Jump to content

წამყვანი Post Production პროგრამები


Recommended Posts

მეზობელ ფორუმზე დავწერე ადრე ეს. იქნებ აქაც ვინმეს დააინტერესოს :)

როდესაც Post Production-ის დრო დგება, დიდია პროგრამების არჩევანი ამ საქმისთვის. ზოგისთვის რთულია იპოვოს პროგრამა რომელსაც ყველა მისთვის სასურველი შესაძლებლობა ექნება და ფასითაც არ იქნება ისეთი როგორსაც ვერასდროს შესწვდება.ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ შეგვიძლია თუნდაც 40K ბიუჯეტიანი პროგრამა სრულიად უფასოდ გამოვიყენოთ მისი ყველა შესაძლებლობით. მაგრამ ვინც აპირებს რომ CG-ს უნდა მიუძღვნას თავისი მომავალი და მხოლოდ ჰობი არაა, კარგია თუ დაფიქრდება და ახლავე აირჩევს ისეთ პროგრამას რომელიც არ იქნება ისეთი რომ ყიდვის შემთხვევაში ქუჩაში დარჩენა მოუწიოს. ვფიქრობ გრაფიკოსებისთვის საინტერესო იქნება რომ ახლა განვიხილავ 14 წამყვან PP პროგრამას მათი ფასების და შესაძლებლობების მიხედვით.

თუმცა რათქმაუნდა პროგრამა არაა მთავარი, it`s THE artist behind THE program

შენიშვნა

ყოველი პროგრამის განხილვის დროს მიწერილი იქნება:

Motion Graphics:

VFX/Compositing:

ფასი:

სწავლის სირთულე:

გაკვეთილები:

ესენი შეფასდება 10 ბალიანი სისტემით, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს შეფასებებია თუ რამდენად ხშირად გამოიყენება მაგ საკითხში და არა მისი შესაძლებლობის! ვფიქრობ გაკვეთილების რაოდენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩვენთვის(ქართველებისთვის) რადგან CG სკოლები და მსგავსი სასწავლბლები არ გვაქვს.

მაშ ასე, დავიწყოთ. პირველი იქნება ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი Adobe After Effects. 1.jpg

ფიქრობ ყველამ იცით ამ პროგრამის შესახებ. AE არის მთავარი compositing და motion graphics პროგრამა Adobe Systems-ისგან. Adobe Production Premium Suite-ს ერთ-ერთი შემადგენელი პროგრამა. მას იყენებს უმეტესობა ფრილანსერი და ბევრი სტუდიაც.

After Effects არის layers-based პროგრამა და არ იყენებს სხვა ჰაი ენდ PP პროგრამების მსგავსად ნოდებს. მას კარგი ინტეგრირება აქვს Adobe-ს სხვა პროგრამებთან, მაგალითად Premiere Pro, Soundbooth, Photoshop.

AE-ში არაა შესაძლებელი რეალური 3d მოდელირება და ანიმაცია. ეს შესაძლებელი ხდება 3d რედაქტორიდან რენდერების შეტანისას, შემდეგ ცალკე კამერის და განათების შეტანისას და ამ ყველაფრის დამთხვევის დროს. შეიძლება იტქვას რომ

არც ერთ PP პროგრამას არ აქვს იმდენი გაკვეთილები რაც AE-ს, აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევებში AE ხდება ნომერი პრიველი პროგრამა mograph და VFX კომპოზიტინგში დამწებთათვის.

Motion Graphics: 10

VFX/Compositing: 10

ფასი: $350 (educational) $1,000 (professional)

სწავლის სირთულე: 4 (ზომიერი, ადვილია რომ დაიწყო, მაგრამ ვრცელი შესაძლებლობებით)

გაკვეთილები: 10

The Foundry’s Nuke 2.jpg

Nuke თავისი ძლიერი შესაძლებლობებით წამოიწია ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში და მთავარი PP პროგრამა გახდა ისეთ წამყვან სტუდიებში როგორიცაა ILM, WETA და Framestore.

ნიუკი არის მთლიანად ნოდების სისტემაზე.აქვს ისეთი გასაოცარი შესაძლებლობები როგორიცაა roto paint, 3D tracker, multi-channel scanline rendering engine,

keying და რაც მთავარია შესაძლებელია 3D კომპოზიტინგი. ასევე ნიუკისთვის არის პლაგინი http://www.thefoundry.co.uk/pkg_overview.a...850"]Ocula

სტერეოსკოპისსთვის. ასე რომ თუ მუშაობთ After Effect-ში, ნიუკი შესაძლოა ცოტა გეუცხოოთ. ნიუკსაც არანაკლები გაკვეთილები აქვს, ძველი გნომონის გაკვეთილების სერიიდან დაწყებული

ოფიციალურ საიტით დამტავრებული.

Motion Graphics: 1

VFX/Compositing: 10

ფასი: $3,500 – $6,000 (Nuke 6.0 or NukeX)

სწავლის სირთულე: 6

გაკვეთილები: 5

Autodesk Combustion 3.jpg

Combustion არ განახლებულა 2008 წლის შემდეგ და არც გეგმები ჩანს განახლების. პროფესიონალური პროგრამაა. როგორც Autodesk-ის, კარგად ინტერგრირდება Maya და 3ds Max-თან. უმეტესობა PP პროგრამების მსგავსად

Combustion-იც ნოდების სისტემაზეა და თავისი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს მაქსიმალური შედეგის მიღებას. ცუდი მხარე აქვს რომ მისი გაკვეთილები ძალიან ცოტაა.

Motion Graphics:3

VFX/Compositing: 7

ფასი: $995

სწავლის სირთულე: 4

გაკვეთილები: 2

Flame, Flint, Inferno 4.jpg

ეს არის სისტემები რაშიც მოგიწევთ საკმაოდ სერიოზული თანხის გადახდა. “სისტემები“ და არა პროგრამები,

რადგან ისინი არ არიან დანარჩენი პროგრამებივით რომლებიც შეგიძლიათ იყიდოთ და დააყენოთ კომპიუტერზე და მოიხმაროთ ჩვეულებრივად.

მიზანია ის რომ, უნდა გქონდეს სუპერ ჰაი ენდ სისტემა რომელზეც ამუშავებ ამათ, და იმუშაო კლიენტთან რომელიც ითხოვს რედაქტირებებს,

შესწორებებს, ცვლილებებს და ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია realtime-ში. არანაირი RAM preview-ები და რენდერი.

ახლა გადავიდეთ ზემოთ აღნიშნულ სერიოზული თანხის გადახდაზე.Flame-ს ფასია დაახლოებით $250,000.

Flint-ი შედარებით ნაკლები ფასია $85,000 და Inferno-ს ფასს რაც შეეხება... $500,000 !!!

გაკვეთილები არაა მრავლად არც ამათზე. თუმცა არც დეფიციტია.

Motion Graphics: 2

VFX/Compositing: 10

ფასი: $85,000 – $500,000

სწავლის სირთულე: 7

გაკვეთილები: 3

Autodesk Smoke 5.jpg

Smoke არის უფრო მეტად editing და compositing-სთვის. მისი ორი ვერსიაა, Smoke for Mac-ის ფასია

$15,000, მაგრამ მაგრამ იგი ჩამორჩება რამდენიმე ძლიერი შესაძლებლობით თავის დიდ ძმას Smoke Advanced-ს რომელიც $40,000-ს უკაკუნებს

ერთ-ერთი დიდი გასხვავებაა ამ ორო ვერსიას შორის ისაა რომ Smoke for Mac მხოლოდ მაკისთვისაა და Smoke Advanced მხოლოდ ლინუქსისთვის

ამ პროგრამისთვის უნდა გქონდეთ მონსტრი სისტემა.მაგრამ სმოუქში თქვენ შეგიძლიათ ნაკლებ დროში შეასრულოთ სამუშაო ვიდრე

Nuke ან Toxik-ში. სმოიუქისთვისაც ცოტაა გაკვეთილები.

Motion Graphics: 3

VFX/Compositing: 9

ფასი: $15,000 – $40,000

სწავლის სირთულე: 5

გაკვეთილები: 3

Apple Motion 6.jpg

ეს არის Apple-ის მომხმარებელთათვის, რომლებიც Final Cut Studio-ში მუშაობენ.

დაახლოებით ისეთი ვარიანტია როგორც AE-ს და premiere-ს ერთმანეთტან მუშაობა. ერთ-ერთი საუკეტესო პროგრამაა, რომელსიც გაკვეთილებიც AE-სავით ენ რაოდენობითაა

თუმცა, Motion-ი ისე ხშირად არ გამოიყენება Post Production`-სთვის როგორც მაგალითად AE და Shake.

ეს არის ძირითადად motion graphics-ისთვის და უბრალო keying და compositing. არაფერი აქვს გამორჩეული.

იყენებენ მხოლოდ ზოგიერთ პატარა სტუდიაში. მაგრამ მაინც რჩება ბაზარზე ერთ-ერთ მაღალ ადგილზე.

გაკვეთილებიც საკმარისადაა. არანაირი გზა არაა რომ Apple Motion ცალკე იყიდო. გიწევს იყიდო Final Cut Studio რომ გქონდეს Motion.

Motion Graphics: 9

VFX/Compositing: 3

ფასი: $999

სწავლის სირთულე: 2

გაკვეთილები: 7

Apple Shake 7.jpg

შეწყვეტილი პროდუქცია, რომელიც მაინც რჩება VFX არტისტების და კომპოზიტორების ფავორიტ პროგრამად თავისი სიიაფის გამო მაკზე სამუშაოდ.

ბევრი კომპოზიტორი რომელმაც ამ პროგრამაში დაიწყო თავისი საქმე, ჯერაც არ გადასულა სხვაზე.თავის დროზე საუკეთესო პროგრამა იყო ბაზარზე.

ცუდი მხარე აქვს ის რომ შეწყვეტილია ამ პროგრამის გამოშვება, ასე რომ არანაირი აფდეითი და ახალი შესაძლებლობა არ იქნება დამატებული

ზოგიერთმა სტუდიამ იყიდა მისი source code და შექმნა 64 ბიტიანი ვერსია მაგრამ ეს ვერისები არაა ხელმისწავდომი ჩეულებრივი მოკვდავი ადამიანებისთვის.

Motion Graphics: 2

VFX/Compositing: 9

ფასი: $245

სწავლის სირთულე: 4

გაკვეთილები: 4 (წიგნები და დივიდები)

Autodesk Toxik (Maya Composite) 8.jpg

ამ პროგრამის შესახებ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ზოგი ამბობს რომ ის არაპოპულარულია და ამიტომ გადაწყვიტეს ჩაეკერებინათ Maya-ში.

ზოგი ამბობს რომ Autodesk ჯერ კიდევ მუშაობს მასზე და მალე მონსტრად აქცევენ მას. მაგრამ ერთი რამ ნათელია რომ ძნელია სასწავლად.

ტოქსიკიც როგორც უმეტესობა პოსტ პროგრამა ნოდების სისტემაზეა და საშუალებას იძლევა იმუშაო 3d environment, camera projection,

აქვს 3D ინტეგრაცია და მისთვის ჩვეულებრივი რამაა მუშაობა 2K, 4K და ნებისმიერ ფორმატთან რაც შეიძლება მოგაფიქრდეთ.

ტოქსიკს ვერ იშოვით როგორც ცალკე პროგრამას, იგი ჩაკერებულია მაიაში, ახალ ვერისებში სახელია აქვს შეცვლილი როგორც Composite.

Motion Graphics: 1

VFX/Compositing: 10

ფასი: Around $500 for used Toxik 2009 or $3500 for Maya 2010

სწავლის სირთულე: 8

გაკვეთილები: 3

Eyeon Fusion 9.jpg

ფიუჟენი კიდევ ერთი მონსტრი შესაძლებლობების მქონე გამოირჩევა თავისი სიიაფით. $4,500. ერთი შეხედვით არაა იაფი მაგრამ თუ შევადრით ზემოთ ნახსენებ

40K და ზემოთ ბიუჟეტიან პროგრამებს... Eyeon-ი დაახლოებით 21 წლისაა და ამ წლების განმავლობაშ მართლაც რომ მკვლელ პროდუქციას ქმნის.

ფიუჟენი 3D გეომეტრიის საშუალებას იძლევა ინტერფეისში და იყენებს ნოდების სისტემას, საშუალებას იძლევა განათების, ტექსტურირების და შეიდინგის.

ამასთან ერთად მუშაობა ვიდეოსთან, camera projection, particle generation და კიდევ უამრავი რამ გასაოცარ პროგრამას ქმნის

$5,000-ს ფარგლებში. კდიევ ერთი პლიუსია ამ პროგრამის ის რომ საკმაო რაოდენობაა გაკვეთილების საფუძვლიანად შესასწავლად.

Motion Graphics: 2

VFX/Compositing: 9

ფასი: $5,000

სწავლის სირთულე: 5

გაკვეთილები: 4

fxHome 10.jpg

fxHome-ს აქვს 3 layers-based პროდუქცია. პირველი, CompositeLab Pro შესაძლებლობას იძლევა keying-ის, ფერების კორექციის, basic roto და გადაადგილების ანიმაციის.

მეორე, EffectsLab Pro საშუალებას იძლევა დაადო ვიზუალური ეფექტები, lens flares, lasers, muzzle flashes და პარტიკლები.

მესამე VisionLab Studio შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ორივეს ფუქციებს. თუ მეტი გინდა, მაგალითად 3d მხარდაჭერა, motion graphic და ა.შ. ამ შემთხვევაში fxHome არაა საკმარისი.

მაგრამ თუ უბრალოდ ჰობია და სერიოზულს არაფერს აპირებთ მშვენიერი გადაწყვეტილებაა ამ ფასში $150-$500.

Motion Graphics: 1

VFX/Compositing: 10

ფასი: $150-$500

სწავლის სირთულე: 1

გაკვეთილები: 2 (პროგრამა შეიცავს გაკვეთილებს)

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

მაქსი და მაია 3d რედაქტორებია. ესენი Post Production პროგრამები. ანუ სხვადასხვა დანიშნულებისაა. მარტივად რომ აგიხსნა, 3d რედაქტორიდან გამოსული რენდერი შემდეგ ასეთ პროგრამებში მუშავდება საბოლოო შედეგისთვის.

რომ მეცლება წამყვან 3D რედაქტორებზეც დავწერ ზოგადად თუ დააინტერესებს ვინმეს :)

Link to comment
Share on other sites

მაქსი და მაია 3d რედაქტორებია. ესენი Post Production პროგრამები. ანუ სხვადასხვა დანიშნულებისაა. მარტივად რომ აგიხსნა, 3d რედაქტორიდან გამოსული რენდერი შემდეგ ასეთ პროგრამებში მუშავდება საბოლოო შედეგისთვის.

რომ მეცლება წამყვან 3D რედაქტორებზეც დავწერ ზოგადად თუ დააინტერესებს ვინმეს :)

გასაგებია ყველაფერი მე მაინტერესებს როცა შეძლებ დაწერე აქ კიდევ ბევრია დარწმუნებული ვარ ვისაც აინტერესებს გრაფიკა

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

გასაგებია ყველაფერი მე მაინტერესებს როცა შეძლებ დაწერე აქ კიდევ ბევრია დარწმუნებული ვარ ვისაც აინტერესებს გრაფიკა

ხო, დავწერ ახლო მომავალში 3D-ზეც.

Link to comment
Share on other sites

გასაგებია ყველაფერი მე მაინტერესებს როცა შეძლებ დაწერე აქ კიდევ ბევრია დარწმუნებული ვარ ვისაც აინტერესებს გრაფიკა

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ფიუჟენზე ტუტორიალები ხო არ მოგეპოვებათ? იშვიათობაა მაგის ტუტორიალების და რატო ვერ ვხვდები :(

დიგიტალ ტუტორებს აქვთ მაგრამ უფასო ვერსად ვნახე :(

  • Sad 1
Link to comment
Share on other sites

ფიუჟენზე ტუტორიალები ხო არ მოგეპოვებათ? იშვიათობაა მაგის ტუტორიალების და რატო ვერ ვხვდები :(

დიგიტალ ტუტორებს აქვთ მაგრამ უფასო ვერსად ვნახე :(

ტორენტ საიტებზე იქნება

thepiratebay.org

rutracker.org

Link to comment
Share on other sites

ტორენტ საიტებზე იქნება

thepiratebay.org

rutracker.org

რუტრაკერზე არ არის :( thepiratebay.org-ზე ვნახავ მადლობა :)

Link to comment
Share on other sites

ფიუჟენზე ტუტორიალები ხო არ მოგეპოვებათ? იშვიათობაა მაგის ტუტორიალების და რატო ვერ ვხვდები :(

დიგიტალ ტუტორებს აქვთ მაგრამ უფასო ვერსად ვნახე :(

rutracker-ზე როგორ არაა, ყველაზე მეტი კურსი მანდ დევს. ამასაც გადახედე http://www.youtube.com/eyeonsoftware

Link to comment
Share on other sites

3D max-ს სწავლა დავიწყე ეხლახანს და ხომ ვერ დამეხმარებით კარგი ვიდეო გაკვეთილებიტ? სულ ერთია რომელ ენაზე იქნება:)

Link to comment
Share on other sites

3D max-ს სწავლა დავიწყე ეხლახანს და ხომ ვერ დამეხმარებით კარგი ვიდეო გაკვეთილებიტ? სულ ერთია რომელ ენაზე იქნება:)

თემასთან რა კავშირშია? : ) არის 3D-ს განყოფილება ცალკე და იქ დაპოსტე

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვინმეს თუ შეუძლია ადობე აფტერ ეფეცტს ცს5 მუშა ტავისი სერიალიტ დამილინკოს მადლობა წინასწარ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.