Jump to content

ვიდეო დაფების აჩქარება


სოსო

Recommended Posts

იმის გამო რომ ძველი თემა მორალურად და ფიზიკურად მოძველდა გადავწყვიტე ახალი გაიდი დამეწერა

დავიწყებ Nvidia ვიდეო დაფების აჩქარებით (რაზგონით)

Nvidia

ვიდეო დაფების აჩქარება ძირითადად ვინდოუსიდან ხდება და საკმაოდ ადვილია. თუმცა ბიოსიდანაც შეიძლება, ამისთვის ვიდეოს ბიოსი უნდა გადავფლეშოთ ახალ სიხშირეებზე თუმცა ეს სულ სხვა თემაა და დიდი აუცილებლობის გარეშე არ გირჩევთ.

თუ როგორ ვაწვალოთ ვიდეოს ბიოსი აღწერილია ამ თემებში

Nvidia-ს ვიდეოდაფის ბიოსის რედაქტირება-დაფლეშვა

AMD-ATI-ს ვიდეოდაფების ბიოსის რედაქტირება-დაფლეშვა

ესეც ბიოსის დაფლეშვის სახელმძღვანელო

როგორ დავფლეშოთ მაზერის და ვიდეოს ბიოსი DOS-იდან

ეხლა კი შევუდქეთ ვიდეოს აჩქარებას. ამისათვის შეიძლება უამრავი პროგრამის გამოყენება. მე განახებთ რამოდენიმე პროგრამის მაგალითს.

პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ უძველესი და გამოცდილი Rivatuner რომლის ჩამოქაჩვაც შეიძლება აქედან

პროგრამების ბაზა ამ ლინკზე ყველა საჭირო უტილიტა შეგიძლიათ ნახოთ რაც კი ოვერქლოქერს სჭირდება თუნდაც ამ თემაში მოყვანილი ყველა პროგრამა რაზედაც მადლობას ვუხდი kashmir-ს

ან

http://downloads.guru3d.com/RivaTuner-v2.09-download-163.html

ალტერნატივაც არსებობს. საიტია ესეთი google.com ქვია შეიძლება გსმენიათ შეიძლება არა :D

რომ კითხო ყველას სმენია, მაგრამ მე როგორც ვატყობ არავინ იცის როგორ გამოიყენოს ეს საიტი :D

ჩამოვქაჩავთ პროგრამას დავაინსტალებთ და გავუშვებთ

ამოაგდებს ასეთ ფანჯარას (ვეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო პროცესი რომ ზედმეტი შეკითხვები არ გაჩნდეს)

09d7cab42b38.jpg

წაიკითხეთ და თარგმნეთ :D და მერე დააწექით OK-ს ან პირდაპირ OK :)

რის შემდეგაც ამოაგდებს ასეთ ფანჯარას

9c6bec1f20ec.jpg

აქ ჩვენ გვაინტერესებს დაბლითა customize და შემდეგ system settings

852499c498d8.jpg

ამის შემდეგ გამოჩნდება ახალი ფანჯარა რომელშიც უნდა მოვნიშნოთ Enable dirver-level hardware overclcoking თოლია (პწიჩკა)

ამოხტება ფანჯარა სადაც ვირჩევთ detect now ღილაკს

347fbc103d57.jpg

შემდეგ ჩამოვშლით ამ ფანჯარას

c1252cdbcfab.jpg

და ვირჩევთ performance 3D-ს და ეგ არის. შემდეგი ნაბიჯი სიხშირების მომატებაა.

სანამ სიხშირეებს მოვუმატებთ შეგვიძლია GPU-z პროგრამით შევამოწმოთ რა სიხშირეებზე მუშაობს ვიდეო დაფა.

პროგრამის ჩამოწერა შეიძლება პროგრამების ბაზაში

ასევე google.com გამოყენებით

ან თუ არ იცით როგორ გამოიყენოთ ეგ საიტი მაშინ

http://www.techpowerup.com/downloads/SysInfo/GPU-Z/

შეგიძლიათ პროგრამის უახლესი ვერსიები ნახოთ ამ საიტზე.

პირდაპირ ლინკს არ დავდებ რადგან პროგრამის ვერსიები ხშირად იცვლება.

140874d3d884.jpg

როგორც სურათზე ვხედავთ ჩემი ვიდეო დაფა არის 8800 GTS 512 MB-იანი ვერსია რომელიც G92 core (GPU ბირთვზეა)

დრაივერის ვერსია ლურჯად შემოხაზული 260.99-ია

ნომინალური სიხშირეები შავად შემოხაზული Default Clock სიხშირეებია, რომლებიც მხოლოდ ვიდეოს ბიოსის დაფლეშვის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს

ხოლო მწვანედ შემოხაზულია სამუშაო სიხშირეები, რომელბიც ვინდოუსიდან აჩქარების შემდეგ იცვლება

ვნახეთ რომ ჩემი ვიდეო დაფის სიხშირეებია GPU Clock - 650 MHz, Memory Clock - 972 MHz ხოლო Shader სიხშირეებია 1625 MHz. AMD-ATI-ს ვიდეო დაფებსაც აქვთ შეიდერები თუმცა ისინი GPU სიხშირის ტოლია და მასთან ერთად აჩქარდება, ამიტომ AMD-ATI ვიდეო დაფების შემთხვევაში Shader clock-ს ცალკე ვერ გაზრდით (ასევე ცალკე არ აჩქარდება შეიდერები Nvidia-ს ვიდეო დაფებზე 8000 სერიის ქვევით).

სანამ აჩქარებას დაიწყებთ უმჯობესია გაზარდოთ ვიდეო დაფის ქულერის ბრუნები (თუ რა თქმა უნდა ვიდეო დაფას აქვს ვენტილატორი - FAN). თუ თქვენი დაფა ე.წ. silent ვერსიაა შესაბამისად ვერაფერსაც გაზრდით :).

ვენტილატორის ბრუნვის კონტროლი შეიძლება ამ მენიუდან

905a0034d67f.jpg

ვირჩევთ FAN, შემდეგ Direct control და შემდეგ უბრალოდ ვზრდით performance 3D ბრუნვის სიხშირეს და ვაწვებით Apply ღილაკს

4c3cfeaa7e58.jpg

აქ მე მაგალითად გავზარდე 100%-მდე (ამ დროს ვიდეო დაფის ვენტილატორი ხმა მკვეთრად მატულობს). თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ის სიხშირე რომელზეც ვიდეო არც ძალიან ცხელდება და არც ხმაური გაწუხებთ ზედმეტად.

მოკლედ ვნახეთ სიხშირეები, დავაყენეთ ვენტილატორი (რომლის ბრუნვის სიხშირე შემდგომშიც შეგვიძლია შევცვალოთ თუ საჭიროა) და ვიწყებთ აჩქარებას RivaTuner პროგრამით. სიხშირეს ვუმატებთ 10-10 ერთეულით.

252e5525e0b4.jpg

Apply overclocking at windows startup ღილაკით შეგიძლიათ ავტომატური აჩქარება ჩართოთ ვინდოუსის ჩართვისთანავე

რასაც არ გირჩევთ,

თუმცა ნება თქვენია და შეგიძლიათ ჩართოთ როცა დარწმუნებული ხართ რომ ვიდეო დაფა თქვენს მიერ მითითებულ სიხშირებზე აბსოლუტურად სტაბილურია.

ამ ღილაკს თუ არ მონიშნავთ ვინდოუსის ყოველ რესტარტზე ხელახლა მოგიწევთ სიხშირეების და FAN-ის ბრუნვის სიჩქარის დაყენება.

უმჯობესია ცალცალკე მოვუმატოთ ყველა სიხშირეს თუ თოლია (პწიჩკა) Link Clock-ს მოვხსნით GPU და Shader-ების ცალ-ცალკე მომატების საშუალება გვექნება. მოვუმატებთ სიტყვაზე GPU სიხშირეს, ვაწვებით apply ღილაკს და შემდეგ გავუშვებთ პროგრამას ATItool, რომლის მოძებნა შეიძლება როგორც ზემოთ ნახსენებ საიტ google.com-ზე ასევე შეგიძლიათ ჩამოწეროთ ამ საიტიდან

http://www.techpowerup.com/downloads/436/ATITool_0.26.html

მოკლედ მოვუმატეთ მხოლოდ GPU სიხშირე, Apply და გავუშვით პროგრამა ATItool და ვაწვებთ ღილაკს scan for artifacts

b42d3428d4d8.jpg

ამოხტება ახალი ფანჯარა რაც ნიშნავს რომ რეალურად პროგრამა ვიდეო დაფას ტვირთავს და ტესტავს სტაბილურობაზე

e37b2c98980e.jpg

მარცხენა ფანჯარა ბუსუსებიანი სურათით სწორედ ტესტია.

Abort ღილაკით ჩვენ შეგვიძლია გამოვრთოთ ეს ტესტი

სურათზე 53oC ნიშნავს რომ ჩემი ვიდეო დაფა ტესტის დროს ამ ტემპერატურამდე გაცხელდა. ასევე ტემპერატურის დიაგრამა მოცემულია სურათზე ზევით. ხოლო მარცხნივ დაბლა No errors ნიშნავს რომ შეცდომები ტესტირებისას არ მომხდარა.

მოკლედ პრინციპი მარტივია ვუმატებთ ერთ კომპონენტზე სიხშირეს 10-20ერთეულით გავუშვებთ scan for artifacts ერთ-ორი წუთით ვაკვირდებით ტემპერატურას და შეცდომების არარსებობისას თუ ყველაფერი მოგვწონს Abort ღილაკი. შევდივართ ისევ RivaTuner პროგრამაში და ვზრდით ისევ 10-20 ერთეულით. და ვაგრძელებთ ასე სანამ არ ვიპოვით სიხშირეს რომელზეც გაჩნდება შეცდომები, მაგალითად ასეთ სურათს

59e978992253.jpg

თვალსაჩინოებისთვის ჩემს სურათზე ვიდეო კარტა შეცდომების ზღვარს გასცდა. გირჩევთ ისეთი სურათი მიიღოთ რომელზეც ერთი წერტილიც კი არ არის ასეთი ხარვეზების.

მას შემდეგ რაც ვიპოვით მაქსიმალურ GPU სიხშირეს გადავდივართ შეიდერებზე და ვიმეორებთ იგივეს.

ვუმატებთ 10-20 ერთეულით

ვაწვებით apply ღილაკს Rivatuner პროგრამაში

და ვამოწმებთ Atitool პროგრამით.

ზოგიერთ ვიდეო დაფაზე მქონია შემთხვევა როცა GPU და Shader-ებს ცალცალკე ვარაზგონებ მცირე აჩქარებაზეც ვიღებ შეცდომებს, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება ჯობია GPU და Shader სინქრონულად ავაჩქაროთ Link Clock მონიშნული ღილაკით და მხოლოდ შემდეგ განვაცალკევოთ, სულ ბოლოსკენ, თუ ვიდეო დაფის ბოლომდე გაწურვა გვინდა.

როცა მოვრჩებით ვიდეო დაფის GPU ნაწილს შეგვიძლია ვიდეო მეხსიერებაზე გადავიდეთ - Memory

აქაც ზუსტად იგივეა

ვუმატებთ 10-20 ერთეულით

ვაწვებით apply ღილაკს Rivatuner პროგრამაში

და ვამოწმებთ Atitool პროგრამით.

საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად სტაბილურ სიხშირეებს რომლებზეც ვიდეო დაფა შეცდომებს არ აგდებს ასე 2-3 წუთის განმავლობაში

5e8533931ef2.jpg

როგორც ხედავთ ჩემი ვიდეო აჩქარებულია ასე

GPU - 756MHz

Memory - 1058MHz

Shader - 1890MHz

ხოლო პროგრამა AtiTool შეცდომებს არ აგდებს

Default სიხშირეები არ შეცვლილა და როგორც გითხარით ისინი მხოლოდ ვიდეოს ბიოსის დაფლეშვის შემდეგ იცვლება.

შემდგომში ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ვიდეო სტაბილურობაზე პროგრამით Furmark რომელიც ადვილად იძებნება საიტ Google.com-ზე

ან მისი ჩამოტვირთვა შეიძლება ამ საიტიდან

http://downloads.guru3d.com/FurMark-1.8.2-download-2523.html

ასევე ვიდეოს სიხშირეების სტაბილურობის შესამოწმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე თამაში, თუ თამაშისას სისტემა გახდა არასტაბილური შეგვიძლია სიხშირეები კიდევ დავუკლოთ.

აჩქარების, გართობის, ბენჩირების და სხვა პერიპეტიების შემდეგ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიდეო დაფა ისევ ნომინალურ ანუ ქარხნულ ანუ ვიდეო ბიოსის სიხშირეებზე ჩამოვიყვანოთ პროგრამაში RivaTuner ვაწვებით ღილაკს Defaults

ff3274c8a367.jpg

ასე და ამგვარად აჩქარდება და ჩამოჩქარდება ვიდეო დაფა პროგრამით Rivatuner.

მინდა გითხრათ რომ Nvidia-ს GTX400 სერიის და შესაბამისად GTX500 სერიის ვიდეო დაფები ამ პროგრამით არ აჩქარდება!!!

და ალბათ მოგვიწევს ახალი ვერსიის ლოდინი.

როგორც გითხარით არსებობს უამრავი ალტერნატივა უფრო მარტივი ინტერფეისით და იგივე შესაძლებლობებით.

მაგალითად Evga precision, რომელიც ოფიციალურ საიტზე ვრცელდება უფასოდ

http://www.evga.com/precision/

თუმცა ჩამოწერისთვის რეგისტრაციაა საჭირო.

არსებობს ალტერნატივაც Google.com ან მაგალითად ეს საიტი

http://downloads.guru3d.com/eVGA-Precision-2.0.0_d2611.html

ჩამოვწერთ

დავაინსტალებთ

გავუშვებთ

f5e1dc50071f.jpg

პროგრამის ინტერფეისი ძალიან მარტივია

Apply at windows startup ღილაკს თუ მოვნიშნავთ სიხშირეები ავტომატურად მოიმატებს ვინდოუსის ჩართვისთანავე.

თუ არადა ყოველ რესტარტზე ხელახლა მოგიწევთ ვიდეო დაფის აჩქარება.

Link ღილაკით თქვენ შეგიძლიათ ერთად ან ცალცალკე დააჩქაროთ GPU და Shader სიხშირეები.

Auto ღილაკის ჩართვა გამორთვით შეგიძლიათ ხელიT მიუთითოთ ვიდეო დაფის FAN-ის ბრუნვის სიხშირე.

Sync ღილაკი gამოიყენება ორი ან მეტი ვიდეო დაფის შემთხვევაში, როცა გვინდა ცალცალკე ან ერთად ავაჩქაროთ ვიდეო დაფები. ამ შემთხვევაში ერთი ვიდეო დაფა მაქვს.

და არის მხოლდო

GPU

1

ორი ვიდეო დაფის შემTხვევაში იქნება

GPU

1

2

და ა.შ.

შემდგომში ტაქტიკა იგივეა

ვუმატებთ სიხშირეებს

ვაწვებით ღილაკს Apply

და ვტესტავთ პროგრამით AtiTool

Reset all ღილაკით ყველაფერი განულდება.

არსებობს ასევე პროგარამა MSI Afterburner

რომელიც ასევე უფასოდ ვრცელდება ოფიციალურ საიტზე

http://event.msi.com/vga/afterburner/download.htm

ჩამოწერთ

დააინსტალებთ

და გაუშვებთ

8d6d360deadc.jpg

აქაც ინტერფეისი ძალიან მარტივია

გვაქვს Link ღილაკი GPU და Shader სიხშირეების ცალცალკე ან ერთად სამართავად

User Define ღილაკი Fan Speed სამართავად

ასევე Apply Overclocking at system startup ღილაკი იცით რისთვისაც :D

აქ ასევე არის Core voltage ვიდეო დაფის ძაბვის სამართავად და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ციფრული ფაზებით ვიდეო დაფების შემთხვევაში.

ასეთი დაფებია ჯერჯერობით AMD-ATI 5000 და 6000 სერიის დაფები და Nvidia GTX400 და GTX500 სერიის დაფები.

იმისთვის რომ ძაბვის მართვა შესძლოთ უნდა გაააქტიუროთ ეს ფუნქცია

e679ba1d74b6.jpg

შეხვალთ setting-ებში და იქ General განყოფილებაში მონიშნავთ სამ თოლიას (პწიჩკას) რომლებიც სურათზე წითელ ჩარჩოშია ჩასმული.

AMD-ATI

AMD-ATI დაფების შემთხვევაში RivaTuner და MSI Afterburner პროგრამები მუშაობენ უპრობლემოდ. EVGA არ მუშაობს.

ასევე AMD-ATI დაფების აჩქარება Catalyst Control Center-ით და AtiTool პროგარმითაც შეიძლება.

მინდა ავღნიშნო რომ პირადად Nvidia-ს მომხამრებელი უფრო ვარ თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ ATI-ს ვიდეო დაფებს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხელში ჩამივარდა Power_Vano-ს HD4850. საერთოდ ატის HD4000 და მით უმეტეს HD5000 და HD6000 სერიის ვიდეო დაფები იმის დასტურია რომ კომპანია ვიდეო დაფების სერიოზული მწარმოებელია და რომ არა დრაივერების პრობლემა Nvidia ძალიან შორს იქნებოდა ATI-ს წარმადობისგან (ჩათვალეთ ჩემი სუბიექტური აზრია :)).

რაც შეეხება აჩქარებას, პირადად მცირე გამოცდილება მაქვს მაგრამ მაინც ვეცდები დეტალურად ავხსნა.

AMD-ATI ვიდეო დაფების აჩქარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი RivaTuner რჩება.

როგორც გითხარით ამ დაფების აჩქარება შეიძლება MSI Afterburner და Catalyst Control Center-ითაც მაგრამ გირჩევთ არც გაუშვათ ეს პროგრამები სანავ RivaTuner-ით არ ცდით და ამას შემდგომში ნახავთ რატომაც.

როგორც გითხარით RivaTuner ძველი პროგრამაა და ბოლო ვერსია 2009 წლის თებერვალში გამოვიდა ამის გამო პროგრამას აქვს მაქსიმუმ HD4870-ის მხარდაჭერა. იმისათვის რომ პროგრამამ მაგალითად HD4770 და HD4890 ან HD5000 სერიის დაფები აღიქვას უნდა შევძვრეთ დირექტორიაში სადაც დაინსტალებულია Rivatuner-ი. ჩემთან მაგალითად ეს დირექტორია არის

C:\Program Files\RivaTuner v2.24

ამ დირექტორიაში უნდა მოვძებნოთ ფაილი

RivaTuner.cfg

რომელიც უნდა გავხსნათ Notepad-ით

ამ ფაილში ვეძებთ ნაწილს

[GPU_1002]

8926fb01d922.jpg

აქ ბოლოში ვხედავთ ტექსტს

RV770 = 9440h-9443h,944Ch

სწორედ ამ ტექსტს უნდა დავუმატოთ რამოდენიმე სიმბოლო

6896h,68B8h,68bEh,6899h

3dbe64395829.jpg

საბოლოო ჯამში ფაილი ასე უნდა გამოიყურებოდეს და სულ ეგ არის.

თუ 4770 და 4890 ვიდეო დაფების შემთხვევაში ამან არ იმუშავა დაუმატეთ ბოლოში ტექსტი 94B3h მძიმის შემდეგ

, - მძიმე ანუ სასვენი ნიშანი :D

პროგრამა უკვე აღიქვამს ახალ ვიდეო დაფებსაც. ამ ფოკუსის არსი იმაში მდგომარეობს რომ ყველა ეს ვიდეო დაფა ერთ არქიტექტურაზეა აგებული და სამწუხაროდ არ ვიცი მუშაობს თუ არა ეს ფოკუსი HD6000 სერიაზე. სავარაუდოდ არ უნდა იმუშაოს მაგრამ ვნახოთ რა გამოჩნდება მომავალში :)

მოკლედ ახალი ვიდეო დაფების შემთხვევასი მოვახდენთ ფაილის RivaTuner.cfg მოდიფიკაციას შევინახავთ და ეგ არის. თუ თქვენი ვიდეო დაფა 4870 ან უფრო ძველია შეგიძლიათ არ იწვალოთ.

ამის შემდეგ ვიწყებთ აჩქარებას. AMD-ATI შემთხვევაში RivaTuner-ით აჩქარება იგივე პრინციპით მიდის მცირედი განსხვავებით

2b3121ec8346.jpg

როგორც ხედავთ აქ მარტო ერთი Costumize ღილაკია და იქ ვირჩევთ Low-level system settings

d2e5ab3a20b7.jpg

და მოვნიშნავთ ღილაკს Enable Low-level Hardware overclocking

როგორც ხედავთ აქ შეიდერები არა გვაქვს ისევე როგორც GPU-z სურათში.

შემდგომში პრინციპი იგივეა ვუმატებთ სიხშირეს მცირედ მხოლოდ ერთ კომპონენტზე

Apply ღილაკი

და შემდეგ ვტესტავთ AtiTool პროგრამით

ზუსტად ისევე როგორც Nvidia ვიდეო დაფების შემთხვევაში.

აქაც შეგვიძლია FAN-ის ბრუნის კონტროლი თუმცა სურათი მცირედ განსხვავდება

a9c5d89109cb.jpg

Enable Low-level FAN Control

შემდეგ მოვნიშნავთ Fixed თოლიას, ვუმატებთ სასურველ სიხშირემდე ბრუნებს და ბოლოს Apply.

აქაც გვაქვს Default მნიშვნელობებზე ჩამოყრის ფუნქცია და Apply overclocking at windows startup ფუნქცია (ეს ღილაკი Overclocking ნაწილშია მაგრამ მიხვდით ამას როგორმე :D)

მოკლედ ამ პროგრამით ვიდეოს აჩქარების პრინციპი იგივეა.

ეხლა განახებთ შედეგეს

63b58abcb6aa.jpg

ეხლა რატომ განახეთ ეს შედეგი?!

როგორც გახსოვთ ტავიდანვე ავღნიშნე რომ RivaTuner აჩქარებისთვის უმჯობესია. სამწუხაროდ AMD-ATI ტავის ვიდეო დაფებს უბლოკავს ბიოსს რათა ჩვენ ვერ შევძლოთ ვიდეოს აჩქარება იმაზე მეტად ვიდრე ეს მწარმოებელს სურს. RivaTuner-ს შეუძლია ამ ბლოკისთვის გვერდის ავლა, არსებობს საშუალებები თუ როგორ მოვხსნათ ბლოკი და სხვადასხვა მოდელზე სხვადასხვა შეიძლება იყოს გზა. ერთ-ერთი უმარტივესია სხვა ბიოსით დაფლეშვა. თუმცა შეგვიძლია დაფლეშვის გარეშე ვცადოთ RivaTuner პროგრამით.

როგორც ხედავთ სურათზე GPU სიხშირე დაყენებული მაქვს 758MHz-ზე რასაც ადასტურებს GPU-z სურათიც. ეხლა ვნახოთ MSI Afterburner პროგრამა.

6755a5374a67.jpg

როგორც ხედავთ ზღვარი ვიდეოს ბიოსში ამ ვიდეო დაფაზე არის 750MHz რომლის ზევით პროგრამა MSI Afterburner აჩქარების საშუალებას არ მაძლევს თუმცა დაფას როგორც ვნახეთ მეტიც შეუძლია.

მოკლედ ასეთი ვარიანტია ცადეთ RivaTuner ან დაფლეშეთ ბიოსი სხვა ვერსიით რათა შეძლოთ ზღვარის გადალახვა.

აჩქარების პრინციპი MSI Afterburner პროგრამაში ზუსტად იგივეა როგორც Nvidia დაფების შემთხვევაში.

ასევე აქაც ვხედავთ რომ Shader-ებს ცალკე ვერ ავაჩქარებთ. აქაც ძაბვის მატებისთვის საჭიროა ვიდეო დაფა ციფრული კვების ფაზებით (HD5000 ან HD6000 სერიის დაფები) და რათქმა უნდა Settings განყოფილებაში უნდა მოვნიშნოთ სამი თოლია (პწიჩკა)

Unlock voltage Control

Unlock voltage Monitoring

Force Constat voltage

სინამდვილეში მხოლოდ პირველია საჭირო მაგრამ ბოლო ორიც არ არის ურიგო თუნდაც ძაბვის მონიტორინგისთვის.

იგივე პრინციპით ხდება აჩქარება Catalyst Control Center-ით.

c97ad5f05fee.jpg

Ati overdrive განყოფილებაში დააკლიკეთ ერთ ღილაკს რომელზეც სურათს აწერია Locked და ეგ არის თქვენ RivaTuner-ით შორს ვეღარ წახვალთ :D

სამაგიეროდ Catalyst Control Center-ით შესძლებთ ბიოსის ზღვრამდე ჩემს შემთხვევაში GPU - 750MHz სიხშირემდე ხოლო Memory - 1150MHz სიხშირემდე აჩქარებას (თქვენს ვიდეო დაფაზე იგივე ციფრები არ იქნება და მაქსიმალური ციფრები დამოკიდებულია ვიდეო დაფის მოდელზე).

11f5567fa652.jpg

აქაც გვაქვს ქულერის ბრუნის სიხშირის კონტროლის საშუალება, ამისათვის

Enable manual FAN control

შემდეგ ცვლით სიხშირეებს

Apply

და ბოლოს ტესტავთ AtiTool პროგრამით.

დატსეტვა შეგიძლიათ ასევე Furmark პროგრამით ან ნებისმიერი თამაშით და ბენჩმარკით.

ვიდეოს დაფის აჩქარებისთვის სხვა პროგრამებიც არსებობს თუმცა პრინციპი ყველგან ერთია და აჩქარებისთვის რომელ პროგრამას აირჩევთ ეს უკვე თქვენს ნებაზე და გემოვნებაზეა.

წარმატებულ ვიდეო აჩქარებას გისურვებთ.

სოსო ექიმი :)

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

საღოლ სოსო, მაგარია

მაგრამ ჩემთან ფანის კონტროლი არ აქ, არც გრადუსებს ანახებს არცერთი პროგრამა

Link to comment
Share on other sites

საღოლ სოსო, მაგარია

მაგრამ ჩემთან ფანის კონტროლი არ აქ, არც გრადუსებს ანახებს არცერთი პროგრამა

silent ვერსია გექნება ვიდეო დაფის

ან იმდენად ძველია რომ არ კონტროლდება ბრუნვის სიხშირე

ასევე ძველ ვიდეო დაფებზე არ არის ტემპერატურის სენსორი (მგონი Nvidia-ს 6000 სერიის მერე გაჩნდა) რის გამოც პროგრამა ტემპერატურას GPU-ზე არ გაჩვენებს.

ახალ დაფებს უკლებლივს ყველას აქვს ტემპერატურის სენსორი

ზუსტად ვიცი რომ ATI 3000 სერიის და ნვიდია 8000 სერიის ვიდეო დაფებიდან მოყოლებული ყველას აქვს ტემპერატურის სენსორი (უფრო ძველებს რომლებს აქვთ არ ვიცი ნამდვილად)

ხოლო ვენტილატორის ბრუნვის სიხშირე თუ FAN არა აქვს რა თაობაც არ უნდა იყოს ვერ დარეგულირდება :)

Link to comment
Share on other sites

ლოლ დეფაულტზედ ერორებს ყრის :D

ის ვიცი რომ ქულერი არ მივარგა და მაგის ბრალი იქნება ხო სხვა არაფრის?

Link to comment
Share on other sites

ლოლ დეფაულტზედ ერორებს ყრის :D

ის ვიცი რომ ქულერი არ მივარგა და მაგის ბრალი იქნება ხო სხვა არაფრის?

დეფოლტებზეც ვერ ქაჩავს? :D

საღოლ ეტყობა დაზიანებულია GPU :)

Link to comment
Share on other sites

არა რა Gpu, დაზეთვა ჭირდება ხოლმე ქულერს და კაი 3-4 თვეა არ დამიზეთია, ზამთარი მოვიდა და მაგ პონტში

გამიხეთქე გული რა :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

არა რა Gpu, დაზეთვა ჭირდება და ხოლმე ქულერს და კაი 3-4 თვეა არ დამიზეთია, ზამთარი მოვიდა და მაგ პონტში

გამიხეთქე გული რა :xelitavi:

კი როცა ცხელდება მაშინაც ყრის ერორებს

კაი გაგრილებით უფრო მაღალ სიხშირეზე რაზგონდება ძაბვის მატების გარეშე

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ცორე ქლოქ რომ ვუმატებ ასე მიწერს

ob7jd.jpg

მაგის ქვემოთ ტესტ რომ წერია მაგას ვატარებ და თავისით აყენებს 627 ზე, ამის მაღლა აღარ მიაქვს ხოლო მემორი ქლოქ კიდე ადგილიდან არ იძვრი, უფრო სწორად ვუმატებ მერე ისევ ესე მიწერს ტესტს ვატარებ დაბლა და დეფაულტზე აყენებს, ნეტა რატო?

თვითონ ჩემი ვიდეო არარეფერნს მოდელია, კარგა გვარიანი ქარხნული რაზგონი აქვს

Link to comment
Share on other sites

ატი რადეონზე იცის მასეთები

დაცვა აქვთ ხოლმე ჩართული რადეონის ვიდეო კარტებს

ცადე აბა catalyst control პანელიდან დარაზგონება

Link to comment
Share on other sites

ატი ოვერდრაივ არ აქვს :(

10.2 ვერსია მიყენია დრაივერის, მეტი არც მიდის

axrev.jpg

Link to comment
Share on other sites

მაგარი სტატიააა სოსო. გამომადგება ჩემი ვიდეოს დასარაზგონებლად )

Link to comment
Share on other sites

ქულერი მიშლის ხელს, გაფუჭებულია, აი ესეთი კარტა მაქვს, საილენტ ვერსია და როგორ გავაგრილო?

რადიატორი რომ მოვხსნა ამის ზომას ვერაფერს ვერ ვნახავ მსგავსს? ან სხვა გზა არესებობს?

5337.jpg

Link to comment
Share on other sites

არსებობს სხვა ქულერები

ცალკე იყიდება და უნდა ნახო შენს კარტას თუ ერგება და შეგიძლია ის დაუყენო

Link to comment
Share on other sites

59e978992253.jpg

რა საცოდაობაა :user:

პ.ს. ფრეპსი ჩართეთ და ისე გატესტეთ აბა ატიტულში :D

გაგისკდებათ გული :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ეს ატიტული მაგიჯებს 3 ვიდეო ვცადე და 3 ემ დეაფულტ ში ერორები ამოაგდო.მიშველეეეეეთ:)

Link to comment
Share on other sites

30-მდე ვიდეო კარტა დამირაზგონებია და დეფოლტებზე არასდროს ყრიდა ერორებს

თუ დეფოლტებზე ერორებს ყრის გამოდის ვიდეო კარტაა გაფუჭებული მაგრამ ასე სამივე როგორ გაფუჭდა?

ვერ გავიგე

მეორე ვარიანტია კვების ბლოკი არ ყოფნიდეს

მაგრამ შენ რაც ვიდეოები ჩამოთვალე ზოგს საერთოდ არ უნდა ბევრი სიმძლავრე

მოკლედ შესაძLოა რამე პროგრამული პრობლემაა

ფურმარკითაც შეგიძლია დატესტო ვიდეო სტაბილურობაზე

Link to comment
Share on other sites

სოსო ფურმარკითაც დავტესტე და მსი კამბუსტერიტაც..ძაბვა ახალი მაკ 400 იანი..და იმენა ატიტული ხან ყრის ხან არა ერორებს...და მომენტ თუ გაფუჟებულია გარანტიით მაქ და დავაბრუნო?რას მირჩევ?

ერორებს აგდებს 2 წერტილს მარტო ყვიტელს

Link to comment
Share on other sites

furmark მაგ პროგრამითაც დატესტე

ორ წერტილს თუ აგდებს ეგ რა ერორია

მე მეგონა გაგავსო არტეფაქტებით

თამაშები გაუშვბი

ბენჩMარკები და ნახე რას იზავს

როცა ვერ ქაჩავს რაზგონს ეკრანს დაგიფრიზავს

ან თამაშს გაგიჭედავს

Link to comment
Share on other sites

:D აუ მე მეგონა 2 წერტილს ან წერტილს რო აგდებდა უკვე ერორები იყო...ფურმარკიტ დავტესსტე და 9800 ის გპუ 690 ზე ავიდა shader 1650 da memory 1000 ..ანუ ნორალულია ხო??????ფურმარკიტ არანაირი ხარვეზი არ ამოაგდო ამ სიხშირეებზე.ტამაშებს კიდე just cause 2 yvelafers vumateb da dzalian magra miaq.xarvezi ar damifiqsirebia .anu kaia ara??

Link to comment
Share on other sites

კი თუ მიაქვს და თამაშს არ ჭედავს რა გინდა მეტი? :)

ორი კვადრატი არაფერს ნიშნავს

Link to comment
Share on other sites

აა ეხლა გავიგე ყველაფერი..როცა ატიტულით ვტესტავ ძალიან პატარა ხარვეზი თვითონ ევგაშიც ჩანს.ანუ ეგ არაფერია ....კაი სპასიბა სოსო გაიხარე

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

გამარჯობათ გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ დიდი მადლობა, მაინტერესებს ღირს თუ არა აი ამ მონაცემების მქონე კომპის დარაზგონება? mq9j07bl8nliauth6dwv.jpg

Edited by soro_tm
Link to comment
Share on other sites

კი ღირს

საკაიფო კომპია და რაზგონზეც იქნება შესამჩნეი სხვაობა

თუმცა აი მაზერის რა გითხრა

სახელი საეჭვოდ გრძელია და შეიძლება რაზგონის ფუნქციები არ იყოს ბიოსში

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.