სადღაც 3 წელია ლეპტოპი მაქვს და მტვერისგან არ გამიწმენდია ჯერ. ეხლა ამ სიცხეებში ბრაუზერში ყოფნისასაც ადისხოლმე 60 გრადუსზე და უფრო მაღლაც ხოდა გაწმენდა მინდა მაგრამ ადრე 15 ლარად ვნახულობდიხოლმე ფასდაკლების საიტებზე მაგ სერვვისს და ეხლა ძვირად დევს https://www.swoop.ge/offers/105857 30 ლარი გამოდის თითქმის და ცოტა მეძვირება. ასე ღირს თუ სიცხიან სეზონზე იწევს ამის ფასიც? თან ვინმე მოყვარულმა არ მინდა გაწმინდოს და რაიმე დამიზიანოს, ფულის გამო რომ ყველაფრის ცოდნას იბრალებენ. HP მაქვს და ამაზე ცოტა რთულადაა ისე დაშლა და გაწმენდა? ჩემ ძმაკაცს ჰქონდა ეს ბრენდი, ვიღაც ნაცნობმა უთხრა მე გაგაწმენდინებ რა პრობლემააო, გაწმინდა ააწყო და მერე გაირკვა რომ ვიდეო კარტა გადაიწვა მაგის მერე მეშინია უცოდინარი მივაკარო კომპიუტერს ნუ ქულერიც დასაზეთი იქნება ალბათ და თერმოპასტაც გამოსაცვლელი პერსონალური რო მქონდა იმაზე ჩემით ვზეთავდი და ვწმენდდიხოლმე მაგრამ ლეპტოპის დაშლის ტუტორიალები რო ვნახე, მივხვდი რომ ეს თუ დავშალე მე ამას ვეღარ ავაწყობ ნამდვილად