Jump to content

Recommended Posts

მგონი ერთი პატარა სტატიის დადებასაც მოვასწრებ და რახან პატარა სტატია უნდა იყოს, მოდით პატარა რაღაცას შევეხოთ. არა, "ის" ყველამ თავისთვის დაიტოვოს. მე ნეთბუქებს შევეხები.

პრინციპში ნეთბუქი "პატარაზე უფრო პატარაა". იმის თქმა მინდა, რომ PC არის "დიდი", ლეპტოპი არის "პატარა" და ნეთბუქი ლეპტოპის მინი-ვერსია გახლავთ, ანუ "პატარაზე უფრო პატარა". აი მეტი სიცხადისთვის წარმოიდგინეთ, PC - ჩარჯერი, Laptop - ნებისმიერი ფორუმელი, Netbook - ლომსა. ხვდებით ზომებს შორის სხვაობას? ძალიან კარგი.

1. ისტორია

ნეთბუქის წარმოებაში პირველობა კომპანია Apple-ს ეკუთვნის. სწორედ მას მოუვიდა თავში პირველად ლეპტოპის დაპატარავების იდეა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს. ეს 1997 წელს მოხდა, "ბაიას" კი eMate 300 დაარქვეს. ფორმებიდან გამომდინარე მგონი გოგოა:

Applenewton_emate300.jpg

იმეითს 480x320 გაფართოების მქონე შავ-თეთრი დისპლეი, ინფრაწითელი პორტი და "touchpen" ჰქონდა. პროცესორის სიხშირე მხოლოდ 25MHz გახლდათ და ისიც "RISC" სქემისა, ანუ შეზღუდული ბრძანებების მქონე იყო (მოდელი ARM 710a). ყველაფრის მიუხედავად ნეთბუქი 800 დოლარი ღირდა (თუმცა ეფლისგან მიჩვეული ვართ მაღალ ფასებს, მაგრამ მართლა ზედმეტი მოუვიდათ) და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა. ჰო მართლა, აკუმულატორი 28 საათს ძლებდა.

თავად ტერმინი "Netbook" კომპანია Psion-მა 1998 წელს დაამკვიდრა კომპიუტერების სერიით, რომლებსაც ასევე ერქვათ - "Psion netBook". აი ერთ-ერთი მათგანიც:

x6oeycv5ibz86eiv5zdy.jpg

d0pcwr5w08mr94dzjq5.jpg

ამ ნეთბუქს 190MHz სიხშირის მქონე პროცესორი, 32MB ოპერატიული მეხსიერება და 8-10 საათის სამყოფი აკუმულატორი აქვს (ან ჰქონდა). მეხსიერების გაზრდა შეიძლებოდა დამატებით 32MB-იანი ჩიპის ჩადგმით. სხვათაშორის ნეთბუქი სიიაფითაც გამოირჩეოდა

2003 წელს ამავე კომპანიამ გამოუშვა Netbook PRO, რომელსაც 16-ბიტიანი 800x600 გაფართოების დისპლეი, 128MB ოპ. მეხსიერება და 400MHz სიხშირის მქონე მეხსიერება ჰქონდა. აი ისიც:

66x2id2i0uc4a20toy5e.jpg

ამის შემდეგ, უკვე 2007 წელს გააქტიურდა კომპანია აშუში (ASUS) და თავისი EEE PC წარმოუდგინა პუბლიკას. სხვათაშორის ამ EEE-მ ბევრჯერ აყვირა მომხმარებლები "EEE არა *ლეეეო", მარა ვინ მოუსმინა, მთავარია, რომ პროდუქცია იყიდება... სხვათაშორის თავიდან 400$ ღირდა :P . სხვათაშორის "EEE" არა ქართველისთვის ფრიად "ახლობელი" სიტყვის სინონიმი, არამედ ფრაზა "Easy to learn, Easy to work, Easy to play"-ის აბრევიატურაა. თავად განსაჯეთ რამდენად ადვილი სასწავლი, ადვილი სამუშაო და ადვილი სათამაშო გააკეთა ასუსმა :SNEMOTICON13: მგონი "Easy to crash, Easy to kill, Easy to blast" უნდა დაერქმიათ და ბოლოში კიდევ "Extremely hard to reinstall OS" მიემაგრებინათ... ასეა თუ ისე, EEE დღემდე იყიდება. მის პირველ მოდელს, ე.წ. Eee 700-ს 640×480 გაფართოების დისპლეი, SD კარდ რიდერი და 2 USB პორტი გააჩნდა. და რაც მთავარია, 2GB ტევადობის SSD. ვიზუალურად ყველამ იცით რანაირიცაა, მაგრამ ვაი და ერთი 100 წელი გაძლოს ფორუმმა და სირცხვილი იქნება ვერავინ ნახოს რანაირი იყო "დიდებული ეეე" მაშინ, როცა მისი ბუნდღა აღარ იქნება ქვეყანაზე. ამიტომ ა ბატონო, იხილეთ და თრთოდეთ!!!:

3yvbgx34zkhkj29framp.jpg

როგორც უნდა გაგიკვირდეთ (თუ "არ" უნდა გაგიკვირდეთ), EEE-მ საკმაო პოპულარობა მოუტანა ნეთბუქებს და დღესდღეობით ლეპტოპების მწარმოებელი ლამის ყველა ფირმა აწარმოებს მათ კასტრირებულ ვერსიასაც - ნეთბუქებს. მაგრამ ეს უკვე აღარ გვაინტერესებს ხომ?...

2. ტიპიური ნეთბუქი

სტატია რომ ზედმეტად მშრალი და თითიდან, ან სხვა ადგილიდან გამოწოვილი არ მოგეჩვენოთ, $#^#(|დები ტიპიური ნეთბუქი დაგიხასიათოთ. ფოტორობოტი თავად შეადგინეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვითა და დახმარებით.

დღესდღეობით ნეთბუქი წარმოადგენს ლეპტოპს, რომელიც დაჯდა დიეტაზე და ზომა-წონაში დაიკლო. იგი დაახლოებით 10" დიაგონალის მქონეა, დისპლეის გაფართოებით 1,024x600, დაპატარავებული კლავიატურით (ჩვეულებრივის 80-90% ზომით). რაც შეეხება "გულს", იგი მეტწილად Intel-ის წარმოებისაა, მოდელი - Atom. 1.6GHz ტაქტური სიხშირითა და ერთი ბირთვით (ცალტვინაა რა). იმედია უახლოეს მომავალში მივიღებთ AMD-ს დაპირებულ ენერგოეფექტურ მინიპროცესორებს და ინტელს ჩამოერთმევა აბსოლუტური მონოპოლია ნეთბუქების პროცესორების ბაზარზე. მაგრამ სანამ ეს დღე დამდგარა, AMD-ს ფანები ცხვირჩამოშვებულები უნდა ვისხდეთ... რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, 802b/g სტანდარტის WiFi ადაპტერი და რამდენიმე USB პორტი სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ისევე, როგორც 1-2GB ოპ. მეხსიერება. თუ გაგიმართლებთ 80-120GB HDD-საც მიიღებთ, თუ ძალიან გაგიმართლებთ, მაშინ 160GB-იან HDD-ით დაჯილდოვდებით. რათქმაუნდა არ გამოვრიცხავ სასწაულსაც. იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც 250GB-იანი ვინჩესტერით აღჭურვილი ნეთბუქი ჩაგივარდებათ ხელში (ან ჩანთაში). ჰო და მართალია პირველ ნეთბუქებს არ ჰქონდათ ოპტიკური პრივოდი (მადლობა Psycho-ს ტერმინისთვის), მაგრამ ახლებს უკვე აქვთ. ხოლმე-ხოლმე კი, ხოლმე-ხოლმე არა 127fs4585254.gif . დაბოლოს, დიეტის შედეგად ნეთბუქებმა თითქმის 2-ჯერ დაიკლეს წონაში - ყველაზე მძიმე და დაკუნთული ნეთბუქი 1.4 კილოგრამს იწონის.

3. მომავლის ტენდენციები

პრინციპში არც აქ შეიძლება ბევრის თქმა. რაც გამოიგონეს ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის და გადააწყვეს ლეპტოპზე, შეუთავსეს ნეთბუქსაც. ალბათ იცით რა არის Tablet PC, Touchscreen, Ereader და ა.შ. ხოდა ყველა ამ ტექნოლოგიისა თუ კომპიუტერის სახეობის "შეჯვარებული" ვერსიებით უკვე გადაიჭედა ბაზარი. აი რამდენიმე მათგანი:

pvvihp4ju14sne9j3iq.jpg

მოუგრეხ კისერს და "Tablet-PC"-ს მიიღებ.

f7fhiop31mgla8gainbs.jpg

ამას დააყირავებ და მაინც წაღმა უჩვენებს. გადაშლი წიგნს, ჩაიდებ ასე დაყირავებულ ნეთბუქს, ათვალიერებ ქეით ბექინსეილის ( :chojinfc: ) ეროტიულ ან არაეროტიულ სურათებს, დედიკოს და მამიკოს კი ჰგონიათ, რომ წიგნს კითხულობ :P

240hxajt77nmpx61o7ei.jpg

ამის გამკეთებელი კი Intel-ს და AMD-ს ეჯიბრება თავის ჭკუით და ნეთბუქი ახალი, VIA Nano პროცესორით აღჭურვა. . .

მოკლედ ვარიაციები საკმაოდ ბევრია და ყოველი მათგანის განხილვა მარაზმი იქნება. უბრალოდ იდოს ეს სტატიაც EPAL განყოფილებაში, რომ მერე ნეთბუქების "ჭიებმა" არ თქვან "ჩვენ რატომ არ დაგვიწერე არაფერიო" 490gy9c.gif :P

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.