Jump to content

ოპტიკურბოჭკოვანი სადენი


Recommended Posts

ოპტიკურბოჭკოვანი სადენის ისტორია :

ოპიკურბოჭკოვანი სადენი ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი კავშირის საშვალებაა,მისი ტექნოლოგია მარტივია და შქმნილი იქნა საკმაოდ ადრე.ექსპერიმენტი სხივის მიმართულების შეცვლით, რომელიც დემონსტრირებული იქნა დანიელ კოლადონის და ჟაკ ბაბინეტის მიერ ჯერ კიდევ 1840 წელს.რამოდენიმე წლის შემდეგ ჯონ ტინდალმა ეს ექსპერიმენტი გამოიყენა თავის ლექციაზე ლონდონში და უკვე 1870 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი სინათლის ბუნების შესახებ.პრაქტიკული გამოყენება ამ ტექნოლოგიამ მოიპოვა 20-ე საუკუნეში.წინა საუკუნის 20-იან წელს ექსპერიმენტატორებმა კლარენსონ ხასნელმა და ჯონ ბერდომ ოპტიკური სადენის საშვალებით გამოსახულების გადატანის დემონსტრაცია მოაწყვეს.ამ პრინციპს იყენებდა გენრიხ ლიმანი პაციენტის მედიცინური გამოკვლევის დროს.მხოლოდ 1952 წელს ინდიელი ფიზიკოსი ნარინდერ სინგხ კაპანიმ ჩაატარა თავისი ექსპერიმენტი,რომელმაც უბიძგა ოპტიკურბოჭკოვანი სადენის გამოგონებას.პრაქტიკულად მის მიერ შექმნილი იქნა შუშის ბოჭკოები,ხოლო გარეკანი და შიგთავსი დამზადებული იყო სხვადასხვა სხივის გარდატეხის თვისების მქონე მასალისგან.გარეკანი პრაქტიკულად შუშის როლს ასრულებდა,შიგთავსი სხივის გამტარს,ასე თავიდან აცილებული იქნა სხიმის გაფანტვა.თუ თავიდან სხივი ვერ აღწევდა სადენის ბოლომდე და შეუძლებელი იყო ამ სადენით ინფორმაციის გადაცემა შორ მანძილზე,ეხლა კი ეს პრობლემა მოგვარებული იქნა.მაგალითად 1956 წელს კაპანიმ ეს ტექნოლოგია გააუმჯობესა.დამყოლისუნარიან�

�� შუშის სადენები დახვეწის შემდეგ სხივს თითქმის დანაკარგის და ხარვეზის გარეშე გადასცემდა.

1970 წელს Corning -ის სპეციალისტების აღმოჩენა ითვლება ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიების ახალ ნაბიჯად, რომელიც საშვალებას იძლეოდა რეტრანსლატორების გარეშე დუბლირება მომხდარიყო იმავე მანძილზე რა მანძილზეც ხდებოდა სატელეფონო სიგნალის გადაცემა სპილენძის სადენის საშვალებით.გამომგონებლებმა შექმნეს გამტარი,რომელსაცშეუძლია შეინახოს დაახლოვებით 1% ოპტიკურბოჭკოვანი სიგნალი 1 კილომეტრის მანძილზე.თავდაპირველად ოპტიკური ბოჭკო მრავალფაზიანი იყო,ანუ არ შეეძლო გადაეტანა ასობით სიგნალი,ხოლო ბოჭკოს შიგთავსის დიდი დიამეტრი საშვალებას იძლეოდა იაფფასიანი მასალის გამოყენების საშვალებას(გამტარები და კონექტორები),შემდეგ კი იყენებდკენ ბოჭკოს მაღალი გამტარობით,რომლის საშვალებით შესაძლებელი იყო ოპტიკურ გარემოში 1 ფაზის ტრანსლირება.ერთფაზიანი ბოჭკოს გამოგონებით სიგნალი გადაეცემოდა უვნებელი დიდ მანძილზე,რამაც უზრუნველყო ინფორმაციის ნორმალური ტევადობის გადატანა.

დღეისათვის ყველაზე გამოყენებადია 1 ფაზიანი ბოჭკო ნულოვანი (სხივის)ტალღის გადახრით.1983 წლიდან მას წამყვანი ადგილი უჭირავს ოპტიკურბოჭკოვანი პროდუქტების ინდუსტრიაში.

ოპტიკურბოჭკოვანი სადენის დადებითი მხარეები:

1)ოპტიკურბოჭკოვანი სადენით შეიძლება ინფორმაციის გადაცემა 1 Тбит/с.

2)ძალიან დაბალი „სიგნალის ჩაქრობის“ მაჩვენებელი ბოჭკოში,რაც საშვალებას იძლევა სიგნალის 100კმ-ზე გადაცემას მისი რეგენერაციის გარეშე.

3)გამძლეობა სიგნალის სპილენძის სადენების ელექტრომაგნიტური ხარვეზებისაგან და ცუდი გარემოპირობებისაგან.

4) ინფორმაციის დაცვა ხელყოფისაგან.ინფორმაცია რომელიც გადაეცემა ოპტიკურბოჭკოვანი სადენების დახმარებით პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის „გაჟონვა“ სადენის დაზიანების გარეშე.

5)ბოჭკო რომელიც დიელექტრიკია,იგი ამაღლებს ქსელის უსაფრთხოებას.(ანუ მასში არ გადის არც ელექტრული დენი და არც ქიმიური ნივთიერება)

6)ბოჭკოების გამძლეობა-მისი ფუნქციონირების ვადა დაახლოვებით 25 წელია.

ოპტიკურბოჭკოვანი სადენის უარყოფითი მხარეები:

1)მაღალი ღირებულება ქსელის აქტიური ელემენტების,როგორიცაა:ელექტრ

ული სიგნალის სხივად გარდაქმნა და პირიქით.

2)მაღალი ფასი ოპტიკური ბოჭკოს შედუღების.(როცა წყდება ბოჭკო,მისი აღდგენა უფრო დიდ დანახარჯს მოითხოვს,ვიდრე სპილენძის).

ოპტიკურბოჭკოვანი სადენის ელემენტები:

ოპტიკური მიმღები

რომელიც გარდაქმნის სადენის ინფორმაციის წყებას ელექტრონულ ნაკადად,რომლებიც შემდეგ აძლიერებენ და აღადგენენ მათ ფორმას.გადამცემი შედგება პარალელურ-მიმყოლი გარდამქმნელისგან იმპულსების სინქრონიზატორით(ეს დამოკიდებულია სისტემის დამონტაჟებაზე და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ბიტებში).

ოპტიკური გადამცემი

რომელიც ოპტიკურბოჭკოვან სისტემაში გარდაქმნის ელექტროენერგიას

ოპტიკურ ნაკადად.ოპტიკური გადამცემი სისტემისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა ოპტიკური საშვალებები,მაგალითად:მანათო

ბელი დიოდები,რომლებსაც იაფფასიან ქსელებში იყენებენ მოკლე მანძილზე კონტაქტისთვის,მაგრამ ფართო სპექტრალური ნაკადის შეუძლებლობა და შეუძლებლობა იმოშაოს ამ იაფფასიანმა სისტემამ მეორე და მესამე ოპტიკურ სარკმლებში,გამოუყენებადს ხდის მათ ტელეკომუნიკაციურ ქსელებში.

OT1550E-1-5-b.jpg

ოპტიკური გამაძლიერებელი

რომელიც ასიმეტრიულ ნაკადს ფოტოდიოდიდან გარდაქმნის ასიმეტრიულ დაძაბულობად,რომელიც ძლიერდება და გარდაიქმნება დიფერნციალურ სიგნალად.

შუშის ბოჭკოები მზადდება კვარცისგან,ფლურო-ცირკონატი,ფლურო-ალუმინატი და სხვა.დღეისათვის კი ფეხს იკიდებს პლსტმასის ოპტიკური ბოჭკოები (Plastic optical fibers).ეს სადენებს ამზადებს კომპანია „ნეკსენს“-ი

ოპტიკური სადენი რომელიც წყალქვეშ გადის:

podvod.jpg

51571827_3.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.