვეულებრივი" მოდული იყო, მეორე კი ექსტრემალური აჩქარებისთვის გახლდათ განკუთვნილი.

XMS2 ასე გამოიყურებოდა:

e1e1849f619a.jpg

სულ 10 სხვადასხვა მოდიფიკაციის XMS2 იქნა გამოშვებული. დაწყებული PC2-6400-დან დამთავრებული PC2-8500-თ. იყო დიდი მოცულობის 4 მოდულიანი კიტებიც, რომლებიც ჯამში 16GB-ს "იწონიდნენ." შესანისნავი ტაიმინგების მქონე XMS2-იც არ უნდა დავივიწყოთ: 4-4-4-12

XMS2 DHX ქვე სერია უკვე სხვა კლასი გახლდათ. DHX თბოამრიდი საშუალებას იძლეოდა აჩქარებაზე თამამად გვეფიქრა და ტემპერატურისა არ შეგვშინებოდა. სულ 5 მოდიფიკაცია იქნა გამოშვებული.

c9494e06c027.jpg

DDR3 სტანდარტის გამოჩენას Corsair მზად დახვდა და XMS3 სერიაში სულ 22(!) სხვადასხვა მოდიფიკაციის კიტი გამოუშვა. რეკორდია ალბათ.

d83920faf675.jpg

რათქმაუნდა DHX ქვე სერია აქაც იქნა გამოშვებული. XMS3 DHX არ იყო რაღაც განსაკუთრებული მოდელი და სულ 2 მოდიფიკაცია გამოვიდა. ეს ალბათ განპირობებული იყო იმით, რომ კომპანიამ მთელი ყურადღება Dominator GT სერიისადმი მიმართა.

6781da192c14.jpg

Corsair Dominator ალბათ ყველაზე ცნობილი სერიაა მეხსიერების მოდულთა შორის მთელ მსოფლიოში. იგი გამოდიოდა როგორც DDR2 ვარიანტებით, ისე DDR3 ვერსიებით.

60f50a68492e.jpg

სამარხოვანი DDR3 კიტი:

31af66169661.jpg

სულ 20 სხვადასხვა მოდიფიკაციის Dominator დამზადდა, საფირმო ლურჯ-შავი დიზაინით.

Corsair Dominator GT ალბათ კომპანიის განვითარების მწვერვალად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მას G.Skill-ის და Patriot-ის მეტი ვეღარავინ უწევს ფაქტიურად კონკურენციას. ფასები კი საკმაოდ მარალი აქვს. GT სერია უკვე შავ-წითელ ფერებში გამოწყობილი გამოვიდა, რამაც საკმაოდ შეუწყო ხელი გაყიდვების მოცულობის გაზრდას - ეფექტური დიზაინი ხომ აუცილებელი კომპონენტია ჰარდის შერჩევისას.

ნება მომეცით წარმოგიდგინოტ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოპერატიული მეხსიერების მოდული: Dominator GTX4 სერიის 2533MHz-იანი ორარხოვანი CMGTX4. იგი შეიძლება ითქვას ნამდვილი მონსტრია და მისი გაყინვის და აჩქარების შემთხვევაში მსოფლიო რეკორდი გარანტირებულია. ამ მოდელითაა მოხსნილი სიხშირის რეკორდი AMD-ზე.

194f6f9e0640.jpg

უნდა ითქვას, რომ გაგრილების სისტემაც რაღაც ამის მსგავსი ან უკეთესი დასჭირდება:

f0274278be9d.jpg

უნდა ითქვას, რომ Corsair თანაბრად თანამშრომლობს როგორც AMD-სთან (ფენომებისთვის განკუთვნილი სერია), ისე Intel-თან (I5, I7 სერთიფიცირებული მეხსიერების მოდულები).

მეხსიერების სფეროში ეს კომპანია რომ უდაოდ ერთ-ერთი ლიდერია, ეს უკვე ნათელია, მაგრამ არის სფერო, სადაც იგი არანაკლებ ძლიერია, საქმე ეხება კვების ბლოკების წარმოებას.

Corsair აწარმოებს როგორც მოდულარულ, ისე არამოდულარულ კვების ბლოკებს. უმეტესობას, თუ ყველას არა, აქვს 80+ სერთიფიკატი და ენთუზიასტების სამყაროში დიდი პატივისცემით სარგებლობენ. მე სულ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ რათა ნათელი გახდეს კომპანიის მუშაობის შედეგი ამ სფეროში.

Corsair AX1200. აქვს 80+ GOLD სერტიფიკატი. მოდულარია. ნებისმიერ ექსტრემალურ აჩქარებაზე უპრობლემოდ "დაქოქავს" სამ-ოთხ ბოლომდე სიხშიირეებ აწეულ ვიდეოდაფას და გახევამდე დარაზგონებულ 12 ნაკადოვან პროცესორს.

9b8dfab14271.jpg

197232aa7fd2.jpg

არამოდულარებიდან აღსანიშნავია Corsair TX950W, რომელიც 80+ ბრინჯაოს სერთიფიკატით არის მონიშნული. შესანიშნავი კვების ბლოკია.

e6d8d1599ee2.jpg

Corsair TX750. ალბათ საქართველოში ყველაზე პოპულარული ხარისხიანი კვების ბლოკია თავისი ნარინჯისფერი დიზაინით და 80+ სერტიფიკატით

9524cd354e5b.jpg

გაგრილების სისტემებიდან კომპანიის ყველაზე დიდ მიღწევად H50 გახლავთ, რომელიც უზომოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და არცთუ ისე ძვირი ღირს.

ef7de1d581e8.jpg

ჰაერის ქულერი A70 წესით ურიგო რამ არ უნდა იყოს.

e3365f279000.jpg

SSD-ბის ბაზარზე Corsair მოწინავე პოზიციებზეა. Performance Series, Force Series, Reactor Series, Nova Series, Extreme Series და Legacy Series მოწყობილობები ხვალინდელ დღეს ქმნიან და გვაიძულებენ სამუდამოდ ზურგი ვაქციოთ მოძველებულ HDD-ს.

6c59a22ec7a4.jpg

4db892a4b2d1.jpg

c7f9894ac926.jpg

ეს არაა სრული ჩამონათვალი იმისა, რასაც ეს სახელოვანი კომპანია აწარმოებს.

----

ფაქტია, რომ Corsair, ეს არის მეკობრე, რომელიც ერთი ხელით საკმაოდ სერიოზულ თანხას გართმევს, მეორე ხელით კი ექსკლუზიურ ჰარდს გიწვდის.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ვერაფერს იტყვი მართლაც მაგარია Corsair. ფლეშკებიც საიმედო და ხარისხიანი აქვს.

b92x9.jpg

Link to comment
Share on other sites

სისწრაფე 2.0 და 3.0 შორის დიდია თუ იცით?

კი საკმაოდ

p.s. მაგარი თემაა

Link to comment
Share on other sites

ეგ თეორიულად თორე usb 2.0 480 mb/s უწერია არადა 25 MB-ია როგორც ვიცი ყველაზე მაღალი სიჩქარე მანდ. usb 3.0-ს კი 5.0 gb/s უწერია, მაგრამ არა მგონია სრულად ეგ სიჩქარე ქონდეს.

Link to comment
Share on other sites

ეგ თეორიულად თორე usb 2.0 480 mb/s უწერია არადა 25 MB-ია როგორც ვიცი ყველაზე მაღალი სიჩქარე მანდ. usb 3.0-ს კი 5.0 gb/s უწერია, მაგრამ არა მგონია სრულად ეგ სიჩქარე ქონდეს.

მე ეგ Corsair 16 იანი ფლეშკა მაქვს და 60 მბ წერს ფლეშკაზე, მერე შეიძლება დავარდეს სიჩქარე მაგრამ 65მბ იტაც წერდა

მაგარია რა Corsair +++ ები ჩემგან

Link to comment
Share on other sites

ეგ წამიერად რო ურტყამს ხოლმე იმაზე იძახი? ეგრე მე უბრალო pqi-ს ფლეშკა მაქ და ntfs-ში როცაა თავიდან 100 mb/s-საც კი წერს ვინდოუსი მთავარია რამდენზე სტაბილურდება. ჩემი მაგალითად 9-10-ზე სტაბილურდება ჩაწერისას. ამოღება კი 20 mb-თ მიდის.

Link to comment
Share on other sites

120 თანამშრომელი ამხელა ფირმას როგორ ყოფნის?

ალბათ ძირითად სამუშაოს რობოტები ასრულებენ

Link to comment
Share on other sites

120 თანამშრომელი ამხელა ფირმას როგორ ყოფნის?

ალბათ ძირითად სამუშაოს რობოტები ასრულებენ

ჩუმ-ჩუმად ზანგებს ამუშავებენ მონებად ალბათ :D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.