Jump to content

27 fan ის შედარება


Recommended Posts

შესავალი

ინტერნეტში FAN-ების ტესტი შედარებით მცირეა, ხშირად სადაო შედეგებითაც. შედარება სხვადასხვა სისტემაზე ხდება, ხან ღია, ხან კეისში, ხანაც იდუმალებით მოცულ გარემოში.

ზოგჯერ არის კონკრეტულ ტესტსი FAN ნომერი A ჯობნის B-ს, ხოლო სხვა ტესტში იგივე B ჯობნის A-ს და ასე შემდეგ.

ამ ტესტში განიხილება 12 მწარმოებლის 27 სხვადასხვა FAN-ი

5bc5426f7f89.jpg

ხელსაწყოები ტესტირებისთვის

ტესტის ავტორი იყენებს კომპანია Testo-ს წარმოების ხმააურის მზომს Testo 815

რომელსაც შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • სიზუსტის კლასი - 2 IEC კლასიფიკაციით
  • გაზომვის დიაპაზონი - 32-დან 130 dB-მდე (თუმცა როგორც ავტორი აცხადებს ხელსაწყოს შეუძლია 25,2-დან გაზომვა)
  • გაზომვის სიზუსტე - 0.1 dB
  • ცდომილების ფარგლები - ±1.0 dB

ჰაერის ნაკადის სიჩქარის გასაზომად გამოიყენებოდა იგივე ფირმის წარმოების ანემომეტრი Testo 41

შემდეგი მახასიათებლებით:

  • სიზუსტის კლასი - 2
  • გაზომვის დიაპაზონი - 0,3-დან 20 მ/წ-მდე
  • გაზომვის სიზუსტე - 0.1 მ/წ
  • ცდომილების ფარგლები - ± 0,1 მ/წ +1.5% დამატებული მიღებულ შედეგზე

ფან კონტროლერის სახით FAN-ების ბრუნვის სიჩქარის კონტროლისთვის გამოიყენებოდა Scythe Kaze Server 5,25" მონაცემებით:

  • ძაბვის დიაპაზონი - 3,7 ~ 12 ვოლტი (±10%)
  • ბრუნვის სიჩქარის კონტროლის დიაპაზონი - 0 - 9990 rpm (30 ბრუნიანი ბიჯი)
  • FAN-ის შტეკერების მხარდაჭერა - 3-pin, 4-pin (PWM)
  • დენის ძალა თითო არხზე - 1 A-მდე

FAN კონტროლერის მიერ გამოცემული ძაბვის კონტროლისთვის გამოიყენებოდა დამატებით მულტიმეტრი M8901.

კვების ბლოკად გამოიყენებოდა Nexus Value 430W ხმაურის დონით 15 dB

ტესტირება ტარდებოდა ღამის საათებში 2-დან 4-მდე (ყველაზე ჩუმ პერიოდში). ასევე შეფასდა კვების ბლოკის ხმაურის დონე და შერჩეული იქნა ისეთი კვების ბლოკი რომ ხმაურის დონე ოთახში ჩართული და გამორთული კვების ბლოკით ყოფილიყო 25,2 dB ორივე შემთხვევაში. მანძილი ტესტერამდე იყო 35 სმ. წესით მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი როგორც აკეთებენ ქულერების მწარმოებლები თუმცა ტესტის ავტორი თავის შედეგებს ადარებს ამ ტესტთან რომელშიც მანძილი ტესტერებამდე ასევე 35 სმ იყო.

ესეც FAN-ების სია

Arctiс F12 Pro PWM (1500 rpm)

GELID Wing12 UV (1500 rpm)

GlacialTech GT12025 BDLA1 (950 rpm)

GlacialTech GT12025 EDLA1 (950 rpm)

GlacialTech GT12025 HDLA1 (950 rpm)

HIPER HFF-1W12W-UV (1500 rpm)

HIPER HFF-2B12S (1500 rpm)

Nexus D12SL-12BL (1000 rpm)

Nexus D12SL-12WL (1000 rpm)

Nexus D12SL-12 PWM (2000 rpm)

Nexus D12SL-12 White (1000 rpm)

Noctua NF-P12 (1300 rpm)

Noctua NF-S12B FLX (1200 rpm)

Noiseblocker NB-BlackSilent XLP Rev. 3.0 (2000 rpm)

Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S1 (750 rpm)

Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S2 (1250 rpm)

Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S3HS (1800 rpm)

Noiseblocker NB-Multiframe S-Series M12-P (2000 rpm)

Scythe Gentle Typhoon120 D1225C12B5AP-15 (1850 rpm)

Scythe Slip Stream 120 SY1225SL12SH (1900 rpm)

Scythe S-FLEX SA1225FDB12H, SFF21G (1900 rpm)

Thermalright Cogage Fan (1500 rpm)

Thermalright TR-FDB-12-1300 (1300 rpm)

Thermalright TR-FDB-12-2000 (2000 rpm)

Thermaltake ISGC Fan12 (1300 rpm)

Titan TFD-12025GT12Z Green (800 rpm)

Zalman ZM-F3 (ZF1225ASH) (1800 rpm)

ტესტირებ rpm-ის სხვადასხვა მნიშვნელობებზე

600 rpm იდეფიქსია (ასტერიქსი, ოებელიქსი...) ბევრი მომხმარებელი ითხოვს 500 rpm-ზე ტესტირებასაც მაგრამ ბევრი ქულერი 600-ზეც არ ირთვება, ამ შემთხვევაში Noiseblocker NB-Multiframe S-Series M12-P (2000 rpm) და Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S3HS (1800 rpm) 600-ზე არ ჩაირთო საერთოდ.

9a4b5aed64a5.png

ბევრი შედეგი არაობიექტურია უბრალო მიზეზების გამო, ან ტესტერი ვერ საზღვრავდა ხმაურის დაბალ დონეს ან ოთახის ხმაურის ფონის გამო შეიმჩნეოდა ხარვეზები. თუმცა ნოქტუას FAN-ები იდეალურად ჩუმი იყო სუბიექტურად რომ ვიმსჯელოთ. მოკლედ 600 ბრუნი წუთში ცუდი მაგალითია შედარებისთვის.

eafc6c3e7561.png

მიუხედავად ხმაურის დაბალი დონისა განსხვავებები საკმაოდ საინტერესოა, Arctiс F12 Pro PWM-ის შედეგის ყურადრებაში მიღება ძნელია რადგან ღია ტიპის ქულერია და ჰაერის ნაკადი ამის გამო გაფანტული. ხოლო თუ შევადარებთ დაშორებულ შედეგებს (Scythe S-FLEX და Thermaltake ISGC Fan12) განსხვავება 50%-მდეა ! Hiper-ის ვენტილატორები ლიდერებში ნამდვილად არ არიან თუმცა მყარი შუალედი უჭირავთ. ყველაზე დიდი იმედგაცრუება Noctua-ს ქულერებია, განსაკუთრებით ახალი მოდელი, რომელიც წესით ძველზე უკეთესიც უნდა იყოს.

900 rpm - ეს უკვე ტესტის ავტორის იდეაფიქსია, რადგან მისი აზრით ამ ბრუნზე ხმაურის დონე საკმაოდ მისაღებია, ეს ყველაფერი სუბიექტური აზრია თუმცა მინდა დავეთანხმო ტესტის ავტორს 900 ბრუნზე ბევრ ქულერს საკამოდ კარგი მაჩვნებელები აქვს.

271bb1afd919.png

ამ შემთხვევაში განსხვავება უკვე საგრძნობია და მინიმალურ და მაქსიმალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა 4 DBA, ასევე საინტერესოა რომ ამ სიჩქარეზე Noiseblocker ქულერებმა გვირგვინი ჩამოართვეს Noctua-ს. საინტერესო შეედეგი აჩვენა Scythe-ს (უფრო სწორად მათი კოლეგების Nidec Servo) პროდუქტი Gentle Typhoon120 D1225C12B5AP-15. ვნახოტ წარმადობაში რა ხდება.

82224d82b5ac.png

ლიდერობენ Zalman ZF1225ASH (F3), Scythe S-FLEX ასევე Noiseblocker და Thermalright ვენტილატორები. ნოქტუა განაგრძობს იმედგაცრუების სერიას (რომელიც ტესტის ავტორის საყვარელი ფირმა ყოფილა).

1300 rpm - ოქროს შუალედი. ეს წერტილი ზღვარია წარმადობასა და სიჩუმეს შორის. ასევე ზედა ზღვარია Noctua NF-P12 და Thermaltake ISGC Fan12 ვენტილატორებისთვის. ამის ზევით უკვე აშკარად ხმაურობენ FAN-ები თუ რა თქმა უნდა ხმაური თვქენთვის პრობლემაა (ჰა, წეშმარიტო ოვერქლოქერებო :spiteful:).

78b62a46f093.png

საინტერესო შედეგებია 35 სმ მანძილზე ხმაურის დონე 35,2 dBA-ს აღწევს. ასე რომ თუ ჩართულ კომპიუტერთან ძილი მინდა (იგულისხმება კომპიუტერის გვერდით და არა მასთან :P) უნდა ავარჩიო Gentle Typhoon120 D1225C12B5AP-15 ქულერი. ასევე საინტერესოა Arctiс F12 Pro PWM შედეგი, ეტყობა დაბალ ბრუნზე მის მექანიზმში რაღაც ხმაურის მიზეზი იყო რომელიც მაღალ ბრუნზე ფრთების ბრუნვის ხმით დაიფარა და ქულერმაც უფრო პრესტიჟულ ადგილზე გადაინაცვლა.

ed2634c7c18a.png

აქ ბებერი Zalman ცდილობს რაღაცის დამტკიცებას და გამოდის მწარმოებლები ტყუილა დროს არ კარგავნ, საკმაოდ კარგი შედეგია. Noiseblocker-ის მოდელები ისევ ლიდერობენ. ასევე შეგვიძლია შევაქოთ Cogage Fan. ლიდერებსი სხვაობა მინიმალურია და შეიძლება ცდომილებასაც დაბრალდეს ადგილების გადანაცვლება. ხოლო სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ შედეგს შორის 1.5-ზე მეტია !

ტესტირება ნომინალურ მაჩვენებლებზე.

ასე განლაგდებიან ხმაურის დონის მიხედვით

708b050aa435.png

ნომინალურ რეჟიმში შგვიძლია ვნახოთ 750 / 800 / 950 / 1100 rpm ბრუნებზე შედეგები რომლებიც ტესტში გამოტოვებულია. შეიძლება ითქვას ყველა ქულერმა 1500 rpm ჩააგდო ტესტი თუ შევადარებთ Scythe Gentle Typhoon120 D1225C12B5AP-15 ხმაურის დონეს და წარმადობას და მით უმეტეს ბრუნვის სიხშირე 1850 rpm აქვს !!!! (ტაში Scythe-ს, მქუხარე ტაში, მეგობრებო).

ეხლა ვნახოთ წარმადობის მიხედვით როგორ დალაგდებიან

ffda49dfc1d8.png

ლიდერი Scythe Slip Stream 120 (1900 rpm) ქულერია თუმცა ხაოურის დონითაც ლიდერია. იგივე შეიძლება ითქვას Thermalright (2000 rpm) ქულერზე. კარგი ხმაური/წარმადობა თანაფარდობისთვის ურგიო არ იქნებოდა მისის სიხშირის 1600 ბრუნამდე დაწევა ამიტომ გამარჯვებას სტატიის ავტორი ანიჭებს Nexus D12SL-12 PWM (2000 rpm) FAN-ს. ეს რაც შეეხება 1500 rpm და ზევით. აქ უკვე ჩემის აზრით არსანიშნავია Thermalright (1300 rpm) და Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S2 (1250 rpm) ხმაურის დაბალი დონით და მარალი წარმადობით.

შედარება მწარმოებლების მახასიათებლებთან

11ba2c4d7b0b.png

ხშირ შემთხვევაში მწარმოებლსი და ტესტირების მაჩვენებლები ემთხვევა მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი მწარმოებელი გვაბოლებს და იმაზე მეტ წარმადობას წერენ ვიდრე რეალურია. აღსანისნავია Arctic Cooling F12 Pro PWM, Scythe Slip Stream 120, Gelid ასევე Noctua.

Arctic-ის შემთხვევა გასაგებია სატესტო სისტემა ვერ მოერგო ამ ქულერს მაგრამ აი Noctua ასე 30%-ს გვატყუებს.

ასევე კარგად მუშაობს კომპანია Thermaltake-ის მარკეტინგის სამსახური, სადღაც 50%-ით ნაკლები შედეგი სპეციფიკაციებთან შედარებით.

ხოლო Scythe Gentle Typhoon-ის და Thermalright-ის მონაცემები ნაკლებიც კი არის ტესტის შედგებთან შედარებით.

ტესტირება პროცესორზე

აქამდე ყველა ტესტი ტარდებოდა ჰაერში, რადიატორის და პროცესორის გარეშე. ვნახოთ როგორ გაუმკლავდებიან ჩვენი FAN-ები დარაზგონებულ i7-ს. ტესტირება ჩატარდა ღია სტენდზე.

3d5a196682f8.jpg

სატესტო სისტემა:

დედა დაფა: Intel DX58SO X58

პროცესორი: Intel Core i7-920 2,66@4,015 (Bloomfield, C0), 1,324V;

ქულერი: Thermalright Cogage True Spirit

თერმოპასტა: Noctua NT-H1

ვიდეო: ASUS GeForce 8400 GS

ვიდეოს ქულერი: Noctua NC-U6 + Noctua NF-R8-1800 (800 rpm)

FAN კონტროლერი: Scythe Kaze Server 5,25"

ოპერატიული მეხსიერება: DDR3 2 x 2 GB PC10666 1333 МГц Qimonda

კვების ბლოკი: Nexus Value 430W ОС:

Windows Vista Ultimate 64 bit SP1

49a87bb188b9.png

ტემპერატურა ოთახში 25,1 -25,5 C. პროცესორზე ყველა ენერგოდამზოგველი ფუნქცია გამორთული. სტრეს ტესტისთვის გამოიყენებოდა პროგრამა LinX 0.6.0.2. მმონიტორინგი Real temp 3.20 პროგრამით.

დასაწყისისთვის შერჩეულ იქნა საუკეთესო წარმომადგენლები და ბრუნვის სიჩქარე 1500 rpm. ესეც შედეგები.

ea8438230654.png

საბოლოდ მაქსიმალური განსხვავება 6 გრადუსია ცელსისუით ამი გამო ჩატარდა კიდევ ერთი ტესტი, ჰაერის ნაკადი ქულერის რადიატორში გავლის შემდეგ

c4fe01b5d2c4.png

როგორც ხედავთ საკმაოდ თხელი რადიატორიც კი დიდ წინაღობას ქმნის. Cogage Fan-მა 1500 rpm ბრუნზე აჩვენა 56,9 CFM ხოლო რადიატორზე ტესტირებისას 39,5 CFM რაც 30%-ით ნაკლებია.

ეხლა კიდევ ერთი საინტერესო შედარება. რა წარმადობა ენქებთ ვენტილატორებს 38 dBA ხმაურის დონეზე. ამისთვის რადიატორზე დავამაგრეთ ქულერები სათითაოდ და კონტროლერის საშუალებით ხდებოდა ბრუნვის სიხშირის რეგულირება სანამ ხმაურის დონე არ მიაღწევდა სასურველს.

eabcca4fd716.png

როგორც ჩანს Gentle Typhoon საჭირობეს დამატებით ანტივიბრაციულ საშუალებებს რადგან რადიატორთან კომბინაციაში საკამოდ ხმაურიანი ხდება. ისევ და ისევ ხმაურის დონესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ქულერის ბრუნების დაკლებაა და შემდეგი ტესტი 900 rpm ჩატარდა.

შემდეგი ტესტი უკვე ჩატარდა Antec P183 კეისში, ორი Noctua NF-P12 (900 rpm) ვენტილატორით კეისი ვენტილაციისთვის და კვების ბლოკი Zalman 850-HP (700-750 rpm).

5b1f057d2606.png

სადაც შედეგი max burn არ არის იქ ტემპერატურამ მიაღწია 95 გრადუსს და throttling ჩაირთო. საბოლოოდ ტესტირებას გაუძლო 11-მა ვენტილატორმა.

დასკვნები

Arctiс F12 Pro PWM (1500 rpm) - პრინციპში ტესტირებისას ვერ ერთი ვერ მოერგო ამ ვენტილატორს მისი დიზაინის გამო უბრალოდ ეს ეგზემპლარი საინტერესოა თავისი ანტივიბრაციული კორპუსით.

Cogage Fan (1500 rpm) - ამ ქულერის ტესტირება უბრალო ინტერესის გამო მოხდა. საინტერესო იყო რადიატორთან კომპლექტში არსებული ვენტილატორის წარმადობა. თუმცა ამ ვენტილატორს თავისივე რადიატორმა აჯობა.

GELID Wing12 UV (1500 rpm) - არაფერი განსაკუთრებული. არც წარმადობაში და არც ხმაურის დონით. სასიამოვნო დიზაინი და ნორმალური ფასი.

GlacialTech GT12025 BDLA1 (900 rpm), GlacialTech GT12025 EDLA1 (900 rpm), GlacialTech GT12025 HDLA1 (900 rpm) - რეკორდებისთვის ეს ვენტილატორები არ გამოდგება, თუმცა თუ რაზგონი არ გაინტერესებთ საკმაოდ მისარები ფასის მქონე ვენტილატორებია.

HIPER HFF-1W12W-UV (1500 rpm) და HIPER HFF-2B12S (1500 rpm) - საინტერესო ქულერებია, საკამოდ მაღალი წარმადობით და ხმაურის დაბალი დონით. გაუძლეს ბოლო ტესტსაც, შეიძლება ითქვას აღმოჩენაა, ავტორი ნაკლებს მოელოდა.

Nexus D12SL-12BL (1000 rpm) Nexus D12SL-12WL (1000 rpm) და Nexus D12SL-12 White (1000 rpm) - როგორც ყველაზე ლამაზ ვენტილატორებს ჯილდოც კი ერგოთ ავტორისგან.

Nexus D12SL-12 PWM (2000 rpm) - კომპანიის ფლაგმანი, ძალზედ ჩუმი დაბალ ბრუნებზე და მაღალ ბრუნებზე Noiseblocker-საც ჯობნის.

Noctua NF-P12 (1300 rpm) - თუ ტესტებში საუკეთესოს შევადარებთ ფაქტია მან დათმო გვირგვინი და საშუალო შედეგი აჩვენა. სავარაუდოდ ამ ტესტების შემდეგ Noctua სატესტო ვენტილატორებს არ გამომიგზავნისო ავტორი აცხადებს.

Noctua NF-S12B FLX (1200 rpm) - კომპანიის სიახლე დაიკვეხნის მარტო 600 rpm სიხშირეზე ხმადაბალი მუშაობით. საბოლოო ჯამში ტესტების მიხედვით ნოქტუამ არ გაამართლა იმედები.

Noiseblocker MF12-S1 (750 rpm), Noiseblocker FLX (1200 rpm), Noiseblocker MF12-S2 (1250 rpm), Noiseblocker MF12-S3HS (1800 rpm) - სტატიაშიც ბევრჯერ აღინიშნა, ყველა კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესო ეგზემპლარებია.

Noiseblocker NB-BlackSilent XLP 3.0 (2000 rpm) და Noiseblocker NB-Multiframe S-Series M12-P (2000 rpm) - კომპანიის ფლაგმანი ჩამორჩება წარმადობით Noiseblocker MF12-S3HS თუ მხედველობაში მივიღებთ ერთი და იგივე ბრუნზე მუშაობას.

Scythe S-FLEX SA1225FDB12H (1900 rpm) S-FLEX - საუკეთესო შედეგები ველა ტესტში. სწორედ ამ მოდელს G ასოთი მარკირებაში SFF21G არ ახასიათებს ტკაცუნისმაგვარი ხმა სხვა ფლექსებისგან განსხვავებით. სტატიის მედალოსანია.

Scythe Gentle Typhoon120 D1225C12B5AP-15 (1850 rpm) - ძალზედ საინტერესო ეგზემპლარი. რომ არა ვიბრაციის პრობლემები რადიატორთან ერთად საკმაოდ ჩუმი იქნებოდა მაღალ ბრუნებზეც. რადიატორის გარეშე 38,6 DBA 1850 rpm ბრუნზე ფენომენალური შედეგია.

Scythe Slip Stream (1900 rpm) - წარმადობაში რეკორდსმენია და თუ თქვენ გინდათ მაქსიმალური წარმადობა ეს არის თქვენი არჩევანი თუმცა ხმაურის დაბალი დონით ვერ დაიკვეხნის.

Titan Green Vision (800 rpm) - სიჩუმის მოყვრულები ალბათ მეტს მოელოდნენ ამ ვენტილატორისგან თუმცა 600-800 rpm-ზე უკეთესი არჩევანიც არსებობს.

Thermalright TR-FDB-12-1300 (1300 rpm) და Thermalright TR-FDB-12-2000 (2000 rpm) - ამ FAN-ების მონაცემები დაემთხვა Scythe S-FLEX მონაცემებს და მოსალოდნელიც იყო მწარმოებელი ორივესი ერთია.

Thermaltake ISGC (1300 rpm) - ალბათ კომპანიის ყველაზე წარუმატებელი მოდელია წარმადობის მხრივ, თუმცა დიზაინით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია.

Zalman ZM-F3 (1800 rpm) - რამოდენიმე წლის წინ Zalman (ან იმ კომპანიის ვინც Zalman-ს ქულერი აუწყო) მწარმოებლებმა შექმნეს საოცარი მოდელი F3. დღესაც თუ ძალიან არ ჩავუღრმავდებით დეტალებს ერთ-ერთი საუკეთესოა წარმადობით და სიჩუმის მხრივ. შედეგების მსგავსების გამო შესაძლოა ვიფიქროთ რომ Zalman, Thermalright და Scythe ერთ მწარმოებელთან აწყობენ ვენტილატორებს.

მოკლედ დავამთვარე როგორც იქნა უფრო დეტალურად სტატია შეგიძლიათ აქ ნახოთ:

http://overclockers.ru/lab/33718.shtml

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

ამ fan-ზე რა აზრის ხართ? :)

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16835553002 მონაცემებმა ძალიან მომხიბლა და 2 ცალი გამოვიწერე

Link to comment
Share on other sites

კაი ფანი ჩანს კორსაირის ფანებს მაგონებს

და მაგათი მიმოხილვა რაც მაქვს ნანახი საკმაოდ კარგი შედეგი ქონდა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აი ახალი მიმოხილვები

http://www.xbitlabs.com/articles/coolers/display/120mm-fan-roundup-3_13.html#sect0

http://www.anandtech.com/show/6391/120mm-radiator-fan-roundup-part-2-fan-harder/6

საკმაოდ კარგი გაიდია თუ ფანის შერჩევა გინდა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სოსო

საღოლ ძმაო საღოლ.

რუსთავში რა ადგილას ცხოვრობ?

Link to comment
Share on other sites

  • 11 months later...

be quiet silent wings 2,სჯობია ყველა მაგ ფანს,11 ცალი მიყენია კეისზე,უნიკალური მონაცემები აქვს,300 000საათი მუშაობის რესურსი და 15,8დბ 12ვ-ზე,საერთოდ ხმა არა აქვს,მხოლოდ ჰაერის ხმა ისმის ისიც უმნიშვნელო :)

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
  • Barca unpinned this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.