Jump to content

XFX Radeon HD 6770


Recommended Posts

კომპანია XFX-მა, სულ ცოტა ხანში ოფიციალურად უნდა წარადგინოს Radeon HD 6770-ის ახალი მოდელი, რომლის სახელწოდებაც არის XFX HD-677X-ZMF3. ის აღჭურვილია 40 ნმ ჩიპ Juniper-ით (800 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი), ტურბინული ტიპის ერთსლოტიანი ქულერით და ვიდეო-გასასვლელების უჩვეულო ნაკრები - ორ DVI-I და ერთი Mini DisplayPort-ით. გარდა ამისა, მას გააჩნია 1 გბ GDDR5 მეხსიერება და CrossFire-კონფიგურაციის მხარდაჭერა, ჩასართავად კი საჭიროებს ერთ ცალ 6-პინიან დამატებით კვების პორტს.

7d25041d0ad39bbc62a390704014a228.jpg

მისი ზომები შეადგენს 225 x 111 x 19 მმ-ს. მინიმალური სიმაღლე (სისქე), თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას Mini-ITX სისტემების მოყვარულებს შორის. სიხშირეები უტოლდება 850/4800 მჰზ-ს - ბირთვისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. ასევე, მწარმოებელი მომხმარებლებს ურჩევს, რომ პროდუქტი ამუშაონ მინიმუმ 500 ვ-იან კვების ბლოკთან ერთად.

cee9049872e79a61826bd73935273771.jpg

GPU ეკუთვნის Evergreen სერიას და აქედან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ ტექნოლოგიურ შეზღუდვებსაც. კერძოდ კი, ეს არის 2.2 ვერსიის Unified Video Decoder (ნაცვლად 3.0-ისა), DisplayPort v.1.1 ( ნაცვლად DP v.1.2-ისა) და სტერეოსკოპული 3D-ს მხარდაჭერის არქონას.

XFX HD-677X-ZMF-ის ღირებულება 120$-ის ფარგლებში იქნება.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

Mini-ITX ებისთვისააა რა,და ვიდიც რა მაგარი აქვს,მარა ტექნოლოგიური შეზღუდვები არ მომეწონა,ერთსლოტიანია ხო?

Link to comment
Share on other sites

რამდენი ხანია ერთსლოტიანი ვიდეო აღარ მინახავს! XFX ისედაც ცხელი ბრენდია, საინტერესოა ამის ტემპერატურები როგორი იქნება.

Link to comment
Share on other sites

ტემპერატურა არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან ხმაურიანი ჩანს

Link to comment
Share on other sites

რამდენი ხანია ერთსლოტიანი ვიდეო აღარ მინახავს! XFX ისედაც ცხელი ბრენდია, საინტერესოა ამის ტემპერატურები როგორი იქნება.

რატოა ცხელი ბრენდი?

მე მქონდა XFX 8800 GTS 512-იანი

800-ზე რაზგონდებოდა ჰაერზე ვოლტმოდების გარეშე და ეგრე ვბენჩაობდი

ეხლა სანთლით რომ ეძებო ეგეთ 8800-ს ვერ იპოვი

რატომ გავყიდე ხომ არ იცით? :D

ა ხო სენდიზეც დავბენჩე და აღარ მჭირდებოდა

Link to comment
Share on other sites

მდა არადა ჩემზე სუსტია პერფორმანსით, ჩემი 684:2322-ზე რაც ფაქტიურათ GTX275 დონეთ ხდის სტოკ სიხშირეებზე, 68 გრადუსზე ზევით არასდროს ასულა იგრებში 60% ფანზე, ისე კი 60-62 გრადუსზე უბერავს ხოლმე როგორც წესი სტოკ სიხშირეებზე და 60% ფანზე როცა ვაყენებ, ნუ ზოგ იგრებში შეიძლება 65-მდეც ავიდეს ხოლმე მაგრამ 70-მდე არასდროს ასულა ფურმარკშიც კი, ხო მე თან სტოკ ვერსია მაქვს 65 ნანოიანი, მაგიტომ არ მევასება ეგ XFX ნამეტარი გაპიარებული ბრენდია როგორც BFG იყო თავის დროზე და გავიდა კიდეც ბაზრიდან, ალბათ კონკურენციას ვეღარ გაუძლეს, მაგ XFX მე EVGA მირჩევნია

Link to comment
Share on other sites

8XXX სერია XFXს მართლა ძალაინ მაგარი გამოუვიდა, არც ცხელდებოდა და კარგადაც რაზგონდებოდა, 2XX სერიაში კი დაერხა, ფეჩი იყო ყველა, იმიტომ აღარ გამოუშვეს მგონი 4XX და 5XX.

6770ი თავის ფასში ალბათ ნორმალური კარტაა :D

Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...

მე მაქვს ზუსტად ეს კართა შარშან ვიყიდე 100 ლარად.ძმაკაცის 550ტი ს თუ დამიჯერებთ აჯობა თამაშების მხრივ და ისე არვიცი.რაც შეეხება ტემპერატურას სტოკზე 45 იან დატვირთულზე 65 66. ხმაც არ აქვს ისეთი რო შეგაწუხოს 100% ფან ვგულისხმობ

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს ზუსტად ეს კართა შარშან ვიყიდე 100 ლარად.ძმაკაცის 550ტი ს თუ დამიჯერებთ აჯობა თამაშების მხრივ და ისე არვიცი.რაც შეეხება ტემპერატურას სტოკზე 45 იან დატვირთულზე 65 66. ხმაც არ აქვს ისეთი რო შეგაწუხოს 100% ფან ვგულისხმობ

რა თემა ამოგიწევია :D

მე მაქ r7 250,ამის წარმადობა აქვს მარა ნახევარი ენერგომოხმარება

Link to comment
Share on other sites

ენერგო რა 108 ვატი უნდა ეგ არაფერია რა :დ იტოკში კაი კარტაა რა წავაა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.