Jump to content

P55 პლატფორმა გვიღირს გეიმერებო?


Recommended Posts

უკვე კარგა ხანია, რაც უცხოეთში ყოველდღიურობაში შემოვიდა ახალი, Core i5 პლატფორმა 1156 სოკეტზე. მართალია ექსტრიმ ოვერქლოქერები Core i7-ს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან იგი უკეთესად "იქოქება" და ბენჩმარკებშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს სისტემა ცოტა არ იყოს ძვირია... ამიტომ მე ისევ i5 პლატფორმის მომხრედ ვრჩები და ვცდილობ მისი პოპულარიზაცია მოვახდინო (ან თუ გნებავთ, რეკლამირება დაარქვით)... თვით პროცესორის რეკლამირებისკენ მიმართული სტატია ადრე შემოგთავაზეთ, ამ ტესტში i5-ის პროცესორმა არც ისე ურიგოდ აჩვენა თავი... ახლა კი მივხედოთ სისტემის სხვა კომპონენტებს... კერძოდ, დღევანდელ სტატიაში განხილულ იქნება 6 ოპერატიული მეხსიერების "კიტი" და 8 დედაპლატა P55 ჩიპსეტზე.

----------------------------------------------------------------------------------------------

სანამ სტატიის მთავარ ნაწილზე გადავინაცვლებდე, გადავწყვიტე მცირეოდენი ექსკურსი ჩამეტარებინა P55-თან დაკავშირებით. დავიწყოთ იქიდან, რომ LGA1366 სოკეტის სისტემას X58 ჩიპსეტი აქვს, ხოლო LGA1156-ისას - P55. ვნახოთ რა შეუძლია თითოეულ ჩიპსეტს და რის შესაძლებლობას დაკარგავთ, თუკი P55-ის დედაპლატას იყიდით. ამის გარკვევაში ჩემი ბრაუზერის განუყრელი bookmark-ი - Wikipedia დამეხმარება.

X58. ჩიპსეტის კოდური სახელწოდებაა Tylersburg. იგი სპეციალურად Intel-ის Nehalem არქიტექტურისთვის შეიქმნა. აქვს 45/32nm ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორების - Core i7/i9 მხარდაჭერა, სალტის QPI (QuickPath Interconnect) ინტერფეისი 6.4GT/s გამტარობით, SATA 3.0 და USB 2.0 მხარდაჭერით. ჩიპი 65nm ტექნოლოგიით მზადდება და აი ასე გამოიყურება:

IMG_1624.jpg

ეს კი მისი არქიტექტურის სქემაა. თუკი მოითხოვთ, ქართულადაც გითარგმნით:

X58_Block_Diagram.png

P55. ჩიპსეტის კოდური სახელწოდებაა Ibex Peak. უზრუნველყოფს 45/32nm არქიტექტურის მქონე Core i3/i5/i7 პროცესორების მუშაობას, აქვს სალტის DMI ინტერფეისი და 2GB/s გამტარობა, SATA 3.0 და USB 2.0 მხარდაჭერით. ჩიპი X58-ის მსგავსად 65nm ტექნოლოგიით მზადდება, ასე გამოიყურება:

biostar-p55-2.jpg

ეს კი სქემაა:

p55-chipset.png

ახლა კი რაც შეეხება განსხვავებას. როგორც ქვედა სურათიდან კარგად ჩანს, X58-ს P55-თან შედარებით ნაკლები სიხშირის მეხსიერების მხარდაჭერა აქვს (max 2000MHz vs max 2600MHz), მაგრამ უზრუნველყოფს სამარხიან მეხსიერების სქემის მუშაობას და 2 GPU-ს მუშაობის სქემას max x16+x16 რეჟიმში, ამასთან ერთად აქვს 3 და 4 GPU-ს მხარდაჭერაც. P55 - მხოლოდ x8+x8 სქემას უზრუნველყოფს, მესამე დაფის გამოყენება კი მიზანშეწონილი არ არის.

P55-vs-X58.jpg

ანუ, როგორც ხვდებით, გეიმერებს P55-ის არჩევის შემთხვევაში მოგიწევთ დათმოთ ვიდეოდაფების "ტოპ" სქემით მუშაობის შესაძლებლობა და სამარხიანი მეხსიერება. ძირითად განსხვავებას თუ "გავუგეთ", გადავიდეთ დედაპლატებზე... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რევიუში გამოყენებული დედაპლატების ფასი "იქ" 150-დან 200 დოლარამდე მერყეობს.

----------------------------------------------------------------------------------------------

როგორც უკვე გითხარით, ტესტში 8 დედაპლატა მიიღებს მონაწილეობას. გავიცნოთ თითოეული მათგანი.

1. ASRock P55 Deluxe.

ejvurignnlpbb8457p9.jpg

fjt3v9khg96aud90pp8.jpg

8tfz892fwhzsh9bqhat0.jpg

ეს ერთადერთი დედაპლატაა რევიუში, რომელსაც SATA600-ის მხარდაჭერა აქვს. აი სპეციალური ადაპტერიც:

5enfhj8fc0tcjbjoeul.jpg

2. Asus P7P55D EVO.

qua5ao4nnl25diwass.jpg

5l7g77lue4e4ap1r3y2q.jpg

jq7gq2q09lnvgn3de8uf.jpg

3. Biostar TPower I55.

ce1fbgrwfpczs5igpoz.jpg

3kdyawtexmk37ihqxk3s.jpg

m87lbahnv2cngt5x47w.jpg

4. EVGA P55 SLI.

3kemu6t3df5era367br.jpg

tnuyg3yn01flfkovo9c2.jpg

1ramoe3wph4li4td5gnf.jpg

5. Foxconn Inferno Katana GTI.

al2w9smz52x0yyim91h.jpg

hs127p5w7kxxtmdsr4g6.jpg

pmd01w39fvu4nhrmv5nc.jpg

6. Gigabyte P55-UD4P.

r4rhpi5ntet3noz3e22e.jpg

monxcf8my3gkhkej9u80.jpg

dkax30g49kqjmv1gcot.jpg

7. Jetway HI05.

5nz84fu3lf2xdupzch8n.jpg

1xv4xdkfyyjrgujdvv.jpg

9i1s2dd4seg2fnhm4n6.jpg

8. MSI P55-GD65.

zatwt72wbrcypq92eqd5.jpg

mjjkegxjuxjnrk16y091.jpg

57nbwvxo9xic4yd4l77.jpg

სტატიაში ჩასმული მქონდა ყველა დედაპლატის BISO-ის 4-7 სქრინი, მაგრამ გამოქვეყნებისას დაეწერა, რომ "უკაცრავად, მაგრამ თქვენ ჩასმული გაქვთ დასაშვებზე მეტი რაოდენობის სურათი", ამიტომ ბიოსის სქრინები ამოვიღე....ეს კი ყველა დედაპლატის მახასიათებლებია, დაწვრილებით და წვრილად:

z0ivf0wl1u26m29e0uby.jpg

----------------------------------------------------------------------------------------------

როგორც ბრძენკაცი იტყოდა, "რევიუ ბენჩების გარეშე იგივეა, რაც ადამიანი მეგობრის გარეშე". ასე რომ გადავხედოთ სატესტო სისტემას და შემდეგ მივადგეთ ბენჩმარკებს... ჩემდა ჭირად ბენჩმარკებისთვის კი გამოიყენება 1156 სოკეტის პროცესორი, მაგრამ ის i7-ია :xelitavi:

CPU: Intel Core i7-870 (2.93 GHz, 8MB Cache)

Cooler: Thermalright MUX-120

RAM: Kingston KHX2133C9D3T1K2/4GX (4GB)

DDR3-2133 at DDR3-1600 CAS 8-8-8-24

Graphics: XFX GeForce GTX 285 XXX Edition

Power: Corsair CMPSU-850HX 850W Modular

ბენჩმარკები:

Crysis

image003.png

image004.png

FarCry 2

image005.png

image006.png

STALKER: Clear Sky

image007.png

image008.png

World In Conflict

image009.png

image010.png

Audio & Video Encoding

image011.png

image012.png

image014.png

image editing/rendering

image015.png

image016.png

File Compression

image018.png

3DMark Vantage

image019.png

PCmark Vantage

image020.png

Sandra Arithmetic

image021.png

Mem. Bandtwidth

image023.png

OC

image024.png

image025.png

image026.png

ენერგომოხმარება

image028.png

ძაბვის რეგულატორის ტემპერატურა

image029.png

ჯამური ეფექტურობა

image034.png

მინდა მათ ვუთხრა, ვინც ყველა ზედა ცხრილს გადაახდა და პირდაპირ "ჯამურ ეფექტურობა"-ს მიახტა: გენაცვალე, მე ამ ყველაფრის დაკოპირებაზე 1 საათი ვიწვალე და კეთილი ინებე, აახვიე ვებ-გვერდი მაღლა და დაწვრილებით გადაათვალიერე თითოეული გრაფიკი! :user:

შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბენჩმარკებში Biostar-მა გაიმარჯვა. მაგრამ ის, რაც ტესტებში არ ეწერა, წერია აქ:"Gigabyte-ის 170 დოლარიანი P55-UD4P, Biostar-ის 185 დოლარიანი TPower I55, Asus-ის 195 დოლარიანი P7P55D EVO და EVGA-ს 200 დოლარიანი P55-SLI ის ოთხი დედაპლატაა, რომელთაც მთელი ტესტირების მანძილზე შეინარჩუნეს სტაბილურობა. ამათგან გიგაბაიტის დედაპლატას აქვს სიდიდით მეორე მაქს. ოვერქლოქინგის მაჩვენებელი, უმაღლესი "base clock", მეხსიერების უმაღლესი სიხშირე, ყველაზე დაბალი ენერგომოხმარება და VRM ტემპერატურა. თანაც ოთხეულიდან იგი ყველაზე იაფია. ეჭვგარეშეა, P55 სისტემის აწყობას თუ დავაპირებ, გიგაბაიტის P55-UD4P-ს ვიყიდი. მაგრამ მოდით ოცნება გვერდზე გადავდოთ და ოპერატიულ მეხსიერებებს მივხედოთ... წარმოდგენილია ექვსი 4GB-იანი კიტი:

1. A-Data DDR3-1333 CAS 9 (მოდელი HY63I1B16K)

adata_HY63I1B16K.jpg

a-data_HY63I1B16K_spd.png

2. Crucial DDR3-1333 CAS 9 (მოდელი CT25664BA1339)

crucial_CT2KIT25664BA1339.jpg

crucial_CT2KIT25664BA1339_spd.png

3. G.Skill DDR3 CAS 8 (მოდელი F3-10600CL8D-4GBHK)

g-skill_F3-10600CL8D-4GBHK.jpg

g-skill_F3-10600CL8D-4GBHK_spd.png

4. OCZ Gold Series DDR3-1066 CAS 7 (მოდელი OCZ3G10664GK)

ocz_OCZ3G10664GK.jpg

ocz_OCZ3G10664GK_spd.png

5. Patriot DDR3-1600 CAS 9 (მოდელი PVS34G1600ELK)

Patriot_PVS34G1600ELK.jpg

patriot_PVS34G1600ELK_spd.png

6. PNY DDR3-1333 CAS 9 (მოდელი არ ვიცი)

pny_MD4096KD3-1333.jpg

pny_MD4096KD3-1333_spd.png

სატესტო სისტემა:

CPU: Intel Core i5-750 (2.66 GHz, 8MB Cache) (ვაშაა, i5 :cekva: )

Cooler: Thermalright MUX-120

Motherboard: Asus P7P55D v1.02G, BIOS 0606 (09/03/2009)

Graphics: Zotac GeForce GTX260² 896MB

Power: Corsair CMPSU-850HX 850W Modular

OS: Microsoft Windows 7 Ultimate x64

Graphics: Nvidia Forceware 190.62 WHQL

Chipset: Intel INF 9.1.1.1014

საუკეთესო ტაიმინგები:

7jxnuo5xoohf4w6uy55e.jpg

მაქს. გამტარობა:

image003.png

გამტარობა-1600:

image004.png

გამტარობა-1333:

image005.png

გამტარობა-1066:

image006.png

ფასი ინტერნეტ-სივრცეში:

image007.png

"ოვერქლოქერული" ღირებულება (ანუ რომელი უკეთ "რაზგონდება"):

image008.png

რომელი კიტი ჯობია, ამის შესახებ დასკვნა თავად გამოიტანეთ, მე გადავიღალე და მხოლოდ საბოლოო დასკვნას შემოგთავაზებთ. თუკი ყელში ამოგივიდათ LGA775 და მასზე მომუშავე გავარვარებული "ტოპ" პროცესორები - Core 2 Quad, გსურთ შეცვალოთ სოკეტი, პლატფორმა, დედაპლატა და საერთოდ ყველაფერი, მე გირჩევთ P55-ს. არა იმიტომ, რომ "გეიმერებს ესეც გეყოფათ". არა გენაცვალე, თუ გნებავთ იყიდეთ Core i7 სისტემა LGA1366-ზე და თან ბენჩმარკებში უმაღლესი ქულების მიღების შანსიც გექნებათ (თეორიული, მაგრამ მაინც). მაგრამ მე მაინც i5-ისკენ ვიხრები, რადგან "ჭკუადამჯდარ" და თხელჯიბიან გეიმერს, რომელსაც X58-ისთვის ფული არ ჰყოფნის, დიახაც უნდა აწყობდეს P55 პლატფორმა. ასე მგონია მე და თქვენ როგორც მოგესურვებათ ისე იფიქრეთ, ჩემ აზრს თავზე ვერ მოგახვევთ... წავედი ვითამაშო ცოტა...

ჰო მართლა, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, სოსოს დავესესხები ერთ პოსტს :gigi: :

სხვათაშორის ის არის საინტერესო რომ i5 750, i7 860 და i7 920 დიდი სხვაობა სულაც არ არის და მამენტ შეგიძლაი საკმაოდ შეღავათიან ფასებში i5 იყიდო და ჰაი ენდ კომპი გექნება i7-ის ყიდვის ერთადერთი მიზანი იქნება ოვერქლოქინგ რეკორდები სხვა შემთხვევაში რეალურად გადახარჯვაა (IMHO :))

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით, მე, tomshardware და wikipedia :bow:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აბსოლუტურად ერთი და იგივეა გეიმინგში მიშო. ერთადერთი სხვაობა მაგათ შორის ისაა, რომ H სერიის ჩიპსეტებს (H55/H57) შეუძლიათ ინტელის i3/i5 პროცესორებიდან ვიდეოსიგნალი მიიღონ და მონიტორზე გაგზავნონ, ხოლო P55-ს - არა.

იმ პროცესორებში ისეთებს ვგულისხმობ, რომლებსაც აქვთ გრაფიკული ჩიპი. ესენია i3-5xx სერიის და i5-6xx სერიის პროცესორები. რათქმაუნდა ეგ ვიდეოჩიპები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე გეიმინგ-ვიდეოდაფა, მაგრამ საოფისე კომპიუტერებისთვის სავსებით საკმარისია. ასე რომ თუ ვინმეს მაგ პროცესორების ვიდეოჩიპის გამოყენება უნდა, უნდა იყიდოს H ჩიპსეტის მაზერი. ესაა და ეს.

მადლობა

Link to comment
Share on other sites

აბსოლუტურად ერთი და იგივეა გეიმინგში მიშო. ერთადერთი სხვაობა მაგათ შორის ისაა, რომ H სერიის ჩიპსეტებს (H55/H57) შეუძლიათ ინტელის i3/i5 პროცესორებიდან ვიდეოსიგნალი მიიღონ და მონიტორზე გაგზავნონ, ხოლო P55-ს - არა.

იმ პროცესორებში ისეთებს ვგულისხმობ, რომლებსაც აქვთ გრაფიკული ჩიპი. ესენია i3-5xx სერიის და i5-6xx სერიის პროცესორები. რათქმაუნდა ეგ ვიდეოჩიპები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე გეიმინგ-ვიდეოდაფა, მაგრამ საოფისე კომპიუტერებისთვის სავსებით საკმარისია. ასე რომ თუ ვინმეს მაგ პროცესორების ვიდეოჩიპის გამოყენება უნდა, უნდა იყიდოს H ჩიპსეტის მაზერი. ესაა და ეს.

ერთ იმას მივამატებდი რომ fullhd ანუ 1080 გაფართოების ფილმებს თავისუფლად უშვებს და არანაირი პრობლემა არ აქვს :dabolili:

თამაშებში კი მოიკოჭლებს, ყოველშემთხვევაში ჩემთან უჭირდა, underground 2_ს კი ვთამაშობდი მედიუმზე :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

რატომაც არ გვიღირს ფული იყოს თორე, რამე 1600-იანი 2X2GB კიტი და 750 ან 860 გაასწორებდა გეიმინგისთვის, მაზერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს ისე რომელს დაითრევ, ასუსის 150$-იც წავა თუ 4GHZ-ზე მაღლა დარაზგონებას არ აპირებ

Link to comment
Share on other sites

და ისე რაზგონისთვის რომელია საუკეთესო ამათ შორის? და საერთოდ რომელი ფირმის მაზერია ამ მხრივ კარგი?

Link to comment
Share on other sites

ღირს კაცო აბა რა. მით უმეტეს, ტურბოს ხარჯზე რაზგონი ისედაც არაა საჭირო თანამედროვე თამაშების აბსოლუტური უმეტესობისთვის, ისედაც საკმარისი სიმძლავრე აქვთ ნეჰალემებს. :)

რაც გადმოვბარგდი ახალ სისტემაზე, ბოდიშს მოვითხოვ ყველასთან ამ სიტყვებისთვის (რადგან არაეთიკურია ასეთი რამის აქ თქმა), მაგრამ მაგის მერე დიდად ოვერქლოქინგის სურვილი არც გამჩენია. 90% შემთხვევაში საკმარისი ჰორსპაუა აქვს სისტემას.

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა ნამდვილათ, ეგ შენი სისტემა დეფოლტზე უფრო სწრაფია ვიდრე ჩემი პროციკა 4GHZ-იან რაზგონზე + ტურბო ბუსტი ერთვება როცა ჭირდება იგრებში, რომც არ დაარაზგონო საერთოდ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.