Jump to content

Recommended Posts

თაგვის ხაო, ანუ Mousepad-ი ჩვენი კომპიუტერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი შეიძლება იყოს ნაჭრის, პლასტიკის, რეზინისმაგვარი, ლითონის და აგრეთვე ამ მასალების კომბინაციით შექმნილი, ასე ვთქვათ, "ფენოვანი". ხაოზე მაუსის დადების გარდა ხშირად ვდებთ ყავას, ჩაის, ან სხვა რამეს. მე მაგალითად ხილს და კამფეტებს ვიმარაგებ ხოლმე... ხელწრუწუნას მუდმივი ხახუნით და ჩვენი სასუსნავის დალაგებით ხაო რათქმაუნდა ფუჭდება. იმის დასადგენად, თუ რომელი ხაოა საუკეთესო, დიდმა რუსმა მეცნიერებმა, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყრუებიან:

69569.jpg

ჩაატარეს მაუსპადების სტრეს-ტესტი. ტესტში მონაწილეობენ:

1. Defender Ergo opti-laser. იგი სპეციალურად ოპტიკური და ლაზერული წრუწუნებისთვისაა შექმნილი. სპეციალური მასალა საშუალებას იძლევა მაუსმა კარგად ისრიალოს ზედაპირზე, ამრეკლი კრისტალები კი მის უშეცდომო პოზიციონირებას უზრუნველყოფენ

69571.jpg

2. Nova MicroLaser. ეს ფრანგული ხაო გაჭრილი ვაშლივით გაქვს Defender-ს. ერთადერთი განსხვავება მისგან ისაა, რომ Nova-ს ნაკლები ამრეკლი ნაწილაკი აქვს.

69572.jpg

3. Nova MicrOptic. წინა ორი ხაოსგან განსხვავებით ეს უფრო სქელია, მწარმოებლის განცხადებით მაგიდაზე არ სრიალებს და შეიცავს ორი ფერის - ოქროსფერ და ვერცხლისფერ ამრეკლ ნაწილაკებს.

69574.jpg

4. Buro “Закат”. კომპანია "ბიუროკრატის" (სახელი :SNEMOTICON13: ) წარმოების სრულიად ჩვეულებრივი მასუპედი, დამზადებულია რეზინისგან, გადაკრული აქვს ნაჭერი.

69575.jpg

5. Buro “Ночной город”. წინა მოდელისგან მხოლოდ განსხვავებული ნახატით გამოირჩევა.

69576.jpg

6. Fellowes Optical Mouse Pad - დღევანდელი ტესტის ერთადერთი მყარი მასალისგან დამზადებული მონაწილეა. მწარმოებელს თუ დავუჯერებთ, ეს ხაო პრაქტიკულად არ ზიანდება ნორმალური გამოყენებისას... ვნახოთ რა მოუვა მას და ტესტის სხვა მონაწილეებს "არანორმალური" მოხმარებისას :spiteful: . ტესტი სულ სამია, ამიტომ თითოეული მოდელის მაუსპადის სამი ეგზემპლარი შეირჩა.

ახლა კი ტესტები.

ტესტი No.1 - ტაფაზე გაცხელება. მეცნიერულად რომ ვთქვათ - თერმული ზემოქმედება.

69579.jpg

შედეგი ასეთი აღმოჩნდა (სუსტი გულის მქონეებმა და არასრულწლოვნებმა არ ნახოთ!):

69581.jpg

ანუ, რიცხობრივად რომ გამოვსახოთ - დრო ტაფის გახურების დაწყებიდან მაუსპედის დნობის დაწყებამდე:

a42fb43d3aa5.png

ტესტი No.2 - შამპანურიან ვედროში ჩადება. მეცნიერულად რომ ვთქვათ - ქიმიური ზემოქმედება.

69583.jpg

1,2 და 3 ეგზემპლარებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ ....

69584.jpg

...მაშინ, როდესაც 4 და 5 ეგზემპლარებს შავი დღე დაადგათ...

69585.jpg

69586.jpg

...მეექვსე საცდელმა ნიმუშმა კი მცირე დაზიანება მიიღო უკანა მხრიდან

69588.jpg

ესეც ცხრილი:

dd3d99cfc4cb.png

ტესტი No.3 - წუნკალი ძაღლის მიერ დაგლეჯვა. მეცნიერული ენით - ფიზიკური ზემოქმედება.

69589.jpg

ექვსივე ხაო დაგლეჯილ იქნა :user:

69590.jpg

69591.jpg

69592.jpg

69593.jpg

69594.jpg

69595.jpg

c0a7d1bec81f.png

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დასკვნა

თუკი აპირებთ თქვენი ხაო შამპანურში, ყავაში, ჩაიში, ან სხვა რამ სასმელში "აბანაოთ", სჯობს Ergo-ს და Nova-ს მსგავსი მაუსპედები გამოიყენოთ. თუკი უხეში ბრძანდებით, დანას, პასტას ან სხვა რამეს არჭობთ ხაოზე, მაშინ თქვენ Fellowes Optical Mouse Pad-ის მსგავსი მყარი მაუსპედი გჭირდებათ. იმედია ვინმეს გამოგადგებათ ეს სტრეს-ტესტი.

ბოლოს მინდა დავძინო, რომ მაქვს CoolerMaster-ის წარმოების ალუმინის მაუსპედი, რომელზეც ოპტიკური მაუსი კალიასავით "დახტის". არავის ვურჩევ მსგავსი პროდუქციის შეძენას. :SNEMOTICON13:

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

:D პადსაც თუ ექნებოდა თემა არ მეგონა

მაგი უნდა დამეწერა :D

მაუსპედი არ მიყვარს :vis:

ვერ ვხმარობ მიცურდება ხოლმე , და უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს :cry:

თემა კაია +1

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.