Jump to content

რა არის პროცესორში და რისგან შედგება იგი


Recommended Posts

9ba4d8faced6.png

პროცესორის ბირთვი შედგება ნახევარგამტარებისგან,თუ ვინმეს დაგებადათ კითხვა რატომ ნახევარგამტარი,რატომ დაენანათ სრული გამტარი რომ ყოფილიყოო?!მაშინ აიღეთ მეტალის ფირფიტა და ჩადეთ სოკეტში პროცესორის ადგილას,იმუშავებს?! (ეს მეთოდი არ მოსინჯოთ)ნახევარგამტარი კი არის ის ელემენტი,რომელიც უზრუნველყოფს პროცესორის მუშაობას.

სწორედ ეს არის პირველი მომუშავე ტრანზისტორი:

13e98ab31743.png

თანამედროვე ტრანზისტორი:

ae7994b8bbde.png

ნეხევარგამტარი არის მასალა,რომელიც თავისი გამტარობით უკავია შუა ადგილი გამტარსა და დიელექტრიკს შორის.

გამტარი კი არის მასალა,რომელიც ელექტრული მუხტს ატარებს(მაგ:სპილენძი)

დიელექტრიკი არის მასალა,რომელიც ელექტრულ მუხტს საერთოდ ან ნაწილობრივ ატარებს.

პროცესორის შემადგენელი ერთერთი ჯაჭვია ტრანზისტორი,ტრანზისტორი შემადგენლობაში (ძირითადად) შედის:გერმანიუმი,სილიციუმი,არსენიუმი-გალიუმი,რომელიც გალიუმის და დარიშხანი (არსენიუმი) შეერთებით მიიღება.

f23329f60d61.png

ტრანზისტორი არის ხელსაწყო ნახევარგამტარი,რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან „პ“ და „ნ“ ნახევარგამტარისაგან,მათ შორის მოთავსებულია ნახევარგამტარული შრე.ტრანზისტორს აქვს 2 ადგილი „პ“ და „ნ“ ტიპის.კრისტალს 2 ნაწილს შორის ბაზური ეწოდება,შიდა ნაწილს უწოდებენ ემიტერს დაკოლექტორს.

image.png

მაგ,საველე ტრანზისტორი მუშაობის პრინციპი ავხსნათ მარტივად:კაჟმიწა სპაციალურადაა მომზადებული ,ამიტომ „ნ“ ტიპის ნახევარგამტარის თვისება აქვს,ანუ ატარებს ელექტრონებს ,უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს.თუ ჩვენ მივაწოდებთ ჩამკეტს უარყოფით მუხტს,ამ დროს ელექტრონები გადიან ჩამკეტიის ქვემოდან.,ხოლო წყაროსა და საწყისს შორის წარმოიქმნება იზოლირებული მონაკვეთი.ხოლო როდესაც დადებით მუხტს მივაწვდით,ელექტრონიბი პირიქით მიიზიდება და საწყისსა და წყარს შორის იქმნება გამტარი ზონა.პირველ შემთხვევაში საწყისსა და წყაროს შორის არ შეიკვრა წრედი,მეორე შემთხვევაში კი წრედი შეიკვრა.

ტრანზისტორი მუშაობს როგორც ჩამრთველ/გამომრთველი.ასეთი მარტივი მოქმედების შემსრულებელი ნახევარგამტარისაგან კი იქმნება რთული ლოგიკური სქემა.თანამედროვე პროცესორებში ტრანზისტორები 2 000 000 000 მდეა და თითოეულმა მათგანმა უნდა იმუშაოს გამართულად.

ასე გამოიყერება 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი:

image.png

დაუკვირდით 30 ნანომეტრის მქონე ჩამკეტს,ადამიანის თმა 5000 ჯერ უფრო სქელია.

ადამიანის თმის სისქე ~0,06მმ-ია.

(ეს თემა მიმოხილვის დონეზე დავწერე,რადგან არ გვჭირდება რთული ფორმულები და ტერმინები,რომელსაც თემიდან გასვლისთანავე დავივიწყებთ)

ახსნილია მოკლედ,კონკრეტულად,მშრალად როგორც მშრალი ყინული

პ-ნ გადასვლა(„ნ“ უარყოფითი, „პ“ დადებითი) არის ელექტრულ-ხვერელური გადასვლა,ეს გადასვლის ზონა ნახევარგამტარულ ზონად იწოდება,რომელშიც ადგილი აქვს გამტარობის თვისების სივრცობრივ ცვლილებას ელექტრონული „ნ“ დან ხვრელურ „პ“-მდე. ასეთ თვისებას საფუძვლად უდევს დონორ აქცეპტორული ბმა,დონორი ეწოდება იმ ნივთიერებას,როელიც გასცემს ელექტრონს და დადებითად იმუხტება,აქცეპტორი კი რომელიც იერთებს ელექტრონს და უარყოფითად იმუხტება.

e8fae.gif

ეს არის ელექტრონების ელექტრონული ღრუბელი ატომში.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.