
როგორც სურათზე ვხედავთ ამ ახალი HD 7000 სერიის ვიდეო ბარათის დიზაინი კვლავ მსგავსია წინა სერიებისა და მისი გაგრილების სისტემა შედეგება კვლავ ერთი Fan ისგან.ამ ვიდეო ბარათში გამოყენებულია რამოდენიმე ახალი ტექნოლოგია ,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს გახლავთ AMD ს ახალი Southern Islands ოჯახის წარმომადგენელი რომელიც დამზადებულია 28 ნანომეტრ ტექნოლოგიით ,რაც ერთ-ერთი მთავარი სიახლეა HD 7000 სერიის ვიდეო ბარათებში,გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს პირველს ექნება Microsoft DirectX 11.1 API ტექნოლოგიის და PCI Express 3.0 x16 მაკავშირებლის მხარდაჭერა ,ყოველივე ეს თავიდანვე მიგვანიშნებს იმაზე ,რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი წარმაოდგენს ახალი ტექნოლოგიების შედეგს ,რომელიც როგორც შემდეგ ვნახავთ თავისი შედეგით ბევრს გააოცებს.
ამ ვიდეო ბარათის GPU დამზადებულია ახალი არქიტექტურით ,რომლის კოდური დასახელებაა : "Tahiti".

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია ის ,რომ აქამდე AMD ს ვიდეო ბარათებში გამოყენებული იყო 256 bit ინტერფეისის მქონე GDDR5 მეხსიერება ,ხოლო ამ ახალ ვიდეო ბარათში უკვე გამოეყნებულია 384 bit ინტერფეისის მქონე GDDR5 ტიპის მეხსირება რომლის მოცულობაა 3072MB ანუ 3GB ,რაც სრულიად საკმარისია ყველა სახის ოპერაციისთვის ,იქნება ეს თამაში თუ სხვა რამ და მისი მეხსიერების გამტარობის მაჩვენებელია 264 GB/წამი.
რაც შეეხება HD 7970 ის სხვა მონაცემებს : მას აქვს 2048 ერთეული Shader - ი ანუ Stream პროცესორი , ტრანზისტორების რაოდენობა არის 4310 მილიონი, რითაც იგი ჩამორჩება მხოლოდ 2 ბირთვიან ვიდეო ბარათებს ,მისი პროცესორის სიხშირეა 925MHz , მეხსიერების 1375 MHz ,ხოლოდ GDDR5 მეხსიერების 5.5 GHz .

როგორც ზემოთ აღვნიშნე HD 7970 დამზადებულია 28 ნმ. ტექნოლოგიით და ახალი არქიტექტურით ,რომლის კოდური სახელწოდებაა Tahiti ,მასში შესულია რამოდენიმე ნიშვნელოვანი ცვლილება რაც განაპირობებს ამ ვიდეო ბარათის მაღალ ეფექტურობას .
ეს გახლავთ ამ ახალი არქიტეტურის მონაცემების ამსახველი სურათები:


ამ არქიტეტურაში გაუმჯობესებულია უამრავი რამ ,როგორიცაა ვექტორული ერთეულები , Stream პროცესორების ფუნქციონირება , გეომეტრიული ძრავი ,GCN ტესლაცია ,ქეშ მეხსიერების ფუნქციონირება და მრავალი სხვა .




HD 7970 ს გააჩნია მე-9 თაობის გეომეტრიული ძრავი.

ერთი სიტყვით HD 7970 ის არქიტეტურაში სრული გაუმჯობესებაა რაც როგორც შემდეგ ვნახავთ ტესტებში აისახება კიდეც.
მოდით გადავიდეთ ვიდეო ბარათის ვიზუალურ მხარეზე და ვნახოთ როგორია მისი აგებულება.
ეს მისი წონა და უკანა მხარე:


ვიდეო ბარათის სიგრძე 27.5 სანტიმეტრია.
იგის საჭიროებს 2 სლოტს დედა დაფაზე.
რაც შეეხება მის პორტებს ,მას აქვს თითო-თითო DVI და Mini-HDMI ,2 ცალი mini-Display მაკავშირებელი ,მასში ინტეგრირებულია HDMI ხმის სისტემა რომლის ინტერფეისია HDMI 1.4a და რა თქმა უნდა იგი თავსებადია Blu-ray 3D მასალასთან.

ეს კი მისი PCB ს წინა და უკანა მხარე :


როგორზ ზემოთ აღვნიშნე ამ ვიდეო ბარათის გაგრილების სისტემა შედგება ცალი Fan ისგან ,მის PCB ზე მოთავსებულია თერმული ბალიშები რომლებიც აგრილებს მეხსიერების 12 ჩიპს ,ასევე ალუმინის Fin ები.



ვიდეო ბარათი საჭიროებს თითო-თითო 8 და 6 პინიან PCI-Express ენერგიის მიმღებ კაბელებს .

ძაბვის საკონტროლებლად ვიდეო ბარათს აქვს CHiL CHL8228 ჩიპი .

GDDR5 ტიპის მეხსიერების ჩიპები დამზადებულია Hynix ის მიერ და მისი მუშაობა შესძლებელია 1500 MHz (6000 MHz GDDR5 effective) სიხშირეზე რაც აქვე მიანიNსებს იმაზე რომ ამ ვიდეო ბარათის Overclocking საკმაოდ მოხერხებულია უნდა იყვეს .

ეს კი AMD ს 28 ნმ.ტექნოლოგიაზე დამზადებულია პირველი GPU 4.31 მილიარდი ტრანზისტორით.

ყურადღება !
ახლა კი დროა გავიგოთ მისი რეალური ძალა ტესტების მეშვეობით,თუმცა მანამდე მინდა გითხრათ ,რომ სულ ტესტები ჩატარდება 3 ეტაპად .ტესტების პირველი ნაწილი ჩატარდება უახლეს სისტემაზე რათა გავარკვიოთ ამ ვიდეო ბარათის სრული შესაძლებლობები ,მეორე ნაწილში მე გიჩვენებთ I7-920 ზე ნაჩვენებ სხვადასხვა შედეგებს და საბოლოო დასკვნას ,ხოლო მესამე ნაწილში ერთმანეთთან შედარებული იქნება კომპანია Intel ის 2 პროცესორი ერთი Nehalem არქიტექტურაზე დამზადებულია Core I7 - 920 4 ბირთვით და 8 ნაკადით ,მეორე Sandy Bridge არქიტეტურაზე დამზადებული Core i5-2500K 4 ბირთვით და მესამეც კომპანია AMD ს უახლეი 8 ბირთვიანი პროცესორი FX-8150.
მაშ ასე ტესტების პირველი ნაწილი ,სადაც გამოყენებულია უახლესი სისტემა.
სატესტო სისტემა :
პროცესორი - Intel Core i7-3960X Extreme Edition (3.30GHz)
ოპერატიული მეხსიერება - x4 2GB G.Skill DDR3-1600(CAS 8-8-8-20)
დედა დაფა - Gigabyte G1.Assassin2 (Intel X79)
კვების ბლოკი - OCZ ZX Series (1250w)
მეხსიერება - Crucial m4 512GB (SATA 6Gb/s)
ვიდეო ბარათები :
- AMD Radeon HD 7970 (3072MB)
- Gigabyte Radeon HD 6970 (2048MB) Crossfire
- Gigabyte Radeon HD 6990 (4096MB)
- Gigabyte Radeon HD 6970 (2048MB)
- VisionTek Radeon HD 6950 (2048MB)
- Asus Radeon HD 6870 (1024MB)
- HIS Radeon HD 5870 (1024MB)
- Gigabyte GeForce GTX 580 (3072MB) SLI
- Gigabyte GeForce GTX 590 (3072MB)
- Gigabyte GeForce GTX 580 (1536MB)
- Gigabyte GeForce GTX 570 (1280MB)
- Gigabyte GeForce GTX 560 Ti (1024MB)
- Inno3D GeForce GTX 480 (1536MB)
- Palit GeForce GTX 470 (1280MB)
ოპერაციული სისტემა და ვიდეო ბარათის დრაივერები:
- Microsoft Windows 7 Ultimate SP1 64-bit
- Nvidia Forceware 285.62
- AMD Catalyst 11.12
3Dmark 11



Aliens vs. Predator



Metro 2033



Battlefield 3



Call Of Duty : Modern Warfare 3



Crysis 2



Dragon Age II



Deus Ex: Human Revolution



DiRT 3



Just Cause 2



The Witcher 2 : Assasins of Kings



ენერგო მოხმარება დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმში :

ტემპერატურა დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმში :

Overclocking ის შედეგი :



შეჯამება:
პროცენტული სხვაობა ამ ტესტის მიხედვით სხვა ვიდეო ბარათებთან შედარებით:

როგორც ვხედავთ HD 7970 ტესტების უდიდეს ნაწილში ჩამორჩება მხოლოდ 2 ბირთვიან Radeon HD 6990 ს და GeForce GTX 590 ს ,ასევე GTX 580 ების SLI კონფიგურაციას.ამ შედეგებიდან გამომდინარე უნდა ითქვას ,რომ GTX 580 აღარ წარმოადგენს მსოფლიოს უძლიერეს ერთბირთვიან ვიდეო ბარათს ,ეს სტატუსი ახლა სწორედ HD 7970 ს ეკუთვნის.
ტესტების პირველი ეტაპი ასეთი გახლდათ ,მგონი ყველა დარწმუინდა იმაში რომ HD 7970 საუკეთესო ერთბირთვიანი ვიდეო ბარათია მსოფლიოში.
მეორე ეტაპი და სატესტო სისტემა :

ამ სატეტსო სისტემაზე აღნიშნული ვიდეო ბარათი ვერ აჩვენებს სრულად თავის მონაცემებს რადგან აქ გამოყენებულია შედარებით ძველი სისტემა როგორიცაა I7 - 920 პროცესორი ,სწორედ ამიტომ ამ ტესტებიდან მე განახებთ მხოლოდ ენერგო მომხარებას სხვადასხვა რეჟიმში ,ტემოერატურას ,Fan ის ხმაურიანობას ,Overclocking ს და საბოლოო შეჯამებას.
აღნიშნული ტესტი ჩატარებულია საიტ Techpowerup.com ის მიერ
ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში :


Fan ის ხმაურიანობა სხვადასხვა რეჟიმში :

Overclocking

Overclocked Performance

ტემპერატურა :

ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები :
დადებითი :
შედეგიანობის დიდი მატება წინა თაობის ვიდეო ბარათებთან შედარებით
დაბალი ენერგო მოხმარება
Overclocking ის კარგი პოტენციალი
აქვს Dual BIOS
მისი მეხსიერების სიდიდეა 3 GB რაც სრულიად საკმარისია ყველაფრისთვის
მასში შესულია 2 ახალი ტექნოლოგია PCI-Express 3.0 და DirectX 11.1
უარყოფითი მხარეები :
ხმაურიანია 3D რეჟიმში
აქვს მაღალი ფასი
http://www.techpowerup.com ის მიხედვით ამ ვიდეო ბარათის შეფასება 9.0 ია .
და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ტესტი 3 სხვადასხვა თაობის პროცესორის გამოყენებით ,აღნშნული პროცესორებია შემდეგი :

გამომდინარე აქედან ჩვენს ბოლო ტესტში წარმოდგენილია კიდევ 3 სატესტო სისტემა :



ტესტი ჩატარებულია 5 სხვადასხვა ეკრანის რეზოლუციაზე :
Batman: Arkham City




Battlefield 3




DiRT 3




Crysis 2




3DMark 11



აღნიშნული პროცესორების შედეგიანობა ყველა რეზოლუციაზე HD 7970 თან ერთად .



როგორც ვხედავთ Sandy Brodge არქიტექტურით აგებული I5-2500K სჯობს დანარჩენ 2 პროცესორს ,მას მოსდევს Nehalem არქიტექტურაზე ააგებულია I7-920 და ბოლო ადგილზეა AMD ს 8 ბირთვიანი FX-8150 ,რომელიც აგებულია Bulldozer არქიტექტურაზე.
საბოლოო შეჯამებამდე მინდა წარმოგიდგინოთ HD 7970 ის შედარება სხვა ვიდეო ბარათებთან:

საბოლოო შეჯამება :
მაშ ასე ამით 3 ეტაპიანი ტესტი კომპანია AMD ს უახლეს 28 ნმ.ტექნოლოგიით აგებულ ვიდეო ბარათ Radeon HD 7970 ზე დასრულებულია ,ჩვენ ვიხილეთ მსოფლიოში ამ ეტაპზე უძლიერესი ერთბირთვიანი ვიდეო ბარათი 3GB მეხსიერებით და უამარავი ახალი შესაძლებლობებით ,როგორიცაა : PCI-Express 3.0 და DirectX 11.1 ,ასევე მის ახალ არქიტექტურას რომლის კოდუსი სახელია Tahiti გააჩნია ბევრი გაუმჯობესებული დეტალი ,რაც საბოლოო განაპიროებებს ამ ვიდეო ბარათის ეფექტურობას ,მას ასევე აქვს Overclocking ის კარგი პოტენციალი და არც ისე მაღალი ენერგო მოხმარება და ბოლოს რაც მთავარია ამ შესანიშნავი ვიდეო ბარათის ფასი არაა კატასტროფულად დიდი ,იგი მხოლოდ 50 დოლარით ძვირია GTX 580 ზე თუმცა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეს რეალურიცაა.ჩვენ ასევე ვიხილეთ ტესტი სადაც აღებული იყო 3 სხვადასხვა არქიტექტურაზე აგებული პროცესორი ამ ვიდეო ბარათთან ერთად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში ,რომ Sandy Bridge არქიტექტურაზე აგებული პროცესორი მართლად იდელაურია როგოც თამაშებისთვის ასევე სხვა სახის ოპერაციებისთვის,ჩვენს მთავარ ტესტში სადაც გამოყენებული იყო Intel ის უახლესი Sandy Brdige E არქიტექტურაზე აგებული Core i7-3960X Extreme Edition დამტკიცდა რომ HD 7970 ამ ეტაპზე მართლაც უძლიერესია ერთბირთვიან ვიდეო ბარათებში .
მისი ფასია :

550 ამერიკული დოლარი
მაშ ასე მიმოხილვა დასრულებულია ,კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას 2012 წლის მოსვლას ,ეს გახლდათ ჩემი პირველი მიმოხილვა 2012 წელში .
Copyright © FC BARCELONA - OverClockers.Ge !














