Jump to content


MSChannel ატარებს გამოკითხვას საქართველოში მობილური ოპერაციული სისტემების შესახებ
გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში


ფოტო
* * * * * 1 votes

გრიგოლ ხანძთელის გაშინაარსება


  • Please log in to reply
73 პასუხია გაცემული ამ თემაში

#1 nseries430

nseries430

    \===|;;;;;;;;;;;;;;;;;;>SLASHER

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 3331 პოსტები
  • 119 მადლობა
  • LocationEverywhere :)
  • CPU:I7 2600K 3.8 ghz
  • MoBo:MAXIMUS IV P67
  • GPU:MSI GTX760 TF IV
  • RAM:Ripjaws X 8gb 2133
  • HDD:wdc 1tb 64mb
  • PSU:Cougar SX700

დაპოსტილია – 30 October 2011 - 17:35

*
POPULAR

ავტ. გიორგი მერჩულე
http://s017.radikal....f798a7d3f21.jpg
I.
ბრძნული სიტყვა ვერცხლია, დუმილი კი ოქრო - უთქვამს სოლომონ ბრძენს. მაგრამ მე ჩემი ნაკლი დუმილის უფლებას არ მაძლევს და მირჩევნია შეძლებისდაგვარად გადმოვცე წმინდანების, ნეტარი მამა გრიგოლის და მისი მოწაფეების ღირსეული ცხოვრება, რომელთა შესახებ მათმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა მომიყვეს.
ამ ნეტარ ხალხს შორის გრიგოლი ანათებდა მადლით, თავისი სიბრძნით და სიკეთით. მან უდაბნოში ქალაქი ააშენა, დააფუძნა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები და იყო მათი წინამძღვარი.
ის იყო შუამავალი ღმერთთან. ზეცაში კაცი, დედამიწაზე კი ანგელოზი.
გრიგოლი კარგ ნიმუშად ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა შენებაში.
გრიგოლი იყო წარჩინებული, მორწმუნე ოჯახის შვილი. აღიზარდა ნერსე ერისთავის სამეფო კარზე, როგორც დედოფლის ძმისშვილი და მისი ნაშვილები.
მისი ნიჭიერება ადრევე გამოჩნდა, როცა სწრაფად ისწავლა ”დავითნი” და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება. როცა ქართული წიგნები ამოწურა, წერა-კითხვა ისწავლა მრავალ სხვა ენაზე და იმ ენებზეც ზეპირად ისწავლა საღვთო წიგნები.
შეისწავლა ანტიკური ფილოსოფია, რაც მისაღები აზრი იყო, მიიღო. რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგებოდა, უკუაგდო.
გრიგოლმა სახელი გაითქვა თავისი განათლებით. ის სწავლობდა ყველაფერს, ქრისტიანულს თუ არაქრისტიანულს, მაგრამ ხალხში არაქრისტიანულ წიგნებს დასცინოდა და უარყოფდა.
მას ახასიათებდა მოზომილი სიტყვა-პასუხი და გონიერი, მადლიანი ლაპარაკი.
წლებთან ერთად მისი სათნოებაც იზრდებოდა. არ იყო ქედმაღალი და ამაყი, რაც წარჩინებულ შვილებს ახასიათებდათ.
გრიგოლი ღარიბულ ლუკმასაც დასჯერებოდა, რადგან მისთვის მთავარი სულიერი საზრდო იყო. ის მშვიდი, ტანადი, გამხდარი და ძლიერი იყო, ამასთან ჯანმრთელი და სულით უბიწო.

II.
მაშინ ხელისუფალმა და მისმა აღმზრდელებმა გადაწყვიტეს გრიგოლის ხუცესად კურთხევა. მათ უთხრეს გრიგოლს, რომ ის მზად იყო ქრისტეს სამსახურისთვის. მას არწმუნებდნენ, რომ ფსალმუნის მიხედვით მას შეეფერებოდა სულიერად ამაღლება. ის ღირსი იყო გამხდარიყო მღვდელი და აღესრულებინა საიდუმლო.
გრიგოლს უნდოდა, მღვდლობა, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებამ შეაშფოთა, რადგან ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. მან თქვა
- პატივს ვხედავ, მაგრამ სასჯელის/ტვირთის მეშინიაო.
მაშინ ბრძენმა მთავრებმა უთხრეს
- შენ ღმერთმა ჩამოყალიბებული, ბრძენი გონება მოგცა. ნუღარ გვეურჩები, არამედ მოისმინე ჩვენი ნათქვამი.
გრიგოლი მღვდლად აკურთხეს, იმ იმედით, რომ მალე ეპისკოპოსი გახდებოდა.

III.
ნეტარი გრიგოლი წუხდა მისი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო. ამიტომ გადაწყვიტა, რომ განშორებოდა თავის დიდგვაროვან ოჯახს და აბრაამის მსგავსად უდაბნოში წასულიყო, რათა იქ ეღვაწა, ქონოდა სულიერი სრულყოფის საშუალება. რათა განკითხვის დღეს ვალმოხდილი შეხვედროდა.
გრიგოლმა მოძებნა დედამისის დისწული საბა, შემდგომში იშხნის მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი.
ეს ოთხეული შეაერთა სარწმუნოებამ და ისე იყვნენ როგორც ერთი სული ოთხ სხეულში.
საქმე სიხარულით დაიწყეს და პირველად ოპიზაში ჩავიდნენ. იქ უფალმა მიიყვანა, რადგან თვითონ გზა არ იცოდნენ.
ორი წელი დაყვეს ოპიზაში, სადაც შრომობდნენ და ლოცულობდნენ, როგორც მონაზონთა წესია.
მაგრამ მამა გრიგოლს განდეგილად ცხოვრება უნდოდა.

IV.
ამ დროს ხანძთაში იყო ერთი ბერი, წმინდა და მართალი კაცი სახელად ხუედიოსი. მას ქონდა გამოცხადება და ესმა ხმა, რომ ამ ადგილას გრიგოლ მღვდელმა უნდა ააშენოს ეკლესია, ასევე ესმა ხმა მამა გრიგოლს, რომელმაც მას აღუწერა ხუედიოსის ღირსება და ამცნო ადგილი, სადაც მას შეხვდებოდა.
გრიგოლი სულიწმინდის შეწევნით ჩავიდა ხანძთაში და შეხვდა ბერს. ამ შეხვედრით ორივემ გაიხარა და ხუედიოსმა თქვა
- წმინდა კაცო, ჩემზე ახალგაზრდა ხარ, მაგრამ საქმით უხუცესი. რადგან შენ ხარ მწყემსი კეთილი, მრავალი ქრისტიანისთვის.
როცა გათენდა, ხუედიოსმა გრიგოლს ხანძთა დაათვალიერებინა და გრიგოლს ეს ადგილები შეუყვარდა და როცა დაბრუნდა ოპიზაში, თავის ძმებს ახარა წმინდა ბერის ხილვა და ყველანი სიხარულით წამოვიდნენ ხანძთაში და ნახეს წმინდა ბერი როგორც ღვთიური ანგელოზი.
მაშინ უთხრა ბერმა
- მე აღთქმა დავდე, რომ მარტო უნდა ვიყო. ამიტომ სულით თქვენთან დავრჩები, მაგრამ საცხოვრებლად გადამიყვანეთ აქვე ახლოს გამოქვაბულში და პირობა მომეცით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აქ ხალხს არ შემოიკრებთ.
გრიგოლმა და მისმა თანამოაზრეებმა წინააღმდეგობა არ შეკადრეს, მიაცილეს გამოქვაბულამდე და დალოცეს. შემდეგ დაბრუნდნენ სამონასტროდ არჩეულ ადგილზე.
აკურთხეს ის ადგილი და სენაკების გამოკვეთა დაიწყეს ხანძთის კლდეებში, რომელიც კლარჯეთის უდაბნოს ყველა კლდეზე უმტკიცესია. ცულები, წერაქვები და სხვა იარაღი, რაც ამ მძიმე შრომისთვის ჭირდებოდათ, მათ ოპიზელმა მამებმა მიცეს. ისინი ეხმარებოდნენ საკვებითაც, რადგან გარშემო სხვა მონასტერი არ იყო და არც მოსახლეობა ცხოვრობდა ხანძთის სიახლოვეს, რადგან ტაო-კლარჯეთში და შავშეთში საერთოდ ცოტა დასახლებული ადგილი იყო.

V.
მამამ გრიგოლმა პირველად ძელის (მორების) ეკლესია ააშენა და შემდეგ თავისი და ძმების სენაკები და ერთი სენაკი სატრაპეზოდ (პურობისთვის) - საოსტიგნე.
დღითიდღე მტკიცდებოდა ძმობა, და ესე შეიძინა უფალმა მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, მომუშავენი მის ვენახში. მათი საქმე იყო მსგავსი წმინდა ღვაწლისა.
მოწამეები მხოლოდ ერთხელ ეწამნენ, ხოლო ისინი ყოველდღიურად ეწამებოდნე ღვთის სადიდებლად.
იმ დროს ნეტარი ბერი ხუედიოსი ძალიან მოხუცდა და წყნარად მიიცვალა.
მაშინ ღვთის ნებით დაიწყო ძმობამ მატება. მამა გრიგოლი ზარმაცებს არ იღებდა. ჯერ გამოცდიდა ახალმოსულს და თუ ნახავდა, რომ ის უმანკო და უეშმაკო და მორჩილი იყო, სიხარულით მიიღებდა.
ამიტომ მისი მოწაფეები იყვნენ ფრიად კეთილნი და ითვისებდნენ მის სათნოებას. ასე ემსგავსებოდა გრიგოლი ქრისტეს.
სულიერად ბერები ცხონდებოდნენ მაგრამ ხორციელად ძალიან უჭირდათ.

VI.
ამ დროს აშოტ კურაპალატის კარზე იყო ერთი აზნაური სახელად გაბრიელ დაფანჩული. ეს აზნაური იყო მდიდარი, ტანადი, ნრძენი, ყველა საქმეში გამარჯვებული და მორწმუნე.
გაბრიელს სოფლები ქონდა საძმოს მახლობლად. როცა დაინახა გრიგოლმა, თუ როგორ უჭირდათ მის მოწაფეებს, ღვთის ნებით წავიდა დაფანჩულთან შესახვედრად. როცა აზნაურმა გრიგოლის მისვლის ამბავი შეიტყო, ის მიეგება მას სიხარულით და თაყვანი სცა მას. გრიგოლმა ყველა აკურთხა. როდესაც დასხდნენ, გაბრიელმა თქვა.
- ღირსეულო მამაო, ჩემთან არის ხორციელი სიმდიდრე, თქვენთან სულიერი და შევაერთოთ ისინი. თქვენ მოგვიხსენიეთ ჩვენ ლოცვებში სიცოცხლეში და სიკვდილის მერეც და მოგვეცით მშენებარე მონასტერში დამარხვის უფლება. მიცვალებულ მამაკაცთათვის იყოს ხანძთა და ქალებისთვის აწი აშენდესო.
გრიგოლმა გულმოდგინედ მოძებნა დედათა მონასტრისთვის შესაფერი ადგილი და იპოვა ის გუნათლეს მახლობლად. აკურთხა ის და იქ ააშენეს დედათა მონასტერი, რომელსაც გუნათლის ვანი ეწოდება.
გაბრიელმა გრიგოლი დიდი ძღვენით გამოუშვა უკან და თან გამოაყოლა კალატოზები და საშენი მასალა.
გრიგოლმა მოასწორა ტაძრის ადგილი, აკურთხა და დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. ღვთის შეწევნით ეკლესიის მშენებლობა კარგად დასრულდა.
ქედან დაიწყო ეკლესიების და მონასტრების შენება და გამრავლდნენ ბერები.
ამ პერიოდში უდაბნოში სამცხედან ჩამოვიდა წმინდა დედა ფებრონია, რომელიც დედათა მონასტერში, სახელად ”მერე”-ში დარჩა.
ფებონია და მამა გრიგოლი სავსენი იყვნენ ღვთის სიყვარულით და დამეგობრდნენ.

VII.
ამის მერე ღვთისმოსავ მეფეს, აშოტ კურაპალატს, გაბრიელ დაფანჩულმა შეატყობინა მამა გრიგოლის შესახებ. უთხრა მისი განდეგილობის და უდაბნოში მონასტრის შენების ამბავი და მოწაფეთაგან გაგონილი გრიგოლის მშობლების დიდგვაროვნება. როგორც კი კურაპალატმა ეს შეიტყო, თავისი ხელით დაწერა წერილი და თავისი კარისკაცის და გაბრიელის მსახურის სახელით მამა გრიგოლს გაუგზავნა. მამა გრიგოლმა წაიკითხა მიპატიჟების წერილი და მსახურისგან და კარისკაცისგანაც შეიტყო ყველაფერი. ის მაშინვე წავიდა ხელმწიფის სასახლში, იქ გრიგოლს კურაპალატის შვილები შეეგებნენ და აშოტის დარბაზამდე მიაცილეს.
კურაპალატი ფეხზე წამოდგა და მამა გრიგოლს შეეგება. დიდი პატივით მოიკითხეს ერთმანეთი და დასხდნენ.
კურაპალატმა უთხრა
- დაგვლოცე წმინდაო.
გრიგოლმა თქვა
- გაკურთხოთ ქრისტემ და ყველა წმინდანმა, რადგან ჭეშმარიტებაა ”ხელისუფალი ღვთით არის მოვლენილი.”
დავით წინასწარმეტყველისა და უფლის მიერ ცხებულის შვილად წოდებულო ხელმწიფევ, დავითის მეფობა და დღეგრძელობა მოგცეს ღმერთმა.
არ მოაკლდეს მეფობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა. იყვნენ ისინი კლდეზე მტკიცე და დიდებულნი უკუნისამდე.
შემდეგ გრიგოლმა შეაქო ხანძთის ბუნება და თქვა, რომ იქ არის მშრალი ჰაერი, მრავალი წყარო, ტყეები და ყველაფერი რაც უდაბნოში მოიპოვება. მაგრამ არ არის საყანე და სათიბი ადგილები და არც იქნებაო, რადგან მიწა არის ოღროჩოღრო, მიუვალი და ქვა-ღორღიანი.
ეს რომ გაიგო კურაპალატმა, შესწირა მონასტერს სახნავ-სათესად კარგი ადგილები, მათ შორის შატბერდი.
და კურაპალატის შვილებმა, ადარნერსემ, ბაგრატმა და გუარამმა, თითოეულმა გაიღეს მონასტრისთვის საჭირო ნივთები.

VIII.
ხანძთის საძმოს სულიერად წმინდა ხალხი ემატებოდა. მათ შორის იყო მამა ეტეფანე და მღვდელი მატოი ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.
ზენონი იყო გამოჩენილი კაცის შვილი და ღვთის მოშიშად გაზრდილი და სწადდა მონაზვნობა. როცა მშობლები გარდაიცვალნენ, ქონება ზენონს და მის დას დარჩათ, რომელიც მასთან ცხოვრობდა.
ზენონს უნდოდა ქონება დისთვის ჩაებარებინა და თვითონ სადმე შორს მონაზონი გამხდარიყო. სანამ ამ განზრახვას შეასრულებდა, მისი და ვიღაც უკეთურმა კაცმა აცდუნა და ღამით სახლიდან შავშეთში გაიქცნენ.
ეს ამბავი ზენონმა რომ გაიგო, იარაღი აისხა და ცხენით გაეკიდა. გზაში დაფიქრდა და თქვა
- მე, სახელოვან ჭაბუკს, იმ კაცმა შეურაცხყოფა მომაყენა. რომ დავეწიო, უნდა მოვკლა. ეს არის მახე ჩემი სულისთვის, მაგრამ უკან რომ დავბრუნდე გაწბილებული, სირცხვილია ჩემთვის. ჯობია ახლა აღვასრულო ჩემი აღთქმა - ბერად აღკვეცა.
ზენონმა გადაწყვიტა, რომ ქონების დატოვება სისხლის დაღვრის ტოლფასი იქნებოდა, გადაიწერა პირჯვარი და დედა ფებონიასთან მივიდა, რომელიც მას ნათესავად ეკუთვნოდა.

ღვთის ნებით, ამ დროს ფებონიასთან იმყოფებოდა მამა გრიგოლი, რომელსაც დედა ფებონიამ ზენონი ჩააბარა, როგორც უბიწო კრავი კეთილ მწყემსს.

IX.

მამა გრიგოლი ფიქრობდა, რომ მის მონასტერში უნდა დაწესებულიყო ისეთი სამონასტრო წესი, რომ თვით ნერძნებსაც ვერ დაეწუნათ. ამიტომ, განიზრახა კონსტანტინოპოლში-მეორე იერუსალიმში წასვლა.იქ წმინდა ადგილები მოელოცა და ქრისტეს საგანძური ენახა.

ამ დროს გრიგოლმა აღმოაჩინა, რომ ერთი მისი მეგობარი მიდიოდა იერუსალიმში. მას დაავალა საბაწმიდის მონასტრის წესის გადაწერა და ჩამოტანა.

საძმოს მზრუნველები მიუჩინა და მალე დაბრუნება აღუთქვა.

გრიგოლმა თან თავისი დედის დისწული-საბა და კიდევ ერთი მოწაფე წაიყვანა საბერძნეთში. კონსტანტინოპოლში თაყვანი სცეს ცხოვრების ძელს (ჯვარს) და წმინდანთა ნაწილებს.სიხარულით მოიარეს წმინდა ადგილები, რადგან გრიგოლმა ბევრი ენა იცოდა.

ნეტარის გული გაივსო სიმდიდრით და მადლით.ასე აღვსილები დაბრუნდნენ უკან.

როცა ტაოში დაბრუნდნენ, იქ მყოფებმა ამცნეს რომ აშოტ კურაპალატი შინაგამცემლებს მოეკლათ და მის ნაცვლად მისი შვილები მეფობდნენ. მაშინ ცრემლებით აივსო გრიგოლი და გლოვით თქვა:

- ჰოი, ჩემო მეფეო, ძლიერო და დიდებულო, ეკლესიათა სიმტკიცეო და ქრისტიენების სიმაგრეო. სადღა ვიპოვო შენნაირი ადამიანი? აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა თუ დასავლეთში? შენ მთელი ხალხის მფლობელი იყავი. შენ ხელმწიფეებს იმორჩილებდი ბრძოლით.საკვირველი ხელმწიფე იყავი.

როცა იშხანს მიუახლოვდნენ, გრიგოლს და საბას ხილვა ქონდათ, რომელშიც მათ ღმერთმა აუწყა, რომ იშხანი საბას უნდა განეახლებინა და მისთვის ადრინდელი სახე დაებრუნებინა. იმ დროს ის ადგილი მიუვალი იყო და ღმერთმა მათ გზაც აჩვენა ტაძრისაკენ.

იშხანში რომ მივიდნენ, საბას ძალიან გაუხარდა ხილვა, რომ იქ იყო სულიერი და ხორციელი საზრდოც. საბას მაშინვე მოუნდა იქ დარჩენა. გრიგოლმა უთხრა:

- ძმაო, მოდი ჯერ ხანძთაში ჩავიდეთ ჩვენს ძმებთან და შემდეგ, ღვთის ნებით და მათი დალოცვით კვლავ მოდი ამ წმინდა ადგილას.

დაბრუნებისას მათთან კურაპალატის ვაჟები მივიდნენ. გრიგოლმა და საბამ ლოცვით მიუსამძიმრეს მამის სიკვდილი.

მონასტერში დაბრუნებიდან რამოდენიმე დღის შმდეგ გრიგოლმა საბა იშხანში გაუშვა და ორი მოწაფეც გააყოლა.

X.

მაშინ იერუსალიმიდან დაბრუნდა გრიგოლის მეგობარი და ჩამოიტანა საბაწმიდის მონასტრის წესდება (განჩინება), თავისი ხელით გადათარგმნილი.

და გრიგოლმა განაწესა წესი თავისი ეკლესია-მონასტრებისთვის. ბრძნულად შეადგინა და მეცნიერებით განასხივოსნა.

მამა გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში კანონი მოწაფეთათვის ასეთი იყო: თითო სენაკში თითო მცირე სარეცელი, ღარიბული ქვეშაგები და თითო ჭურჭელი წყლისთვის.

სხვა საზრდო ხორცისთვის არაფერი ქონდათ. ტრაპეზის დროს ერთად ჭამდნენ და ამით ცხოვრობდნენ. მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა. ვინც ღვინოს მოიხმარდა, მხოლოდ მცირედს იგემებდნენ.

სენაკებში არ ქონდათ საკვამური, რადგან ცეცხლს არ ანთებდნენ. ღამე არც სანთლებს ხმარობდნენ, რადგან ღამე იყო გალობა, დღისით კი წიგნების კითხვა და ლოცვა.

XI.

მამა გრიგოლის პირველ მოწაფეებს-მეგობრებს ,თეოდორესა და ქრისტეფორეს საღვთო შური (ბაძვის, საღმრთო ბაძვის წადილი) აღეძრათ და თავადაც მოუნდათ მონასტრის აშენება. ისინი ჩუმად წავიდნენ აფხაზეთში და რამდენიმე ბერიც თან წაიყვანეს.

როცა მიაღწიეს სამცხეს, დაიმოწაფეს აზნაურ-მირიან დიდის ვაჟი სახელად არსენი. არსენი მხოლოდ ექვსი წლის იყო და მამის სახლში იზრდებოდა.

ბერებმა ბერის სამოსელით შემოსეს ყრმა და წავიდნენ აფხაზეთში.

აფხაზთა მეფე დემეტრემ ისინი დიდი პატივით მიიღო და კარგ ადგილას დაამკვიდრა.

XII.

როცა ნეტარმა გრიგოლმა გაიგო თეოდორეს და ქრისტეფორეს ამბავი, ძალიან შეწუხდა, თან წაიყვანა ოთხი ბერი და წავიდა მათ საძებნელად, როგორც კრავთა საძებნელად მწყემსი კეთილი.

როცა მივიდა ქართლში, იქ იპოვა ყრმა ეფრემი, ის გრიგოლმა დაიმოწაფა და დაუბარა, როცა აფხაზეთიდან დავბრუნდები, ხანძთაში წაგიყვანო.

როცა აფხაზეთში ჩავიდა და ხელმწიფის წინაშე წარსდგა, ხელმწიფე შეეგება და თავმდაბლად მოიკითხა. გრიგოლმა დალოცა და მრავალი კურთხევით შეამკო.

ამის შემდეგ გრიგოლმა თქვა

- მოსული არიან ჩემი ძმები და მათ სანახავად მოვედი. ბრძანეთ რომ აქ მოვიდნენ.

მეფეს არ უნდოდა მათი გამოჩენა, ამიტომ თქვა

- არ მოსულან ასეთი მონაზვნები (ბერები), რასაც თქვენი სიწმინდე ბრძანებს.

ნეტარი გრიგოლი ამ სიტყვებმა განარისხა.

- მეფეო, ზედმეტად ნუ დამტვირთავ. მომეცი ჩემი ბერები.

მეფემ ვეღარ შეძლო გრიგოლის მამხილებელ სიტყვას წინ აღდგომოდა, გასცა ბრძანება, რომ ბერები მოეყვანათ.

როცა ბერებმა წმინდა გრიგოლი დაინახეს, აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან. წმინდანმა ისინი წამოაყენა და სიყვარულით ჩაიხუტა. თან ღმერთს მადლობას სწირავდა მათი პოვნისთვის.

მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:

- აღსრულდა შენი სურვილი. ახლა უფალმა ჩემი ნებაც შეასრულოს. მე მსურს მონასტრის აშენება. ბრძანე და მოვნახოთ ადგილი, სადაც მონასტრის აშენებას ინებებთ.

გრიგოლს არ მოეწონა არცერთი ადგილი სამონასტროდ. მეფე ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა. მაშინ გრიგოლმა ამოარჩია ადგილი, ააშენა მონასტერი და უწოდა "უბე". ილარიონი, იერუსალიმიდან ჩამოსული სანდო, ღირსეული მოხუცი, დაადგინა მამასახლისად. ილარიონი ხანძთიდან თეოდორეს და ქრისტეფორეს იყო წამოყოლილი. მათ თან ქონდათ წიგნები. მამა გრიგოლმა თავისი წიგნებიც დაუტოვა მონასტერს. ხელმწიფე სიხარულით აივსო მონასტრის შენების გამო და უხვი შესაწირი გაიღო.

XIII.

წამოსვლისას მეფე დემეტრემ გრიგოლს გამოკითხა კლარჯეთის უდაბნოზე.

გრიგოლმა უთხრა:

- ღვთისმსახურო მეფეო, მე მხოლოდ მცირედს გეტყვი. ბუნებით ერთგვარია, კარგად არის შეზავებული მზით და ჰაერით. არც სიცხე შეგაწუხებთ იქ და არც ძლიერი სიცივე. ზომიერად მშრალი, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო, მზიანი... წყალი სუფთაა, შეშაც ბევრი გვაქვს, ურიცხვი მაღნარი და საამო წყალი. ამ ადგილს სიხარული და შვება ღვთისგან აქვს მიმადლებული. მაგრამ ის სრულიად მიუვალია საერო პირთათვის. მონასტერთან არ არის სახნავ-სათესი ადგილები. დიდი გაჭირვებით მოაქვთ საკვები ვირით. დიდი ძალისხმევის შედეგად დავნერგეთ ვენახი და ბაღჩები. მაგრამ ამ ადგილას არავის ეშინია ურწმუნოთაგან გულების შერყევის. ასე მყუდროდ ცხოვრობენ ყოველდღე და ქრისტეს ადიდებენ.

ღმერთმა მისცა საშუალება მორწმუნე მეფეებს აეშენებინათ საყდრები, ქალაქები და ერის მსაჯულები გახადა. ხოლო მონაზონნი არავის ხელმწიფობის ქვეშ არ არიან, რადგან მათ თავისი ნებით დატოვეს ამქვეყნიური სიამე და გლოვის ადგილას ცხოვრება არჩიეს.

ბერებმა მშვიდობით დატოვეს აფხაზეთი და ჩამოვიდნენ ხანძთაში.

XIV.

ამ დროს ბაგრატ კურაპალატმა ღვთის ნებით, ძმების თანხმობით და ბერძენთა მეფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა. მამამისის, აშოტ კურაპალატის მერე.

მამა გრიგოლმა მიულოცა ბაგრატ კურაპალატს წოდების მიღება. ხოტბა კურაპალატს დიდად ესიამოვნა.

გრიგოლმა თქვა

- კეთილად მსახურო მეფეო, ღვთაებრივი ნათელი უძღვის შენს მეფობას. გთხოვ, აშოტ კურაპალატის მიერ ხანძთისთვის შეწირულ მიწებზე მონასტერი ავაშენოთ შენი და მამაშენის სულის საცხონებლად.

ბაგრატმა სიხარულით მისცა თანხმობა და გაიღო შესაწირი.

დაიწყეს ეკლესიის და სენაკების მშენებლობა და შატბერდიც შენდებოდა ხანძთის მსგავსი.მამა გრიგოლის ლოცვით, რომელმაც შეაერთა ორივე უდაბნო ძმური სიყვარულით.

XV.

გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და აუწყა კურაპალატს. მეფეს გაუხარდა, დაწერა წერილი და გაუგზავნა მას სანდო კაცის ხელით. წარგზავნილი დაბრუნდა და თქვა, რომ საბას არ უნდოდა მოსვლა.

მეფებ უთხრა გრიგოლს:

- დაუფიქრებლად მოვიქეცი შენ რომ არ მიგაწერინე წერილი. მეფემ დაწერა ახალი წერილი და მამა გრიგოლის წერილთან ერთად საბასთან გაატანა.

ნეტარი საბა დამორჩილდა კურაპალატის მეორედ ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლის წერილს.

ჩამოვიდა საბა, კურაპალატი მიეგება. მეფემ პატივით მოიკითხა, საბამ დალოცა.

როცა დასხდნენ, კურაპალატმა უთხრა:

- წესია ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ მოხვედი პირველივე მოთხოვნაზე წმინდა მამაო?

საბამ უპასუხა:

- დიდებულო მეფეო, შენ ერის მეფე ხარ, ქრისტე კი ყველა დაბადებულთა. შენ ქვეყნის ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცის, ქვეყნის და ქვესკნელის. შენ წარმავალთა ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე მარადიული მეფეა კაცთა და ანგელოზთა. შენზე უფრო მისი მოსმენა გვმართებს, რომელმაც ბრძანა ”არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება." აქ ჩემი ძმის და მოძღვრის, გრიგოლის თხოვნით მოვედი.

კურაპალატმა უპასუხა:

- სამართლიანია შენი სიტყვები.

ამის შემდეგ კურაპალატი საბასა და გრიგოლთან ერთად იშხანში ჩავიდა. მეფეს ძალიან შეუყვარდა ეს ადგილი. ღვთის ნებით საბა გახდა იშხანის ეპისკოპოსი. აქამდე დიდი ხნის განმავლობაში იშხანი გაუქმებული იყო. აწი კვლავ აშენდა და აღსდგა. მამა გრიგოლი კი პატივცემული იყო ხელმწიფეთა მიერ და არავინ ეურჩებოდა მის სიტყვებს.

გადაწყვიტეს წმინდა მამებმა, რომ გრიგოლი გამხდარიყო კლარჯეთის არქიმანდრიტი და წმინდა გრიგოლი მრავალი წელი იყო ამ თანამდებობაზე.

XVI.

ამ დროს თეოდორე და ქრისტეფორე ღამით, ფარულად წავიდნენ ხანძთიდან ქართლში და თან სხვა ძმებიც წაიყვანეს. მამა გრიგოლმა მაინც მოძებნა ისინი. ბერები ისევ მუხლებში ჩაუვარდნენ და შენდობა სთხოვეს. გრიგოლმა უთხრა:

- კეთილი არის თქვენი განზრახვა და თქვენს გვერდით მიგულეთ.

და წავიდნენ სამცხის და ქართლის მიწებზე მონასტრების ასაშენებლად. იპოვეს ორი ადგილი და ორივეგან ააშენეს სენაკები და მონასტრები.

ერთს, თეოდორესას უწოდეს განძა, ნეძშვი.ქრისტეფორემ კვირიკე. ორივე თავის აშენებულ მონასტერში დარჩა.

მამა გრიგოლი თავის აშენებულ მონასტერში ხან ერთში იყო და ხან მეორეში (შატბერდი და ხანძთა).

მისი მოძღვრება მოწაფეთა გულს აღავსებდა. გრიგოლი წარმართავდა ყველა დღესასწაულს. რადგან რასაც ერთხელ სწავლობდა, არ ავიწყდებოდა. გრიგოლს ქონდა სასიამოვნო, ტკბილი ხმა და გასაკვირველი მეხსიერება.

ხანძთაში არის მისი ხელით დაწერილი საწელიწადო იადგარი (წირვა-ლოცვის დროს გამოსაყენებელი კრებული), რომელშიც თავმოყრილია ყველა დღესასწაულის საგალობლები და აგრეთვე წმინდანთა ხსენების დღეს შესასრულებელი გალობები. მან ახალი სჯულის წიგნები ზეპირად იცოდა. ასევე როგორც მრავალნი წიგნი ძველი სჯულისა, წმინდა მოძღვართა გამონათქვამებიც უამრავი იცოდა ზეპირად.

XVII.

გავიხსენოთ არსენი და ეფრემი. გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილები. დიდი ეფრემი აწყურის საყდრის ეპისკოპოსი გახდა. არსენი ქართლის კათალიკოსი. და იყო მათ შორის სიყვარული ერთად აღზრდის გამო.

ქართლის ეპისკოპოსები გამწყრალნი იყვნენ არსენის მამა მირიანზე, რადგან მან მათთან შეუთანხმებლად დაადგინა კათალიკოსად თავისი ძე. ის ყველა ეპისკოპოსთან არ იყო შეთანხმებული.

გურამ მამფალი (საპატიო წოდება) ნაწყენი იყო მირიანზე და სწრაფად ბრძანა ეპისკოპოსების და მეუდაბნოე მამების შეკრება.

ყველანი ჯავახეთში შეიკრიბნენ, მაგრამ გრიგოლი არ იყო. გულით ელოდნენ მას არსენის მომხრეები.

მათ ცადეს არსენიც დაცვა, მაგრამ უგრიგოლოდ შედეგს ვერ მიაღწიეს. მაშინ ერუშეთის ეპისკოპოსმა თქვა

- როცა უდაბნოს ვარსკვლავი (გრიგოლი) მოვა, მაშინ მოგვარდება საქმეო.

ამ დროს შემოვიდა გრიგოლი და მამებს მოეჩვენათ, თითქოს გრიგოლის ტანსაცმელი ბრწყინავდა, ხოლო ბერის ქუდი (კუნკული) გვირგვინივით ედგა.

როცა მისი გამორჩეულობა დაინახეს, სიხარულით მიეგებნენ და მის ნათქვამს გაუგონეს.

გრიგოლმა ჩუმად უთხრა ეფრემს:

- შვილო, ეპისკოპოსობას გაფიცებ, ნუ უშლი შენს ძმა არსენს.

(ეფრემი არსენის მოწინააღმდეგეებში იყო)

- ეპისკოპოსებს ვერ შევეწინააღმდეგები, ჩემ მდგომარეობაშიც შედი. არსენს არ ვაღიარებ ჩემს მოძღვრად. მეც არ ვარ მისი ქვეშევრდომი.

მაშინ გრიგოლმა წყრომით უთხრა:

- თუ ამას იზამ, ეფრემ, მე უვარმყობ ამით. შენი მოძღვარი აღარ ვიქნები.

ამაზე ეფრემი ატირდა და თქვა:

- სასტიკად მითხარით ეს სიტყვები, ისინი მახვილზე უფრო მჭრელია. შენი ნება იყოს...

- ეფრემ,სანატრელო.შეისმენს უფალი რასაწ წრპელი გონებით და უმანკო გულით თხოვ. შენ ხომ ხვდები, რომ არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებით მოხდა, უბრალოდ მამამისის აჩქარებამ საყვედრებელი გახადა.

ამის შემდეგ გუარამმა ბრძანა ყველას შეკრება და თქვა:

- წმინდა მამებო,თქვენ იცით, რომ სასულიერო კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება ეპისკოპოსის და კათალიკოსის ძალით დასმა.

ამ საუბარში კიდევ ბევრი აუგი თქვა და ელოდა პასუხს გრიგოლისგან და ეფრემისგან, რომლებსაც ყველა მისჩერებოდა.

ისინი ერთხანს დუმდნენ.

ეპისკოპოსებმა თქვეს:

- ეფრემ, თქვი რამე საჭირო.

- ვერ გავბედავ ლაპარაკს, სადაც მამა გრიგოლია.

გუარამმა მაშინ გრიგოლს უთხრა:

- მამაო, ყველა შენს ჭეშმარიტ სიტყვას ელის, შენ ყველაზე განსწავლული და სათნო ხარ ჩვენს შორის.

- ქრისტეს ჭეშმაროტმა სამწყსომ ისმინეთ ჩემი გლახაკი მოხუცებულის სიტყვები:არსენი ღვთის ნებით არის კათალიკოსი და ყველა მის მლანძღველს მონანიება მართებს. თორემ შერცხვენილნი იქნებიან ამქვეყნადაც და სამარადისო სასუფეველშიც.

...

მაშინ შეძრწუნდა ხელმწიფე, რადგან ის თავმდაბალი და ღვთისმოშიში იყო. თავმდაბლობამ სძლია, დაუვარდა გრიგოლს მუხლებზე და უთხრა:

- წმინდაო, შემინდვე, მაპატიე... რადგან მე შენ დაგაბრკოლეო.

- ქრისტემ შეგინდოს ცოდვებიო.

მაშინ ახარეს არსენს ახალი ამბავი, რადგან ის არ იყო კრებაზე.

- შენმა მოძღვარმა გრიგოლმა დაამტკივა შენი კათალიკოსობა.

არსენი სიხარულით სწირავდა მადლობას ღმერთს.

ეფრემ ეპისკოპისმა, გრიგოლის მოწოდებით, პირველმა განაახლა ძმური სიყვარული და პირველი ეახლა საბას. ასე მოკლე ხანში დაწყნარდა ეს ძნელად დასაშოშმინებელი შფოთი.

ეფრემი და არსენი ერთად წავიდნენ გრიგოლის სანახავად.

XVIII.

არსენი ოცდაშვიდი წელი კათალიკოსობდა. ეფრემიც ბევრი სიკეთის მომტანი გაუხდა ქვეყანას. მან პირველად ჩამოატანინა აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ეკლესიათა პატრიარქებს მირონი და ქართლში მირონის კურთხევა განაწესა. იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით და დამოწმებით.

საქართველოდ იყო, სადაც ქართულ ენაზე აღევლინებოდა ღვთისმსახურება.

ეფრემი ორმოცი წელი იყო აწყურის ეპისკოპოსი, შემკული წმინდა სულით.

XIX.

აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო. მან განაახლა მურვან-ყრუს მიერ დანგრეული არტანუჯის ციხე-ქალაქი თავისი ცოლისთვის. დიდხანს ცხოვრობდა იქ მშვიდად. მაგრამ აცდუნა ეშმაკმა და მოაყვანინა ვიღაც ქალი და მასთან ერთად ცხოვრობდა იქ თავისი მეუღლისთვის აშენებულ ციხეში.

როგორც კი ეს გრიგოლის ყურამდე მივიდა, ის ძალიან შეწუხდა და პირში გაკიცხა ხელმწიფე. აშოტმა აღუთქვა რომ მოინანიებდა და ქალს უკან გააგზავნიდა საიდანაც მოიყვანა, მაგრამ ვერ შეასრულა თავისი ნათქვამი.

როდესაც აშოტი არტანუჯიდან შორს იყო წასული, გრიგოლმა დრო იხელთა და შატბერდში წავიდა. საღამოს ჩავიდა და ციხეს მიადგა. გრიგოლმა კაცი გაუგზავნა იმ ქალს საჭმლის სათხოვნელად. მას ძალიან გაუხარდა და მრავალი სანოვაგე გაუგზავნა გრიგოლს და მის მოწაფეებს. როდესაც გათენდა, გრიგოლმა ისევ გააგზავნა თავისი კაცი მასთან, რომ გადაეცა გრიგოლის დანაბარები -ქალის ნახვა მსურსო. მაშინ უფრო გაუხარდა მას, რადგან ეგონა, გრიგოლის დალოცვის ღირსი გავხდიო. მან თან ორი მსახურიც გაიყოლა.

მაგრამ გრიგოლმა არ გადასწერა პირჯვარი, მოშორებით დაჯდომა უბრძანა, მისი მოწაფეებიც განზე გადგნენ გრიგოლის მინიშნებით. იმ ქალის მსახურებიც გაიწიენ, ყველას მოფენოდა წმინდანის შიში. მაშინ თქვა გრიგოლმა:

- ჰოი შე საწყალო! ცოლ-ქმარს შორის შეჭრილხარ და ჩადიხარ შენს საუკუნოდ წარსაწყმედელ ცოდვას. შენ ეშმაკს დაემონე და ფუჭი მიზეზის გამო მაცდუნებლად ჰქცევიხარ დიდ ხელმწიფეს.

ქალმა ტირილით უთხრა:

- წმინდანო, მე არ შემიძლია თავისუფლად მოქმედება, კურაპალატს ძალიან ვუყვარვარ. არ ვიცი რა ვქნა, რადგან შენმა ნათქვამმა ფრიად შემაწუხა.

- შვილო, მომისმინე და დაემორჩილე ჩემს ყოველ სიტყვას და მე გიშუამდგომლებ ქრისტესთან, დაე მან თვითონ შეგინდოს ცოდვები.

- წმინდაო მამაო, თქვენს ხელშ ვარ! ჩემი სულის გასაწმენდელად იზრუნეთ.

მაშინ გადასწერა ჯვარი, აკურთხა, დალოცა, მისცა თავისი ფეხსაცმელი და ზონარი, ქალმა ისინი წელზე შემოირტყა და გრიგოლმა ის წაიყვანა "მერე"-ში, ფებრონიასთან.

როდესაც კურაპალატი ციხეში დაბრუნდა, იკითხა დედაკაცი და როცა შეიტყო ყოველივე მომხდარი, ძალიან შეწუხდა და რადგან ის რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო ტრფიალების მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის მანქანებს ჰყავდა დამონებული, თავმოყვარეობა დაივიწყა და სწრაფად გაეშურა მერეში. ილოცა ღვთისმშობლის ტაძარში და როცა აშოტმა მიიღო ფებრონიას ლოცვა-კურთხევა, თქვა:

- იცი დედაო, თუ რატომ მოვედი აქ?

- მხოლოდ უფალმა თუ იცის.

- ჩვენი სახლის მეჭურჭლე ქალი აქ წამოგიყვანიათ. ჩვენი ყოველი მონაგები მის ხელში იყო, ამის გამო კი დიდძალი განძი დაგვაკლდა. ბრძანე, რომ ერთხელ დაბრუნდეს ციხეში, ყველაფერი მოაგვაროს და თუ მოუნდა, ისევ უკან დაბრუნდეს.

- მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა!

ფებრონიამ კურაპალატს დავით წინასწარმეტყველის ნათქვამი შეახსენა. ამით მიანიშნა, რომ აშოტი მხოლოდ ცოდვების გამართლებას და თავისი შეცოდებებისთვის საპატიო მიზეზების ძიებას ცდილობდა.

ეს რომ გაიგო აშოტმა, შერცხვა, რომ ამხილეს და დადუმდა. მას, ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულით ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს. ადამიანებმა, რომელთაც ღვთაებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ.

მწუხარებით დამძიმებულმა კურაპალატმა თქვა:

- ნეტა მას, ვინც ცოცხალი აღარ არის.

აშოტი სწრაფად წამოდგა და წავიდა. ფებრონია დამშვიდდა, რადგან მის მიპატიჟებაზე, რომ დარჩენილიყო, აშოტმა უარი უთხრა.

XX.

მამა გრიგოლი მეტისმეტად დაბერდა. ას ორი წლის იყო, მაგრამ გარეგნობით დიდად არ შეცვლილა. თვალზეც კი არ დააკლდა. ისევ ჯან-ღონიანი იყო და სიკვდილამდე არ დასუსტებულა.

შრომა ძალიან უყვარდა, მარხვის და ლოცვის გარდა ფიზიკურადაც მუშაობდა. დღე და ღამე თავისი ხელით შრომობდა და იყო მხიარული მასპინძელი და გლახაკთა დამხმარე.

დღეების დიდ ნაწილს შატბერდში ატარებდა, რადგან ამ მონასტრის მამასახლისი იყო. ყველა იქაურ მნიშვნელოვან საქმეს მას მოახსენებდნენ.

მიდი მოხუცებულობის დღეებში ის შატბერდში იმყოფებოდა. დიდი საწუხარი ქონდათ ხანძთელ ბერებს, რადგან ხილვა ქონდათ, რომ გრიგოლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული ახლოვდებოდა.

მაშინ, ვისაც კი სიარული შეეძლო, ერთად მივიდნენ მის სანახავად შატბერდში. იქაურებს ძალიან გაუხარდათ თავიანთი ხანძთელი ძმების სტუმრობა. თუმცა, როცა მათი მისვლის მიზეზი გაიგეს, სიხარული მწუხარებად გადაექცათ.

ხანძთელი ძმები ჯერ ღვთისმშობლის ტაძარში შევიდნენ სალოცავად, შემდეგ თაყვანი სცეს გრიგოლს. მანაც სიყვარულით მოიკითხა ისინი და გადაკოცნა. როგორც მოძღვარმა კეთილმა.

- შვილნო, ღმერთის ნებით ვართ დღეს შეკრებილნი, როთა ერთობის და სიყვარულის სიმტკიცე მარადიულ რჯულად დავუმტკიცოდ მომავალში ამ ორ მონასტერში მოღვაწე ბერებს.ვითარცა მოციქულთაგან თქმულა:"ამიღ ცნან ყოველთა,რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთას." (ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით შეიტყობს ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ.იოანე 13,35).

ხალხი ცრემლმორეული გარს შემოეხვია გრიგოლს. იგი დადგა ამაღლებულ ადგილზე მათ შორის და ღმერთს მადლობა შესწირა:

- უფალო, შენი მოწყალებით წამომიძეხი მე ამ მხარეში სამ მოყვასთან ერთად. კეთილ მღვდლებთან ერთად, რომლებიც სიკვდილამდე უსისხლო მსხვერპლს გწირავდნენ და მრავალი სულის ნავთსაყუდელად იქცნნ ისინი. შენ ააღორძინე შენი მიმდევრები აქ. შენი მოცემული სიბრძნის ტალანტი(მათე 25:15-28) სიყრმიდანვე გავამრავლე,შენთვის მე ვიქმენ სარწმუნო ბევრ მორწმუნეთა შორის მორწმუნეთა შორის.

შემდეგ შატბერდს პირჯვარი გადასახა და თქვა:

- კეთილად აღორძინდი შატბერდო, შეიმკე მადლით, გაძლიერდი ღვთის შეწევნით. ვეღარ მიხილავ ხორციელად, მაგრამ ჩემი სული მარად შენი შემწევნი იქნება.

წმინდა გრიგოლმა გადაკოცნა შატბერდელი ძმები, ცრემლით და ვედრებით დაარწმუნდა,შატბერდში დარჩენილიყვნენ თვითონ კი წაყვა ხანძთელ ძმებს.

როცა ხანძთაში მივიდა, გაიხარა ყველამ. სიხარულით შხვდნენ ახლომდებარე უდაბნოს მკვიდრნი.ბერები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მის სანახავად და სიხარულით აღვსილებს მისი ლოცვა-კურთხევა მიჰქონდათ თან.გაიხარა მამა გრიგოლმა როცა თავისი მონასტერი აღორძინებული იხილა და აკურთხა წინამძღვარი ეპიფანე და მონასტრის ძმები.

მამა გრიგოლს გულმა უგრძნო სიკვდილის მოახლოება და ღმერთთან მისვლის დრო.მანუდაბნოს ყველა სავანეში ცვილის კერეონები (სანთლები) და შეუთვალა დრო,როცა უნდა აენთოთ მაშინ კითხეს გრიგოლს მამებმა

- წმინდაო ღმრთისაო, სამოთხის მოლოდინში მყოფო, სიმართლისთვის მშიერო და წყურიელო, გლახაკთა მფარველო, შენთან განუშორებლად იქნება ღვთის წყალობა. მაშინ ხანძთელმა ძმებს თხოვა:

- შვილებო,რომელი მცნებაც თავიდანვე მოგეცით თქვენი სულის საცხოვნებლად,აღასრულეთ იგი და მარად მომიხსენეთ ლოცვითა და ჟამისწევნ.მეუფეო ქრისტე,მე მონაი შენი მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიხსენე სუფევითა შენითა. ჩემი ძმების გვერდით დამმარხეთ, რადგან მარაფრით ვარ მათზე უკეთესი. ჩემი ხორცი მიწად იქცევა, ხოლო სულს უფალი შეიწყნარებს.

ასე შეავედრა უფალს თავისი და შეუერთდა ანგელოზებს.

ის ას ორი წლის გარდაიცვალა, ქორონიკონის(ძველებური წელთა აღრიცხვით) ოთხმოცდამეერთე წელს (861 წელს). მისი ცხოვრება გარდაცვალებიდან ოთხმოცდაათი წლის შემდეგ დაიწერა, ხანძთაში, ხანძთის წინამძღვრის, იოვანეს და მისი ძმის, ამ წიგნის აღმწერის, გიორგი მერჩულეს მიერ.

სამივემ დიდი გულმოდგინებით დაწერა წმინდა გრიგოლის ცხოვრება.
  • 15

მადლობა გადაუხადა 2 წევრმა:

#2 kloud

kloud

    Semi-Pro

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 3484 პოსტები
  • 69 მადლობა
  • LocationTbilisi
  • CPU:Core i3 540 +A70
  • MoBo:Asrock H55M LE
  • GPU:HD Graphics
  • RAM:2X4GB DDR3 1600Mhz
  • HDD:500+160 GB
  • PSU:Rocketfish 500W

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:00

:ugly_confused2: :ugly_confused2: :ugly_confused2:
  • 0

forum.ge --- bulog89


#3 Razer

Razer

    Go FUCK yourself !!!

  • მოდერატორი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 8067 პოსტები
  • 57 მადლობა
  • Locationარავის გაესო ^_^
  • CPU:i7 3.3GHZ HASWELL
  • MoBo:MAC AIR 13.3
  • GPU:Intel HD 5000
  • RAM:8GB 1600-LPDDR3
  • HDD:256 GB SSD
  • PSU:7150 mAh

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:00

:thumbsup:
  • 0
არ მახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ...


1. http://www.youtube.com/watch?v=ssC77hapv0g

2. http://www.youtube.com/watch?v=Ys1aEPeGXfk

#4 evolution

evolution

    Niccolo

  • წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 2438 პოსტები
  • 1 მადლობა
  • Locationტიფლის
  • CPU:Intel - i5 760
  • MoBo:EVGA - P55 Micro
  • GPU:MSI GTX560 Ti
  • RAM:Corsair 1600 mhz
  • HDD:W.D. 1TB
  • PSU:OCZ GX 700W

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:26

კარგია. ბევრს გამოადგება თანამედროვე ენაზე დაწერილი
  • 0
  • CPU:Intel - i5 760
  • MoBo:EVGA - P55 Micro
  • GPU:MSI GTX560 Ti 
  • RAM:Corsair 1600 mhz 8gb
  • HDD:W.D. 1TB
  • PSU:OCZ GX 700W

 


#5 gajaviki

gajaviki

    Chelsea FC Fan!

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 4455 პოსტები
  • 21 მადლობა
  • Locationთბილისი
  • CPU:Core i5 750
  • MoBo:ASUS P7P55 LX
  • GPU:Club3D GTS 250
  • RAM:S.P 4GB 1800MHz
  • HDD:Samsung HD502HJ
  • PSU:Corsair TX650

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:28

კარგია. ბევრს გამოადგება თანამედროვე ენაზე დაწერილი


ჰო, ერთ-ერთი მე ვარ :)
  • 0
შავი № 1:ჰელოუ შავო
შავი № 2:ჰელოუ შავო
შავი № 3:ხაი
დაბდურა № 1:შე დაბდურა
დაბდურა № 2:შენც დაბდურა

#6 gamer1

gamer1

    აქტიური მომხმარებელი

  • წევრი
  • PipPipPip
  • 462 პოსტები
  • 0 მადლობა
  • LocationBatumi
  • CPU:E6600 3.06
  • MoBo:ASrock G41C-VS
  • GPU:GT 220
  • RAM:2 GB
  • HDD:500 GB
  • PSU:500 watt

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:30

აუუ რა კარგია ეს მომცა გუშინ მასწმა პირველი თავი სღ :miyvarxar:
  • 0

#7 sauron

sauron

    ოქროს წევრი

  • წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 1450 პოსტები
  • 3 მადლობა
  • Locationრუსთავი
  • CPU:..........
  • MoBo:...........
  • GPU:............
  • RAM:.............
  • HDD:..............
  • PSU:...............

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:31

გაიხარე, V დან XIV-მდე მაქვს სასწავლი, გამომადგება :thumbsup:
  • 0

#8 Java

Java

    წევრი

  • წევრი
  • PipPip
  • 108 პოსტები
  • 1 მადლობა
  • Location----------
  • CPU:--------------
  • MoBo:----------
  • GPU:----------
  • RAM:----------
  • HDD:----------
  • PSU:----------

დაპოსტილია – 30 October 2011 - 18:56

F#ck yeaaa



ჯიგარ,გამომადგება მალე
  • 0
//////////////////////////////////////////////////

#9 nseries430

nseries430

    \===|;;;;;;;;;;;;;;;;;;>SLASHER

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 3331 პოსტები
  • 119 მადლობა
  • LocationEverywhere :)
  • CPU:I7 2600K 3.8 ghz
  • MoBo:MAXIMUS IV P67
  • GPU:MSI GTX760 TF IV
  • RAM:Ripjaws X 8gb 2133
  • HDD:wdc 1tb 64mb
  • PSU:Cougar SX700

დაპოსტილია – 30 October 2011 - 19:13

მადლობტ ბიჭებო ვეცდები სხევებიც დავდო :cekva: :spiteful: :spiteful:
  • 1

#10 bugymen

bugymen

    ერთგული წევრი

  • წევრი
  • PipPipPipPip
  • 628 პოსტები
  • 1 მადლობა
  • CPU:Core 2 Quad Q9400
  • MoBo:P5Q SE2
  • GPU:Asus 9600GT
  • RAM:Kingston DDR2 3Gb
  • HDD:Seagate 500GB
  • PSU:600W

დაპოსტილია – 30 October 2011 - 19:24

აუ საღორ ძმაო ტო ზუსტად ამას გავიდვარ ეხლა ძააან მაგარია ტო გაიხარე
  • 0

#11 MaKaRoV

MaKaRoV

    Semi-Pro

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2576 პოსტები
  • 5 მადლობა
  • Locationრუსთავი
  • CPU:E2180 @ 2.67 ghz
  • MoBo:Asus P5LD2
  • GPU:8500 GT
  • RAM:2 GB
  • HDD:160 GB
  • PSU:ATX 230

დაპოსტილია – 01 November 2011 - 21:02

საღოლ,კაია დაეხმარები აბიტურიენტებს
  • 0

#12 Tabo8226

Tabo8226

    ничто не истина все дозволено

  • წევრი
  • PipPipPipPip
  • 845 პოსტები
  • 2 მადლობა
  • LocationTbilisi
  • CPU:CORE I3
  • MoBo:MSI E23 H55
  • GPU:ZOTAC GTX 460 SE
  • RAM:PQY 4GB 1333MHZ
  • HDD:320GB
  • PSU:500W Codegen

დაპოსტილია – 01 November 2011 - 22:36

უი ჩემს გარდაც რამდენი შკოლნიკი ყოფილა ^^
  • 0
Project Manager / Translator in UGLT
United Georgian Localization Team

#13 MaKaRoV

MaKaRoV

    Semi-Pro

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2576 პოსტები
  • 5 მადლობა
  • Locationრუსთავი
  • CPU:E2180 @ 2.67 ghz
  • MoBo:Asus P5LD2
  • GPU:8500 GT
  • RAM:2 GB
  • HDD:160 GB
  • PSU:ATX 230

დაპოსტილია – 03 November 2011 - 13:24

უი ჩემს გარდაც რამდენი შკოლნიკი ყოფილა ^^

ვითოომ?
მე თუ მიგულისხმე მაგრად შეცდი. :sa: :D
კაიფის გამო ვსწავლობ:D
როცა კარგ ნიშნებს ვიღებ კლასშიც უფრო კომფორტულად ვარ(სკამზე რო ვწევარ არაფერს მეობნებიან+ ტელეფონში ვერთობი)
არც მასწავლებელი მიყვირის "გიგა რატო არ წაიკითხე გაკვეთილი" :dwarf: . B)
  • 0

#14 LedZeppelin

LedZeppelin

    ოქროს წევრი

  • წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 2460 პოსტები
  • 2 მადლობა
  • LocationЧечня
  • CPU:920
  • MoBo:E760
  • GPU:.
  • RAM:Patriot 2000mhz
  • HDD:Crucial M4
  • PSU:.

დაპოსტილია – 03 November 2011 - 20:54

ვითოომ?
მე თუ მიგულისხმე მაგრად შეცდი. :sa: :D
კაიფის გამო ვსწავლობ:D
როცა კარგ ნიშნებს ვიღებ კლასშიც უფრო კომფორტულად ვარ(სკამზე რო ვწევარ არაფერს მეობნებიან+ ტელეფონში ვერთობი)
არც მასწავლებელი მიყვირის "გიგა რატო არ წაიკითხე გაკვეთილი" :dwarf: . B)

:drug:

კაიფის გამო სწავლა პირველად გავიგე
სწავლა სირცხვილია? თუ ასე ფიქრობ დამიჯერე ძალიან ცდები :)
უსწავლელი და გაუნათლებელი ადამიანი არაფერს წარმოადგენს
  • 1

#15 დათო

დათო

    კურპალეაკატუმა!

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 4511 პოსტები
  • 1 მადლობა
  • LocationInternet
  • CPU:E7400
  • MoBo:P5GC-MX/1333
  • GPU:Club3D HD4850
  • RAM:Kingston 2gb
  • HDD:Samsung 160gb
  • PSU:Codegen 350w

დაპოსტილია – 03 November 2011 - 21:04

რა აზრი აქვს ასე სწავლას :chojinfc:
  • -1
ნოვი, ნოვი, ნოვი, ნოვი გოოდ...:მად: © სტეკლოვატეეეე

#16 Tabo8226

Tabo8226

    ничто не истина все дозволено

  • წევრი
  • PipPipPipPip
  • 845 პოსტები
  • 2 მადლობა
  • LocationTbilisi
  • CPU:CORE I3
  • MoBo:MSI E23 H55
  • GPU:ZOTAC GTX 460 SE
  • RAM:PQY 4GB 1333MHZ
  • HDD:320GB
  • PSU:500W Codegen

დაპოსტილია – 03 November 2011 - 23:29

მე არ მიგულისხმია შკოლნიკი სწავლით : ) სკოლაში მოსიარულე ვიგულისხმე
  • 0
Project Manager / Translator in UGLT
United Georgian Localization Team

#17 გიო

გიო

    Gamer

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 7415 პოსტები
  • 12 მადლობა
  • Locationთბილისი
  • CPU:I5-3470 3,6 ghz
  • MoBo:P8H61-M LX3
  • GPU:Asus GTX 550Ti
  • RAM:4 GB-1333Mhz
  • HDD:Seagaete 500GB
  • PSU:Thermaltake 530W

დაპოსტილია – 03 November 2011 - 23:32

კაიფის გამო ვსწავლობ

მართლა ფეისპალმი გავაკეთე :SNEMOTICON13:
  • 0

#18 MaKaRoV

MaKaRoV

    Semi-Pro

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2576 პოსტები
  • 5 მადლობა
  • Locationრუსთავი
  • CPU:E2180 @ 2.67 ghz
  • MoBo:Asus P5LD2
  • GPU:8500 GT
  • RAM:2 GB
  • HDD:160 GB
  • PSU:ATX 230

დაპოსტილია – 04 November 2011 - 08:32

:drug:

კაიფის გამო სწავლა პირველად გავიგე
სწავლა სირცხვილია? თუ ასე ფიქრობ დამიჯერე ძალიან ცდები :)
უსწავლელი და გაუნათლებელი ადამიანი არაფერს წარმოადგენს

რატომ ფიქრობ რომ სირცხვილია?
ჯერ 8 კლასელი ვარ.რო დამჭირდება ღამეებსაც გავათენებ წიგნებთან. :)
  • 0

#19 zV1

zV1

    Semi-Pro

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 3553 პოსტები
  • 40 მადლობა
  • LocationAfrika
  • CPU:E8400 E0
  • MoBo:MSI G31TM-P21
  • GPU:XFX R7 250
  • RAM:4GB DDR2
  • HDD:SG B.C.A 500GB
  • PSU:420W (12V20A)

დაპოსტილია – 05 November 2011 - 17:19

როცა კარგ ნიშნებს ვიღებ კლასშიც უფრო კომფორტულად ვარ(სკამზე რო ვწევარ არაფერს მეობნებიან+ ტელეფონში ვერთობი)
არც მასწავლებელი მიყვირის "გიგა რატო არ წაიკითხე გაკვეთილი" .

+1 ეგეც ძალით რაღაცას "მივაპუნჭებ" :D და ეგაააა ვზივარ ჩემთვის წყნარად არავინ არავის მერჩის
  • 0
ჰეი,დონთ იუ პომნიეშ მენია? ია გრიინ + ბუტტონ ანდ აი ემ ტაკოი სექსიი დონთ იუ ნაჟმიოშ მინია?
V2.0 ZveX - ©

#20 MaKaRoV

MaKaRoV

    Semi-Pro

  • წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 2576 პოსტები
  • 5 მადლობა
  • Locationრუსთავი
  • CPU:E2180 @ 2.67 ghz
  • MoBo:Asus P5LD2
  • GPU:8500 GT
  • RAM:2 GB
  • HDD:160 GB
  • PSU:ATX 230

დაპოსტილია – 05 November 2011 - 19:02

+1 ეგეც ძალით რაღაცას "მივაპუნჭებ" :D და ეგაააა ვზივარ ჩემთვის წყნარად არავინ არავის მერჩის

მიმიხვდი
  • 0




0 მომხმარებელი კითხულობს ამ თემას

0 წევრი,0 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი