მაქვს msi cr500x ნოუთბუქი. ჩართვის დროს მალევე ითიშება. ხან ირთვებოდა ბოლომდე დიდი ხანი მუშაობდა და მერე ითიშებოდა. Windows-ის პრობლემა მეგონა და გადავაყენე Windows 10 გავუშვი დაყენდა ბოლომდე, გადატვირთვის მერე ისევ გაითიშა. ეხლა ჩატვირთვის დროს ითიშება. ტემპერატურებს ვერ ვამოწმებ პროგრამით, Windows-სს ვერ ვრთავ, ბიოსი არ აჩვენებს ტემპერატურებს. მტვრისგან გავწმინდე ყველაფერი, თერმოპასტაც წავუსვი. ეხლა ჩართულია სანამ Windows-ის ჩატვირთვამდე მივა მუშაობს უპრობლემოდ, როცა ჩატვირთვას დაიწყებს ან გადაყენებისას პროცენტების ათვლას დაიწყებს მაშინ ითიშება. თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, რამე მირჩიეთ