X-treme user Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 კომპანია XFX-მა, სულ ცოტა ხანში ოფიციალურად უნდა წარადგინოს Radeon HD 6770-ის ახალი მოდელი, რომლის სახელწოდებაც არის XFX HD-677X-ZMF3. ის აღჭურვილია 40 ნმ ჩიპ Juniper-ით (800 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი), ტურბინული ტიპის ერთსლოტიანი ქულერით და ვიდეო-გასასვლელების უჩვეულო ნაკრები - ორ DVI-I და ერთი Mini DisplayPort-ით. გარდა ამისა, მას გააჩნია 1 გბ GDDR5 მეხსიერება და CrossFire-კონფიგურაციის მხარდაჭერა, ჩასართავად კი საჭიროებს ერთ ცალ 6-პინიან დამატებით კვების პორტს. მისი ზომები შეადგენს 225 x 111 x 19 მმ-ს. მინიმალური სიმაღლე (სისქე), თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას Mini-ITX სისტემების მოყვარულებს შორის. სიხშირეები უტოლდება 850/4800 მჰზ-ს - ბირთვისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. ასევე, მწარმოებელი მომხმარებლებს ურჩევს, რომ პროდუქტი ამუშაონ მინიმუმ 500 ვ-იან კვების ბლოკთან ერთად. GPU ეკუთვნის Evergreen სერიას და აქედან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ ტექნოლოგიურ შეზღუდვებსაც. კერძოდ კი, ეს არის 2.2 ვერსიის Unified Video Decoder (ნაცვლად 3.0-ისა), DisplayPort v.1.1 ( ნაცვლად DP v.1.2-ისა) და სტერეოსკოპული 3D-ს მხარდაჭერის არქონას. XFX HD-677X-ZMF-ის ღირებულება 120$-ის ფარგლებში იქნება. 4Gamer, Overclockers.ua 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 Mini-ITX ებისთვისააა რა,და ვიდიც რა მაგარი აქვს,მარა ტექნოლოგიური შეზღუდვები არ მომეწონა,ერთსლოტიანია ხო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted October 7, 2011 Author Share Posted October 7, 2011 კი, ერთსლოტიანია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 ფასიც არ აქვს ცუდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 რამდენი ხანია ერთსლოტიანი ვიდეო აღარ მინახავს! XFX ისედაც ცხელი ბრენდია, საინტერესოა ამის ტემპერატურები როგორი იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted October 7, 2011 Share Posted October 7, 2011 ტემპერატურა არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან ხმაურიანი ჩანს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 10, 2011 Share Posted October 10, 2011 რამდენი ხანია ერთსლოტიანი ვიდეო აღარ მინახავს! XFX ისედაც ცხელი ბრენდია, საინტერესოა ამის ტემპერატურები როგორი იქნება. რატოა ცხელი ბრენდი? მე მქონდა XFX 8800 GTS 512-იანი 800-ზე რაზგონდებოდა ჰაერზე ვოლტმოდების გარეშე და ეგრე ვბენჩაობდი ეხლა სანთლით რომ ეძებო ეგეთ 8800-ს ვერ იპოვი რატომ გავყიდე ხომ არ იცით? ა ხო სენდიზეც დავბენჩე და აღარ მჭირდებოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 10, 2011 Share Posted October 10, 2011 რატოა ცხელი ბრენდი? რატომ და ჩემი 5750 94 გრადუსს იჭერს ხოლმე :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 10, 2011 Share Posted October 10, 2011 მდა არადა ჩემზე სუსტია პერფორმანსით, ჩემი 684:2322-ზე რაც ფაქტიურათ GTX275 დონეთ ხდის სტოკ სიხშირეებზე, 68 გრადუსზე ზევით არასდროს ასულა იგრებში 60% ფანზე, ისე კი 60-62 გრადუსზე უბერავს ხოლმე როგორც წესი სტოკ სიხშირეებზე და 60% ფანზე როცა ვაყენებ, ნუ ზოგ იგრებში შეიძლება 65-მდეც ავიდეს ხოლმე მაგრამ 70-მდე არასდროს ასულა ფურმარკშიც კი, ხო მე თან სტოკ ვერსია მაქვს 65 ნანოიანი, მაგიტომ არ მევასება ეგ XFX ნამეტარი გაპიარებული ბრენდია როგორც BFG იყო თავის დროზე და გავიდა კიდეც ბაზრიდან, ალბათ კონკურენციას ვეღარ გაუძლეს, მაგ XFX მე EVGA მირჩევნია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted October 10, 2011 Share Posted October 10, 2011 8XXX სერია XFXს მართლა ძალაინ მაგარი გამოუვიდა, არც ცხელდებოდა და კარგადაც რაზგონდებოდა, 2XX სერიაში კი დაერხა, ფეჩი იყო ყველა, იმიტომ აღარ გამოუშვეს მგონი 4XX და 5XX. 6770ი თავის ფასში ალბათ ნორმალური კარტაა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SVTT Posted December 21, 2014 Share Posted December 21, 2014 მე მაქვს ზუსტად ეს კართა შარშან ვიყიდე 100 ლარად.ძმაკაცის 550ტი ს თუ დამიჯერებთ აჯობა თამაშების მხრივ და ისე არვიცი.რაც შეეხება ტემპერატურას სტოკზე 45 იან დატვირთულზე 65 66. ხმაც არ აქვს ისეთი რო შეგაწუხოს 100% ფან ვგულისხმობ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted December 22, 2014 Share Posted December 22, 2014 მე მაქვს ზუსტად ეს კართა შარშან ვიყიდე 100 ლარად.ძმაკაცის 550ტი ს თუ დამიჯერებთ აჯობა თამაშების მხრივ და ისე არვიცი.რაც შეეხება ტემპერატურას სტოკზე 45 იან დატვირთულზე 65 66. ხმაც არ აქვს ისეთი რო შეგაწუხოს 100% ფან ვგულისხმობ რა თემა ამოგიწევია მე მაქ r7 250,ამის წარმადობა აქვს მარა ნახევარი ენერგომოხმარება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SVTT Posted December 23, 2014 Share Posted December 23, 2014 ენერგო რა 108 ვატი უნდა ეგ არაფერია რა :დ იტოკში კაი კარტაა რა წავაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.